Category: არქივი

  • ირაკლი კობახიძე: ეკა ბესელიასთვის ვიცესპიკერის პოზიციის დაკავების შეთავაზებას კონკრეტული საფუძველი ჰქონდა

    {{ARTICLEIMAGE}
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელიას იმ განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმად ვიცე-სპიკერის თანამდებობის შეთავაზებით, მისი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ჩამოშორება სურდათ. კობახიძის თქმით, “მცდელობა კი არ იყო, არამედ იყო გადაწყვეტილება, რომელიც ამასთან დაკავშირებით იქნა მიღებული. ამას ჰქონდა კონკრეტული საფუძველი. “ეს საფუძველი არის ჩვენი შიდასამზარეულო და ამიტომ, ვერიდებით ამაზე საუბარს”. ჩვენ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვუფრთხილდებით გუნდურობას და ამ პრინციპით ვმოქმედებთ”,აცხადებს კობახიძე. 


    “რა თქმა უნდა, ეს ასე იყო, იყო სწორედ ამ საფუძვლით გაკეთებული ეს შეთავაზება, რომელიც უკავშირდებოდა ვიცესპიკერის დაკავების პოზიციას. თუმცა, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ეს საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან”.

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, განცხადება იმის შესახებ, რომ დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი მოსამართლეთა სიას ლობირებს, “არის არასწორი ინტერპრეტაცია”.

  • მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ბესელია მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე შეხვედრებს დამოუკიდებლად იწყებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საპარალამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე დღეს ორ შეხვედრას გამართავს. პირველი შეხვედრა იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) წარმომადგენლებთან 14:00 საათზე გაიმართება. მეორე შეხვედრა კი ბესელიას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან 18:00 საათზე აქვს დაგეგმილი. აღსანიშანვია, რომ შერჩევის კრიტერიუმებზე მორიგი განცხადება დღეს გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

  • უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდასაჭერად პეტიცია შეიქმნა

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის ნაწილი წმინდა სინოდს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერას სთხოვს. ასეთი მოწოდებით გავრცელდა პეტიცია, რომლის ავტორებიც “იმედოვნებენ, რომ  ეკლესია არ შელახავს საკუთარი ავტოკეფალიის ისტორიას და დაამოწმებს ევქარისტიულ ერთობას უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან”.

  • პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება მოსამართლეთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებზე

    {{ARTICLEIMAGE}}
    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები გაიწერება ორ ფორმატში – ერთი ეს არის სამუშაო ჯგუფის ფორმატი და მეორეა – საპარლამენტო ფორმატი, აცხადებს საქაღთველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

    ამ ორ ფორმატში გვექნება მსჯელობა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად. ამ დიალოგის საფუძველზე შევჯერდებით პროცედურასა და კრიტერიუმებზე, რასაც ალტერნატივა არ აქვს და ეს არის საუკეთესო გადაწყვეტა იმ საკითხის, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ. სამუშაო ჯგუფის ფორმატს რაც შეეხება, შემადგენლობა დაზუსტდება და განისაზღვრება იგივე პრინციპების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც ეს შემადგენლობა თავიდანვე განისაზღვრა. ჩვენს კოლეგებთან თანამშრომლობის საფუძველზე დავაკონკრეტებთ ვინ იქნება სამუშაო ჯგუფში“, განაცხადა კობახიძემ, რომელიც საფრანგეთში ვიზიტით იმყოფება:

    “იქნება კონკრეტული დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან. ამ ფორმატში ასევე ჩართულნი არიან საერთაშორისო პარტნიორები, სხვა სუბიექტები, სამივე შტო ხელისუფლების და ამის საფუძველზე გადაწყდება, თუ ვინ იქნება პერსონალურად ჩართული სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხის საგაზაფხულო სესიისთვის გადადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილება იყო.

    “ეს იყო რეალური სურათი”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას განცხადების საპასუხოდ, რომ საკითხის განხილვის გადადება და საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი გადადგომის შედეგია.

    იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

    მსჯელობა ამ საკითხზე პარლამენტის საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო.

