Tag: ირანი

  • არ დასმულა ბათუმში კაფეების დაკეტვის საკითხი, თუმცა დაცული უნდა იყოს ყველა წესი – ამირან  გამყრელიძე

    არ დასმულა ბათუმში კაფეების დაკეტვის საკითხი, თუმცა დაცული უნდა იყოს ყველა წესი – ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ბათუმში მოქმედ კლუბებსა და კაფე-ბარებს მოუწოდებს, შენობებში ყველა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიება გატარდეს.

    „აქედან ვთხოვ, მოვუწოდებ ბათუმის კლუბებს და იმ ბარებს, სადაც ინტენსიურად იკრიბება ხალხი. არ დასმულა საკითხი მათ დაკეტვაზე, მაგრამ იქ დაცული უნდა იყოს ყველა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიება. კერძოდ, ყოველდღე უნდა დალაგდეს კარგად, მსუბუქი დეზინფექციით და 2-3 დღეში ერთხელ სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს ამ დაწესებულებების, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ იქ სანიტარული პირობები დაცულია. სამწუხაროდ, არ იყო დამყოლობა, როდესაც ჩვენ მოვუწოდებდით განსაკუთრებით ბათუმის და ქობულეთის კაფე-ბარებს, რომლებიც ბულვარში მდებარეობს და იქ დასაქმებულ პირებს, რომ აუცილებლად გაევლოთ ტესტირება. დღეს კიდევ ერთხელ მივმართავ მათ, აუცილებელია, რომ გაიარონ ტესტირება. ამისთვის ბათუმში არსებობს ყველა პირობა. გახსნილია კარვები, მესამე კარავი დაემატა ანბანის კოშკთან და კიდევ 5 დაწესებულებაა, ასევე ამბოლატორიული და დასტაციონალური დაწესებულებები, სადაც შეუძლიათ ჩაიტარონ ტესტირება. ბათუმის რეზიუმე რომ გავაკეთო, საყურადღებოა სიტუაცია, გვაქვს მიკროაფეთქება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მალე ჩაქრება ეს ეპიდაფეთქება, რა თქმა უნდა, თქვენი დახმარებით. უნდა ვეცადოთ, რომ ინფექციის გატანის პრევენცია მოვახდინოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია და პანიკის საფუძველი არ არის

    ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია და პანიკის საფუძველი არ არის

    სვანეთსა და ყაზბეგში და ზოგადად ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია,- ამის შესახება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    მისივე განცხადებით, სასწავლო პროცესის გადადების რეკომენდაცია არ გაიცემა და ასევე ქალაქების ჩაკეტვა არ იგეგმება.

    „დღევანდელი მონაცემებით გვაქვს 23 ახალი შემთხვევა. აქედან 6 არის ე.წ ლენჯერის კლასტერი, 11 არის ინფიცირებულებთან კონტაქტი და ეს ძირითადად შემოიფარგლება ყაზბეგთან დაკავშირებული კონტაქტებით. ასევე 2 არის იმპორტირებული შემთხვევა და ორივე მძღოლია.

    ინტენსიური გამოკვლევები მიმდინარეობს. დღეის მონაცემებით, 2 800- მდე ნიმუშია აღებული მესტიაში, დაახლოებით 350 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

    მესტიაში ძირითადად ინფექცია ლოკალიზებულია. სასიამოვნოა, რომ მოსახლეობამ, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა მესტიაში, იგრძნო საფრთხე და მიმართეს მედიკოსებს. 600- მდე ადამიანმა მიმართა და სამს ჰქონდა დადებითი. მოვუწოდებთ მოსახლეობს, რომ ვინც ნამყოფია სვანეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ექნება სიმპტომები, აუცილებლად მიმართონ შესაბამის სამსახურებს, დარეკონ 112- ზე და ჩაიტარონ კვლევა. ასევე, თუ არ აქვთ სიმპტომები მაგრამ აქვთ ინტერესი, შეუძლიან მივიდნენ და ჩაიტარონ „პისიარ“ კვლევა.

    ხაზს ვუსვამ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია. ეს შემთხვევები არ გახლავთ ის შემთხვევა, რომ პანიკას მივეცეთ. არავითარი ჩაკეტვა არ იქნება ქალაქების. მოგეხსენებათ, ჩვენ დავუბრუნდით ცხოვრების ნორმალურ რიტმს და ეს ასეც უნდა იყოს. კორონავირუსი ხვალ და ზეგ არ გაქრება. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ვირუსთან თანაცხოვრებას. დიდი თავშეყრებისაგან თავი უნდა შევიკავოთ, თავი უნდა ავარიდოთ დიდ ქორწილებს, ქელეხებს და ასე შემდეგ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • მესტიაში ტესტირებული 600 პირიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდგინდა – ამირან გამყრელიძე

    მესტიაში ტესტირებული 600 პირიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდგინდა – ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიაში ბოლოს ჩატარებული 600 ტესტიდან, კორონავირუსი ერთ შემთხვევაში გამოვლინდა.

    „მესტიის მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუცია სრულად მართვადია, კონტროლს ექვემდებარება. იმის გამო, რომ 600 ტესტირებულში ერთი დადებითია, ჩემში საიმედო პროგნოზი არსებობს, რომ ალბათ ინფექცია ჯერჯერობით მუნიციპალიტეტში გავრცელებული არ არის. ამიტომ საჭირო იყო ამ მკაცრი ზომების გატარება. დღეს დავაინსტალირეთ ე.წ. სწრაფი, PCR-ის აპარატები მესტიის საავადმყოფოში, რომელიც 45 წუთში იძლევა პასუხს. ერთდროულად, ყოველ 45-ში შეუძლია 4 ნიმუშის ტესტირება, ანუ დღის განმავლობაში, დაახლოებით 40-50-ის“,- განაცხადა გამყრელიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“.

  • შემუშავდება სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები – აუდიტორიებში – ამირან გამყრელიძე

    შემუშავდება სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები – აუდიტორიებში – ამირან გამყრელიძე

    დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტრადიციულად, თუ ერთ საკლასო ოთახსა და აუდიტორიაში იყო 20 ადამიანი, სწავლის დაწყებისას ასე ვერ იქნება და შესაბამისი სტანდარტები მუშავდება.

    „ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ახლა, სწავლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. დღეს რა ეპიდსიტუაციაც გვაქვს, ეს არ არის სწავლის დაწყების პრობლემა. სწავლის დაწყებაც იქნება სკოლებში მობილობის გაზრდა. როცა ათასობით ბავშვი და სტუდენტი დაიწყებს სწავლას, ეს ვერ იქნება იმ ტრადიციულ სტილში, თუ იჯდა 20 ადამიანი, ვერ დაჯდება 20 ადამიანი ერთ ოთახში. ამაზე ვმუშაობთ და იქნება შესაბამისი სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები აუდიტორიებში. როგორი უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები. ხელების ხშირი დამუშავება, პირბადეების ხმარება, როცა დერეფნებში შესვენა იქნება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მცირეწლოვან ბავშვებში პირბადე არ არის რეკომენდირებული, ამაზეც მივცემთ რეკომენდაციას. მუშავდება ეს სტანდარტები როგორც სკოლებთან, ისე უმაღლეს სასწავლებლებთან მიმართებით. დარწმუნებული ვარ, აქაც შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღინისძიებების დაცვით იქნება ყველაფერი, დამყოლობა როგორც სკლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში კარგი იქნება და ჩვენ ერთობლივად შევძლებთ, რომ ამით ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არ გავაუარესოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, რისკი, როცა ასეთი დიდი მობილობის ზრდა არის, არსებობს. ამიტომ სწორად უნდა დაიგეგმოს ყველაფერი, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

    შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. სანქციებით  იზღუდება ლითონებისა და სხვა მასალების მიწოდება, რომლებიც შეიძლება ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, ბირთვული, სარაკეტო და სამხედრო პროგრამების განვითარებისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

    “დღეს, სახელმწიფო დეპარტამენტი განსაზღვრავს 22 სპეციფიკური მასალის ჩამონათვალს, რომელსაც ირანი ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განვითარებისთვის იყენებს. მათ ვინც ამ მასალებს ირანს აწვდის სანქციები ემუქრებათ”, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

    გარდა ამისა, შეიზღუდება მასალების მიწოდება სამშენებლო სექტორისთვის, რადგან მიიჩნევა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, რომელიც შტატების მიერ ტერორისტული ორგანიზაციად არის გამოცხადებული, აკონტროლებს ირანის სამშენებლო ინდუსტრიას.

