Category: არქივი
-
“ნაციონალურმა მოძრაობამ” თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა
{{ARTICLEIMAGE}}
“ნაციონალურმა მოძრაობამ” თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა. ლევან ხაბეიშვილმა “ქართული ოცნება” ამომრჩწველთა ხმების მოპარვაში დაადანაშაულა და თქვა, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ 2016 წლის მერის არჩევნებში იმაზე ნაკლები ხმა მიიღო თბილისში, ვიდრე ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებში.სწორედ ჩატარებული არჩევნების გამო, რომელიც ოპოზიციის შეფასებით, გაყალბდა, ისინი საკითხების განხილვას საკრებულოში დღეს არ დაესწრნენ. ოპოზიციის ბოიკოტი არ უკვირთ “ქართულ ოცნებაში”, სადაც ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” 2012 წლიდან ისედაც ბოიკოტის რეჟიმშია.
საკრებულოს სხდომაზე დღეს 40 საკითხი განიხილება, მათ შორის ტაქსების რეგულაციები, რომელსაც დეპუტატებმა მხარი უკვე დაუჭირეს. რეგულაციების მოხედვით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თბილისში ა და ბ კატეგორიის ტაქსები იმოძრავებენ, რომლებსაც განსხვავებული პრივილეგიები და ვალდებულებები ექნებათ.
-
ლავროვი წუხილს გამოთქვამს, რომ წლების წინ “ზურაბიშვილთან მიღწეული შეთანხმება არ შესრულდა”
{{ARTICLEIMAGE}}
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უსურვებს, რომ იყოს ყველა ქართველის პრეზიდენტი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკებების წლებს იხსენებს.
“სალომე ზურაბიშვილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და მოლაპარაკებებში ჩემი პარტნიორი 2005-2006 წლებში. სამწუხაროდ, ჩვენს მიერ მიღწეული ზოგიერთი შეთანხმება ქართულმა მხარემ არ შეასრულა, რადგან როდესაც რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებები დავასრულეთ, ამის პარალელურად, ჩვენ თბილისთან შევთანხმდით ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნაზე. ეს იყო დეტალურად შემუშავებული შეთანხმება. სამწუხაროდ, მოგვიანებით ქართულმა მხარემ უარი თქვა ასეთი ცენტრის შექმნაზე, რაც სამწუხაროა, რადგან მათ გაწყვიტეს კომუნიკაციის კიდევ ერთი ხაზი. ასე რომ, სალომე ზურაბიშვილს ვუსურვებთ, იყოს ყველა ქართველის პრეზიდენტი და აკეთოს ის, რაც კარგია ქართველი ხალხისთვის”, ამბობს რუსი დიპლომატი საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
-
“ამ საკითხებზე არ გვიდავია… სწორედ ასე დავასრულე შეხვედრა” – რაზე ისაუბრეს ლავროვმა და წერეთელმა?
{{ARTICLEIMAGE}}
“ევროპული საქართველოს” წევრი გიგი წერეთელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში შეხვდა. გიგი წერეთლის განცხადებით, მილანში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს.“როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, სხვა შეხვედრებთან ერთად, მქონდა შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ეს ეხებოდა კონკრეტულ თემას. რუსეთთან ეუთო ანტიტერორისტული მიმართულებით თანამშრომლობს. რუსეთი ეუთო-ს წევრია, თუმცა მინდა ასევე გითხრათ, რომ ეუთო-ს საერთო საკითხების გარდა, ვისაუბრეთ საქართველოზე, რუსეთის მიერ იმ პრინციპების დარღვევაზე და იმ სირთულეებზე, რომლებიც არის ჩვენს ურთიერთობებში. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას და ადამიანის უფლებებს. შეხვედრა ეხებოდა სხვა საკითხებს, მაგრამ მე საქართველოზეც ვისაუბრე. არ შემიძლია, დეტალებზე ვისაუბრო. ერთი რამ შემიძლია გითხრათ – მას არ უთქვამს, რომ პრობლემები არ არის და ჩვენ არ გვიდავია ამ საკითხებზე. პრობლემები არსებობს, მაგრამ ეუთო-ს ფილოსოფიაა, რომ გვჭირდება დიალოგი ამ პრობლემების მოსაგვარებლად. მე სწორედ ასე დავასრულე შეხვედრა, რომ მთავარია ჰელსინკის პრინციპები და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი”, თქვა გიგი წერეთელმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
შეგახსენებთ, ფარული კენჭისყრის შედეგად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გიგი წერეთელი ერთი წლის ვადით პრეზიდენტად 2018 წლის ივლისში აირჩია.
