პრეზიდენტ პუტინს უნდა დაველაპარაკო, გავიგებთ. გულანთებული ვერ იქნება, კარგად არ აქვს საქმე. ის ნელა და დამღლელად ომობს, მაგრამ ადამიანებს მეტწილად ეგონათ, რომ ომი ერთ კვირაში დამთავრდებოდა და ახლა მესამე წელია. შეუძლებელია, აღფრთოვანებული იყოს, ეს მას კარგად არ წარმოაჩენს. ბოლოს და ბოლოს, ეს დიდი მანქანაა და რაღაცები მოხდება, მაგრამ ვფიქრობ, ის უკეთ იქნება, თუ ამ ომს დაამთავრებს.
ჩვენი რიცხვებით, თითქმის მილიონი რუსი ჯარისკაცია მოკლული, დაახლოებით 700 000 უკრაინელი ჯარისკაცია დაღუპული. რუსეთი უფრო დიდია, მათ მეტი ჯარისკაცის დაკარგვა შეუძლიათ, მაგრამ ქვეყანა ასეთი გზით არ იმართება.
Tag: დონალდტრამპი
-

პუტინს კარგად არ აქვს საქმე, თითქმის მილიონი რუსი სამხედროა მოკლული.. ქვეყანა ასეთი გზით არ იმართება – ტრამპი
-

“სევდიანი დილაა მოსკოვის, თეირანის, თბილისის დიქტატორებისთვის, ტრამპი დაბრუნდა” – უილსონი
“სევდიანი დილაა მოსკოვის, თეირანის, პეკინის, ფხენიანის, კარაკასისა და თბილისის დიქტატორებისთვის. დონალდ ტრამპი დაბრუნდა! ამერიკა კვლავ დიდებული გახდება. მშვიდობა ძალის მეშვეობით.”
წერს აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და კონგრესმენი, ჯო უილსონი X-ზე.
-
მგონი, ძალიან ვცოდავთ, რომ ჯო უილსონზე არ ვყვებით, ვინ არის ეს ადამიანი.. მისი განცხადებები და გადაწყვეტილებები ტრამპის პოლიტიკას დიდად არ ემთხვევა.. – მდინარაძე უილსონზე
მგონი, ძალიან ვცოდავთ ჩვენ, რომ ჯო უილსონზე არ ვყვებით, ვინ არის ეს ადამიანი. ჯო უილსონი არის ადამიანი, ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი წარსულიდან, რომელიც ხან მაკა ბოჭორიშვილი გადაიღებდა ხოლმე ფოტოს, მერე დაბეჭდავდა გამოუგზავნიდა ათობით ფოტოს, ხან ნიკა სამხარაძესთან გადაიღებდა ფოტოს, ხან ლობირებას შესთავაზებდა… ასეთი ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი იყო და ამ კომუნიკაციით როგორც ჩანს… შეცვალა ახლა სტილი, იმიტომ რომ ჩვენ ფული არ გადავუხადეთ, ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ მოდით, ბატონო ჯო, თუ რა ჰქვია, ახლა გადაგიხდით ფულს ლობირებაში… გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ასეთი პირადი, უშუალო და მოსიყვარულე კომუნიკაციები ხშირი ყოფილა ჩვენს მეგობრებს, ლიდერებსა და ბატონ ჯოს შორის. ეს ადამიანი მხოლოდ იმიტომ დაიქირავეს ნაცებმა, რომ ასეპოზიციონირებს, რომ კონსერვატორია და ტრამპისტს ეძახის საკუთარ თავს. თუმცა, მისი დამოკიდებულება და ბოლოდროინდელი განცხადებები და გადაწყვეტილებები ტრამპის პოლიტიკას დიდად არ ემთხვევა.
აქედან გამომდინარე, იმით მანიპულირება საქართველოში შიდა აუდიტორიისთვის, რომ ეს ადამიანი არის კონსერვატორი, თითქოს ტრამპის მომხრე და ა.შ. ეს არის იმდენად გაცვეთილი და გაყიდული თამაში, რომ მეტი არ შეიძლება. უბრალოდ, ეს არის ლობისტი, ამერიკაში არ არის აკრძალული ლობისტური საქმიანობა, რომელსაც ბევრ ფულს უხდიან და ამის საშუალებაც აქვთ, იმიტომ რომ პენსიონერებს რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ბევრი ძალიან ფული გამოსძალეს და თავის დროზეც ბევრი ფული უშოვიათ, იქიდან გამომდინარე, რომ უძვირესი ბრილიანტებიც უყიდიათ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ომიდან 1-2 დღეში – ფაქტების დონეზე დაიდო.
