Tag: დონალდტრამპი

  • პრეზიდენტი რომ ვიყო ომს 24 საათში დავასრულებდი – ტრამპი

    “მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ ომს დავასრულებდი და ამას 24 საათი დასჭირდებოდა. მე კარგად ვიცნობ ზელენსკის. კარგად ვიცნობ პუტინს. მე შემიძლია დავასრულო ის ამ დროში… 100%-ით.”,

    აცხადებს, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი  GB News-თან ინტერვიუში.

  • ტრამპის ადვოკატი ამბობს, რომ ის სამშაბათს პროკურატურას ნებაყოფლობით ჩაბარდება

    ნიუ-იორკში მანჰეტენის საოლქო პროკურორის ოფისმა მას შემდეგ, რაც დაადასტურა  ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდების წაყენების ფაქტი,  განაცხადა, რომ ისინი ბრალდებულის ჩაბარებას მომავალი კვირის დასაწყისში მოელიან. ოფისის პრესსპიკერის განცხადებით, პროკურორებს და ტრამპის ადვოკატთა გუნდს შორის, ამის თაობაზე შეთანხმება უკვე მოხდა.

    თავად ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ჯო ტაკოპინამ თქვა, რომ ტრამპი მართლმსაჯულებას “სავარაუდოდ” სამშაბათს ჩაბარდება, ამ ეტაპზე კი ლოჯისტიკური დეტალების დაზუსტება ხდება. ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოსთან გარიგება არ მოხდება, რადგან “დანაშაული არ არსებობს”.

    საინფორმაციო სააგენტო “ასოშეიტედ პრესის” ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა თავიდან ტრამპის ჩაბარება პარასკევს მოითხოვეს. თუმცა, მისმა ადვოკატებმა და აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა, რომელიც ამერიკის ყოფილ პრეზიდენტებს იცავს, განაცხადეს, რომ მათ მოსამზადებლად მეტი დრო სჭირდებოდათ. “ასოშეიტედ პრესი” ამბობს, რომ მისი წყაროები ანონიმურობას ინარჩუნებენ, რადგან ამ დეტალების საჯაროდ განხილვის უფლება არ აქვთ.

    ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი აქამდე წაყენებულ ბრალდებას  უარყოფდა და საქმეს “პოლიტიკურად მოტივირებულს” უწოდებდა. ტრამპი ასევე აცხადებდა, რომ მისთვის 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის წარმოებაში ხელის შეშლა ისევ ოპონენტ დემოკრატებს დააზიანებს. ტრამპს “სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია. ჩვენ სასამართლოში ენერგიულად ვიბრძოლებთ პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ” – თქვეს ბრალის წაყენების დადასტურებისას გაკეთებულ განცხადებაში, დონალდ ტრამპის ადვოკატებმა სიუზან ნაჩელესმა და ჯო ტაკოპინამ.

    მანჰეტენის საოლქო პროკურორმა ალვინ ბრეგმა ხუთშაბათს საღამოს ოფისი ისე დატოვა, რომ მას დამატებითი განცხადება აღარ გაუკეთებია.

    რას ნიშნავს ნებაყოფლობით ჩაბარება?

    ბრალდება დონალდ ტრამპს ვალდებულს ხდის, მივიდეს ნიუ-იორკის საოლქო პროკურორის ოფისში და ჩაბარდეს. მსგავსი გამოცდილება შეერთებული შტატების სასამართლოს არ აქვს. ამერიკის ისტორიაში ტრამპი პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც დანაშაულებრივი ბრალდება ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ წარუდგინა. თუმცა, როგორც წესი, ე.წ. „თეთრი საყელოების“ საქმეების წარმოების დროს, ბრალდებულთა ადვოკატები და პროკურორები, პირის სახლში მისვლის და დაპატიმრების ნაცვლად, მისი პროკურორის ოფისში გამოცხადების თარიღზე და დროზე თანხმდებიან.

    ექსპერტები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ტრამპს თითის ანაბეჭდებს აუღებენ, ფოტოებს გადაუღებენ და ამის შემდეგ ის სასამართლოს სხდომის წინაშე წარსდგება, სადაც ბრალს წაუყენებენ. შემდეგ, სავარაუდოდ, მისი პირადი პასუხისმგებლობით, ყოფილ პრეზიდენტს შინ დაბრუნების უფლება მიეცემა.

    ნებაყოფლობით ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, პროკურორებმა ფლორიდის შტატიდან მისი ექსტრადიცია უნდა მოითხოვონ. ამ შემთხვევაში, ფორმალური თანხმობის გაცემა შტატის გუბერნატორ რონ დესანტისს მოუწევს, რომელიც რესპუბლიკური პარტიიდან 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში ტრამპის ოპონენტად განიხილება, თუმცა კონკურენტის კრიტიკით არ გამოირჩევა.

    მანჰეტენის საქმე

    დონალდ ტრამპს ნიუ-ორკში ბრალი ხუთშაბათს, 30 მარტს, მსახიობ სტორმი დენიელსის გაჩუმების სანაცვლოდ, ფულის გადახდის სავარაუდო დამალვისთვის წაუყენეს. ბრალდების მიხედვით, ეს დონალდ ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს მოხდა.

    ბრალი ტრამპს მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ წაუყენა. ეს ნაბიჯი, ბრალდების მხარის თანახმად, ამერიკის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონის დარღვევაა, რადგან თანხის გადახდა საკამპანიო შემოწირულობებიდან მოხდა. ტრამპი აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდება წაუყენეს, თანაც მაშინ, როდესაც მას უკვე გამოცხადებული აქვს, რომ თეთრ სახლში მეორე ვადისთვის იბრძოლებს.

    დენიელსი პორნოგრაფიული ფილმების მსახიობი და რეჟისორია. მისი ნამდვილი სახელია სტეფანი კლიფორდი. ბრალდების თანახმად, მან ტრამპისგან დუმილის სანაცვლოდ ფული მიიღო 2006 წელს, მასთან სექსუალური ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის დაფარვის მიზნით. ის ერთადერთი არ არის, ვინც ტრამპს მსგავს ბრალდებას უყენებს.

    ნიუ-იორკის საქმეც მხოლოდ ერთ-ერთია იმ სასამართლო საქმეებიდან, რომლებიც ტრამპის გარშემო მიმდინარეობს. მათ შორისაა ჯორჯიის შტატში არჩევნებში ჩარევის საქმეზე მიმდინარე გამოძიება, ასევე 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის და თანამდებობიდან წასვლის შემდეგ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის საქმეებზე მიმდინარე ფედერალური გამოძიებები.

    ტრამპი, რომელმაც 2016 წელს თქვა, რომ მას შეუძლია საჯაროდ, “მეხუთე ავენიუზე ისროლოს” და ამის მიუხედავად, ის “მაინც არ დაკარგავს ამომრჩევლებს”, ახლა სწორედ მანჰეტენის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს. საინტერესოა, რომ 5 დასახლებისგან შემდგარ ნიუ-იორკში, რომელთაგან ერთ-ერთი მანჰეტენია, წინა არჩევნებზე ტრამპს ხმა 75%-მა არ მისცა. ნაფიცი მსაჯულებიც, რომლებიც ახლა ტრამპის ბედს გადაწყვეტენ, სწორედ ნიუ-იორკელებისგან იქნება შერჩეული.

    ამავე თემაზე: ტრამპი შესაძლოა ამ დღეებში დააკავონ–ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირეს

  • ჯერ იქნება ტანკები, შემდეგ ბირთვული რაკეტები, ახლავე დაასრულეთ ეს გიჟური ომი – ტრამპი

    ჯერ იქნება ტანკები, შემდეგ ბირთვული რაკეტები, ახლავე დაასრულეთ ეს გიჟური ომი – ტრამპი

    “ჯერ იქნება ტანკები, ხოლო შემდეგ ბირთვული რაკეტები. ახლავე დაასრულეთ ეს გიჟური ომი. ეს ძალიან მარტივი გასაკეთებელია”!

    აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე გამოეხმაურა აშშ-ს გადაწყვეტილებას, უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკი გადასცეს.

  • “ისინი პუტინს დასცინოდნენ“–ტრამპი თვლის, რომ თეთრმა სახლმა აიძულა რუსეთი უკრაინას თავს დასხმოდა

    აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალტ ტრამპი Real America’s Voice–სთან ინტერვიუში აშშ–ს მოქმედ ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ მათ “პრაქტიკულად აიძულეს ვლადიმერ პუტინი უკრაინაში სრულმაშტაბიანი აგრესია დაეწყო“. ტრამპის განცხადებას გამოცემა Newsweek ციტირებს.

