საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პირველი სამუშაო შეხვედრა

Written by

in

საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ბახტაძეს ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში უმასპინძლა.

ასევე პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა სამომავლო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხები განიხილეს: “საუბრისას პრეზიდენტმა და მთავრობის მეთაურმა მოსაზრებები გაცვალეს მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან და სამომავლო საერთაშორისო ვიზიტებთან დაკავშირებით”.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *