Tag: ირანი

  • ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ხუხაშვილი

    ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ხუხაშვილი

    „არ ვთვლი, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ პოლიტიკური მოთხოვნები უნდა დააყენოს. როდესაც სამოქალაქო საზოგადოება ახორციელებს პირდაპირი დემოკრატიის აქტს, ის აჩვენებს თავის პოლიტიკურ ნებას, ანუ იძლევა გარკვეულ ინსტრუქციას, რათა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკოსებმა იმოქმედონ. ხალხმა გუშინ აჩვენა საკუთარი პოლიტიკური ნება, რომ საქართველოს სვლა ევროსტრუქტურებისკენ უნდა იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი 12-პუნქტიანი მოთხოვნების შესრულების სახით. ეს არის ერთგვარი პირდაპირი დემოკრატიის უნიკალური აქტი.

    თავიდანვე არ მიმაჩნდა სწორად პოლიტიკური მოთხოვნების დაყენება აქციაზე, რადგან ამას ხელისუფლება განახორციელებს თუ ოპოზიცია, მთავარია, ეს პოლიტიკოსებმა განახორციელონ. რაც შეეხება იმას, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ გააკეთებს ამას, ეს პირდაპირი დემოკრატიისთვის დამახასიათებელი არაა. თუ მაინც აყენებ პოლიტიკურ მოთხოვნას, შემდეგი ნაბიჯები უნდა გქონდეს გათვლილი, რაც საზოგადოებას თვითორგანიზების ეტაპზე არ შეუძლია. ეს პოლიტიკოსების საქმეა. ამ დროს ფრუსტრაციის რისკი მაღალია, მითუმეტეს, როდესაც აყენებ მოთხოვნას და წინასწარ იცი, რომ ეს მოთხოვნა შესრულებული არ იქნება. თუ ამ მოთხოვნას აყენებ, შემდეგი ნაბიჯი უნდა გქონდეს გათვლილი, რაც, გამოჩნდა, რომ მაინცდამაინც კარგად გააზრებული არ ჰქონდათ.

    სკეპტიკურად განწყობილი არ ვარ. ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან. ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე. ვინ რას გააკეთებს, ვინ უკეთესად და უფრო ეფექტიანად გააკეთებს, ეს არის უფრო პოლიტიკური პროცესის ნაწილი. რატომ მოხდა ასე? – მოხდა იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, პოლიტიკურ ოპოზიციასაც აღარ ენდობა საზოგადოება. ვფიქრობ, თუ გუშინ ასეთი რაღაც მოხდა, ეს საზოგადოების ბრალი კი არ არის, ეს პოლიტიკური ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რომელმაც ვერ მოახერხა ამ ნიშის დაკავება და ლიდერობა. არ აღიარებენ ოპოზიციას ამ პროტესტის ლიდერად და შესაბამისად, თუ რაღაც შეუძლიათ, გამოვიდნენ სცენაზე და გვაჩვენონ, როგორ შეიძლება კონკრეტული გეგმით ხელისუფლების იძულება, რათა ხალხის არჩევანი აღასრულოს ევროკავშირში ჩვენს ინტეგრაციასთან დაკავშირებით. თუ არ აღასრულებს, მიაღწიოს იმას, რომ ხელისუფლება ჩანაცვლდეს ისეთი პოლიტიკური ძალებით, რომლებიც აღასრულებენ ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს.

    გუშინ რაც მოხდა, ეს პროცესის ნაწილია და არა მთავარი, გენერალური ხაზი. კარგია, რომ ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა – ეს იყო გუშინდელი აქციის ფუნქცია და ამოცანა. რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური მოთხოვნები ვიღაცის გადაყენება-გადმოყენებაზე, უკეთესი იქნებოდა, თუმცა ამითაც ბევრი არაფერი დაშავებულა”,

    ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც პარლამენტთან გუშინ გამართული აქცია შეაფასა.

  • ვინ ჩააცმევს რუსებს: ქვეყნიდან წასულ ევროპული ტანსაცმლის ბრენდებს ირანული და ინდური ჩაანაცვლებენ

    რუსეთიდან წასული ცნობილი უცხოური ტანსაცმლის  ბრენდების ნაცვლად ბაზარზე ირანული და ინდური ბრენდების შესვლას ელოდებიან. სად წავიდეთ შოფინგზე?სვამს კითხვას  რუსული ტელეარხი РБК და პასუხობს, რომ რუსული ქალაქების სავაჭრო ცენტრების დაცარიელებულ მაღაზიებს ირანული და ინდური ბრენდები დაიკავებენ, რომელიც ამ დრომდე რუსი მომხმარებლისთვის უცნობია.