    ტრამპის განცხადები უკრაინაში რუსული არმიის წარუმატებლობის ფონზე გაკეთდა, როცა რუსული არმია იძულებულია თავდაცვაზე გადავიდეს. აშშ–ს ექსპრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს იმის გამო, რომ ტრამპის აზრით თეთრი სახლი თვეების განმავლობაში ირჩევდა რიტორიკას, რომელიც “ხელს უწყობდა პუტინის გადაწყვეტილებას, უკრაინას დასხმოდა თავს“.

    “ისინი ფაქტიურად დასცინოდნენ მას. ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ე.წ. ხელმძღვანელობა დასცინოდა პუტინს. იცით, ისინი ფაქტიურად აიძულებენ მას ომი აწარმოოს იმის გამო, რასაც ისინი ამბობენ. აშკარად სულელური რიტორიკა იყო“– ამბობს ტრამპი.

    აშშ–ს ექსპრეზიდენტმა არ გაუშვა შესაძლებლობა ეთქვა, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელი ის რომ ყოფილიყო, უკრაინაში ომი არასოდეს არ იქნებოდა, რადგან მას პუტინთანაც კარგი ურთიერთობა ქონდა და ზელენსკისთანაც. თუმცა, თავის მხრივ, მიმომხილველებმა აღნიშნეს, რომ ტრამპს არცერთი კონკრეტული მაგალითი არ მოუყვანია, თუ როგორ “აქეზებდნენ“ პუტინს უკრაინაში შეჭრისთვის.

    გარდა ამისა, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტ თვლის, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სასწრაფოდ მოლაპარაკებების დაწყებისა აუცილებელია. ნევადაში ამომრჩევლების წინაშე გამოსვლისას მან თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია.

    “ახლა ჩვენ გვაქვს კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის…. აუცილებელია სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკებები ომის დასრულებაზე,  წინააღმდეგ შემთხვევაში მესამე მსოფლიო ომამდე მივალთ“–თქვა ტრამპმა.

  • გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ტრამპის ფლორიდის სახლში ჩხრეკა ჩაატარა

    ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ორშაბათს გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები ფლორიდაში, მის კუთვნილ სახლში შეიჭრნენ და სეიფი გატეხეს. ტრამპის ვაჟმა დაადასტურა, რომ ეს იმ გამოძიების ნაწილი იყო, რომელიც ტრამპის მიერ საპრეზიდენტო ჩანაწერების თეთრი სახლიდან ფლორიდის კურორტზე გადატანას ეხებოდა.

    ყოფილი პრეზიდენტის სახლის უპრეცედენტო ჩხრეკით შესაძლოა აღინიშნოს მნიშვნელოვანი ესკალაცია ჩანაწერების საკითხზე გამოძიებაში, რაც ერთ-ერთია რამდენიმე გამოძიებიდან, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის და კერძო ბიზნესში ყოფნის პერიოდს მოიცავს.

    აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა უარი განაცხადა კომენტარზე ჩხრეკის შესახებ, რომელსაც ტრამპმა თავის განცხადებაში შეჭრა უწოდა და თქვა, რომ ამაში „გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტების დიდი ჯგუფი“ მონაწილეობდა. ბიუროს მთავარმა ოფისმა ვაშინგტონში და მაიამის პერიფერიულმა ოფისმა კომენტარზე უარი თქვეს.

    ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთმა ვაჟმა, ერიკ ტრამპმა „ფოქს ნიუსს“ უთხრა, რომ ჩხრეკა იმ დოკუმენტების ყუთებს ეხებოდა, რომელიც ტრამპმა თეთრი სახლიდან წამოიღო და მამამისი ამ საკითხზე ეროვნულ არქივთან თვეების განმავლობაში თანამშრომლობდა.

    „ფოქს ნიუსის“ ციფრული გამოცემის თანახმად, ჩხრეკის დროს ტრამპი ფლორიდის სახლში არ იმყოფებოდა და ნიუ-იორკში იყო.

    ფედერალური კანონი, რომელსაც აშშ-ის საპრეზიდენტო ჩანაწერების აქტი ეწოდება, პრეზიდენტის ოფიციალურ მოვალეობებთან დაკავშირებული სამსახურებრივი ჩანაწერების, წერილების, შენიშვნების, ელექტრონული ფოსტის, ფაქსების და სხვა წერილობითი კომუნიკაციის შენახვას მოითხოვს.

    კერძო საცხოვრებლის ნებისმიერი ჩხრეკა ნებადართული უნდა იყოს მოსამართლის მიერ, მას შემდეგ რაც სამართალდამცავი სააგენტო აჩვენებს სარწმუნო საფუძველს, რომ ჩხრეკა გამართლებულია.

    თითქმის უეჭველია, რომ ასეთი ნაბიჯი ნებადართული უნდა ყოფილიყო გამოძიების ფედერალური ბიუროს ტრამპის მიერ დანიშნული დირექტორის, ქრისტოფერ ვრეის და პრეზიდენტ ბაიდენის მიერ დანიშნული მთავარი პროკურორის, მერიკ გარლანდის მიერ.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ტრამპი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ახლო მომავალში გამოაცხადებს–New York Post

    აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ახლო მომავალში გამოაცხადებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და მისი კამპანიის დასაწყისის შესახებ. ამის შესახებ New York Post წერს.

    გამოცემის ინფორმაციით განცხადება შეიძლება კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე გაკეთდეს, რომელიც ნოემბერში გაიმართება.

    “მიდის განხილვა რომ კამპანიის დაწყება ნაადრევად გამოცხადდეს. მიდის დაგეგმვა. თუმცა, ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია. უბრალოდ მზადებაა“– ეუბნება ინსაიდერი გამოცემას.
    მისი პირველი საპრეზიდენტო კამპანია ტრამპმა 2015 წლის ივნისში დაიწყო.

    The Times წერს, რომ ტრამპმა დააბნია მისი მრჩევლები, როცა მიანიშნა, რომ საკუთარი კანდიდატურა შეიძლება მოულოდნელად, სოციალური ქსელებით წამოაყენოს ისე, რომ საკუთარი აპარატი ამის შესახებ საქმის კურსში არც ჩააყენოს. მისი თანამშრომლები ახლა ცდილობენ ნაჩქარევად შექმნან წინასაარჩევნო შტაბი, სანამ ტრამპი კამპანიის შესახებ გამოაცხადებს, რაც სავარაუდოდ ამ თვეში მოხდება.

    აშშ–ს 45–ე პრეზიდენტმა რომ შესაძლოა კანდიდატურა ამ თვეში დაასახელოს, ამის შესახებ CNN–იც აცხადებს.

    ტრამპმა, რომელიც აშშ–ს პრეზიდენტის პოსტს 2016–2020 წლებში იკავებდა, ჟურნალ New Yorker–ს ივნისში უთხრა, რომ “ძალიან ახლოს არის გადაწყვეტილების მიღებასთან“ იმის შესახებ, როგორი იქნება მისი რიგით მესამე საპრეზიდენტო კამპანია. 2020 წელს მას არჩევნები ჯო ბაიდენმა მოუგო. მან ასევე თქვა, რომ მოიგებს რესპუბლიკური პარტიის პირველად კამპანიას, რომელშიც ასევე მონაწილეობს ფლორიდის გუბერნატორი, რონ დე სანტისი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პრეტენდენტად ითვლება.

    მაისში ნიუ იორკის ყოფილმა მერმა, რუდი ჯულიანმა, რომელიც ტრამპის ნდობით აღჭურვილი პირი და მისი ყოფილი პირადი ადვოკატია, მედიას უთხრა, რომ ტრამპი კვლავ იბრძოლებს საპრეზიდენტო პოსტისთვის 2024 წელს.

  • დონალდ ტრამპი განმარტავს, რატომ ვერ ახერხებს წონაში კლებას

     

    აშშ–ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც ას კილომდე  იწონის და რომელსაც ექიმები გახდომას ურჩევენ, საკუთარ წონაზე კიდევ ერთხელ იხუმრა.ტრამპი ამბობს, რომ გახდომას ვერ ახერხებს, იმიტომ რომ “გახდომის დრო არ აქვს“, მიუხედავად იმისა, რომ თურქული წარმოშობის ცნობილი ამერიკელი ექიმის, მეხმედ ოზას რჩევებს მუდმივად  იღებს.

    ამის შესახებ დეილი მეილი წერს.

    “შეგიძლიათ დაიჯეროთ, რომ 208 ფუნტს ვიწონი? (94 კილოგრამი)“ შეიძლება მეტსაც“– თქვა ტრამპმა ორშაბათს საღამოს Hilton Palm Beach–ის აეროპორტში Club 45–ის ღონისძიებაზე გამოსვლისას.

    “ექიმმა ოზმა მითხრა, რომ უნდა გავხდე. მე კი ვუპასუხე – “არ მაქვს გახდომის დრო“– ამბობს აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტი.

    მანამდე ცოტა ხნით ადრე ტრამპმა მხარი დაუჭირა ექიმ ოზს რესპუბლიკური პარტიდან პენსილვანიის შტატის სენატის არჩევნებში მონაწილეობისთვის.

    ტრამპი წარსულშიც საუბრობდა იმაზე, რომ ვერ ახერხებს გახდომას, იმიტომ რომ არ არის მზად უარი თქვას საყვარელ ფასთფუდზე და ტკბილეულზე, სპორტული ვარჯიშები კი აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტის აზრით მეტისმეტად დიდ ენერგიას მოითოვს. ერთხელ ტრამპმა საკუთარ თანამშრომელს, რომელიც Ironman–ის შეჯიბრებისთვის ემზადებოდა, ისიც კი უთხრა, რომ ამდენი ვარჯიშით  შეიძლება ახალგაზრდა ასაკშივე მომკვდარიყო.

  • რაც უკრაინაში ხდება, გენოციდია – დონალდ ტრამპი

    რაც უკრაინაში ხდება, გენოციდია – დონალდ ტრამპი

    “რაც ხდება უკრაინაში, ეს გენოციდია. თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, საწვავის ავზის შევსება, არცერთი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომს და ჩაიდენს თუ არა გენოციდს ნახევარი მსოფლიოს დაშორებით”

    განაცხადა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა FOX NEWS-თან ინტერვიუში.

  • ტრამპის მოკავშირე მილიარდერი უცხოური ლობირების ბრალდებით დააპატიმრეს

    აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მილიარდერი მეგობარი თომას ბარაკი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის საინაუგურაციო ფონდს ხელმძღვანელობდა, უკანონო უცხოური ლობირების და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებებით დააპატიმრეს.

    ბარაკს, შეერთებულ შტატებში გაერთიანებული არაბული საემიროების ინტერესების უკანონოდ წინ წაწევას აბრალებენ. ამასთან ერთად,სავარაუდოდ მან გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებთან გამოკითხვის დროს იცრუა, როდესაც გაერთიანებულ არაბულ საემიროებთან თავის საქმიან ურთიერთობაზე საუბრობდა.

    74 წლის ბარაკი, დიდი ხანია ტრამპის მოკავშირე და დიდი კერძო საინვესტიციო ფირმის, “კოლონი ქეფითალ”-ის დამფუძნებელია. 2020 წელს, ბარაკი კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა. აპრილში, მან ფირმის აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტიც დატოვა.

  • აშშ–ს სენატმა კაპიტოლიუმის შტრუმის საქმეზე ტრამპი გაამართლა. იმპიჩმენტი აღარ შედგება

    აშშ–ს სენატში შაბათს ხმათა საჭირო რაოდენობა– ორი მესამედი ვერ მოგროვდა, რაც ყოფილი პრეზიდენტის, ტრამპის კაპიტოლიუმის შტურმის წაქეზების ბრალდებით გასასამართლებლად იყო საჭირო. ამგვარად, მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დასრულებულია.

    ტრამპის გასამართლებას ხმა მისცა 57–მა სენატრომა. 43–მა რესპუბლიკელმა ხმა წინააღმდეგ მისცა. საჭირო ხმათა რაოდენობა კი 67 იყო.

    “ ეს იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კუდიანებზე ნადირობის მორიგი დიდებული ფაზა“– განაცხადა ტრამპის ოფისმ პრატიკულად კენჭისყრის შედეგების გაცხადებისთანავე.

    “ჩვენი ისტორიული, პატრიოტული და მშვენიერი მოძრაობა იმისათვის, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გახდეს, მხოლოდ დაიწყო. მომავალ თვეებში ბევრ რამეს გაგიზიარებთ და მოულოდნელად ველოდები ჩვენს არაჩვეულებრივ მოგზაურობას ამერიკის დიდებულებისკენ მთელი ჩვენი ხალხისთვის“– ნათქვამია კომენტარში.

    ტრამპის გამართლება გარდაუვალი ჩანდა, როცა ცხადი გახდა, რომ არასაკმარისი იყო იმ რესპუბლიკელთა რაოდენობა, რომლებიც მზად იყვნენ 50 დემოკრატთან ერთად ტრამპის იმპიჩმენტისთვის ხმა მიეცათ. ეს პროცესის მეტისმეტად გაჭიანურებას ნიშნავდა. მცირედი უკმაყოფილების შემდეგ სენატორებმა მაინც გადაწყვიტეს არ გამოეძახებინათ არანაირი მოწმეები და პირდაპირ მხარეების დებატებზე გადასულიყვნენ.

