Tag: ვოლოდიმირზელენსკი

  • ზელენსკი: ბრძოლა სოლედარისთვის გრძელდება

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საღამოს გამოსვლაში განაცხადა, რომ „მძიმე ბრძოლა დონბასისთვის გრძელდება“.

    “ ბრძოლა ბახმუტისა და სოლედარისთვის, კრემენნაიასთვის, ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთის სხვა ქალაქებისა და სოფლებისთვის გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ მტერმა ყველაზე დიდი ძალების კონცენტრაცია სწორედ ამ მიმართულებით მოახდინა, ჩვენი ჯარისკაცები – უკრაინის შეიარაღებული ძალები, ყველა თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები – იცავენ სახელმწიფოს <…> რუსეთში ისინი უკვე კამათობენ ერთმანეთთან იმაზე, თუ ვის მიაწერონ ერთგვარი ტაქტიკური წინსვლა. ეს მტრის წარუმატებლობის აშკარა სიგნალია. და ეს არის კიდევ ერთი სტიმული ყველა ჩვენგანისთვის, რომ მეტი ზეწოლა მოვახდინოთ ოკუპანტებზე და მივაყენოთ მტერს მძიმე დანაკარგები.“–თქვა ზელენსკიმ.

    ამგვარად, უკრაინის პრეზიდენტმა უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი განცხადება, რომ სოლედარი მთლიანად “გათავისუფლდა”. რუსეთის თავდაცვის სამინისტროც და ვაგნერის დაჯგუფცება ამ “წარმატებას“  საკუთარ დამსახურებად აცხადებენ.

  • რაშიზმმა უნდა წააგოს ეს ომი – ყველაფერში და ყველგან – ზელენსკი

    “რაშიზმმა უნდა წააგოს ეს ომი – ყველაფერში და ყველგან. ხმელეთზე, ცაში, ზღვაში, ენერგეტიკულ სექტორში, ეკონომიკაში, პოლიტიკაში და ბოლოს – უკრაინის წინააღმდეგ ამ აგრესიის გამო საერთაშორისო ტრიბუნალის საბრალდებო სკამზე. ყოველ დღე ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვაახლოებთ ტერორისტებისთვის ამ წინადადებას. მშვიდობა დღითიდღე უფრო ახლოვდება”.

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • ზელენსკი ლვოვში ჩავიდა და დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო

    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ლვოვში ჩავიდა. შესაბამის ინფორმაციას, თავად ზელენსკი ავრცელებს და ამასთან დაკავშირებით ვიდეოს ავრცელებს.

    ”ჩემი ვიზიტი ლვოვში დავიწყე ყველაზე მნიშვნელოვანი – უკრაინელი მეომრების ხსოვნის პატივისცემით. დიდება ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა ჩვენი თავისუფლებისა და ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის! დიდება უკრაინას!” – დაწერა ზელენსკიმ და გამოაქვეყნა ვიდეო.

    ლვოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ კოზიცკიმ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის ფოტო გაავრცელა.

    “ზელენსკი ლვოვის რეგიონში ვიზიტით ჩავიდა. უპირველეს ყოვლისა, ლიჩაკოვის სასაფლაოზე, მარსის ველზე, მათ პატივი მიაგეს იმ ჯარისკაცების ხსოვნას, რომელთა სიცოცხლე დამპყრობლებმა წაართვეს”, – დაწერა მან.

  • ზელენსკიმ ვიქტორ მედვედჩუკს და კიდევ სამ პირს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკს და კიდევ სამ პირს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

    “უკრაინის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე, ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციის შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, ჩამოვართვა მოქალაქეობა ოთხ ადამიანს: ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩსა და რენატა კუზმინს. თუ სახალხო დეპუტატები ირჩევენ, ემსახურონ არა უკრაინელ ხალხს, არამედ უკრაინაში შემოსულ მკვლელებს, მაშინ ჩვენი ქმედებები იქნება შესაბამისი”, – თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

    უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად 2022 წლის 12 აპრილს დააკავა.

