Tag: ირანი

  • კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი  მსოფლიოში 7%-დან 3.2%-მდე ჩამოვიდა – ამირან გამყრელიძე

    კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსოფლიოში 7%-დან 3.2%-მდე ჩამოვიდა – ამირან გამყრელიძე

    კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მთელს მსოფლიოში 7%-დან 3.2%-მდე ჩამოვიდა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “ღამის კურიერის” ეთერში.

    “ძალიან მკაცრი ჩაკეტვები იყო, ძირითადად, გაზაფხულზე, როცა ჩვენ არ ვიცოდით რა იყო ეს ინფექცია.  ინფექცია მაშინ უფრო აგრესიული იყო. სიკვდილიანობის პროცენტი, გლობალური მონაცემებით, გაზაფხულზე იყო 7%, მთელ რიგ ქვეყნებში 10-15-19%-იც კი, რადგან ვირუსის ქცევის შესახებ ნაკლები ინფორმაცია იყო იმ დროს. ერთადერთი იარაღი, იმ დროს, მკაცრი რეგულაციები, ჩაკეტვა იყო. დღეს უკვე 8 თვეა გასული. ზაფხულში ვირუსის აგრესიულობა შემცირდა. სიკვდილიანობის პროცენტი გლობალურად ჩამოსულია 3.2 %-ზე, 7-დან. ამასთან, თვითონ შეფარდება მსუბუქი შემთხვევებისა საერთო შემთხვევებში სერიოზულად გაიზარდა.გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. კრიტიკული პაციენტების რიცხვი დღეს მთელს მსოფლიოში მხოლოდ 1%-ია, საქართველოში კი დღეს კრიტიკული მხოლოდ 3 ადამიანია, ვინც ხელოვნურ ვენტილაციასა და აპარატზეა. ასევე, ე.წ. მძიმე ავადმყოფების რიცხვი არ არის დიდი. 80-85% არის, ძირითადად, მსუბუქად და უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადებები”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • პირბადე და დისტანცირება! სხვა უფრო ღირებული იარაღი არ არსებობს – ამირან გამყრელიძე

    პირბადე და დისტანცირება! სხვა უფრო ღირებული იარაღი არ არსებობს – ამირან გამყრელიძე

    “პირბადე დისტანცირება  და ხელების დაბანა ! სხვა უფრო ღირებული იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ არ არსებობს ” – ამის შესახებ განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

    “მოვეშვით და არ ვიცავთ იმ ძირითად რეკომენდაციებს, რაც აუცილებელია. პირველ რიგში, ხაზგასმით ვამბობ, მესმის, თავი მოგაწყინეთ პირბადესთან, დისტანცირებასთან და ხელების დაბანასთან დაკავშირებით, მაგრამ სხვა უფრო ღირებული ინტერვენცია და იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ არ არსებობს.”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • შეკავება აღარ მოხდება ჩაკეტვით და სხვა მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებებით – ამირან გამყრელიძე

    შეკავება აღარ მოხდება ჩაკეტვით და სხვა მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებებით – ამირან გამყრელიძე

    „ყველას მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, რომ შევაჩეროთ შემთხვევათა ზრდა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

    გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის შეკავება აღარ მოხდება იმ შემზღუდავი ღონისძიებებით, რაც გაზაფხულზე დააწესა საქართველოს მთავრობამ. მისივე თქმით, ახლა საზოგადოება უნდა შეეჩვიოს კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრებას და დაიცვას ყველა მთავარი რეკომენდაცია.

    „ქვეყანაში იზრდება შემთხვევების რაოდენობა. პროგნოზირებადი იყო, რომ ზაფხულში შიდა ტურიზმის განვითარების და დიდი რაოდენობის ადამიანების მობილობის გაზრდის საფუძველზე გვექნებოდა შემთხვევათა ზრდა. ისიც პროგნოზირებადი იყო, რომ შემთხვევათა ზრდის ერთ-ერთი წყარო შეიძლებოდა ყოფილიყო შავი ზღვისპირეთი, რადგან იქ იყო კონცენტრაცია დიდი რაოდენობით მოსახლეობის და არ ხდებოდა იმ რეკომენდაციების დაცვა, რასაც მუდმივად ვაჟღერებთ. ძირითადი რეკომენდაციების არდაცვამ მოგვიტანა ის, რომ ქვეყანაში გვაქვს შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა. ეს ზრდა არის სრულად მართვადი და კონტროლს ექვემდებარება. ყველას მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, რომ შევაჩეროთ შემთხვევათა ზრდა. შეკავება აღარ მოხდება იმ მეთოდებით, რაც ჩვენ გამოვიყენეთ გაზაფხულზე, ანუ ჩაკეტვით, იზოლირებით და სხვა მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებებით, იმიტომ, რომ ახლა სლოგანი გახლავთ, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრებას. კორონავირუსი არ ქრება ერთ დღეში, ერთ თვეში და რამდენიმე თვეში, ჩვენ მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრება მინიმუმ ერთი წელიწადი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

  • თავი უნდა შევიკავოთ დიდი, ტრადიციული ღონისძიებებისგან – ამირან გამყრელიძე

    თავი უნდა შევიკავოთ დიდი, ტრადიციული ღონისძიებებისგან – ამირან გამყრელიძე

    თავი უნდა შევიკავოთ დიდი, ტრადიციული ღონისძიებებისგან  – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის ინფორმაციით, ცაგერში მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა, მთლიანად ხდება ლაჯანურის მარცხენა სანაპიროზე სოფლების გამოკვლევა და დღეს 450 ნიმუშის პასუხი გახდება ცნობილი.

    ,,გურიის კლასტერი დროულად შევაჩერეთ და არ არის იქ დიდი გავრცელება. გუშინ გამოვლენდა ქუთაისის კლასტერი, ასევე ცაგერის კლასტერი. ცაგერში მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა, მთლიანად ხდება ლაჯანურის მარცხენა სანაპიროზე სოფლების გამოკვლევა. 450 ნიმუში იქნა გუშინ გამოკვლეული და დღეს გვეცოდინება შედეგები. სამწუხაროდ, ასევე დაგვეძაბა სიტუაცია ზუგდიდში და გვაქვს დაკავშირებული შემთხვევები ადამიანებთან, რომლებიც მუშაობენ ენგურჰესზე და ყოველდღიურ რეჟიმში მოძრაობენ გალსა და ზუგდიდს შორის. იქაც მიმდინარეობს ლოკალიზება ამ პროცესის. ქუთაისის სკოლის კლასტერში 21 თანამშრომელი იყო დაინფიცირებული დღეს დაემატა კიდევ 8 ადამიანი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა. ყველა ეს დაკავშირებული იყო დიდ საქორწილო ღონისძიებებთან, ამიტომ ძალიან გთხოვთ, ნუ გაგვაკრიტიკებთ, როდესაც ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ მთავრობას,რომ თავი უნდა შევიკავოთ დიდი ტრადიციული ღონისძიებებისგან. ეს გახლავთ მომატებული რისკის ფაქტორი ინფექციის შემდგომი გავრცელების. თუ ჩვენ ამ კლასტერებს დროზე მოვუვლით და არ მივცემთ ინფექციას გავრცელების საშუალებას, რა თქმა უნდა, დროულად შევაკავებთ,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

  • როცა ტრანსპორტში ვიღაცას არ უკეთია ნიღაბი, კეთილი ვინებოთ და მივცეთ შენიშვნა – ამირან გამყრელიძე

    როცა ტრანსპორტში ვიღაცას არ უკეთია ნიღაბი, კეთილი ვინებოთ და მივცეთ შენიშვნა – ამირან გამყრელიძე

    როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბრძანდებით და ვიღაცას ნიღაბი არ უკეთია ან სწორად არ უკეთია, კეთილი ვინებოთ და შენიშვნა მივცეთ. ეს არაა შენიშვნა, რეკომენდაციაა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

    „ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ვიღაცამ უნდა გვაკონტროლოს. გვგონია, რომ ვიღაც შოლტით უნდა დაგადგეს. გინდა თუ არა, ამას რატომ არ ასრულებ. თვითშეგნება უნდა იყოს. კორონავირუსული ინფექცია ორი-სამი თვის შემდეგ არსად გაქრება. არავის ეხალისება, რომ ქორწილი აკრძალო, მაგრამ პანდემიის პერიოდში ყველამ უნდა შევიგნოთ, რომ ერთი წელი მოვითმინოთ. აგვისტოს ბოლოს ბათუმში უზარმაზარი ქორწილიდან გურიაში 8 შემთხვევა გვაქვს, კიდევ რამდენი იქნება, არ ვიცი. გართობა გვიყვარს ქართველებს, მაგრამ ცოტა ხანი მოვითმინოთ. იმ შემთხვევებს, რაც ახლა გვაქვს, ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

  • მსოფლიოში, მათ შორის, ჩვენთან, ჩაკეტვების პოლიტიკა აღარ არის დღის წესრიგში – ამირან  გამყრელიძე

    მსოფლიოში, მათ შორის, ჩვენთან, ჩაკეტვების პოლიტიკა აღარ არის დღის წესრიგში – ამირან გამყრელიძე

    “მსოფლიოში, მათ შორის, ჩვენთან, ჩაკეტვების პოლიტიკა აღარ არის დღის წესრიგში -“- ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ  საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა.

    “ზოგადად, ჩაკეტვების პოლიტიკა მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, ჩვენთან უკვე აღარ არის, თუ რაღაც განსაკუთრებული არ ხდება, დღის წესრიგში. პოლიტიკა მართვისა არის ე.წ. ბალანსირებული პოლიტიკა, ანუ სწრაფი იდენტიფიცირება და მართვა და ეკონომიკის აქტივობების გაძლიერება”, –  განაცხადა გამყრელიძემ

  • ალბათ, არ იყო სასურველი “ოაზისში” ამდენი მედიკოსის შეკრება – ამირან გამყრელიძე კოლეგებს მიმართავს

    ალბათ, არ იყო სასურველი “ოაზისში” ამდენი მედიკოსის შეკრება – ამირან გამყრელიძე კოლეგებს მიმართავს

    “ალბათ, არ იყო სასურველი სასტუმრო “ოაზისში” ამდენი მედიკოსის შეკრება” –  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა და საკუთარ კოლეგებს მოუწოდა რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები დისტანციურად მოხდეს.

    „მივმართავ ჩემს კოლეგებს, როდესაც ჩვენ პირიქით მოვუწოდებთ ადამიანებს, რომ ყველა დიდი შეკრება, იქნება ეს სამედიცინო თუ არასამედიცინო, გადავდოთ, ალბათ არ იყო სასურველი ამდენი რაოდენობის ჩემი კოლეგების შეკრება. თუმცა მე დღეს მივიღე მათგან სურათები, რომ იქ ყველა სხდომა იყო სექციური, მაქსიმუმ 50 ადამიანის შეკრებით და დისტანციით და პირბადეებით. ისინი ჩემი კოლეგები არიან და მე მჯერა მათი, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ალბათ ჯობდა რომ ამ ტიპის შეხვედრები ამ დროს იყოს დისტანციური“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

    2 სექტემბერს ჩაქვში არსებულ სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ კონფერენციაზე მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

  • არამგონია, თავდასხმის ინტერესი ინფორმაცია ყოფილიყო – ამირან გამყრელიძე  კიბერთავდასხმაზე

    არამგონია, თავდასხმის ინტერესი ინფორმაცია ყოფილიყო – ამირან გამყრელიძე კიბერთავდასხმაზე