  • დავაკავეთ ირანის 2 მოქალაქე, რომლებმაც უკანონოდ ნახევარი მლნ. ლარის შემოსავალი მიიღეს – სუს-ი

    დავაკავეთ ირანის 2 მოქალაქე, რომლებმაც უკანონოდ ნახევარი მლნ. ლარის შემოსავალი მიიღეს – სუს-ი

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, საქართველოში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

    “გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები ე.წ. „ჰავალას“ მეთოდის გამოყენებით საქართველოდან ირანის ისლამური რესპუბლიკის საბანკო სისტემაში ფულადი გზავნილების განხორციელებას აღნიშნული საქმიანობისთვის საჭირო ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, ქართული საბანკო სისტემის გვერდის ავლით ახდენდნენ.

    სუს-ის ინფორმაცით, ბრალდებულები ფულადი თანხების კონვერტაციისა და გადარიცხვების სახით გაწეული მომსახურების სანაცვლოდ დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.

    „დადგენილია, რომ მათ მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს თანხის ბრუნვამ 12 603 569 ლარი, ხოლო მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში – 504 142 ლარი შეადგინა. ბრალდებულების ოფისების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 155 897 აშშ დოლარი, 8 730 ევრო და 66 673 ლარი. გამოძიება უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“,- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

  • აპოლიტიკური პიროვნება ვარ, მიწვეული ვიყავი, როგორც მხარდამჭერი – ამირან  გამყრელიძე “ოცნების” კანდიდატების წარდგენაზე

    აპოლიტიკური პიროვნება ვარ, მიწვეული ვიყავი, როგორც მხარდამჭერი – ამირან გამყრელიძე “ოცნების” კანდიდატების წარდგენაზე

    მე პოლიტიკურ სიმპატიებზე არ ვისაუბრებ, აპოლიტიკური პიროვნება ვარ და წარმოვადგენ სახელმწიფო დაწესებულებას; დღეს მიწვეული ვიყავი როგორც ერთ-ერთი დამსწრე და მხარდამჭერი, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების შეკითხვას უკავშირდებოდა თუ არა „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე ყოფნა მის პოლიტიკურ სიმპატიებს.

    ,,დღეს წარმოვადგენ სახელწიფოს, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუციას – დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომელმაც სერიოზული როლი ითამაშა Covid 19-თან ბრძოლაში და ამ ინფექციის შეკავებაში ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ მე იქ მიწვეული ვიყავი, როგორც ამ დაწესებულების ხელმძღვანელი,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

  • ირანმა აქტივისტ ჟურნალისტს სიკვდილი მიუსაჯა

    ირანული მედიის ცნობით, თეირანმა აქტივისტ ჟურნალისტ რუჰოლა ზამს სიკვდილი მიუსაჯა. მას სოციალური ქსელის საშუალებით, 2017 წელს, ირანში განვითარებული საპროტესტო დემონსტრაციების დროს, ანტისამთავრობო მოძრაობის ხელშეწყობაში ედება ბრალი

    რეფორმატორი შიიტი სასულიერო პირის ვაჟი, ზამი „Amadnews”-ს ხელმძღვანელობდა, რომელსაც სოციალურ ქსელში მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავდა. სოციალური მედიის ფუნქციონირება მას შემდეგ შეწყდა, რაც ირანის ხელისუფლებამ, მასშტაბური საპრტოტესტო გამოსვლების დროს, ჟურნალისტი ძალადობისკენ მოწოდებაში დაადანაშაულა. „Amadnews” მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, სოციალურ მედიაში არხი ახალი სახელწოდებთ კვლავ დაბრუნდა.

    გასული წლის ოქტომბერში, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ მათ ზამი „ხაფანგში მოიმწყვდიეს“ და მის დასაკავებლად “კომპლექსური ოპერაცია” ჩაატარეს. ზამს, ამ დროისთვის უკვე ჰქონდა საფრანგეთისგან პოლიტიკური თავშესაფარი. გუშაგთა კორპუს, ოპერაციის ჩატარების ადგილმდებარეობა არ დაუსახელებია.