    რუსეთის სავაჭრო ცენტრების ასოციაციაში აცხადებენ, რომ პროცესი დაწყებულია. ირანული ტანსაცმწლის მწარმოებლები და რითეილერები უკვე მიიწვიეს რუსეთში, რათა ბაზრის თავისებურებებს გაეცნონ. ახლო მომავალში შეიძლება პირველი 30 მაღაზია გაიხსნას, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ბრენდებზეა საუბარი. ასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ირანული მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ჯერჯერობით რუსეთში დიდი თანხების ინვესტირება არ სურთ და მზად არიან  გამოთავისუფლებული ნიშა ადგილობრივი დილერებისთვის საკუთარი მზა პროდუქციის მიყიდვით დაიკავონ. ვინ გაიღებს მარკეტინგულ ხარჯებს სრულიად უცნობი ბრენდების მომხმარებლისთვის გასაცნობად, ჯერჯერობით გაურკვეველია.

    ჩნდება კითხვები ხარისხთან და სტილთან დაკავშირებითაც. РБК–ს ჟურნალისტები იმედს გამოთქვამენ, რომ ირანული ბრენდები რუსული ბაზრის თავისებურებას გაითვალისწინებენ და მისთვის შესაბამის მოდელებს დაამზადებენ.

    2018 წლიდან ირანში ტანსაცმლის იმპორტი სანქციების გამო აკრძალულია, თუმცა როგორც გაირკვა, არსებობს ადგილობრივი ადგილობრივი ტანსაცმლის მწარმოებელი ფაბრიკები. სწორედ მათ შესთავაზეს რუსეთს საკუთარი თავი ცნობილი ევროპული ბრენდების გასვლის შემდეგ.

    რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ ქვეყნიდან 160 ბრენდი გავიდა, რომელთა შორის მსოფლიოში ცნობილი ტანსაცმლის ბრენდები არიან. სხვადასხვა გათვლებით სავაჭრო ფართების 40%–მდე დამქირავებლის გარეშე დარჩა. რუსეთში მსჯელობენ, როგორ ჩაანაცვლონ ისინი.

    ჟურნალისტების ინფორმაციით, იგეგმება ინდური  ბრენდების ბაზარზე შესვლაც. საუბარია არა ტრადიციულ ინდურ სამოსზე, არამედ  საერთაშორისო მომხმარებლის მოთხოვნასთან ადაპტირებულ ტანსაცმელზე. ამ ეტაპზე ათამდე ბრენდის შესვლა განიხილება. ჯერჯერობით რუსეთში არსებულ ინდურ მაღაზიებში კოლორიტული ინდური ტანსაცმელი იყიდება – ძირითადად აბრეშუმის და ტილოსი, ყოველდღიური მოხმარებიისთვის გამოსადეგი ტანსაცმელი კი ნაკლებია.  РБК–ს ჟურნალისტები ამ დროისთვის რუსულ ბაზარზე არსებულ ინდურ ტანსაცმელს უხარისხოს უწოდებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ ინდოეთი რუსულ მასმარკეტზე გათვლილ ხარისხიან პროდუქციას შეიტანს, რომელიც  ფართო მომხმარებელს დააკმაყოფილებს და რუსი მყიდველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

    ვინ ჩააცმევს რუსებს სანქციების პირობებში? ამ კითხვაზე პასუხი სულ უფრო რთულდება.

    ადგილობრივი რუსი დიზაინერები ბაზრის ათვისებას ახლო მომავალში ვერ შეძლებენ. რუსული მედია ამბობს, რომ რუსი დიზაინერების პროდუქცია ძირითადად ვიწრო სეგმენტზეა გათვლილი და ძვირია. ფართო მომხმარებლისთვის მასობრივი წარმოების დაწყება კი რუსეთში რთულია და წლები დაჭირდება: არ არსებობს შესაბამისი კადრები და მათ გაზრდას დიდი დრო უნდა, არის ძაფების და ნაჭრების დეფიციტი. წარმოების აწყობას კი ამ ყველაფერთან ერთად ინვესტიციები ჭირდება, რაც რუსეთში ახლა სერიოზული პრობლემაა.

  • სტუდენტების აცრის მაჩვენებელი არასახარბიელოა – ამირან გამყრელიძე

    „ძალიან ხშირი მოწოდების მიუხედავად, სამწუხაროდ, უნივერსიტეტებში, პროფესორ-მასწავლებლების აცრის მაჩვენებელი უფრო მაღალია, მაგრამ სტუდენტების აცრის მაჩვენებელი არასახარბიელოა.