  • “მესამე მსოფლიო ომი არ იქნება, ეს არ არის ტრილოგია” – ზელენსკი

    ”მეორე მსოფლიო ომი ჯერ დასრულებული არ იყო, მაგრამ ტალღა შემობრუნდა, ყველამ იცოდა, ვინ გაიმარჯვებდა. წინ ჯერ კიდევ იყო ბრძოლები და ცრემლი, სწორედ მაშინ გამოჩნდა ოქროს გლობუსის დაჯილდოება 1943 წლის საუკეთესო შემსრულებლების პატივსაცემად… ახლა 2023 წელია, ომი უკრაინაში ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ სიტუაცია იცვლება. და უკვე გასაგებია ვინ გაიმარჯვებს. წინ ჯერ კიდევ ბრძოლები და ცრემლებია, მაგრამ ახლა მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, ვინ იყო საუკეთესო წინა წელს, ეს თქვენ იყავით. თავისუფალი სამყაროს თავისუფალი ხალხი. ვინც გაერთიანდა თავისუფალი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად თავისუფლებისთვის ჩვენს საერთო ბრძოლაში. მესამე მსოფლიო ომი არ იქნება, ეს არ არის ტრილოგია. უკრაინა შეაჩერებს რუსეთის აგრესიას ჩვენს მიწაზე“,

    ამ სიტყვებით მიმართა ოქროს გლობუსის დაჯილდოების მაყურებელს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ.

  • ოქროს გლობუსის ცერემონიაზე ზელენსკის ვიდეომიმართვა გაუშვეს

    ოქროს გლობუსის დაჯილდოების 80-ე საიუბილეო ცერემონიაზე (ის ჰოლივუდში ოსკარების შემდეგ მეორე ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება) უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვა გაუშვეს. ის აუდიტორიას  მსახიობმა შონ პენმა წარუდგინა, რომელიც არაერთხელ ეწვია უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ და ზელენსკის თავისი ოსკარიც კიევში ჩაუტანა.

    მიმართვაში ზელენსკიმ გაიხსენა, რომ ოქროს გლობუსის დაჯილდოება მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943 წელს დაიწყო . მისი თქმით, უკრაინის ბრძოლა რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ არის სიმბოლოა „ბრძოლისა ახალი თაობის უფლებისთვის, რომ ომის შესახებ მხოლოდ ფილმებიდან იცოდნენ“.

    “მილიონობით ადამიანი დაიღუპა პირველ მსოფლიო ომში. მეორე მსოფლიო ომმა ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მესამე მსოფლიო ომი არ იქნება. ეს არ არის ტრილოგია.“

    მან დასძინა, რომ უკრაინა შეაჩერებს რუსეთის აგრესიას მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების დახმარებით.

    „უკრაინის ომი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ მასში შემობრუნების მომენტი დადგა და უკვე ნათელია, ვინ გაიმარჯვებს. ჩვენ ამას გავაკეთებთ მთელ თავისუფალ სამყაროსთან ერთად და იმედი მაქვს, რომ თქვენ ყველანი იქნებით ჩვენთან ერთად გამარჯვების დღეს, ჩვენი გამარჯვების დღეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

  • თურქეთი მხარს უჭერს ზელენსკის სამშვიდობო გეგმას

    ანკარა აცხადებს, რომ სურს მიაღწიოს უკრაინასა და რუსეთს შორის გრძელვადიან მშვიდობას.

    თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმას. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტისას განაცხადა, რასაც თურქული სააგენტო Anadolu ციტირებს.

    მისი თქმით, თურქულმა დიპლომატიამ და პირადად პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დიდი ძალისხმევა გასწიეს უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგის დასამყარებლად.

    • “რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია გრძელვადიანი მშვიდობა და ორმხრივად მისაღები გადაწყვეტა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება. რაც უფრო მალე, მით უკეთესი”, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

    მან აღნიშნა, რომ რუსეთი აცხადებს მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის ამ დროისთვის, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესთავაზა 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა.

    • „ჩვენ, როგორც თურქეთი, მხარს ვუჭერთ ამ გეგმას და ვაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

    ზელენსკის სამშვიდობო გეგმა: რაზეა საუბარი

    ნოემბრის შუა რიცხვებში G20-ის სამიტზე გამოსვლისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას სჭირდება სრულფასოვანი მშვიდობა რუსეთთან და არა დროებითი ზავი.

    ზელენსკიმ წარმოადგინა თავისი გეგმა მშვიდობიანი მოგვარების შესახებ, რომელიც შეიცავს 10 პუნქტ-ამოცანას, რომლებიც შესასრულებელია. სხვა საკითხებთან ერთად, ეს გეგმა ითვალისწინებს ყველა პატიმრის გათავისუფლებას, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენას და მთელი რუსული ჯარის გაყვანას უკრაინის ტერიტორიებიდან.

    ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზელენსკის სამშვიდობო გეგმა აუცილებლად განხორციელდება.

  • კირკოროვი, ბილანი, მიხალკოვი და სხვები…ზელენსკიმ რუსი მომღერლების, მსახიობების და პროპაგანდისტების წინააღმდეგ სანქციები შემოიღო

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დღეს ამოქმედდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება კონკრეტული პირების მიმართ სანქციების შესახებ.

    სიაში 119 ადამიანია, ძირითადად რუსი ცნობილი სახეები, მომღერლები, მსახიობები, ტელეწამყვანები: ფილიპ კირკოროვი, დიმა ბილანი, ნიკიტა მიხალკოვი, ირინა ალეგროვა, ევგენი პეტროსიანი, მარგარიტა სიმონიანი, ლეონიდ იაკუბოვიჩი და სხვები. ბევრმა მათგანმა საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა რუსეთის ომის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ.

    სიაში ასევე არის უკრაინის სამი მოქალაქე: ტელეწამყვანი ჟანა ბადოევა, ფეხბურთელი ანატოლი ტიმოშჩუკი, მომღერალი ლოლიტა მილავსკაია (მას აქვს ორმაგი მოქალაქეობა: რუსეთი და უკრაინა).

    დოკუმენტის თანახმად,  ადამიანებს ამ სიიდან დებლოკებათ უკრაინული აქტივები, უნდა შეწყდეს მათთან სავაჭრო ოპერაციები, გაუქმდეს ყველა ლიცენზია ან ნებართვა, აიკრძალოს ფასიანი ქაღალდების ტრანზაქცია და საავტორო უფლებების გადაცემა.

    სანქციები 10 წლის ვადით დაწესდა.

    სია ასე გამოიყურება:

    მსახიობები და წამყვანები

    მსახიობი და კომიკოსი მიხაილ გალუსტიანი;
    იუმორისტი ევგენი პეტროსიანი;
    ტელეწამყვანი ჟანა ბადოევა (რეჟისორ ალან ბადოევის ყოფილი მეუღლე და გადაცემის “არწივი და რეშკა” თანაწამყვანი);
    ტელეწამყვანი დანა ბორისოვა;
    ტელეწამყვანი ლეონიდ იაკუბოვიჩი.
    მომღერლები და მუსიკოსები
    რეპერი ბასტა (ვასილი ვაკულენკო);
    რეპერი და პროდიუსერი ვლად ტოპალოვი;
    ჯაზმენი იგორ ბუტმანი;
    მომღერალი ვლადიმერ პრესნიაკოვი;
    მომღერალი ირინა ალეგროვა;
    მომღერალი დიმიტრი ბილანი;
    მომღერალი ლარისა დოლინა;
    მომღერალი ფილიპ კირკოროვი;
    მომღერალი სერგეი ლაზარევი;
    მომღერალი ალექსანდრე ბუინოვი;
    მომღერალი ვალერი დიდულა;
    მომღერალი ვალერი კიპელოვი, ჯგუფ “არიას” ყოფილი ვოკალისტი;
    მომღერალი პოლინა გაგარინა;
    მომღერალი როდიონ გაზმანოვი;
    მომღერალი გრიგორი ლეპსი;
    მომღერალი ლოლიტა მილავსკაია (ჩაწერა აბსტრაქტული ვიდეოები მსოფლიოს შესახებ, ომს უწოდა “სპეციალური ოპერაცია” და არ დაგმო უკრაინაში შეჭრა);
    მომღერალი ანა ნეტრებკო (შეჭრის შემდეგ მან გააკეთა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები უკრაინის სასარგებლოდ და წინააღმდეგ, რის გამოც დაკარგა კონტრაქტები დასავლეთში და რუსეთის ფედერაციაში);
    მომღერალი ვიქტორ რიბინი, ჯგუფ “Dune”-ს ვოკალისტი;
    მომღერალი იულია სავიჩევა;
    მომღერალი ანა სემენოვიჩი;
    მომღერალი პელაგია;
    მომღერალი ალექსანდრე სკლიარი;
    მომღერალი ლიუბოვ უსპენსკაია;
    მომღერალი მიხაილ შუფუტინსკი;
    პროდიუსერი იოსიფ პრიგოჟინი.

    პროპაგანდისტები

    პროპაგანდისტი დიმიტრი კისელევი;
    პროპაგანდისტი და იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი;
    პროპაგანდისტი ფიოდორ ლუკიანოვი;
    პროპაგანდისტი კრისტინა პოტუპჩიკი;
    პროპაგანდისტი ალექსანდრე პროხანოვი;
    პროპაგანდისტი ევგენი სატანოვსკი;
    RT-ის ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი.