    “არამგონია, თავდასხმის ინტერესი ინფორმაცია ყოფილიყო”- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კიბერშეტევა ლუგარის ლაბორატორიის თემის გაღვივების მორიგი მცდელობაა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

    „არამგონია, რომ თავდასხმის ინტერესი ინფორმაცია ყოფილიყო, რადგან ყველა ჩვენი ინფორმაცია გამჭვირვალეა და დევს სხვადასხვა სოციალურ და ვებ-გვერდებზე. ხშირად ჩვენი პუბლიკაციები პრესაშია, იქნება ეს სამეცნიერო თუ საზოგადოებრივი პრესა, ამიტომ არ მგონია ეს. უბრალოდ, ვფიქრობ, გუშინ, რომ გამოჩნდა, თითქოს „ნოვიჩოკი“ მზადდება და მათ შორის ეს ლაბორატორიაც დასახელდა, ეს მორიგი თემის გაღვივებაა. რადგან ლუგარი ქართულ-ამერიკული პროექტი გახლავთ, როდესაც უნდათ ასე აღვივებენ ამ თემას. ვინც, ამ საკითხს აღვივებს, ყოველთვის ცდილობს, რომ დისკუსიაში შეგვიყვანონს და უკვე, ამას აღარ ვპასუხობ. ამაზე პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არის მორიგი სისულელე, მორიგი ჭორი, მორიგი ძალიან იაფფასიანი „ტრიუკი“, რომელზეც უნდათ, რომ როგორმე დისკუსიაში შეხვიდე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

  • შევუკვეთეთ 700 ათასი ცალი ვაქცინა – ამირან გამყრელიძე

    შევუკვეთეთ 700 ათასი ცალი ვაქცინა – ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით საქართველომ დაიწყო წინასწარი მზადება კორონავირუსის ვაქცინის მოსაპოვებლად, როდესაც ის დამზადდება. მისი თქმით, მთავრობამ უკვე შეუკვეთა 700 ათასი ცალი ვაქცინა.

    31 აგვისტოს ოფიციალური განაცხადი გავაკეთეთ ვაქცინების გლობალურ ალიანსში, რომ საქართველო დაინტერესებულია. შევუკვეთეთ ვაქცინა მოსახლეობის 20%-ის მოცვით. დაახლოებით ეს არის 700 000 ადამიანის ასაცრელი მასალა, როცა ვაქცინა დამტკიცდება. 18 სექტემბერს გაფორმდება ხელშეკრულება და 8 ოქტომბრამდე გადაირიცხება პირველი შენატანი. ამით, გარანტირებული იქნება, რომ როცა ვაქცინა დამტკიცდება სხვადასხვა მარეგულირებული ორგანიზაციის მიერ, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცრებული”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

    გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინა, პირველ რიგში, რისკჯგუფებისთვის იქნება ხელმისაწვდომი

  • ბათუმში გაფართოებული ტესტირება იწყება –  ამირან გამყრელიძე

    ბათუმში გაფართოებული ტესტირება იწყება – ამირან გამყრელიძე

    ბათუმში გაფართოებული ტესტირება იწყება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრში დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ბათუმში დაემატა კიდევ ერთი კარავი და მობილიზდა ხუთი კლინიკა, სადაც PCR ტესტის ჩატარება იქნება შესაძლებელი.

    “საპანიკო და საგანგაშო არაფერია, მაგრამ საყურადღებოა. არავითარ ჩაკეტვაზე საუბარი არ არის. ბათუმში იქნება გაფართოებული ტესტირება. ყოველდღიურად 1 500-1 800 ტესტის გაკეთებაა შესაძლებელი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

    მანვე მოუწოდა ხალხს, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში საკონდიტრო დონაში იმყოფებოდნენ, გაიარონ ტესტირება და აწარმოონ თვითმონიტორინგი.