    ჩემი რეკომენდაციაა, რომ ინდივიდუალური მიდგომა უნდა იყოს [უნივერსიტეტებთან]. იმ უნივერსიტეტებს, სადაც სტუდენტების დიდი ნაწილი, 80-90% აცრილია, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, პირისპირ სწავლებაზე მეტი აქცენტი გააკეთონ“

    ამბობს NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

  • კინოსა და თეატრის მსახიობი ამირან ქადეიშვილი გარდაიცვალა

    კინოსა და თეატრის მსახიობი ამირან ქადეიშვილი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დღეს დილით ბოხუას კლინიკაში გარდაიცვალა.

    ამირან ქადეიშვილს კინოსა და თეატრში შესრულებული აქვს სხვადასხვა როლები. მის მიერ შესრულებული როლებია: ნიკოია (“სემირამიდას ბაღები”), კვეგვე ტარბა (“მთვარის მოტაცება”), კურა-მუჰამედი (“ციმბირელი პაპა”) , ჭოლა (“პირველი მერცხალი”), ნიკო (“გაქცევა გათენებისას”), ხირხალა (“სიყვარული ყველას უნდა”), კობიძე (“სახლი ლესნაიაზე”), ერმილე მამალაძე (“მევლუდი”).

    მონაწილეობდა ფილმებში: “კავკასიის ტყვე”, “როგორ ვიცხოვრო უშენოდ”, “თბილისი, პარიზი, თბილისი”, “ჟამი მოქცევის”, “სათნოებათა კიბე” და სხვა.

  • ვიჩქარეთ შეზღუდვების შემსუბუქება – ამირან გამყრელიძე

    “შეზღუდვების მოხსნა საქართველოში ძალიან სწრაფად მოხდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვიჩქარეთ შემსუბუქება. მოგეხსენებათ, რომ სამედიცინო მხარე, ექიმები საბჭოზე ვართ უფრო რადიკალურები ყოველთვის, ვიდრე ეკონომიკური მხარე. ისიც გასაგებია, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭირო იყო გარკვეული თავისუფლება, რომ ეკონომიკას ამოესუნთქა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს. ამიტომ ჯერდება იქ ყველა წინადადება და შემდეგ ვცდილობთ „ოქროს შუალედით“ იყოს გადაწყვეტილებები მიღებული. მაგრამ გეთანხმებით, რომ შეზღუდვების მოხსნა მთელი რიგი მიმართულებებით იყო დაჩქარებული”

    განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ipn-ის ცნობით. 19 ივლისიდან მთავრობა ახალ შეზღუდვებს აწესებს.

  • პირველი აცრის შემდეგ გვყავს გარდაცვლილები, სამწუხაროდ – ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “ღამის კურიერის” ეთერში აცხადებს, რომ ერთხელ აცრის შემდეგ გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი ერთ ათეულს აღწევს, ხოლო ორჯერადად აცრილებზე ახლა კვლევა მიმდინარეობს.

    “პირველი აცრის შემდეგ გვყავს გარდაცვლილები, სამწუხაროდ, დაახლებით ერთი ათეულის ფარგლებში. ორჯერ აცრილებთან დაკავშირებით ახლა მიმდინარეობს კვლევა, შეიძლება იყოს ერთი, ვერ გეტყვით ჯერჯერობით დაზუსტებით.

    ჩვენი მეექვსე ანგარიში ივლისის 20-დან 25-მდე უნდა გამოქვეყნდეს,”- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, აქვე, ამბობს, რომ ორჯერ აცრილების პროცენტული მაჩვენებელი როგორც ინფიცირებულების, ასევე – გარდაცვლილების შემთხვევაში, ძალიან დაბალია.

  • ირანის რევოლუციის გამეორება სურთ ქრისტიანობის სახელით, რუსული სცენარია – დეკანოზი ილია

    ირანის რევოლუციის გამეორება სურთ ქრისტიანობის სახელით, რუსული სცენარია – დეკანოზი ილია

    “დიდი ბრძოლააა, 1979 ირანის რევოლუციის გამეორება სურთ ქრისტიანობის სახელით,
    ასეთია რუსული სცენარი.

    ჩვენი ჯვრიან-პანაღიიანი აიათოლა ხომეინები ფორმაში არიან, მათ სურთ დემოკრატიის დამხობა და პრავასლავნიკურ-კრემლისტური ეკლესიოკრატიის დამყარება.

