Category: არქივი

  • საგანი “თავდაცვა და უსაფრთხოება – ახალი დეტალები

    {{ARTICLEIMAGE}}

    “თავდაცვა და უსაფრთხოება” – საგნის სკოლაში სწავლების საკითხზე და მის მნიშვნელობაზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა ისაუბრა.

    “ბოლო დროს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია საგნის “თავდაცვა და უსართხოება” სკოლაში სწავლების საკითხმა. მინდა მოგახსენოთ, რომ სასწავლო მასალის დახვეწაზე ერთობლივად მუშაობს თავდაცვის სამინისტრო, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. სასწავლო პროცესში გამოსაყენებლი მასალა მუშავდება ელექტრონული ფორმით და დასრულების შემდეგ, რეკომენდაციებისათვის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს გადაეგზავნება. ამის შემდეგ სასწავლო მასალა ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის”.

    მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა სკოლებში საგნის დანერგვის მიზანი.

    “პროექტის მიზანია, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება თავდაცვის სისტემებზე, საქართველოს თავდაცვის ძალებზე და სამოქალაქო უსაფრთხოებაზე, ასევე პრაქტიკული უნარების შეძენაზე და ასევე, ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდა.

    საგანს “თავდაცვა და უსაფრთხოება” საპილოტე რეჟიმში შერჩეულ სკოლებში სამხედრო გამოცდილების მქონე პირები წაიკითხავენ, რომელთაც გავლილი ექნებათ მასწავლებელთა მომზადების შესაბამისი კურსი”.

    ნუკრი გელაშვილმა საუბრის დასასრულს მედიის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი ინფორმაციის გავრცელებას ხელი არ შეუწყონ.

    “ყველა დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას საშუალება ექნება სასწავლო მასალის ელექტრონულ ვერსიასთან დაკავშირებით მოგვაწოდონ თავიანთი რეკომენდაციები როგორც პილოტირების დაწყებამდე, ასევე პილოტირების პროცესში სასწავლო მასალის დახვეწის მიზნით”.

  • ინაუგურაციაზე დამსწრე უცხოელ სტუმართა ნაწილის ვინაობა ცნობილია

    {{ARTICLEIMAGE}}
    ცნობილია იმ სტუმართა ვინაობა, ვინც 16 დეკემბერს თელავში დაგეგმილ ინაუგურაციას დაესწრება. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დასტური უკვე მიღებულია სომხეთის პრეზიდენტისგან.

    ინაუგურაციას ასევე დაესწრება დელეგაცია ჩეხეთიდან, რომელსაც უხელმძღვანელებს სენატის თავმჯდომარე, სერბეთიდან დელეგაციას უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე.

    ასევე ცნობილი გახდა, რომ ჩამოვა ლიტვის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მეთაურობით. რუმინეთის დელეგაციას კი ინაუგურაციაზე რუმინეთის ვიცე-პრემიერი წარმოადგენს.

    “გვეყოლება მოლდოვას დელეგაცია, რომელსაც უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრი. თურქმენეთის დელეგაციას ვაჭრობის მინისტრი უხელმძღვანელებს. ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ საუდის არაბეთიდან დელეგაციას უხელმძღვანელებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი. გვაქვს დადასტურება პოლონეთიდან, რომ სახელმწიფო მინისტრის დონეზე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურით იქნება წარმოდგენილი. ასევე იქნება დელეგაცია აზერბაიჯანიდან. ყოველწუთიერად შემოდის ეს ინფორმაცია და ეს არ არის სრულყოფილი სია”,თქვა ზალკალიანმა.

    ცნობისათვის, თელავში დღეს დილიდან საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მეფე ერეკლე მეორეს სასახლესთან უკვე დაწყებულია სცენის კონსტრუქციის აწყობა.