    ტრამპის დაცვამ სენატში საკუთარი არგუმენტები პარასკევს წარადგინა. ითვლებოდა, რომ არც რესპუბლიკელები და არც დემოკრატები არ იყვნენ დაინტერესებული პროცესის გაჭიანურებაში, და გადამწყვეტი კენჭისყრა საკითხზე – არის თუ არა დამნაშავე ექსპრეზიდენტი აჯანყების წაქეზებაში, რომელსაც 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმი მოჰყვა, შაბათს უნდა გამართულიყო.

    თუმცა, სენატორებს შაბათსვე უნდა გადაეწყვიტათ, მოეწვიათ თუ არა დამატებითი მოწმეები. ბრალმდებელმა დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატიდან ერთი მოწმის მოწვევა მოითხოვეს. ტრამპის დამცველებმა კი შესთავაზეს მოწმეებზე უარი ეთქვათ და პროცედურა სწრაფად დაემთავრებინათ. ამავე დროს განაცხადეს, რომ თუ ბრალდებას მოწმეთა მოწვევის უფლება მიეცემოდა, ისინი თავის მხრივ ათობით მოწმეს გამოიძახებდნენ.

    საბოლოოდ, მოწმეთა გამოძახებას ხმა 100-დან 55-მა სენატორმა მისცა. აქედან 50 დემოკრატი იყო, 5 კი რესპუბლიკელი.

    თუმცა, ტრამპის დამნაშავედ ცნობისთვის ბევრად მეტი ხმაა საჭირო. ამ ზღვრის გადალახვა სავარაუდოდ ვერ მოხერხდება – რესპუბლიკელების უმრავლესობა ტრამპის გასამართლების წინააღმდეგ გამოვიდა.

    შაბათს რესპუბლიკელთა უმცირესობის გავლენიანმა ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა ცხადად მიანიშნა, რომ ტრამპის გამართლებას მისცემდა ხმა, მიუხედავად მისი კრიტიკული განცხადებებისა 6 იანვრის მოვლენებში მისი როლის შესახებ.

    დემოკრატები მიხვდნენ, რომ ისინი 17 რესპუბლიკელი სენატორის გადაბირებას ვერ შეძლებდნენ. მოწმეთა გამოძახებას და დაკითხვას მრავალი დღე დასჭირდებოდა. ეს კი სენატორებს მნიშვნელოვანი საქმეებისგან მოაცდენდა, რაც ახალი ადმინისტრაციის საქმიანობას და მათ კანონპროექტებს უკავშირდება.

    წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი 13 იანვარს გამოუცხადა, მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე.

    შემდეგ კი საკითხი სენატს გადაეცა.

    ამერიკელ იურისტებს შორის არ არსებობს საერთო პოზიცია, შესაძლებელია თუ არა იმპიჩმენტის პროცედურა ყოფილ პრეზიდენტზე გავრცელდეს. ბევრი რესპუბლიკელი ამჯობინებს კონსტიტუციის ინტერპრეტაციას იმგვარად, რომ სენატს სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის გასამართლება არ შეუძლია. ამერიკის ისტორიაში აქამდე ერთი პრეცედენტი იყო –1876 წელს, როცა თანამდებობის პირს, სამხედრო მინისტრს იმპიჩმენტი პოსტის დატოვების შემდეგ გამოუცხადეს. მაშინაც სენატორები არ იყვნენ დარწმუნებული პროცედურის კონსტიტუციურობაში და საბოლოოდ მინისტრი გაამართლეს.

    თუ სენატორები ტრამპს გაასამართლებდნენ, ის დაკარგავდა პენსიას, დაცვას და სხვა პრივილეგიებს, რომლითაც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტები სარგებლობენ. გარდა ამისა, ამის შემდეგ სენატს შეეძლო კენჭი ეყარა სამომავლოდ მისთვის თანამდებობის დაკავების აკრძალვისთვის, რასაც ხმათა უბრალო უმრავლესობა დაჭირდებოდა.

    დონალდ ტრამპისთვის ეს იმპიჩმენტის მეორე პროცედურა იყო. 2019 წელს წარმომადგენელთა პალატამ მას იმპიჩმენტი გამოუცხადა, თუმცა 2020 წლის დასაწყისში სენატის რესპუბლიკურმა უმრავლესობამ ის გაამართლა.