-
ტრამპის ინაუგურაციაზე დაპატიჟებენ კი არა, „საპოჟნიკიც“ არ შეხვდება ამათ. სანქციები ფართოვდება, ისე დაიწყეს მათთან საუბარი, როგორც იმსახურებენ – ელისაშვილი “ოცნებაზე”
„ირანში რამდენი ვინმე მოკვდა, იმდენი კუბოს თავი ურტყეს. ტრამპის ინაუგურაციაზე დაპატიჟებენ კი არა, „საპოჟნიკიც“ არ შეხვდებათ ამათ, ისეთ დღეში არიან. სასტუმროს წინ რომ შვეიცარები დგანან, არ მიესალმებიან საზღვარგარეთ რომ წავიდნენ, ისეთი ძონძები გახდნენ. სანქციები გრძელდება, ფართოვდება, ისე დაიწყეს საუბარი, როგორც იმსახურებენ“,
ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ამ განცხადებით ელისაშვილი, გამოეხმაურა „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომელშიც „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა ქსელის“ შესახებაა საუბარი და 25 პირის დასანქცირების რეკომენდაციაა გაცემული.
-
როცა ირანის რეჟიმი ტრამპის მკვლელობას გეგმავდა, პრემიერი [კობახიძე] ზუსტად იმ დროს იყო ირანში ჩასული.. ფუჭია “ოცნების” იმედი, რომ ტრამპი მათ ქმედებებზე თვალს დახუჭავს – უილსონი
” მათი პრემიერმინისტრი იყო ირანში ჩასული ზუსტად იმ დროს, როდესაც ირანის რეჟიმი გეგმავდა დონალდ ტრამპის მკვლელობას. ჩვენ ვიცით, რომ ამ რეჟიმმა ჩინურ კომუნისტურ პარტიას დაუდო კონტრაქტი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე.[…]ფუჭია იმედი “ქართული ოცნებისა”, რომ დონალდ ტრამპი მათ ქმედებებზე თვალებს დახუჭავს. ” – ამის შესახებ ჰადსონის ინსტიტუტის პანელურ დისკუსიაზე, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა.
“ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც უნდა, რომ დიქტატორი გახდეს არის რუსეთის მარიონეტი, ის იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო დაუქვემდებაროს დამპყრობელთა ღერძს. მათი პრემიერმინისტრი იყო ირანში ჩასული ზუსტად იმ დროს, როდესაც ირანის რეჟიმი გეგმავდა დონალდ ტრამპის მკვლელობას. ჩვენ ვიცით, რომ ამ რეჟიმმა ჩინურ კომუნისტურ პარტიას დაუდო კონტრაქტი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე.
სამხედრო დამნაშავე პუტინი ცდილობს, რომ აღადგინოს თავისი საბჭოთა იმპერია…[…] პოლიტიკა დონალდ ტრამპისა არის ძალიან ნათელი. ის დგას თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარეს ამ რეგიონში, ამიტომ, ფუჭია იმედი “ქართული ოცნებისა”, რომ დონალდ ტრამპი მათ ქმედებებზე თვალებს დახუჭავს. განსაკუთრებით ეს ეხება ირანულ რეჟიმთან ურთიერთობას. მაქსიმალური ზეწოლა იქნება ირანულ რეჟიმზე და მათ მოკავშირეებზე, როგორიც არის ივანიშვილის რეჟიმი. მე მოხარული ვარ რომ სანქციები დაუწესა ივანიშვილს გასულ კვირას. ეს არის ორპარტიული , ჩვენ ერთად ვმუშაობთ ქართველი ხალხისთვის” – აღნიშნა უილსონმა სიტყვით გამოსვლისას [სინქრონული თარგმანი
-

ვადასტურებ, რომ მივდივარ ტრამპის ინაუგურაციაზე ჯო უილსონის დაპატიჟებით – ზურაბიშვილი
“არავინ აღიარებს არჩევნებს და არავინ აღიარებს არჩევნებიდან გამოსულ არც მთავრობას, არც პარლამენტს და არც პრეზიდენტს. ეს ცხადია, კიდევ უფრო იზოლაციაში გვამყოფებს ჩვენ, მთლიანად ქვეყანას, მაგრამ ჩვენც გვაქვს საშუალებები, რომ გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან. მე მაქვს ეს როლი და მე ამ როლს ვასრულებ სრულყოფილად. მაქვს, პრაქტიკულად, ყოველდღიური კავშირები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან.
თქვენ იცით და მე დღეს ახლა ამას ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით. იცით, რომ არის სხვადასხვა ვარიანტები მოწვევის ამ ინაუგურაციაზე, რომელშიც არავინ ფულს არ იხდის, სხვათა შორის. ეს რომ ყოფილიყო ამის საშუალება, ალბათ, სხვებსაც, ბევრს აქვს ჩემზე მეტი რესურსი, რომ გადაიხადოს მეტი თანხები, მაგრამ ეს ხუმრობა დავტოვოთ გვერდზე.
მთავარი ისაა, რომ მივდივარ იქ, მექნება მაღალი დონის შეხვედრები და ვაგრძელებთ ამ ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან”,
აცხადებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
-
ვისურვებდი, რომ ტრამპის არაპროგნოზირებადობა, პირველ რიგში, რუსეთს შეეხოს.. ტრამპს შეუძლია გადამწყვეტი იყოს – ზელენსკი
“ტრამპს შეუძლია გადამწყვეტი იყოს. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მას შეუძლია გადამწყვეტი იყოს ამ ომში. მას შეუძლია შეაჩეროს პუტინი – უფრო სწორად, დაგვეხმაროს პუტინის შეჩერებაში. მას შეუძლია ამის გაკეთებ. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტ ტრამპის არაპროგნოზირებადობა, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციას შეეხოს. ვთვლი, რომ მას ნამდვილად სურს ომის დასრულება. მჯერა, რომ ეს სიმართლეა“
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
-

გაითვალისწინეთ, რომ ჯაველინები ტრამპის ადმინისტრაციისგან მივიღეთ – ჩერგოლეიშვილი
“გაითვალისწინეთ, რომ ჯაველინები ტრამპის ადმინისტრაციისგან მივიღეთ”- ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“მეგობრებო დამშვიდდით.
ისედაც არეულ სამყაროს ტრამპი მეტად ვეღარ არევს.
შეერთებული შტატები არაა მხოლოდ მისი პრეზიდენტი.
შეერთებული შტატები არის მისი კონსტიტუცია და ინსტიტუტები, რომლებიც აკავებენ და აწონასწორებენ პრეზიდენტს და ერთმანეთს.
ამიტომ კატასტროფიზმი შეწყვიტეთ და ვისურვოთ, რომ ისეთი საგარეო გუნდი ყავდეს, სითიზენ კეინთან პარალელები არ მოგვიწიოს. 
გაითვალისწინეთ, რომ ჯაველინები ტრამპის ადმინისტრაციისგან მივიღეთ.
მოკლედ, მე ვარ ქართველი და ამერიკაში მინდა ისეთი პრეზიდენტი, რომელიც სამეზობლოში რუსეთს არ გააბლატავებს.
ეს ასე მოხდება, თუ არ მოხდება, გასაგები მხოლოდ მას მერე გახდება, რაც გუნდი ჩამოყალიბდება და საგარეო ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს.
God Bless America ?? Long Live Free Georgia ??”-აცხადებს ჩერგოლეიშვილი.
-
ეს არის ამერიკის ოქროს ხანის დასაწყისი.. გამოვაჯანმრთელებთ ჩვენს ქვეყანას – ტრამპი
“ჩვენ გამოვაჯანმრთელებთ ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ახლა დახმარება სჭირდება. მოვაგვარებთ საზღვრის პრობლემას და ყველაფერს, რაც გვაწუხებს. ჩვენ დღეს ისტორია დავწერეთ და აქამდე რთული გზა გავიარეთ, გადავლახეთ დაბრკოლებები, რომელთა გადალახვა ბევრს შეუძლებელი ეგონა. ეს არის პოლიტიკური გამარჯვება, რომლის მსგავსი ადრე არავის უნახავს. ეს არის ამერიკის ოქროს ხანის დასაწყისი. ეს არის ამერიკელი ხალხის დიდებული გამარჯვება, რომელიც დაგეხმარება, რომ ამერიკა ისევ დიდებული გავხადოთ.”
დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.
-
ტრამპიც ასეთი ტიპის თავდაცვის ზომებით წარდგა ამომრჩევლებთან – ოდიშარია ივანიშვილზე
მათ ბიძინა ივანიშვილი გამეტებული ჰყავთ, ის ნომერ პირველი სამიზნეა. ბუნებრივია, უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ზომებს მიიღებდა, რომ ამ ადამიანს ასეთი ტიპის ხიფათი აარიდოს […] თქვენ გახსოვთ პრემიერმინისტრ ფიცოზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმა […] ისევე, როგორც დონალდ ტრამპზე განხორციელებული ტერორისტული აქტი და თქვენ ნახეთ, რომ ტრამპი ღია სივრცეში პირველად სწორედ ასეთივე ტიპის თავდაცვითი ზომების მიღებით წარდგა საკუთარი ამომრჩევლების წინაშე.