    იმედია ქართველი ერი არ გაბრიყვდება და მორალით სპეკულიანტ ფარისეველ ამორალურ პარაზიტ შავბნელებს ჩარეცხავს ისტორიის სანაგვეზე…”

    წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე. ცნობისთვის, მოძალადე ჯგუფებმა 5 ივლისს 53 ჟურნალისტს სცემეს, შემდეგ კი მათი მხარდამჭერი აქციის დაშლას ცდილობდნენ. მოძალადეებმა პარლამენტის წინ ჯვარი აღმართეს და ევროკავშირის დროშა ორჯერ დაწვეს.

  • 4 მაისიდან უკვე შესაძლებელი იქნება Sinopharm-ზე ჩაწერა – ამირან გამყრელიძე

    ორშაბათს იმუნიზაციის საბჭო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს თუ ვის აცრიან Sinopharm-ის ჩინური ვაქცინით საქართველოში.

    წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდება, თუმცა, ამ შემთხვევაში, პრეპარატის არჩევის შესაძლებლობა არ იქნება, – შეთავაზებული იქნება მხოლოდ Sinopharm-ი.

    ამ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ამ დრომდე არ მიუღია. მოელიან, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში Sinopharm-ის ვაქცინის ავტორიზაცის საკითხს 26 აპრილს განიხილავენ.

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, Sinopharm-ს 86%-იანი ეფექტურობა ახასიათებს.

    “500 აცრილი ადამიანი ერთ სიცოცხლეს ინარჩუნებს. რამდენი 500 ადამიანი აიცრება, იმდენი თითო სიცოცხლე გადარჩება ქვეყანაში.

    4 მაისიდან უკვე შესაძლებელი იქნება Sinopharm-ზე ჩაწერა, ის ამუშავდება 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის 86%-მდე აქვს Sinopharm-ს ეფექტურობა, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ აცრილი ხარ ამ პროცენტის ალბათობით არ დაგემართება ინფექცია,” – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

  • ირანმა რუსული წარმოების 60 მლნ ვაქცინა შეიძინა

    ირანის ელჩი მოსკოვში ამბობს, რომ თეირანმა მოსკოვთან შეთანხმება გააფორმა და 60 მილიონი რუსული წარმოების კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა. რუსულ სააგენტოებთან საუბრის დროს კაზე ჯალალი ამბობს, რომ გარიგების შედეგად, ირანი მიიღებს 30 მილიონი ადამიანის სრული იმუნიზაციისთვის საჭირო ვაქცინების რაოდენობას. მისივე ცნობით, ვაქცინებს ირანი რამდენიმე ეტაპად მიიღებს, 60 მილიონი დოზის მიწოდება ირანისთვის დეკემბრამდე მოხდება.

    სპუტნიკ V-რუსეთმა რამდენიმე თვის წინ ჩაუშვა წარმოებაში, თუმცა ვაქცინის ვარგისიანობასა და უსაფრთხოებაზე ამ დრომდე არ უმსჯელიათ არცერთ კრიტიკულ მარეგულირებელს. რუსეთი ჩინეთის მსგავსად არ ასაჯაროებს კვლევისთვის საჭირო დოკუმენტაციას. სპუტნიკი ვექტორული ტიპის ვაქცინაა, რომელიც ადამიანის ადენოვირუსზე არის დაფუძნებული.

    რაც შეეხება ირანს, ქვეყანაში მეოთხე ტალღის შესაჩერებლად ემზადებიან, უკვე შემოღებულია 10 დღიანი ლოქდაუნი. ირანში 83 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ამ დროისთვის თეირანის მტკიცებით ინფიცირებულია 2.1 მილიონი ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 65 000-აჭარბებს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ამირან გამყრელიძე: მესამე ტალღა დაიწყო

    ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო.

    “მესამე ტალღა დაიწყო ქვეყანაში, მაგრამ, გვინდა, რომ ის მაქსიმალურად მართვადი იყოს და არ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში. ყველა ეს კლასტერი , რაც აქამდე გვაქვს, პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება თავშეყრებს სხვადასხვა მიზეზით. იქნება ეს ქორწილები, იქნება ეს ქელეხი თუ დაბადების დღეები და ა.შ.

    მარტო კონტროლი არ უშველის, თუ ჩვენი თვითშეგნება არ იქნება, რომ თავი უნდა შევიკავოთ ამ ტიპის თავშეყრებისგან”,– განაცხადა გამყრელიძემ რუსთავი 2–თან საუბრისას.