ცნობისათვის, საქართველოს და რუსეთს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვთ და მათი ურთიერთობები შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით ხორციელდება.
მოსკოვში 2012 წლის 25 ოქტომბერს თავის შეიცარიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ჰკითხეს, კიდევ რამდენი ხანი იქნებოდა საჭირო შვეიცარიის შუამავლობა მოსკოვსა და თბილისს შორის. ლავროვმა უპასუხა, რომ ამ კითხვის ადრესატი ის არ არის.
“ჩვენ არ გაგვიწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან. სააკაშვილმა გააკეთა ეს”, თქვა ლავროვმა.
ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ აბაშიძე-კარასინის ფორმატი შეიქმნა. ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატი 2012 წლის ბოლოდან ამოქმედდა. საქრთველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს ბოლოს პრაღაში 24 მაისს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორივე მხარის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებებში წერია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა 2018 წლის პირველ კვარტალში, ორ ქვეყანას შორის, სავაჭრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებში “პოზიტიური” დინამიკის შესახებ ისაუბრეს.
-
მკვლელობა ვერაზე, მაჩალიკაშვილის საქმე, მანიფესტაციის უფლება: სახალხო დამცველმა წელი შეაჯამა
{{ARTICLEIMAGE}}
საქმე, რომელზეც არ ჩატარებულა აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები – ასე შეფასდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში.სახალხო დამცველი საქმის შესწავლის შედეგად აცხადებს, რომ ამ მკვლელობამ საგამოძიებო უწყებაში სისტემური პრობლემები გამოავლინა.ამ საკითხის გარდა ნინო ლომჯარიამ 7 დეკემბერს, წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. გთავაზობთ მნიშვნელოვან საკითხებს შემაჯამაბელი ღონისძიებიდან:თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეარაერთი თხოვნის მიუხედავად, ომბუდსმენის აპარატს საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა არ აქვს.შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებასახალხო დამცვლის აპარატის შეფასებით, მიმდინარე წელს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, ძირითადად, დაცული იყო:“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძისთვის კარვების გაშლის აკრძალვა იყო. ამ საკითზე სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელითაც მიმართა”.ყველაზე დაუცველი ჯგუფები 2018 წელს“ლგბტ თემის წარმომადგენლები, ქალები და შეზღუდული შესაძლებლობების პირები”ნინო ლომჯარიას თქმით, ხშირია ლგბტ ჯგუფის წარმომადგენლების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჩადენის მაჩვენებელი.ასევე,”წინა წლებთან შედარებით, სექსუალური შევიწროების შესახებ მიმართვიანობა გაიზარდა”.საპრეზიდენტო არჩევნებისაარჩევნო პერიოდში ზეწოლისა და სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებს ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის:“საარჩევნო კამპანია სიძულვილის ენის გამოყენების ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც მე-2 ტურისთვის უფრო გამწვავდა”.შშმ პირთა საჭიროებებზემიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს შშმ პირთა საჭიროებებზე მიმართული პროგრამების დაფინანსება გაიზარდა, ეს თანხა საკმარისი არ არის. ქვეყანაში შშმ პირთა დასაქმების დაბალი მაჩვენებელია, კვლავ პრობლემად რჩება ინკლუზიური განათლების ხარისხი.