Tag: ირანი

  • ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე სრულად მართვადია – ამირან გამყრელიძე

    “ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე სრულად მართვადია “- ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ,  საკოორდინაციო საბჭოს წევრების სხდომის შემდეგ ისაუბრა.

    “ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, არასახარბიელოა, თუმცა სრულად მართვადია. ეს 600-700 შემთხვევა ქვეყნისთის მართვადია, იმიტომ, რომ ქვეყანას გამოცდილება აქვს საკმაოდ მეტი შემთხვევების მართვის”, – თქვა მან.

  • გაკვირვებული ვარ – ამირან გამყრელიძე ვაქცინაციაზე მედპერსონალის პასიურობაზე

    დაავადებული კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ვაქცინაციაზე მისი კოლეგების პასიურობით გაკვირვებულია. ამის შესახებ, მან ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერში ისაუბრა.

    “უკეთესად გვჭირდება კომუნიკაცია და მეტი დრო უნდა დავუთმოთ მოსახლეობასთან საუბარს. მაგრამ, მეორეს მხრივ, გული მწყდება ჩემს კოლეგებზე. სამედიცინო თემის წარმომადგენელი ვარ და სამედიცინო საზოგადოება გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჩვენს ქვეყანაში და ქვეყნის უკანასკნელი 30-40 წლის განმავლობაში სამედიცინო საზოგადოება ტონს აძლევდა ქვეყანაში ბევრ რამეს და ახლა ცოტა გაკვირვებული ვარ, სამედიცინო საზოგადოება ახლა არ აძლევს ტონს და მე ხშირად მოვუწოდე ჩემს კოლეგებს ამისკენ, რომ ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი და ვიყოთ პირველები, ისევე როგორც პირველები ვიყავით როცა იყო 9 აპრილი, აფხაზეთი, გალი, ცხინვალის კონფლიქტი, ყოველთვის სამედიცინო საზოგადოება იდგა წინა ხაზზე და დღესაც ომია, უნდა გავითავისოთ ეს”, – განაცხადა გამყრელიძემ დღის კურიერში.

  • მესამე ტალღის დაწყების წინა ეტაპზე ვართ – ამირან გამყრელიძე

    “მესამე ტალღის დაწყების წინა ეტაპზე ვართ” – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის დაწყების წინა ეტაპზეა.

    „ჩვენ ვართ სწორედ მესამე ტალღის დაწყების წინა ეტაპზე. სწორედ ამ ტიპის ზრდა გვქონდა დაახლოებით, გასული წლის სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. დღევანდელი სიტუაცია ძალიან მაგონებს იმ სიტუაციას, რომელითაც ინტენსიურ მეორე ტალღაში შევედით. საკმაო გამოცდილება დაგვიგროვდა პირველი და მეორე ტალღის, ძალიან არ გვინდა არავის, რომ ქვეყანაში მესამე ტალღა იყოს. ერთადერთი გამოსავალი არის ძალიან ძლიერი თვითდისციპლინა, ძალიან კარგად დაცვა ყველა რეკომენდაციის – პირბადე, დისტანცია, სანიტარული წესრიგი, არა დიდ თავშეყრებს, ინტენსიური ვაქცინაცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

  • დაწესდება თუ არა წინასააღდგომოდ შეზღუდვები – ამირან გამყრელიძის განმარტება

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ სააღდგომოდ კლასტერები გამრავდლება, ქვეყანაში შეზღუდვები დაწესდება.

    “რეკომენდაცია მხოლოდ ერთია, აპრილი გავიაროთ რაც შეიძლება მოკრძალებულად და რაც შეიძლება, მაქსიალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რომ აღდგომას, ყველაზე დიდ დღესასწაულს შევხვდეთ მშვიდად. თუ დაახლოებით ეს ეპიდსიტუაცია გვექნა და არ წავიდა სერიოზულ, ნახტომისებურ ზრდაში და შევინარჩუნეთ ამ ფარგლებში, 300-400-500 შემთხვევა დღეში, მაშინ სერიოზული წინასააღდგომო შეზღუდვები ქვეყანას არ დასჭირდება.

    მაგრამ თუ ეს კლასტერები გამრავლდა და შიდა გავრცელება იქნა საყოველთაო, მაშინ, რა თქმა უნდა, ქვეყანას დასჭირდება სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიება, რაც ორმაგად დამთრგუნველია განსაკუთრებით წინასააღდგომო თუ აღდგომის შემდგომ პერიოდში. ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ – ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია, თავი ავარიდოთ დიდ სუფრებს, თავშეყრებს და მივმართოთ ვაქცინაციის პუნქტებს”,– განაცხადა გამყრელიძემ.

  • ამირან გამყრელიძე უმაღლესი დონის პროფესიონალია, ერთ-ერთი მთავარი ბურჯია – სარჯველაძე

    ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “ერთ–ერთი მთავარი ბურჯია” და ეპიდსიტუაციას მართავს.