    მსახიობები და სხვა ცნობილი სახეები

    მსახიობი ვიქტორ დობრონავოვი;
    მსახიობი დიმიტრი დიუჟევი;
    მსახიობი დიმიტრი ხარატიანი;
    მსახიობი ვიქტორ სუხორუკოვი;
    მსახიობი სერგეი ჟიგუნოვი;
    რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი (რუსულ შოუბიზნესში ამბობენ, რომ პირდაპირ პუტინს ესაუბრა. ახლა რეჟისორი რეანიმაციაშია);
    ქორეოგრაფი ალა დუხოვა;
    დიზაინერი და ბლოგერი არტემი ლებედევი;
    უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ანატოლი ტიმოშჩუკი (შახტარის ყოფილი კაპიტანი, 24 თებერვლის შემდეგ დარჩა პეტერბურგის ზენიტში).

  • ცეცხლის შეწყვეტის საუკეთესო გზა რუსული ჯარების გაყვანაა-ზელენსკი პუტინის საშობაო ცეცხლის შეწყვეტაზე

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, მისი გუნდის წევრების შემდეგ, თავადაც უარყო რუსეთის ლიდერის პუტინის საშობაო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდება, როგორც ფარისევლური მცდელობა სულის მოსათქმელად.

    ზელენსკიმ მისი ვიდეომიმართვის  მეორე ნახევარი პუტინის განცხადებას მიუძღვნა და ამ ნაწილში რუსულ ენაზე  რუსეთის მოქალაქეებს მიმართა.

    უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ უკრაინა უკვე გამოვიდა თავისი „მშვიდობის ფორმულის“ შეთავაზებით, მაგრამ მასში მთავარი ელემენტი რუსი ოკუპანტების გაყვანაა.

    „რუსეთის საოკუპაციო ჯარების ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანა არის გარანტირებული და საიმედო გზა ცეცხლის, ადამიანური დანაკარგების და ზოგადად ომის შესაჩერებლად.

    ახლა მათ უნდათ შობა საფარად გამოიყენონ, რათა ცოტა ხნით შეაჩერონ ჩვენი ბიჭების წინსვლა დონბასში და აღჭურვილობის, საბრძოლო მასალისა და მობილიზებული სამხედროების ჩვენს პოზიციებთან ახლოს თავმოყრა შეძლონ. რას მოგვცემს ეს? მხოლოდ დანაკარგების მორიგ ზრდას. მსოფლიოში ყველამ იცის, როგორ იყენებს კრემლი ომში სულის მოთქმის შესაძლებლობას. იყენებს იმისთვის, რომ ომი ახალი ძალით განაგრძოს.  

    ომი დასრულდება მაშინ, როდესაც თქვენი ჯარისკაცები ან წავლენ, ან ჩვენ მათ გავყრით. ასე რომ, დაე წაიღონ უნიტაზები – გზაში დასჭირდებათ – და დაბრუნდნენ სახლებში.

    იმისათვის, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, სულ სხვა რამ არის საჭირო: რუსეთის მოქალაქეებმა უნდა გამონახონ გამბედაობა საკუთარ თავში მინიმუმ 36 საათის განმავლობაში, სულ მცირე, შობის დროს, რათა განთავისუფლდნენ თავიანთი სამარცხვინო შიშისგან ერთი ადამიანის მიმართ კრემლში. მისდამი თქვენი შიში ანადგურებს თქვენს ქვეყანას.“ – თქვა ზელენსკიმ.

    ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს  რუსეთის ჯარს საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტა უბრძანა და უკრაინელებსაც იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდა. უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა პუტინის მოწოდებას თვალთმაქცობა და მზაკვრობა უწოდეს.

  • რუსეთი ხანგრძლივი შეტევებით უკრაინის დემორალიზებას ცდილობს – ზელენსკი

    “რუსეთი ხანგრძლივი შეტევებით უკრაინის დემორალიზებას ცდილობს” – განაცხადა  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

    “ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ – და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის – რომ ტერორისტების ეს მიზანი ისევე ჩავარდეს, როგორც ყველა სხვა.” – თქვა პრეზიდენტმა. „ახლა ის დროა, როდესაც საჰაერო სივრცის დაცვაში ყველა განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს ჩართული.”