“კანონი “შრომის უსაფრთხოების შესახებ”“2018 წელს საქართველოში შრომითი მოვალეობების შესრულებისას დაშავდა 77 და გარდაიცვალა 35 ადამიანი. შრომითი უსაფრთხოების კუთხით მძიმე მდგომარეობის გამო, სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, მიიღოს კანონი “შრომის უსაფრთხოების შესახებ”.პატიმართა უფლებებიომბუდსმენის აპარატი მოითხოვს, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ჰქონდეთ შესაძლებლობა, პატიმრის გარდაცვალების შემთხვევაში, მიიღონ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ.სახალხო დამცველიის ინფორმაციით, მათ ხელი არ მიუწვდებათ გარკვეული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებზე. მაგალითად, პატიმრის გარდაცვალებისას მიუწვდომელია ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ, ასევე პატიმართა სახელები, გვარები და სხვა პირადი მონაცემები. ასევე, სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მიმართა წინადადებით, რათა უწყებას გარკვეული კატეგორიის (რომლებიც შეეხება არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების გამოძიებას) სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა.2018 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შემოვიდა 7 350 განცხადება. მათი უმრავლესობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხებს შეეხება, თუმცა გაზრდილია მიმართვიანობა საქართველოს რეგიონებიდან, სხვადასხვა, მათ შორის, ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ. -
აღმოჩენილია მღვიმე, რომელიც შესაძლოა, 30-50 ათასი წლის წინანდელი იყოს
{{ARTICLEIMAGE}}
ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე აღმოჩენილი მღვიმე შესაძლოა, 30-50 ათასი წლის წინანდელი იყოს. მღვიმე, რომელიც ადგილობრივმა მცხოვრებმა ვახტანგ სიხარულიძემ მღვიმე აღმოაჩინა, სპელეოლოგებმა ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმაც მოინახულეს და მისი შესწავლა დაიწყეს. მათი განცხადებით და პირველადი დათვალიერებით, მღვიმე უნიკალურია.
“80 მეტრის სიგრძის ორი დარბაზია. სამწუხაროდ აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ნაღვენთი ფორმები, თუმცა ვნახეთ ექსცენტრიული ფორმები, რაც საქართველოში მანამდე არ გვინახავს“, უთრა ვალერი ბარბაქაძემ რადიო თავისუფლებას.
მისივე თქმით, მღვიმე შესაძლოა, ქვედა ცარცული პერიოდის იყო, 30-50 ათასი წლის წინანდელი“.სპელეოლოგებმა ახლადაღმოჩეილი მღვიმის შესწავლა დეტალურად დაიწყეს. წლების წინ, ამ ადგილას ქვის კარიერი იყო. აფეთქებების შედეგად დარბაზები დაზიანებულია და რესტავრაცია სჭირდება.
-
გიორგი ვაშაძე პოროშენკოს შტაბისთვის თბილისიდან იმუშავებს
გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე, უკრაინაში 2019 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე, მოქმედი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს შტაბისთვის იმუშავებს.
“უკრაინაში ძალიან დიდი გუნდი მყავს, ვაკეთებ ძალიან დიდ რეფორმას. ჩვენი გუნდის მიერ უკრაინის განვითარების სრულიად ახალი გეგმა არის შემუშავებული, რაც არის აბსოლუტურად ინოვაციური და განსხვავებული. ძირითადად, ვიქნები საქართველოში, აქედან ვერ გამაგდებენ”,ამბობს გიორგი ვაშაძე.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 31 მარტისთვისაა დაგეგმილი. პრეზიდენტს 5-წლიანი ვადით ირჩევენ. 2019 წლის შემოდგომაზე გაიმართება საპარლამენტო არჩევნებიც.
გიორგი ვაშაძე 2017 წელს იყო პოროშენკოს მრჩეველი. 2012 წელს იგი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიით. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დააარსა პარტია “ახალი საქართველო”.