    „ამირან გამყრელიძე უმაღლესი დონის პროფესიონალია. ვფიქრობ, საქართველოში ბოლოდროინდელმა პროცესებმაც დაადასტურა, რომ ის ერთ-ერთი მთავარი ბურჯია, რომელსაც ხელეწიფება ქვეყანაში უზრუნველყოს ეპიდსიტუაციის სტაბილური მართვა. ამის გათვალისწინებით, არ მიმაჩნია, რომ მის მიმართ რაიმე ფორმით საყვედური შეიძლება არგუმენტირებული იყოს. კიდევ ვიმეორებ, მისი შესაძლო გადადგომის თაობაზე ინფორმაციას არ ვფლობ. რაც შეეხება საკითხს, შეიძლება თუ არა ეს მოხდეს ან უნდა მოხდეს თუ არა, ამას ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ, რომ შეიძლება მიზეზი და საფუძველი იყოს”, – განაცხადა სარჯველაძემ.

    ცნობისთვის, “სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის ინფორმაციით, ამირან გამყრელიძის გადაყენებას აპირებენ. მისი თქმით, მასსზე და ეკატერინე ტიკარაძეს შორის მწვავე დაპირისპირებაა.

    ამირან გამყრელიძე ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

  • ამირან გამყრელიძე მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

    “ვმუშაობ ჩვეულ რეჟიმში”,– ამბობს გამყრელიძე IPN-თან საუბრისას.

    ცნობისთვის, “სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის ინფორმაციით, ამირან გამყრელიძის გადაყენებას აპირებენ. მისი თქმით, მასსზე და ეკატერინე ტიკარაძეს შორის მწვავე დაპირისპირებაა.

  • განიხილება ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი – ჩიხლაძე

    სტრატეგია აღმაშენებელის ერთ–ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ამირან გამყრელიძის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პოსტიდან გადაყენება განიხილება. მისი თქმით, ამის შესახებ კულუარული ინფორმაცია აქვს.

    “განიხილება ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი. ბევრი მისი მიდგომა არის მოძველებული და დაუსაბუთებელი, იგივე შეზღუდვებთან დაკავშირებით, იგივე სააკორდინაციო საბჭოში მისი საქმიანობა და ასევე, არაერთი საეჭვო შესყიდვები, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული. გადაწყვეტილია თუ არა, არ ვიცი, კულუარული ინფორმაცია 1 კვირა გვაქვს, რომ ეს განიხილება”, – განაცხადა ჩიხლაძემ ფორმულასთან საუბრისას.

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

    ამჟამად მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, ეკატერინე ტიკარაძე და თამარ გაბუნია.

  • ბატონი ამირან გამყრელიძე ღმერთმა გამოგვიგზავნა, ვენდოთ – მეუფე ნიკოლოზი

    “ღმერთმა გამოგვიგზავნა” – ამბობს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი დავაადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეზე.

    “ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს ამ დარგში. მაგალითად, ბატონი ამირან გამყრელიძე. ღმერთმა გამოგვიგზავნა ეს ადამიანი, წესიერი, კარგი მცდონე თავისი საქმის. ვენდოთ, რასაც ამბობს, ვისაც უნდა. ვისაც არ უნდა, ნურც ამირან გამყრელიძეს ენდობა, სხვანაირად გადაწყვიტოს”,– აცხადებს ის საკუთარ Youtube არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

    მისივე თქმით, თუ ვინმესთვის მისი აცრა ნუგეშისმომცემი იქნება, აიცრება.

    “თუ თქვენთვის, ვინმესთვის, ეს რეალურად ნუგეშისმომცემი იქნება, მე აუცილებლად ავიცრები თქვენი ხათრით. მაგრამ მე თვითონ, ჩემს ორგანიზმს აცრა არ სჭირდება. არასდროს აცრა არ გამიკეთებია ბავშვობის შემდეგ. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ პრინციპული წინააღმდეგი ვარ – იმიტომ, რომ არ მჭირდება”,– ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

  • “ნახე კახი, პატარა სან სიროა” – 3 მილიონი ლარის ირანული ქვა “აბიბინდა”

    ირანული ქვები, რომელიც კახეთის გზატკეცილზე დაყარეს, “აბიბინდა” – ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში აცხადებს.

    სან სიროს დაემსგავსა ეს თეთრი ქვები. 3 მილიონი რომ გადავიხადეთ და ის გამწვანება მოთხარე კახი ნორმალურია? 3 მილიონი ლარი ქვაში გადაიხადე თან ირანიდან ჩამოიტანე და მაინც აბიბინდა ბალახი.” – მიმართავს ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს.

     

  • მოზარდებში და ბავშვებში არცერთი ვაქცინა არ არის დაშვებული – ამირან გამყრელიძე

    “მოზარდებში და ბავშვებში არცერთი ვაქცინა არ არის დაშვებული” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

    “ყველა ის ვაქცინა კორონავირუსის, რომელიც დღეს ხმარებაშია, არის რეკომენდირებული 18 წლიდან. მაგრამ ახლა მიმდინარეობს კლინიკური კვლევები 12 წლიდან ზოგიერთი ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, არცერთი ვაქცინა დაშვებული არ არის მოზარდებში და ბავშვებში.” – აცხადებს ამირან გამყრელიძე.