სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა გაიმარჯვა

Written by

in

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 70.43 პროცენტით პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა – “ჩემი ნაბიჯი” გაიმარჯვა.

წინასწარი მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა “რესპუბლიკურმა პარტიამ,” რომელსაც წინა მოწვევის პარლამენტში უმრავლესობა ჰქონდა.

წინასწარი შედეგებით, რესპუბლიკელებმა 4,70% დააგროვეს. პარლამენტს მიღმა ასევე რჩება პარტია “დაშნაკციუტუნიც,” რომელსაც წინასწარი მონაცემებით, ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეოთა 3,89%-მა.

საარჩევნო ბარიერი გადალახეს პარტიებმა –  “აყვავებული სომხეთი”(8,27%) და “განათლებული სომხეთი”(6,37%). 9 დეკემბერს ჩატარებულ რიგგარეშე არჩევნებში სულ 11 პარტია და ბლოკი მონაწილეობდა. წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 48,63%-ს შეადგენდა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *