Category: არქივი

  • კონსტანტინოპოლის ეკლესიისთვის ღვთისმსახურების ჩატარების უფლება აფხაზეთში – იდეა, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო “არ დათანხმდა” (ვიდეო)

    სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას პაატა ზაქარეიშვილმა საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოსთან შეთანხმების დადება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე აფხაზეთში, კონსტანტინოპოლის ეკლესიისთვის ღვისთმსახურების ჩატარების უფლების დროებით გადაცემა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

    ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განაცხადა, რომ ეს იდეა იმჟმინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც გაუზიარა და საპატრიარქოსთან მოლაპარაკების დაწყების ნებართვა მიიღო, თუმცა ის ვერ განხორციელდა, რადგან საქართველოს საპატრიარქომ “მკაფიო და ცალსახა” უარი განაცხადა.

  • ნიკოლოზ ბასილაშვილმა გაჭირვებით მოიგო

    {{ARTICLEIMAGE}}ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც რეიტინგში მე-20 ადგილზეა, მსოფლიოს 137-ე ჩოგანი 5 სეტში დაამარცხა – 3:6, 6:3, 3:6, 6:4, 6:3. მატჩი, რომელიც თითქმის 3 საათს გაგრძელდა (2:57) ძალიან დაძაბული გამოდგა. ნიკოლოზმა პირველი სეტში ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება, თუმცა ერთი ბრეიკის აღება მოახერხა.

    სამაგიეროდ, მეორე სეტმა ქართველი ჩოგბურთელის სრული დომინაციით ჩაიარა. მესამე სეტი ქართველისთვის ისევ წარუმატებელი აღმოჩნდა: მიუხედავად იმისა, რომ პირველივე გეიმში აიღო ბრეიკი, მაშინვე დათმო მოპოვებული უპირატესობა და იტალიელს დაწინაურების საშუალება მისცა. მეოთხე და მეხუთე სეტებში კი ბასილაშვილმა მაქსიმალურად მოინდომა, იტალიელმაც უმატა შეცდომებს და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნიკამ ბოლო ორ სეტშიც თითოჯერ წააგო საკუთარ მოწოდებაზე. თუმცა, როგორც დასაწყისშიც ვთქვით, კარგია, რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა.

    1/16 ფინალში ბასილაშვილს გაცილებით სერიოზული მეტოქე ელოდება – ეს არის ბერძენი სტეფანოს ციციპასი, რომელიც მსოფლიოს მე-15 ჩოგანია. მას ავსტრალიის მიმდინარე ღია პირველობაზე ორივე მატჩი 4 სეტში აქვს მოგებული – პირველ წრეში იტალიელ მატეო ბერეტინის (54) მოუგო, ახლა კი 32 წლის სერბი ვიკტორ ტროიცკი (200) დაამარცხა.

  • პრეზიდენტის პრესსამსახური ინფორმაციას ავრცელებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    აქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოეგს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს. პრეზიდენტის თქმით, ბრიუსელში დადგემილ ვიზიტამდე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან ინფორმაციის მიღება მნიშვნელოვანია. საუბრისას აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრებს რეგულარული სახე მიეცემა.

  • სუს-ის განცხადება

    {{ARTICLEIMAGE}}
    გურიის გარემოსდაცვითი პატრულირების განყოფილების ყოფილი უფროსი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მან სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა, არ შეასრულა კანონით დაკისრებული მოვალეობები და ორი კომპანიის წარმომადგენლები უკანონო ქმედებებში არ ამხილა. ამავე საქმეზე სუს-მა 2018 წლის მარტსა და ივლისში, გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების 5 თანამშრომელი დააკავა, ხოლო 3 თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

  • ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას

    {{ARTICLEIMAGE}}ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი 60 წლამდე ასაკის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შემდეგ მძღოლმა ტერიტორია დატოვა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

  • ორმხრივი სროლა ვერაზე: ახალი დეტალები

    {{ARTICLEIMAGE}}
    ვერაზე 15 იანვარს მომხდარი სროლის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი გიორგი ადუაშვილია, რომელსაც გამოძიება მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს, თუმცა ბრალდებული საპატიმროში ჯერ არ გადაუყვანიათ, რადგან ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობებით ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. გამოძიების ინფორმაციით, ადუაშვილმა 1988 წელს დაბადებულ ზურა ჯუჭავას ავტომობილიდან ესროლა და დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მეორე დაკავებული კი ადუაშვილის მეგობარი კოტე ჯორბენაძეა. მის წინააღმდეგ გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაიწყო.

