Category: არქივი

  • პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლულის მამის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში

    დაზარალებულის სტატუსის მინიჭების გამარტივების მოთხოვნით მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ქობულეთის მუსლიმური თემის ლიდერის, მერაბ მიქელაძის ერთობლივი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეტანილია. პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა დაზარალებულის სტატუსს მოითხოვს, რადგან ოჯახმა საქმის მასალების გაცნობა შეძლონ და დაამტკიცონ, რომ 19 წლის თემირლანს ტერორიზმთან კავშირი არ ჰქონია.

    სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, შვილმოკლული მამების პროტესტი ისევ გრძელდება. დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტთან ტელეკომპანია კავკასიის გადამღებ ჯგუფს მარტო დახვდა, რადგან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა თავს შეუძლოდ გრძნობს. ზაზა სარალიძემ გასული ღამე კლინიკაში გაატარა, თუმცა ახლა სახლში იმყოფება. მიუხედავად არაერთი იმედგაცრუებისა, შვილმოკლული მამები საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება შვილების მკვლელებს და დანაშაულის დამფარველებს არ დასჯის.

  • არჩილ თალაკვაძე: დაუშვებელია, რომ მოსამართლეთა არჩევის საკითხი კიდევ დიდხანს გადაიდოს

    {{ARTICLEIMAGE}}

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მოსამართლეთა სიის გაწვევა-არგაწვევის საკითხი დღის წესრიგიდან უკვე მოხსნილია და კანონს, რომელსაც პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით მიიღებს, უკუძალა ექნება.

    “უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიღებულია ორი პოლიტიკური გადაწყვეტილება – ჩვენ აღნიშნულ საკითხს საგაზაფხულო სესიაზე განვიხილავთ და შემუშავდება სპეციალური პროცედურა და კრიტერიუმები. ასეთია გუნდის გადაწყვეტილება. ჩვენ ყველნაირად ვეცდებით, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში იქნება. ჩვენთვის ამოსავალია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა იყოს დაცული და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა დროულად დაკომპლექტდეს, რადგან უზენაეს სასამართლოში 28 მოსამართლიდან არის მხოლოდ 10 მოსამართლე, რაც იმას ნიშნავს, რომ არაერთი ჩვენი თანამოქალაქე მისთვის მნიშვნელოვან საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებას ელოდება. დაუშვებელია, რომ მოსამართლეთა არჩევის საკითხი კიდევ დიდხანს გადაიდოს”, განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

    უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით, “ევროპული საქართველო” პარლამენტს რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებს. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერების თქმით, რეზოლუციის საფუძველზე მოსამართლეთა არსებული სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკან უნდა გაიწვიოს. ახალი სია კი კონკრეტული კრიტერიუმების გათვალისწინებით უნდა შედგეს. “ევროპული საქართველოს” ინიციატივა 6 პუნქტისგან შედგება და დეტალურად არის გაწერილი ის კრიტერიუმები, რასაც უვადოდ დასანიშნი მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს.

  • საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების არაფორმალური შეხვედრა ბოლნისში

    {{ARTICLEIMAGE}}
    ბოლნისში დღეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა. მთავრობის მეთაურებმა კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. შეგახსნებთ, რომ სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის თაობაზე განკარგულებას ხელი 14 იანვარს მოაწერა.

  • ჯვრის მონასტერი გაიხსნა

    {{ARTICLEIMAGE}}ჯვრის მონასტერი, რომელიც მონასტრის წინამძღოლმა მოუწესრიგებელი გარევაჭრობის მიზეზით დახურა დღეს გაიხსნა. მცხეთის მერის, გოგიტა კაპანაძის განცხადებით საპატრიარქოსთან მიღწეულია შეთანხმება, რომ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის დარეგულირებას მერია უზრუნველყოფს. ტერიტორიაზე დაიდგმება სპეციალური დახლები მოვაჭრეებისთვის და გარევაჭრობა ცივილიზებულ სახეს მიიღებს.


    მონასტრის დაკეტვის გადაწყვეტილება მონასტრის წინამძღოლმა კონსტანტინე ჯინჭარაულმა სამი დღის წინ მიიღო. მონასტერი სამი დღის განმავლობაში ტურისტებისთვის დაკეტილი იყო. მონასტერში მომლოცველებსა და დამთვალიერებლებს არ უშვებდნენ.

    მონასტრის დაკეტვას გუშინ საპატრიარქოს გამოეხმაურა. “გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას, უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი”.

  • საქართველოში ევროპიდან ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა, რუსეთის წილი შემცირდა


    ეროვნული ბანკი 2018 წლის დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს.


    2018 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 150.9 მლნ აშშ დოლარი (402.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.1 პროცენტით (12.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


    ეროვნული ბანკის მონაცემებით სულ 18 ქვეყანაა, საიდან გამოგზავნილმა თანხებმა 1 მლნ დოლარს გადააჭარბა. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.3 პროცენტი სწორედ ამ 18 ქვეყანაზე მოდის.


    ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი – 56 მლნ დოლარი (37. 1 %)ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები გაზრდილია. 2017 წლის დეკემბერში საერთო გზავნილების მოცულობაში ევროკავშირის ქვეყნების ხვედრითი წილი 32.7 % იყო.


    შემცირდა რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა. რუსეთიდან გამოგზავნილი თანხები ჯამური მოცულობის 29%–ს (43 მლნ დოლარი) შეადგენს. შარშან ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 32.5 % იყო.