    ზამი, ირანის სასამართლომ ბრალი შეიარაღაებული აჯანყებისა და ჯაშუშობის მუხლით დასდო, რაც ირანის ისლამური კანონის თანახმად უმძიმესი დანაშაულია.

    2017 წელს, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ხელშეწყობაში, ირანის ოფიციალურმა პირებმა, ბრალი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რეგიონალურ მოწინააღმდეგეს, საუდის არაბეთს დასდო.

    მაშინ, სოციალური პრობლემებისა და სიღარიბის წინააღმდეგ წამოწყებული საპრიტესტო მოძრაობა, ოფიციალური ინფორმაციით, 21 ადამიანის სიკვდილითა და ათასობით დემონსტრანტის დაკავებით დასრულდა.

    წყარო: ამერიკის ხმა

     

  • ირანმა პრეზიდენტ ტრამპის დაპატიმრების სანქცია გასცა. მიზეზი გენერალ სულეიმანის მკვლელობაა

    ირანმა პრეზიდენტ ტრამპის დაპატიმრების სანქცია გასცა. მიზეზი გენერალ სულეიმანის მკვლელობაა

    ირანის ხელისუფლებამ აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და კიდევ 35 ადამიანის დაპატიმრების სანქცია გასცა, რომლებიც გენერალ კასემ სულეიმანის სიკვდილთან არიან დაკავშირებული. ამის შესახებ თეირანის პროკურორმა, ალი ალ–კასიმ მეხრმა განაცხადა. ირანის ხელისუფლებამ შესაბამისი განცხადებით ინტერპოლს მიმართა და პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციას ამ ადამიანებისთვის „წითელი სტატუსის“ მინიჭება მოთხოვა.

    თუმცა ინტერპოლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ აპირებენ ირანის მოთხოვნის განხილვას ტრამპის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, რადგან ორგანიზაციის წესდება მას უკრძალავს განახორციელოს პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური ან რასობრივი ხასიათის რაიმე ქმედება ან ჩარევა.

    ირანის მთავარი სამხედრო სტრატეგი და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის არქიტექტორი გენერალი სულეიმანი 3 იანვარს ბაღდადში ამერიკული რაკეტით მოკლეს. ამ მოქმედებების ბრძანება ტრამპმა გასცა, რომელმაც გენერალს მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი უწოდა და ის ახლო აღმოსავლეთში ამერიკელ სამხედროებზე ირანის მიერ მხარდაჭერილი ბოევიკების თავდასხმის მზადებაში დაადანაშაულა.

    მაშინ ირანმა პირობა დადო, რომ გენერლის სიკვდილისთვის შურს იძიებდა. ის 2015 წლის ბირთული შეთანხმებიდან გავიდა და ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზებს ესროლა. საპასუხოდ აშშ–მ ირანის სამხედრო ობიექტებზე რამდენიმე საჰაერო შეტევა განახორციელა.

    ალ–კასი მეხრას თქმით, ტრამპსა და კიდევ 35 ადამიანს ბრალს წაუყენებენ “ტერორიზმისა და მკვლელობისთვის “, თუმცა ირანელ პროკურორს დანარჩენი 35 ადამიანის ვინაობა არ დაუსახელებია.

  • „ერთსა და იმავე მდინარეში სამჯერ არ შედიან“  – ამირან გამყრელიძე პოლიტიკაში წასვლაზე

    „ერთსა და იმავე მდინარეში სამჯერ არ შედიან“ – ამირან გამყრელიძე პოლიტიკაში წასვლაზე

    „ერთსა და იმავე მდინარეში სამჯერ არ შედიან“ – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის მიერ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვას, აპირებს თუ არა ამირან გამყრელიძე პოლიტიკაში დაბრუნებას.

    მე ვიყავი პოლიტიკაში, მაგრამ ახლა ვაპირებ გზა ახალგაზრდებს დავუთმო. ასაკს არ ვმალავ, 69 წლის ვარ და ეს პერიოდი განვლილი გზაა. პოლიტიკიდან წამოსვლის შემდეგ, 2012 წელს მქონდა პოლიტიკაში კვლავ მისვლის შემოთავაზება, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, სადაც ვარ, ერთსა და იმავე მდინარეში სამჯერ არ შედიან“, – განაცხადა გამყრელიძემ.