  • გია აბაშიძე, რომელიც ბესელიას შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებდა, მორიგ პროგნოზებს აკეთებს (ვიდეო)

    ექსპერტმა გია აბაშიძემ, რომელმაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ეკა ბესელიას წასვლის შემდეგ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, საპარლამენტო უმრავლესობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს, თუმცა მის მიერ უკვე გაკეთებული პროგნოზების რეალურობაზე ვრცლად აღარ საუბრობს.

  • სამეზობლო დავა რობი უილიამსსა და ჯიმი პეიჯს შორის

    {{ARTICLEIMAGE}}ცნობილი ინგლისელი მომღერალი რობი უილიამსი ბოლო დროს სახლის მიმდებარე ქუჩაში ბოლო ხმაზე რთავს სიმღერას Black Sabbath. ის ამ გზით ცდილობს ნერვები აუშალოს მეზობელს, არანაკლებ ცნობილ გიტარისტს ჯიმი პეიჯს.

    სარჩელის მიხედვით, რომელიც ადგილობრივ საბჭოში შევიდა ლედ ზეპელინის ყოფილმა გიტარისტმა და რობი უილიამსმა ამ უკანასკნელის სახლის გაფართოების გეგმების გამო იჩხუბეს.
    რობი იულიამსმა ადგილობრივ ბიუროკრატიასთან ხუთწლიანი ბრძოლის შემდეგ მიიღო უფლება საკუთარი სახლის სარდაფში აუზი მოაწყოს.

    ლოდონის ჰოლანდ პარკის რაიონში მდებარე ქუჩაზე უილიამსის მეზობლად უკვე 46 წელია ცხოვრობს ჯიმი პეიჯი, რომელიც შიშობს, რომ მიწისქვეშა აუზის მშენებლობამ შეიძლება 1875 წელს აშენებული მისი სახლი დააზიანოს.

    სარჩელში, რომელიც კენსინგტონის და ჩელსის რაიონის ადმინისტრაციამ მიიღო ნათქვამია, რომ უილიამსმა ქუჩაში აკუსტიკური სისტემა დაამონტაჟა და ყოველ ჯერზე, როცა ჯიმი პეიჯი გამოჩნდება მუსიკას ბოლო ხმაზე რთავს.


    სურათზე მარცხნივ ჯიმი პეიჯის სახლი, მარჯვნივ კი რობი უილიამსის სახლი


    ჯერჯერობით უცნობია ვინ დაწერა საჩივარი ადგილობრივ საბჭოში. სრული ხელმოწერის ნაცვლად დოკუმენტში უბრალოდ “ჯონი“ წერია.

    პეიჯს განსაკუთრებით უშლის ნერვებს ის, რომ უილიამსი 1970–იან წლებში ლედ ზეპელინის მთავარი კონკურენტების – დიფ ფარფლის და პინკ ფლოიდის მუსიკას რთავს.

    გაზეთ Daily Telegraph ისთვის მიცემულ ინტერვიუში რობი უილიამსის წარმომადგენელმა მომღერლის მისამართით ბრალდებებს სისულელე და ფანტაზია უწოდა. გაზეთი წერს, რომ უილიამსი მეზობელს ნერვებს სხვა გზითაც უშლიდა – ლედ ზეპელინის ყოფილი ვოკალისტის, რობერტ პლანტის მსგავსად იცვამდა, ბაღში პარიკით და წელს ქვევით დამაგრებული ბალიშით სეირნობდა. ამგვარად რობი წლების განმავლობაში გასუქებული პლანტის იმიტაციას აკეთებდა.

    განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთი ქცევა დამამცირებელია, რადგან: “პლანტი იმით იყო ცნობილი, რომ სცენაზე გაღეღელი პერანით გამოდიოდა, რის გაკეთებასაც ვეღარ ახერხებს ამჟამინდელი წონის გათვალისწინებით“.


    რობი უილიამსის სახლის გაფართოების გეგმა

    44 წლის უილიამსმა სახლში აუზის მშენებლობის ნებართვა 2018 წლის დეკემბერში მიიღო, თუმცა მშენებლობის დაწყებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც ადგილობრივი საბჭო დარწმუნდება, რომ მშენებლობისას ვიბრაციასა და გრუნტის გადაადგილებაზე მკაცრი კონტროლი განხორციელდება.

    ადგილობრივი საბჭო ასევე განიხილავს უილიამსისთვის გირაოს დაკისრების შესაძლებლობას, რომელსაც მომღერალი იმ შემთხვევაში დაკარგავს, თუ დადგენილ პირობებს არ შეასრულებს ან პეიჯის სახლს რაიმე ზიანს მიაყენებს.


    მიმდინარე წლის მაისში ჯიმი პეიჯი პირადად დაესწრო ადგილობრივი საბჭოს სხდომას და აღშფოთება გამოხატა.

    რობი უილიამსის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სამშენებლო სამუშაოები წესების უმკაცრესი დაცვით განხორციელდება და მეზობლებისთვის მიყენებული შესაძლო ზიანი მინიმალური იქნება.

  • ერთპიროვნული გადაწყვეტილება? როდის გააღებენ ჯვრის მონასტერს

    {{ARTICLEIMAGE}}

    მცხეთის ჯვრის მონატრის ჩაკეტვისა და მასში მლოცველებისა და ტურისტების არშეშვების მიზეზი, მონასტრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების მიერ შექმნილი ვითარება გახდა, განმარტავს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. გადაწყვეტილება მონასტრის წინამძღვარმა კონსტანტინე ჯინჭარაულმა მიიღო. მისივე თქმით, მცხეთის ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები, სავარაუდოდ, აღარ დაიშვებიან: “მე ვიცი, რომ მონასტერი დროებით დაიკეტა და მიზეზი სწორედ გარემოვაჭრეების ფაქტორია. იქ არის ძალიან მოუწესრიგებელი მდგომარეობა, დახლები, რომელიც ამახინჯებს და ქმნის მონასტრისათვის შეუსაბამო გარემოს. არამგონია, გარემოვაჭრეებს ტერიტორიაზე დაბრუნების საშუალება მიეცეთ. მე რამდენადაც ვიცი, გარემოვაჭრეების ასეთი სიმრავლე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მონასტრისთვის. უნდა მოწესრიგდეს მდგომარეობა, ასეთია პოზიცია. მოგეხსენებათ, რომ ეს მონასტერი დიდი ყურადღების ცენტრშია და მას სხვადასხვა რანგის სტუმრები სტუმრობენ და ტურისტთა ნაკადიც დიდია, ამიტომ ბუნებრივია წინამღძვარი გარემოს მოწესრიგებას ითხოვდეს”, განმარტავს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

    მცხეთის ჯვრის მონასტერი მომლოცველებისთვის და ტურისტებისთვის, სავარაუდოდ, ხვალ გაიხსნება, განაცხადა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ. მისი თქმით, მონასტრის დაკეტვის გადაწყვეტილება მონასტრის წინამძღვარმა მამა კონსტანტინემ ერთპიროვნულად მიიღო.

    გიორგი კაპანაძე ასევე გააკეთა კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს სასულიერო პირებს სურთ, რომ მონასტრის ტერიტორია დატოვონ გარემოვაჭრეებმა.

    გიორგი კაპანაძე განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტმა მის კომპეტენციაში არსებული სამუშაოები უკვე შეასრულა და გარემოვაჭრეები გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანა, ასევე ვაჭრობის უფრო ცივილური ფორმებიდან გამომდინარე, მერიამ დაამზადა ჯიხურები, რომელიც აკმაყოფილებს არსებულ სტანდარტებს და არ ავნებს მონასტრის იერსახეს. მერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის იძულებით ვერ დაატოვებინებს ვერც ერთ ადამიანს ტერიტორიას, ვინაიდან ვაჭრობა მათი ერთადერთი საარსებო წყაროა: “როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ტაძრის დაკეტვის გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა, მამა კონსტანტინემ. სავარაუდოდ, ეს დიდი ხანი არ გაგრძელდება და ხვალ გაიღება ტაძარი. მე ვერ გამოვიყვან იქ მყოფ ადამიანებს და ხელებს ვერ გადავუგრეხ მათ, რომლებიც ამინდის მიუხედავად, ვაჭრობენ, რათა არჩინონ ოჯახები. მერიამ რაც გააკეთა, არის ის, რომ მოვაჭრეები გადაიყვანა გზის სავალი ნაწილიდან და ეს ტერიტორია მთლიანად დაუთმო მონასტერს”, განაცხადა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ.

    წყარო – რადიო თავისუფლება