spot_imgspot_img

საქართველოს მომავალი დემოკრატიულ სამყაროშია. ამ გზიდან გადახვევა არ არის ქართველი ხალხის არჩევანი – ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის საქართველოში ბოლო ვიზიტის შემდეგ გავრცელებულ გზავნილებს, სადაც ხაზგასმული იყო ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, ინვესტიციების ზრდისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობა. ორგანიზაციების შეფასებით, საქართველო და აშშ საერთო სტრატეგიული ინტერესებით არიან დაკავშირებული რეგიონული და გლობალური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საკითხებში.

“საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მადლიერებას გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ საქართველოს დამოუკიდებლობის, უსაფრთოების, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის საქართველოში ბოლო ვიზიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმული იყო საქართველოსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობა. ამასთან, განცხადება კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს იმ საერთო სტრატეგიულ ინტერესებს, რომლებიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს აერთიანებს რეგიონალური და გლობალური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. აღნიშნული პარტნიორობა ეფუძნება არა მხოლოდ ორმხრივ სახელმწიფოებრივ ინტერესებს, არამედ საერთო ღირებულებებს, ცივილიზაციურ კავშირს, ურთიერთპატივისცემასა და ათწლეულების განმავლობაში გამოცდილ მეგობრობას. ამავე დროს, ამერიკულმა მხარემ მკაფიოდ მიუთითა, რომ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის, ინვესტიციების ზრდისა და საერთო ინტერესების სრულფასოვანი რეალიზებისთვის აუცილებელია პროგნოზირებადი, სტაბილური და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული გარემოს არსებობა.

 

სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ ყურადღებით მოუსმინოს საქართველოს მეგობრების გზავნილებს და გადადგას ნაბიჯები დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის აღსადგენად, აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორების დისკრედიტაციის და შეურაცხყოფის კამპანიას. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, როდესაც საქართველო  მძიმე სახელმწიფოებრივ კრიზისს განიცდის, ქვეყანაში ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები, იდევნება განსხვავებული აზრი, სასამართლო მმართველი პარტია – “ქართული ოცნების” პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელია, ხოლო პოლიტიკური ოპონენტების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიული პოლიტიკა გრძელდება.

 

ამერიკის შეერთებული შტატები ათწლეულების განმავლობაში იყო საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და დემოკრატიული გარდაქმნის მთავარი მხარდამჭერი. სწორედ დასავლელი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების დახმარებით გახდა შესაძლებელი მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება, რომელმაც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.

 

დღეს საქართველოში არსებული ეკონომიკური და უსაფრთოების გამოწვევების, შემცირებული საერთაშორისო ნდობისა და ინვესტიციების კლების პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ ძალას. ვერც ერთი ინვესტორი და ვერც ერთი საერთაშორისო პარტნიორი ვერ იგრძნობს თავს დაცულად ქვეყანაში, სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, პოლიტიკური ოპონენტები იდევნებიან, მშვიდობიანი მოქალაქეები ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან, ხოლო ხელისუფლება დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციის გზას ირჩევს. საქართველოს უსაფრთხოება და ეკონომიკური  წარმატება ყოველთვის დაკავშირებული იყო დასავლურ პარტნიორებთან თანამშრომლობასთან, დემოკრატიულ განვითარებასთან და კანონის უზენაესობასთან. ამ საფუძვლების შესუსტება პირდაპირ აზიანებს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას.

 

 

მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან აშშ-ის ხელისუფლების, კონგრესის წევრებისა და ამერიკელი ხალხის მიმართ აგრესიული და უპასუხისმგებლო რიტორიკა არა მხოლოდ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, არამედ ამ ქვეყნის ისტორიის, ცივილიზაციური მიზნებისა და მათ შორის კონსტიტუციით გამყარებული მისწრაფებების ღალატს წარმოადგენს. მსგავსი პოლიტიკა არა მხოლოდ აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას, არამედ აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

 

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ხელისუფლების მცდელობა, საზოგადოებას წარუდგინოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების სამართლიანი კრიტიკა, როგორც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. სინამდვილეში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა დემოკრატიული პარტნიორების განცხადებები ემსახურება საქართველოს დემოკრატიული განვითარების, უსაფრთხოების, ეკონომიკური წინსვლისა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას. ამ გზავნილების იგნორირება და პარტნიორების მტრებად წარმოჩენა კიდევ უფრო აზიანებს ქვეყნის ინტერესებს.

 

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ. ასევე მხარს ვუჭერთ ყველა საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას.

 

საქართველოს მომავალი არის დემოკრატიულ სამყაროში და ევროატლანტიკურ ოჯახში. ამ გზიდან გადახვევა არ არის ქართველი ხალხის არჩევანი.” – ნათქვამია განცხადებაში.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები :

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

საფარი

სამოქალაო საზოგადოების ფონდი

პრევენცია პროგრესისთვის

საქართველოს მომავლის აკადემია ( Georgia’s Future Academy)

მწვანე ალტერნატივა

EECMD

საქართველოს ევროპული ორბიტა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) ინფორმაციის თავისუფლების განითარების ინსტიტუტი IDFI

თბილისი პრაიდი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

უფლებები საქართველო.

სამართლიან არჩევნები

spot_imgspot_img

პოპულარული

მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას დაესწრება

მიხეილ ყაველაშვილი ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება....

ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე

გახარიას და მისი პარტიის ადგილას ცოტა დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი...

რა არის ცუდი, თუ ხამენეის დაკრძალვაზე ჩავა? – კალაძე ყაველაშვილზე

„არ გამოვრიცხავ. რა არის ამაში ცუდი? მიემგზავრება დაკრძალვაზე, როგორც...

უკრაინამ მოსკოვის ოლქში დუბნის კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს დაარტყა

კიევმა მოსკოვის ოლქში, დუბნის კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს დაარტყა. ინფორმაციას,...

იმედია ქართულ-გერმანული ურთიერთობები შემობრუნდება, ფიშერმა დიდი ზიანი მიაყენა – კობახიძე

"თქვენ იცით, რომ ტრადიციულად საქართველოსა და გერმანიას შორის იყო...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა

30 ივნისს, ღამის 4 საათზე, მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე...
spot_img

ყველა ამბავი

პრობლემა ის კი არა, რატომ ჩავდივართ შუა აზიის ქვეყნებში, პრობლემაა, რომ მარტო იქ ჩავდივართ – ირაკლი მელაშვილი

"პრობლემა ის კი არა, რატომ ჩავდივართ შუა აზიის ქვეყნებში, პრობლემაა, რომ მარტო იქ ჩავდივართ" - ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილის შეფასებით,...

“პოლიციის თანამშრომელი ხელს გვადებს, მე, ლაკას და ვასაძეს, თითქოს დაგვინახა, რომ ხალხს მოვუწოდებდით პარლამენტის აღებისკენ” – ზურა ჯაფარიძე

დღეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, რომელიც მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეა, მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა  დახურულია.პროცესის დასრულების შემდეგ...

მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას დაესწრება

მიხეილ ყაველაშვილი ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. ინფორმაციას პრესსამსახური ადასტურებს."საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი რეგიონის ქვეყნების, მათ შორის...

ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე

გახარიას და მისი პარტიის ადგილას ცოტა დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი არ დადგეს მერე. იმიტომ, რომ ნათლად ჩანს, ვინ როგორ...

რა არის ცუდი, თუ ხამენეის დაკრძალვაზე ჩავა? – კალაძე ყაველაშვილზე

„არ გამოვრიცხავ. რა არის ამაში ცუდი? მიემგზავრება დაკრძალვაზე, როგორც სხვა ქვეყნის ლიდერები. თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და ა.შ. ამაში ცუდი...

უკრაინამ მოსკოვის ოლქში დუბნის კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს დაარტყა

კიევმა მოსკოვის ოლქში, დუბნის კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს დაარტყა. ინფორმაციას, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში  ავრცელებს ვიდეოსთან ერთად. ეს...

იმედია ქართულ-გერმანული ურთიერთობები შემობრუნდება, ფიშერმა დიდი ზიანი მიაყენა – კობახიძე

"თქვენ იცით, რომ ტრადიციულად საქართველოსა და გერმანიას შორის იყო ჩამოყალიბებული განსაკუთრებული ურთიერთობები. ძალიან დიდი როლი შეასრულა გერმანიამ, განსაკუთრებით 90-იანი...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა

30 ივნისს, ღამის 4 საათზე, მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით მასირებული შეტევა განხორციელდა. დედაქალაქის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, საჰაერო...

პეტერ ფიშერი:ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა.მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen

საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებით, საქართველოში მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა.ამის შესახებ ის X-ზე ქართულ ენაზე წერს და საქართველოს მოქალაქეებს ემშვიდობება.Our...

ხოშტარიას უახლოეს დროში კლინიკა ვივამედში გადავიყვანთ – პატარიძე

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი პატარიძის განცხადებით,ელენე ხოშტარიას უახლოეს მომავალში რუსთავის ქალთა ციხიდან ვივამედის კლინიკაში გადაიყვანენ, სადაც მას დამატებითი...

საქართველო ჩვენთვის გამოცდილი და უაღრესად სანდო პარტნიორია.. ჩვენი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა – ყაზახეთის პრეზიდენტი

"საქართველო ჩვენთვის გამოცდილი და უაღრესად სანდო პარტნიორია.. ჩვენი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა" - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა...

“არ არსებობს მდგომარეობა, როცა მე რომელიმე ქოცი დამინახავს მსხვერპლის როლში! აუტანელია არა ტკივილი, არამედ ის, რომ სიმართლე აღარ ფასობს ქვეყანაში ” – ხოშტარია

„პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ესეთი მხარდაჭერისთვის და მორიდებულადაც კი ვგრძნობ თავს და მრცხვენია, რომ ჩემ გამო...