    ავტომობილის ჩაცხრილვას წინ ჩხუბი უძღოდა – ადუაშვილი დაიჭრა, შემდეგ კი ცეცხლი იმ ავტომობილისკენ გახსნა, სადაც კუჭავა იჯდა. სროლის შემდეგ მძღოლმა მანქანა მიატოვა, რის შემდეგაც ავტომობილი დაგორდა და მელიქიშვილის ქუჩაზე გაჩერებულ მანქანას შეეჯახა. დაჭრილი ზურაბ კუჭავა და რამდენიმე პირი მთელი ღამის განმავლობაში თაბუკაშვილზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში იკითხებოდნენ, თუმცა მათ მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

  • ძლიერი ქარის დროს, ბათუმში სახლის სახურავიდან ორი ადამიანი გადმოვარდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    ძლიერი ქარის დროს ბათუმში, ხახულის ქუჩაზე სახლის სახურავიდან ორი ადამიანი გადმოვარდა. ერთ-ერთი დაშავებული მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მას წელის მალები დაუზინდა. მეორეს კი მსუბუქი დაჟეჟილობა აღენიშნებოდა. ამ უკანასკნელმა საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა. ოჯახის წევრების თქმით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცები სახლის სახურავზე სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდნენ.

    გუდიაშვილის ქუჩაზე კი ძლიერი ქარის გამო, მშენებარე კურპუსიდან გადმოვარდნილმა სამშენებლო მასალებმა მანქანა და საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაზარალებულებს ზიანს აუნაზღაურებენ. მშენებლობას ყადაღა ადევს, რის გამოც, ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი შეჩერებულია, შესაბამისად, კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ.

    ძლიერი ქარის გამო, ბათუმში ხეებიც წაიქცა. ქარმა ასევე მოშალა სამშენებლო ღობეები და დააზიანა ავტობუსის მოსაცდელები. რამდენიმე მისამართზე მიმდინარე მშენებლობებიდან ჩამოცვივდა ფანჯრები. 4 უამინდობასთან დაკავშირებით ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ ყველა შემთხვევაზე მიმდინარეობს შესაბამისი რეაგირება, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სამსახურები, მერი კი ქალაქის შემოვლას ახორციელებს.

    რაც შეეხება ანმინდს საქართველოში – დღეს და ხვალ მოსალოდნელია ნალექი, 17 იანვარს დაბლობსა და ბარში შესაძლებელია თოვლჭყაპი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი. 17 იანვარს ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს. მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი.

  • პუტინი: მორწმუნეების უცხო ტაძარში შერეკვას სერიოზული შედეგები მოჰყვება

    {{ARTICLEIMAGE}}
    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება მართლმადიდებლური კანონების უხეშ დარღვევად შეაფასა.

    განცხადება პუტინმა სერბულ მედიასთან გააკეთა და თქვა, რომ მორწმუნეების უცხო ტაძარში შერეკვას, სერიოზული შედეგები მოჰყვება. პუტინი დარწმუნებულია, რომ ახალი ეკლესია პოლიტიკური პროექტია, რომელიც უკრაინელი და რუსი ხალხის გაყოფას ისახავს მიზნად.

    “უკრაინის ხელისუფლება მზადაა, მსხვერპლად, კონფესიათა შეთანხმება გაიღოს იმისთვის, რომ მოქმედი პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანია ჩაატაროს, ეს კამპანია აგებულია მტრების ძიებაზე და ხელისუფლების ნებიემიერი გზით შენარჩუნებაზე, ამ ყველაფერს ხედავენ მართლმადიდებელ სამყაროში. შემთხვევითი არ არის, რომ კიევში უკვე განაცხადეს, მოსკოვისგან საბოლოო დამოუკიდებლობის მოპოვებაზე”.

  • ცნობილი ნარკომოვაჭრის საქმე

    ნარკომოვაჭრე ხოაკინ გუსმანმა, რომელიც ცნობილია მეტსახელით “ელ ჩაპო“, 100 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის ქრთამი მისცა ენრიკე პენია ნიეტოს, რომელიც 2012-2018 წლებში მექსიკის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ამის შესახებ აშშ-ში მიმდინარე სასამართლო პროცესზე “ელ ჩაპოს“ გარემოცვის ერთ-ერთმა წევრმა, კოლუმბიელმა ნარკომოვაჭრემ ალექს სიფუენტესმა განაცხადა.

    მისი თქმით, ქრთამი მექსიკის პრეზიდენტს 2012 წელს გადაეცა “ელ ჩაპოს“ მეგობრის შუამდგომლობით. იმ დროისთვის პენია ნიეტოს უკვე მოგებული ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნები,

    ენრიკე პენია ნიეტოს ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი კატეგორიულად უარყოფს ქრთამის აღებას. მისი თქმით, სწორედ პენია ნიეტოს პრეზიდენტობისას მოხდა “ელ ჩაპოს“ დაკავება და აშშ-ში ექსტრადირება.

    ხოაკინ გუსმანი იგივე “ელ ჩაპო“ მექსიკური ნარკოკარტელის “სინალოას“ ხელმძღვანელი იყო. 2012 წელს ის მექსიკაში დააკავეს, თუმცა შემდეგ გაქცევა მოახერხა. 2016 წელს მექსიკელმა სამართალდამცველებმა ის კვლავ დააკავეს, რის შემდეგაც მისი ექსტრადირება მოხდა აშშ-ში. გასული წლის ნოემბერში სასამართლომ მისი საქმის განხილვა დაიწყო.