  • მონასტრის დაკეტვის ფაქტს შალვა ნათელაშვილი Facebook-ის გვერდზე ეხმაურება


    ჯვრის მონასტრის წინამძღვრის გადაწყვეტილებით, მონასტრის დაკეტვის ფაქტს შალვა ნათელაშვილი ეხმაურება. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი განცხადებას ფეისბუქზე აქვეყნებს და წერს, რომ


    “მეექვსე საუკუნიდან დღემდე მცხეთაში ჯვრის მონასტრის დაკეტვა ვერავინ, თვით შემოსეულმა მტრებმაც ვერ გაბედეს და ეს ერთმა ჯიპიანმა მამაომ გარე მოვაჭრეებთან წილების მოთხოვნის მოტივირებით შესძლო.გამახსენდა კაზანტიპის ნარკოფესტივალზე რომ ითხოვდნენ ღვთისმსახურნი წყალი გაგვაყიდინეთ და შეგეშვებითო. სამარცხვინოა.ეს ერთი გამოვლინებაა იმ ვერცხლთმოყვარეობის რაც ამ ინსტიტუტის თავს ტრიალებს.აბა რით შეიძლება აიხსნას მაშ დუმილი, როდესაც ბანდიტმა ძმებმა შარანგიებმა კაზინო ზედ საპატრიარქოს გვერდით, სიონიდან რამდენიმე მეტრში გახსნეს და მამაოები ერთსულოვნად დადუმდნენ, ახლა კი ირკვევა, რომ კულტურის ძეგლს თურმე მარტო, გათოშილი გარე მოვაჭრეები ამახინჯებენ.გაქანებული გარე ვაჭრობა მიდის ვატიკანში,ნოტრ-დამთან,ვენის შტეფელის და მილანის ღვთისმშობლის მსოფლიო მნიშვნელობის ტაძრებთან და არავის გაუყრია მომლოცველები ამის გამო.ან თუნდაც ალავერდელი ბიძინისტი ეპისკოპოსი რად ღირს რომელმაც მთელი ღვინის ქარხნები და ასეულობით ჰექტარი ვენახები დაითრია.მოკლედ ან ჩვენი ღვთისმსახურნი გავლენ ბიზნესიდან და პოლიტიკიდან ან ღმერთი გავა მათგან თუ უკვე გასული არ არის. ხალხში ათეიზმს ბოლშევიზმი კი არა თვითონ ხარბი ღვთისმსახურნი იწვევდნენ ყოველთვის. სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ამ გზას ადგანან. იმედია ღმერთი დაგვიფარავს.- წერს შალვა ნათელაშვილი

  • დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა

    {{ARTICLEIMAGE}}დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა. ქვეყნის პრემიერ მინისტრის მიერ ბრიუსელში შეთანხმებული გეგმას 432მა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი, რის გამოც ბრიტანეთის პარლამენტში კენჭს დღეს უკვე მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს უყრიან. ბრიტანული მედიის ცნობით, ბრექსიტის გეგმაში გაწერილი იყო ის ყველა ის პირობები, რომლითაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს დატოვებდა. საკითხის ჩავარდნის მიუხედავდ ტერეზა მეის კიდევ სამი დღე აქვს, რომ პარლამენტს ბრექსიტის ახალი სამოქმედო გეგმა შესთავაზოს. როგორც ცნობილია ბრიტანელი დეპუტატების გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროკავშირში რჩება, თუმცა იზრდება ე.წ. ხისტი ბრექსიტის რისკი, რაც ნიშნავს, რომ დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირი შესაძლოა, ყველანაირი შეთანხმების გარეშე დატოვოს.
  • მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა.

    {{ARTICLEIMAGE}}საქართველოსა და სომხეთის პრემიერმინისტრების არაფორმალური შეხვედრა ბოლნისში. მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა. მთავრობის მეთაურებმა კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. შეგახსნებთ, რომ სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანის პრემიერმინისტრის პოსტზე დანიშვნის თაობაზე განკარგულებას ხელი 14 იანვარს მოაწერა.
  • ვახუშტის ხიდი ხუთი თვით დაიკეტება

    {{ARTICLEIMAGE}}თბილისის მერია ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ხუთი თვის მანძილზე გაგრძელდება. ხიდი სააკაძის მოედანს და წერეთლის გამზირს აკავშირებს.

    ხიდის რეაბილიტაცია იმ კვლევის მიხედვით გადაწყდა, რომელიც 2015 წელს ჩატარდა თბილისის ხიდების მდგომარეობის დასადგენად. კახა კალძის განცხადებით ვახუშტის ხიდის მდგომარეობა არასახარბიელოა.

    “პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერების, რკინა-ბეტონის თვალამრიდების მოწყობა, ასევე, გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიდა სივრცის დასუფთავება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

    ინფორმაციას ხიდის რეაბილიტაციის პერიოდში ტრანსპორტის მოძრაობის სქემის შესახებ მოსახლეობას უახლოეს მომავალში მიაწვდიან.

  • საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებას განცხადებით მიმართავს

    {{ARTICLEIMAGE}}
    ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.


    “როგორც ცნობილია, ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით ამჟამად შექმნილი ვითარება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯია. სამწუხაროდ, არასახარბიელო მდგომარეობაა სულიერ-კულტურული მნიშვნელობის სხვა ძეგლებთანაც.

    ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი.

    საქართველოს საპატრიარქო მიმართავს ხელისუფლებას, და, პირველ რიგში, კულტურის სამინისტროს, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე ცივილური სახე მიეცეს გარე-მოვაჭრეთა საქმიანობას”.