Category: არქივი

  • თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეწყვეტილია

    {{ARTICLEIMAGE}}
    თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეწყვეტილია. მგზავრებს სადგურ სადგურ “ტექნიკურ უნივერსიტეტში” ჩასვლის საშუალებას არ აძლევენ. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. შემთხვევის მიზეზი უცნობია.

  • სროლა თბილისის ცენტრში

    {{ARTICLEIMAGE}}

    ვერაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღიძრა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

    არის თუ არა ვინმე დაჭრილი, ჯერჯერობით უცნობია.

    მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტატიშვილის ქუჩაზე მოძრავ ავტომობილს ცეცხლი ასევე მოძრავი ავტომობილიდან გაუხსნეს.

    სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით, სროლის მიუხედავად, დაცხრილული ავტომობილის მძღოლმა მოძრაობა განაგრძო, ჩავიდა მელიქიშვილზე, ფილარმონიასთან, ავტოსადგომზე ერთ-ერთ ავტომობილს შეეჯახა. შემდეგ კი საკუთარი ავტომობილი მიატოვა და გაიქცა.

    რადიო თავისუფლების ცნობით კი, 16:27 საათზე, ვერაზე, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე, მძღოლის გარეშე, მსუბუქი ავტომობილი დაგორდა. ავტომობილმა გადაჭრა მელიქიშვილის გამზირი და მოპირდაპირე მხარეს მდგარ მანქანას შეეჯახა.

     

  • პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ

    {{ARTICLEIMAGE}}
    ოჯახი სუს-ს სასამართლოში უჩივის და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს. ასევე მორალური ზიანის ანაზღაურებას და დანაშაულის აღიარებას მოითხოვენ. ამბობენ, რომ გომელაურის უწყებამ ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტად გამოაცხადა. დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს 19 წლის თემირლანის დედამ მიმართა და 26 დეკემბერს, მის სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის დღე კიდევ ერთხელ გაიხსენა.

    ბრალდებებს არ იზიარებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყების იურისტების განმარტებით, სუს-ში გამართული ბრიფინგების დროს, უდანაშაულობის პრეზუმფცია არცერთხელ დარღვეულა და თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ ქმედებაზე მტკიცებით ფორმაში არც განცხადება გაუვრცელებიათ.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სარჩელზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს მოსამართლე 5 თებერვალს გამოაცხადებს. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ სახლში 2018 წლის 26 დეკემბერს დაჭრეს – ის სიკვდილს 2 კვირის განმავლობაში ებრძოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავებისას ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა და ამიტომ ესროლეს. ამ სპეცოპერაციის შემდეგ 4 ადამიანი დააკავეს. მათ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან – ახმედ ჩატაევთან და მისი ჯგუფის წევრებთან კავშირსა და დახმარებას ედავებიან. მაჩალიკაშვილისთვის კი გამოძიებას ამ დრომდე არანაირი სტატუსი მიუნიჭებია.

  • ავტოავარიებს გორსა და ქუთაისში ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

    {{ARTICLEIMAGE}}
    გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერასთან ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლი და მისი ორსული მეუღლე გარდაიცვალა. 

    “რუსთავი 2”- ის ცნობით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავარიის დროს ავტომობილში ბავშვებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც არ დაშავებულან.

    ავტოსაგზაო შემთხვევა 14 იანვარს ღამით მოხდა.

    გარდა ამისა, ამავე დღეს ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიას ახალგაზრდა ემსხვერპლა. ავტომობილი ბარიერს შეეჯახა და შემთხვევის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.  

  • ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშნები

    რომელ პარტნიორს შეიძლება ენდოთ და რომელთან უნდა იყოთ ფრთხილად

    რა თქმა უნდა, ურთიერთობები და ღალატი ინდივიდუალურია და ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული. თუმცა ასტროლოგებმა გარკვეული კანონზომიერება აღმოაჩინეს: ხასიათის პერსონალური თვისებების გამო ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშანი უფრო მიდრეკილია ღალატისკენ, ვიდრე სხვები. თანაც ყოველ მათგანს საამისად თავისი მიზეზი აქვს. წარმოგიდგენთ რამდენიმე “კოსმიურ მტკიცებულებას“, რომლებიც უკეთ ორიენტირებაში დაგეხმარებათ. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ახალი ურთიერთობისას , ღირს თუ არა პარტნიორს თვალდახუჭული ენდოთ თუ მაინც ჯობს ხანდახან გადამოწმოთ.
    {{ARTICLEIMAGE}}

    ვერძი

    ვერძის მხრიდან ღალატის ალბათობაა 50/50 –ზე. ერთის მხრივ ისინი სიტყვებს ტყუილუბრალოდ არ ისვრიან და დაპირებებს ყოველთვის ასრულებენ. მეორეს მხრივ კი ადვილად მიდიან რისკზე და ავანტიურაზე მოწყენილობის თავიდან ასაცილებლად. თუ ენერგიულმა ვერძმა ღალატი გადაწყვიტა სავარაუდოდ მას მძაფრი ემოციები ან ურთიერთობებში დინამიკა მოენატრა. ისინი ძალიან აქტიურები არიან და თუ პარტნიორი მათ რიტმს ვერ აყვება ადვილად გააგრძელებენ აქტიურობას მათ გარეშე. ამავე დროს ვერძებს სოლიდური ეგო აქვთ, რომელსაც მუდმივი ყურადღება და წახალისება სჭირდება. რეგულარულად აგრძნობინეთ ფიზიკური მიზიდულობა და ყველაფერი გააკეთეთ ურთიერთობებში ფეიერვერკის ეფექტის შესანარჩუნებლად თუ არ გინდათ მძაფრი ემოციები სხვაგან ეძებოს.

    კურო

    ის ცხოვრების ერთ–ერთი ყველაზე ერთგული თანამგზავრია. თუ ასეთ მამაკაცს ქალი შეუყვარდა ეს სამუდამო სიყვარულია. მათ სერიოზულად სჯერათ მარადიული სიყვარულის და ცოლქმრული ერთგულების ფიცის. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ყველა ზღაპრული პრინცი კურო იყო. ერთადერთი მიზეზი რის გამოც მან შეიძლება პარტნიორს უღალატოს ღალატის ეჭვია. ანუ თუ იეჭვა რომ პარტნიორი ღალატობს, ეს ერთგვარი რევანში ან შურისძიების აქტი იქნება, რასაც სხვა შემთხვევაში არაფრით არ ჩაიდენდა. აჩვენეთ კუროს როგორ ზრუნავთ მასზე ფიზიკურ და ემოციურ დონეზე და შეგიძლიათ მის ერთგულებაში ეჭვი არ შეგეპაროთ.

    ტყუპები

    ყურადღებით იყავით – ამ ზოდიაქოს ნიშნის პარტნიორები არასტაბილურები და საკმაოდ ანგარიშიანები არიან. ეს თვისებები მათ მუდმივი ცდუნების წინაშე აყენებს, რომელთა დაძლევა მათ ძალებს აღემატება. ტყუპებს ხშირად სჭირდებათ “ინტელექტუალური სტიმულაცია “ – თქვენთან საუბარი უნდა ანტერესებდეთ. ხშირ შემთხვევაში ფლირტის მოთხოვნილების რეალიზებას ნაცნობობის საიტების, სოციალური ქსელების და ინტერნეტ მიმოწერის საშუალებით ახერხებენ, თუმცა ხშირად ვირტუალური სამყაროდან რეალურშიც გადადიან. ტყუპების პარტნიორი მათ ინტერესს მუდმივად უნდა აღვივებდეს როგორც სექსუალური, ასევე მენტალური თვალსაზრისით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება გქონდეთ მათი ერთგულების იმედი.


    კირჩხიბი

    კიდევ ერთი ზოდიაქოს ნიშანი რომელიც ნდობას ნაკლებად იმსახურებს. ღალატის მიზეზი მეოცნებეობა და შარიანობაა. თვითონ არ იციან რა უნდათ ცხოვრებაში, თუმცა მუდმივად ყურადღებას ითხოვენ. კირჩხიბები საკუთარ თავში ნაკლებად არიან დარწმუნებული და ხანდახან ღალატი მათთვის თვითშეფასების ამაღლების სასოწარკვეთილი მცდელობაა. უფრო მეტიც, ისინი ასეთ ღალატში უყურადღებო პარტნიორს ადანაშაულებენ და არაფრით აღიარებენ საკუთარ ბრალს. აგრძნობინეთ კირჩხიბს რომ ყველაზე სასურველია და თქვენგან არასოდეს არსად წავა.


    ლომი


    ერთი შეხედვით მედიდური და თავდაჯერებული ლომები ალფა მამრები არიან, რომლებიც მზად არიან ქალები ხელთათმანებივით იცვალონ. თუმცა რეალობაში ასე სულაც არ არის. მართალია მათ საწინააღმდეგო სქესის შთამბეჭდავი და მიმზიდველი გარეგნობა გულგრილს არტოვებს, მაგრამ ამავე დროს თავის “დედოფალს“ მუდმივად უერთგულებენ. ისინი იმდენად პრინციპულები არიან, რომ თითქოს ვერაფერი აიძულებს ღალატს. ეს თვისება შეყვარებულ ლომებს ძალიან საიმედო პარტნიორებად აქცევს. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსის გთავალისწინებით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოთ მასზე კარგი, მდიდარი, წარმატებული და ნიჭიერი. წინააღმდეგ შემთხვევაში თვითდამკვიდრებისთვის სხვა ქალის საწოლში აღმოჩნდებიან. ლომების კიდევ ერთი სისუსტე ასაკია. თუ ისინი ღალატს გადაწყვეტენ ეს აუცილებლად ბევრად ახალგაზრდა ქალთან მოხდება.

    ქალწული

    მშვიდად იყავით. მას შეგიძლიათ ენდოთ. ქალწულ მამაკაცებს რთული ხასიათი აქვთ, მარტოობისკენ მიისწრაფვიან, მუდმივად ფიქრებში არიან და ზომიერი ცხოვრება უყვართ. მოსწონთ, როცა დამსახურებების გამო კი არა, ისე, უბრალოდ უყვართ. დარწმუნებული იყავით, რომ თუ ქალწულმა მეგზურად აგირჩიათ ამ გადაწყვეტილებამდე გაცნობიერებულად მივიდა და ყველაფერი წინასწარ კარგად აწონდაწონა. ამ ნიშნის კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ ძალიან პედანტი და მომთხოვნია, მათ შორის შემთხვევითი სექსუალური პარტნიორების მიმართაც. ამიტომ თუ ოდესმე ღალატს გადაწყვეტს ეს არ იქნება თავქარიანი საქციელი.


    სასწორი

    ეს ხომ დაბალანსებული და საკმაოდ სამართლიანი ზოდიაქოს ნიშანია. მამაკაც სასწორებს სტაბილურობა უყვართ, ნებისმიერ მოვალეობას სერიოზულად უდგებიან და ამიტომაც ღალატზე არ მიდიან. მეორეს მხრივ კი მათთვის უცხო არ არის ფლირტი. შეიძლება წინასწარი განზრახვის გარეშეც კი აღმოჩნდნენ სიტუაციაში, როცა ფლირტში მეტისმეტად ღრმად შეტოპავენ. თუ შეძლებთ თქვენი პარტნიორისთვის არა მხოლოდ საყვარელი, არამედ მეგობარიც იყოთ მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება. სასწორებს გრძნობების დამალვა არ შეუძლიათ. ამიტომაც ღალატის შემთხვევაში დარწმუნებული იყავით, თავად აღიარებს ყველაფერს.

    მორიელი

    ერთ–ერთი ყველაზე ვნებიანი, მაგრამ არასანდო პარტნიორი. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ღალატზე მხოლოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების გამო მიდიან. ამიტომაც მორიელის ღალატისგან თავის არიდების საუკეთესო საშუალება სექსია. თუ მასთან ხშირი, მრავალფეროვანი და ვნებიანი სექსი გექნებათ, პარტნიორი თქვენი ერთგული იქნება და სხვა ქალისკენ ნაკლებად გაიხედავს.

    მშვილდოსანი

    ვერძის და ლომის მგავსად ცეცხლოვან მშვილდოსანს მუდმივად სჭირდება აქტიურობა და თავგადასავლები, მათ შორის საწოლშიც. თუ მშვილდოსნის ავანტურისტულ სულისკვეთებას გაიზიარებთ და მის თავისუფლებას ძალიან არ შეზღუდავთ, შეიძლება თქვენი სამუდამო პარტნიორი გახდეს. მზად არის ყურადღებით გაგანებივროთ, თუმცა ამავე დროს კატეგორიულად არ ჯერა სიყვარულის. იშვიათად ეჯაჭვება ვინმეს მთელი გულით და თუ სტაბილურ პარტნიორობას გადაწყვეტს, მხოლოდ გარკვეული დათქმით. მას ფლირტი უყვარს და არავინ იცის სადამდე მიიყვანს ეს სიყვარული.

    თხის რქა

    ეს არის პარტნიორი რომელსაც 100 პროცენტით შეგიძლიათ ენდოთ. მშვიდი და მობილიზებული თხის რქები იმდენად დისციპლინირებულები არიან, რომ უდიდესი ცდუნების დროსაც კი შეუძლიათ თავი შეიკავონ. ისინი ქალის მხრიდან პატივისცემას და აღტაცებას ითხოვენ. უნდათ მუდმივად გრძნობდნენ რომ განსაკუთრებულები და საოცრები არიან. თხის რქის ღალატი ფაქტიურად ბუნებრივ ანომალიას უტოლდება. მათ ურჩევნიათ ურთიერთობები სამუდამოდ დაამთავრონ, ვიდრე პარტნიორს უღალატონ.

    მერწყული

    ეს არის ყველაზე არაპროგნოზირებადი ზოდიაქოს ნიშანი. მასი სურვილები ხშირად იცვლება. ვერასოდეს გამოიცნობ რას უნდა ელოდე მერწყულისგან. ამავე დროს, ასეთი მამაკაცის მოხიბვლა ძალიან ადვილია. სხვების ქმედებებს ეჭვით არასოდეს უყურებს და ამიტომაც შეიძლება ერთგული პარტნიორიც აღმოჩნდეს. სასიყვარულო ავანტიურაზეც შეიძლება წავიდეს და ეს უბრალოდ გარემოებების დამთხვევით ახსნას.

    თევზები

    ეს არის მეოცნებე ზოდიაქოს ნიშანი კარგი წარმოსახვით. ის საკმაოდ ერთგული პარტნიორია, რომელიც ნებისმიერ ურთიერთობების სასიამოვნო რომანტიულ საბურველში ახვევს. საჩუქრებისთვის ფულს არ იშურებს და მუდმივად ეძებს გზებს რომ გაგაოცოთ. ერთადერთი რამაც მისი ერთგულება შეიძლება შეარყიოს – კომფორტის ზონაა. ზომიერი ოჯახური ცხოვრება თევზებს მოსაწყენი ეჩვენებათ და თუ მოულოდნელად რომანტიული თავგადასავლის შანსი გაჩნდება ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ.

  • საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პირველი სამუშაო შეხვედრა

    საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ბახტაძეს ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში უმასპინძლა.

    ასევე პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა სამომავლო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხები განიხილეს: “საუბრისას პრეზიდენტმა და მთავრობის მეთაურმა მოსაზრებები გაცვალეს მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან და სამომავლო საერთაშორისო ვიზიტებთან დაკავშირებით”.

  • უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საკუთარი პოზიცია “ტვიტერიდან” დააფიქსირა

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ “ტვიტერში” საუბრობს. პრეზიდენტის განცხადება იდენტურია იმ შეფასებისა, რომელიც ზურაბიშვილმა 13 იანვარს გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე დააფიქსირა.

    “ბუნებრივია, ჩვენი წარსულის გათვალისწინებით, როგორც ინდივიდისგან, უკრაინისთვის მილოცვა მარტივი იქნებოდა, თუმცა მე, როგორც პრეზიდენტს, დიდი პასუხისმგებლობა მაქვს. თუ ჩვენი საპატრიარქო, გარკვეული შედეგების გათვალისწინებით, სიფრთხილეს იჩენს, მე არ შემიძლია, გავამძაფრო სიტუაცია”,წერია პრეზიდენტის “ტვიტერის” გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.   

  • “გააზიარე ავტომობილი” – კახა კალაძე ახალ პროექტს აანონსებს (ვიდეო)

    თბილისსში Carsharing-ის პრინციპით 300 ავტომობილი განთავსდება. აპლიკაციის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, ავტომობილის დაქირავება სასურველი დროით და გადაადგილება თბილისის ნებისმიერ წერტილში.
    {{VIDEO}}

  • რა კრიტერიუმები უნდა განისაზღვროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის – “ევროპული საქართველოს” ხედვა (ვიდეო)

    ოპოზიციურ პარტია “ევროპულ საქართველოს” წინადადება, რა კრიტერიუმები უნდა განისაზღვროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის.