საპარლამენტო უმრავლესობა სხდომას მართავს

Written by

in

{{ARTICLEIMAGE}}დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული საკითხები იქნება.

მისივე ინფორმაციით, საბიუჯეტო პროცესსა და წლის ბოლომდე პარლამენტის მიერ განსახილველ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, გუშინ, პარტიის ოფისში პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და დეპუტატთა ჯგუფის მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ცნობისათვის, პარლამენტმა დეკემბრის მესამე პარასკევამდე დარჩენილ დროში 2019 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *