Tag: ირანი

  • “უსაფრთხოების პერსპექტივებს განიხილავს” – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩამოფრინდა. აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის შემდეგ, მოჰამად ჯავად ზარიფი ქვეყანას რეგიონალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეწვია.

    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიშვილი ამბობს, რომ ირანის მაღალჩინოსნის მიზანი რეგიონის უსაფრთხოების პერსპექტივების განხილვაა.

    “ტურის მიზანი არის მეზობელ ქვეყნებთან განიხილოს გასულ წელს სამეზობლოში განვითარებული მოვლენების, კერძოდ, საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი ახალი ვითარება და რეგიონების განვითარების და უსაფრთხოების პერსპექტივები”, – თქვა ხვთისიშვილმა .

    ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს შეხვდება.

  • ქვეყანაში ინფექცია გადაიტანა ან ინფიცირებულია მოსახლეობის 15%-19%-მდე, კოლექტიური იმუნიტეტისთვის  უნდა იყოს 60-70%–ამირან გამყრელიძე

    ქვეყანაში ინფექცია გადაიტანა ან ინფიცირებულია მოსახლეობის 15%-19%-მდე, კოლექტიური იმუნიტეტისთვის უნდა იყოს 60-70%–ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეფასებითი მაჩვენებლით, ქვეყანაში ინფექცია გადაიტანა ან ინფიცირებულია მოსახლეობის დაახლოებით 15-19%.

    როგორც მან “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტ-ქალაქში” განაცხადა საზოგადოებრივი, კოლექტიური ე.წ. ჯოგური იმუნიტეტისთვის ქვეყანაში ინფიცირების რიცხვი დაახლოებით 60-70% უნდა იყოს.

    “ყველა მაჩვენებელი, რომელიც მიუთითებს ინფექციის ცირკულაციაზე ეს არის – ინციდენტობა და ასევე, დადებითობის მაჩვენებელი ტესტირების, რომ ჯერჯერობით ფართომასშტაბიანი შემსუბუქება ქვეყანაში არ შეიძლება. ამიტომაც საკოორდინაციო საბჭოზე საკმაოდ სერიოზული მსჯელობა იყო ამასთან დაკავშირებით და ასიმეტრიული შემსუბუქება მოხდა.

    ეპიდვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი დამყოლობაა სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სექტორის მიერ გაცემულ რეგულაციებზე. მოგეხსენებათ, რომ ყველაზე ძლიერი და ადრეული ეპიდ-აფეთქება ჩვენ გვქონდა აჭარაში, შეიძლება ბიოლოგიური ფაქტორებიც იყოს, ვერ გამორიცხავ და ა.შ. აჭარაში მოგეხსენებათ, რომ მოსახლეობის დაახლოებით 25%-ს ჰქონდა ეს ინფექცია და იქ ბუნებრივი იმუნიტეტის გარკვეული ფენაც უკვე საკმაოდ, (არა ძალიან დიდი, მაგრამ მნიშვნელოვანი) შეიქმნა. ქვეყანაში სადღაც 250 000 ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, მაგრამ ასევე, ჩვენ ვითვლით შეფასებით მაჩვენებელს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად და ახლა, დაახლებით გვეუბნებიან, რომ ინფექცია გადაიტანა ან ქვეყანაში ინფიცირებულია მოსახლეობის 15%-დან 19%-მდე. საზოგადოებრივი, კოლექტიური იმუნიტეტისთვის ინფიცირების რიცხვი უნდა იყოს დაახლოებით 60-70%, ამიტომ არის ინტენსიურ ვაქცინაციაზე საუბარი, რომ მივაღწიოთ 70%-ს მოსახლეობის, თუ მივაღწიეთ, რომ იქნა საზოგადოებრივი იმუნიტეტი, მაშინ შედარებით უფრო მშვიდად შეგვიძლია ვიყოთ და უფრო აქტიურად გაიხსნას ყველა ბიზნესი და თანდათანობით დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

     

  • 2 დღეში სხვასასხვა ბიზნესის ეტაპობრივი გახსნის გეგმა შემუშავდება -ამირან გამყრელიძე

    ”2 დღეში სხვასასხვა ბიზნესის ეტაპობრივი გახსნის გეგმა შემუშავდება”-დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, Covid-19-ზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ე.წ. თანდათანობითი შემსუბუქების პრინციპით მოხდება.

    “2 დღის განმავლობაში ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა უნდა შემუშავდეს, რათა ერთბაშად არ გაიხსნას ყველაფერი. მაგალითად, ერთი კვირა გაიხსნება რომელიღაცა ბიზნესი, 1 ან 2, კვირა დავაკვირდებით, რა შედეგს მოიტანს ეს. ამ დადებითობის ე.წ. მაჩვენებლითა და სხავდასხვა ინდიკატორის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას”, — განაცხადა გამყრელიძემ.

  • ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება

    ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად მოხდება. მისი თქმით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს ქვეყანაში ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმის შემუშავება დაავალა.

    „არის ასეთი დავალება პრემიერ-მინისტრის, რომ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტრომ, როგორც გაზაფხულზე ქვეყანამ შეიმუშავა ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა, ასეთი გეგმა ამ ორი დღის განმავლობაში შეიმუშავოს. პრინციპში, მისი მონახაზები არსებობს, რომ ერთბაშად არ გაიხსნას და ერთბაშად არ მოხდეს შემსუბუქება და ეს იყოს ე.წ ეტაპობრივი. ვთქვათ, ერთი კვირა ან ორი კვირა გაიხსნება, რომელიღაც ბიზნესი, დაკვირვება მოხდება, რას მოიტანს ეს, რა შედეგს და დადებითობის მაჩვენებლის, ინციდენტობის ინდიკატორისა და სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მეორე ეტაპზე რა შემსუბუქდეს და ასე თანდათანობით. პარალელურად, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს გაფართოვებულ ტესტირებაზე ხელმისაწვდომობითა და თებერვლის შუა რიცხვებიდან ვაქცინაციასთან ერთად,“- განაცხადა გამყრელიძემ.

    ამასთანავე, ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვების მოხსნის პროცესი განათლების სექტორიდან უნდა დაიწყოს.

  • ნახეთ მირანდა ქერის ფეხის მასაჟი, რომლითაც ის ჯანმრთელობას და სილამაზეს ინარჩუნებს

    Victoria’s Secret–ის ყოფილი მოდელი, ამჟამად კი ორგანული კოსმეტიკის ბრენდის, KORA–ს დამფუძნებელი, მირანდა ქერი მისი ლამაზი ფეხების საიდუმლოს ამხელს. პირველი: გოგონა რეგულარულად ვარჯიშობს. ის ინსტაგრამზე რუბრიკასაც უძღვება  «welness wednesday»–ს , რომელშიც ხელმომწერებს ფიტნეს–ექსპერტებს აცნობს.

    გარდა ამისა, ამ დღეებში მირანდა ქერიმ გაამხილა, როგორ ახერხებს დამოუკიდებლად ფეხების სილამაზის და ჯანმრთელობის შენარჩუნებას კოსმეტიკური პროცედურების გარეშე:

    “ჩემი მთავარი საიდუმლო – ჯაგრისით მშრალი მასაჟია. ამას ყოველ დილით ვაკეთებ, შხაპის მიღების წინ. ეს მეთოდი მიკროცირკულაციას აუმჯობესებს, კანის გარქოვანებულ ფენას აცილებს.“ – ამბობს მირანდა ქერი და ამტკიცებს, რომ თუ ფეხის მასაჟს ყოველდღიურ რუტინად აქცევთ, კანი უფრო დაჭიმული და მოვლილი გახდება.

     

     

    View this post on Instagram

     

    A post shared by Miranda (@mirandakerr)

  • ამირან გამყრელიძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსი დაამარცხა.

    NCDC აცხადებს, რომ ამირან გამყრელიძე სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა.

    ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი 29 დეკემბერს დაუდასტურდა. ის სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

  • რატომ გადავიდა ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში

    რატომ გადავიდა ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსი მისი ოჯახის წევრს დაუდგინდა და თვითიზოლაციაში ამიტომ იმყოფება.

    როგორ ამირან გამყრელიძემ “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, შვილიშვილთან კვირას ჰქონდა კონტაქტი, ორშაბათს კი COVID-19 დადასტურდა:

    “ჩემს შვილიშვილს დაუდასტურდა, რომელთანაც კვირას მქონდა კონტაქტი და დაუდგინდა ორშაბათს, ამიტომ გადავედი თვითიზოლაციაში,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში გადავიდა

    ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში გადავიდა

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში გადავიდა.

    „თვითიზოლაციაში გადავედი დღეს, მაგრამ არა თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირებით, რასაც მეკითხებიან. გუშინ და გუშინწინ ბევრ ინფიცირებულთან მქონდა კონტაქტი, ძირითადად დაცული, მაგრამ გადავწყვიტე თვითმონიტორინგი ვაწარმოო. მე რეგულარულად ვიკეთებ ტესტს. შაბათს მქონდა ბოლო უარყოფითი პასუხი. ამჟამად სიმპტომები არ მაქვს და ჯერ ჩვენება არ არის ტესტის გაკეთების”, – განაცხადა გამყრელიძემ.

    შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

  • ამირან გამყრელიძე საეკლესიო პირებს და მრევლს თხოვნით მიმართავს

    ამირან გამყრელიძე საეკლესიო პირებს და მრევლს თხოვნით მიმართავს

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საეკლესიო პირებს და მრევლს თხოვნით მიმართა, მაქსიმალურად იყოს დაცული რეკომენდაციები, როგორიცაა პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და დიდი შეკრებებისგან თავის არიდება.

    „ძალიან სენსიტიური კითხვაა, როდესაც საკითხი ჩვენს დედა ეკლესიას, საქართველოში ყველაზე უფრო ავტორიტეტულ ინსტიტუციას ეხება. მოგეხსენებათ, ეს კითხვა ისმოდა მარტი-აპრილში, წინასააღდგომო დღეებში და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა თავისი რეკომენდაციები გასცა. ახლა, როდესაც ინფექციის გავრცელების საკმაოდ ინტენსიურ ფაზაში ვართ, რა თქმა უნდა, რეკომენდაციები იგივე რჩება, ჩვენ უნდა დავიცვათ დისტანცია, უნდა ვიყოთ პირბადით, იქნება ეს ეკლესიაში თუ ეკლესიის გარეთ. ასევე, რაც შეიძლება ნაკლები თავშეყრა უნდა იყოს, იქნება ეს დახურულ შენობებში, თუ ეკლესიის გარეთ. ამიტომ, ჩვენს საეკლესიო მოღვაწეებს და ჩვენს მრევლს ვთხოვ, მაქსიმალურად იყოს დაცული ეს რეკომენდაციები. მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენიმე ტაძარში ინფიცირების შემთხვევები გვქონდა, როგორც საეკლესიო მოღვაწეების, ასევე მრევლის“,-განაცხადა გამყრელიძემ.

  • პანიკას არ უნდა მივეცეთ – ამირან გამყრელიძე

    პანიკას არ უნდა მივეცეთ – ამირან გამყრელიძე

    “ყველას ვურჩევ, რომ პანიკას არ უნდა მივეცეთ. რა თქმა უნდა, გარდაცვალების თითოეული შემთხვევა არის ტრაგედია, მაგრამ მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერი არ არის“, – ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

    „ირველ რიგში, ყველას ვურჩევ, რომ პანიკას არ უნდა მივეცეთ. რა თქმა უნდა, გარდაცვალების თითოეული შემთხვევა არის ტრაგედია, მაგრამ მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერი არ არის.სამწუხაროდ, პანდემიების და ეპიდემიების დროს არის ფატალური გამოსავალი, მაგრამ უფრო მეტი ადამიანი ჯანმრთელდება, ვიდრე არის ხოლმე სამწუხარო გამოსავალი. აქ რეკომენდაცია არის ის, რომ ბინაზე და კოვიდ სასსტუმროებში მკაცრად რეკომენდირებულია, რომ დარჩნენ მხოლოდ უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები და ასევე, ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით შესაძლებელია, საშუალო სიმძიმის ადამიანის დატოვებაც, თუ ის სხვა რისკ ჯგუფებს არ განეკუთვნება. ამას წყვეტს ექიმი. რაც შეეხება შემთხვევას, სამწუხაროდ, თრომბოემობლიური გართულება, რომელიც არის ძალიან იშვიათი გართულება, დამახასიათებელია კორონავირუსული ინფექციისთვის და ასეთ შემთხვევას ძალიან იშვიათად, მაგრამ ერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.