    თელავში ჩასვლას გეგმავენ ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისიის წევრებიც, რომლებიც საბოლოო დეტალებს შეათანხმებენ, როგორი უნდა იყოს სცენაზე განლაგება და როგორი სახე ექნება ამ ტერიტორიას. დღეს, დღის ბოლომდე კი საგარეო საქმეთა სამინისტრო სტუმრების საბოლოო სიას დაადგენს, მათ შორის იქნებიან თავად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირადი სტუმრები და ოფიციალური პირები. პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში კვირას, 16 დეკემბერს გაიმართება. მიღება კი ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ წინანდალშია დაგეგმილი.

  • ფოტოზე, რომელსაც სოციალურ ქსელში “ქილიკი მოჰყვა”, თბილისის მერი განმარტებას აკეთებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    თბილისის მერი კახა კალაძე მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე მიუთითებს. საქმე ეხება ჩიქოვანის ქუჩაზე დაწყებულ სარემონტო სამუშაოებს, რომლის შესახებაც სოციალურ ქსელში მცირე ზომის ტროტუარის ამსახველი ფოტო გავრცელდა.

    თბილისის მერი სოციალურ ქსელის მეშვეობით პირდაპირ რეჟიმში ჩაერთო და თქვა, რომ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება გადაწყვიტა, რადგან გუშინ გავრცელებულ ფოტოზე “ქილიკი მიდიოდა”. კალაძე ამბობს, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს ეს არის ფეხით მოსიარულეთა ტროტუარი.

    თბილისის მერი მოუწოდებს მათ, ვინც “ასეთ სიცრუეს ავრცელებს, პატივი სცენ დედაქალაქს”.

    “არ დაუჯეროთ მეგობრებო და ყოველთვის დაელოდეთ სწორ ინფორმაცია, რომელსაც დედაქალაქის მერია მოგაწვდით. ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს და არავის მივცემთ საშუალებას, მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში”,თქვა კალაძემ.

  • მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებზე უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება

    {{ARTICLEIMAGE}}
    საერთაშორისო კომპანიებსა და მსხვილ ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოში რეგიონულ ოფისებს გახსნიან, უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

    მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ თანხვედრაშია მთავრობის სტრატეგიასთან, საქართველო გახდეს ცენტრი ფართო რეგიონისთვის.

    “საერთაშორისო კომპანიებზე, მსხვილ ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებზე, მათ შორის მსოფლიოს 500 უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენლებზე, თუ ისინი საქართველოში გახსნიან ოფისებს და საქართველოდან მოემსახურებიან რეგიონს, უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ იმისთვის, რომ საქართველო გავხადოთ რეგიონული ცენტრი”, თქვა პრემიერ-მინისტრმა.

  • დემნა გვასალიამ გაზაფხული-ხაფხულის კოლექციის ჩვენება მავთულხლართების ფოტოთი დააანონსა

    {{ARTICLEIMAGE}}
    დემნა გვასალიას ბრენდმა “Vetements”-მა ახალი, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია მავთულხლართების ფოტოთი 

    Instagram

    ზე დაანონსა.

    დემნა გვასალია არის ქართველი დიზაინერი, რომელიც 2009-2013 წლებში Maison Margiela-ს ქალის ტანსაცმლის მთავარი დიზაინერი იყო, წლების განმავლობაში მუშაობდა Luois Vuitton-თან, რამდენიმე წლის წინ კი შექმნა საკუთარი ბრენდი სახელად – Vetements,რომელიც ძალიან პოპულარულია და ბევრ ცნობილ ადამიანსაც აცვია.

    დემნამ ჩაანაცვლა ალექსანდერ ვანგი Balencaga-ში. ის ბრენდის კრეატიული დირექტორი გახდა 2015 წლის ნოემბერში.

    დემნას კარგი ურთიერთობა აქვს კანიე ვესტთან,რაც ხშირად დასტურდება კანიეს პოსტებით. უცხოური პრესა კი წერს ,,თუ კი არსებობს ვინმე, ვინც კანიეს ისევე უყვარს, როგორც საკუთარი თავი, მაშინ ეს დემნა გვასალიაა”