Blog

  • ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომელსაც ლგბტ ხალხის დანახვაზე შიშისგან გული მისდის და მთავრობისგან ითხოვენ დახმარებას – იაგო ხვიჩია

    „მე არ მგონია, რომ ერთ რომელიმე შეხვედრაზე წასვლა და იქ წარმოთქმული სიტყვა მმართველი პარტიის საიდანღაც გარიცხვის საფუძველი იყოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამაში ჩაფენილია ძველი ვაჟკაცობები „ქართული ოცნების“, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც რუსეთ- უკრაინის ომი დაიწყო. ზოგადად ის ქმედებები, რაც ბოლო პერიოდში არის „ქართული ოცნების“ მხრიდან, შეიძლება გახდეს ამის საფუძველი. გუშინდელ განცხადებებს რაც შეეხება, როცა პოლიტიკური ნდობა და რეპუტაცია ამოწურული გაქვს, იგონებ სადღეგრძელოებს, რომ მიიპყრო ადამიანების ყურადღება ვაი პატრიოტული მოტივებით, თითქოს ქართველ კაცს გეებისგან მთავრობის დაცვა სჭირდება. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომელსაც ლგბტ ხალხის დანახვაზე შიშისგან გული მისდის და მთავრობისგან ითხოვენ დახმარებას,“

    ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც უნგრეთში კონსერვატორთა კონფერენციაზე პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოსვლა შეაფასა.

  • ან თქვას რომ მისი დაწერილი არ არის, ან გაიხსენოს რას წერდა საკუთარ წიგნებში 2012 წლამდე – ნაცვლიშვილი კობახიძეს

    „როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ რაღაც სხვა კონსტიტუცია აქვს უჯრაში ჩაკეტილი და იმით ხელმძღვანელობს და არა იმით, რომელიც ამ სახელმწიფოში მოქმედი კონსტიტუციაა.

    რაც შეეხება კომისიებზე პოზიციას, ირაკლი კობახიძეს ვურჩევდი, რომ მის მიერვე დაწერილ წიგნებში ჩაეხედა. არ ვიცი, ალბათ, მისი დაწერილია ის წიგნი, მისი სახელი და გვარი ადევს კონსტიტუციის შესაბამის განმარტებებს და ჩვენ მათ შორის, კობახიძის განმარტებას დავეყრდნობით, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. ან უნდა თქვას, რომ ის წიგნები მისი დაწერილი არ არის, რაც სერიოზული სკანდალი იქნება, ან თავად უნდა გაიხსენოს, რას წერდა 2012 წლამდე სახელმძღვანელოებში კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე. როგორც ჩანს, ნანობს ახლა ძალიან იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რაც კონსტიტუციაში განხორციელდა, მაგრამ ეს ცვლილებები არის მოქმედი კანონმდებლობა და მისი უკან წაღება ვერ მოხერხდება. ამიტომ, მოუწევთ საკონსტიტუციო სასამართლოში თქვან, რომ ან ძველად ტყუოდა ირაკლი კობახიძე, როცა ამას წერდა, ან ახლა ტყუის. ყველა შემთხვევაში მატყუარა გამოდის,“

    ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

  • გოგებაშვილზე მკვლელობის ფაქტზე დაცვის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დააკავეს

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გუშინ,  4 მაისს თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი, კ.კ. დააკავა.

    სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ქალაქ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი.

    როგორც უწყების საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა ბაჩო კვარაცხელიამ განაცხადა,  დაჭრილი გივი მარგველაშვილის დაცვა, რომელმაც საპასუხო ცეცხლის დროს თავდამსხმელი მოკლა, დაცვის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკია.

    მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2023 წლის 4 მაისს, საღამოს საათებში, ქალაქ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი . დასაცავი პირის ნათესავ .მ-სთან ერთად იმყოფებოდა და მობილურ ტელეფონზე საუბრობდა. მოულოდნელად, .მ-ს შეიარაღებული ს. მიუახლოვდა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მის მიმართ რამდენიმე გასროლა განახორციელა და ფეხების არეში ცეცხლსასროლი დაზიანებები მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ, ს.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. ადგილზე მყოფმა დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ს.-ს შემთხვევის ადგილის დატოვების შესაძლებლობა არ მისცა და სხეულის მიდამოში მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა, რომელსაც კანონის მოთხოვნათა დარღვევით ატარებდა. ს. გულ-მკერდის არეში მიყენებული ცეცხლსასროლი დაზიანებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“, – განაცხადა კვარაცხელიამ ბრიფინგზე.

    ცნობისთვის, გუშინ, დედაქალაქის ცენტრში, გოგებაშვილის ქუჩაზე ორმხრივი სროლის დროს, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 2 ადამიანი კი დაიჭრა.

    “მთავარმა არხმა” გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის ექსკლუზიური კადრები მოიპოვა. კადრებში ჩანს, როგორ ესროლა თავდამსხმელმა საბა გახოკიამ ბიზნესმენ გიჩო მარგველაშვილს, რის შემდეგაც სისხლიან გარჩევაში არაერთი პირი ჩაერთო, მათ შორის მარგველაშვილის დაცვა, რომელმაც გახოკიას საპასუხოდ ესროლა და მისი ლიკვიდირება მოახერდა. ცნობილია, რომ მომხდარის შედეგად 2 პირი დაიჭრა – ერთი თავად გიჩო მარგველაშვილი და მეორე – მაღაზიაში მყოფი რიგითი მოქალაქე.

  • “ქართული კოშმარი” ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ მუშაობს – ლექსმანი ღარიბაშვილზე

    “ასეთი შეფასება მისასალმებელია, მაგრამ საკმაოდ დაგვიანებული. “ქართული კოშმარი” მუშაობს ჩვენი ღირებულებებისა და ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ”.

    ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი, მირიამ ლექსმანი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობას ეხმაურება.

  • ”განსაკუთრებული გონიერებით მოქმედებს” – მარგარიტა სიმონიანი კალაძეს აქებს

    კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი, თბილისის მერს, კახი კალაძეს აქებს. ამის შესახებ სიმონიანი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს.

    სიმონიანი კახი კალაძის  მიერ  რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას აზიარებს და წერს: “საქართველო ამ სიტუაციაში განსაკუთრებული გონიერებით მოქმედებს”

    ცნობისთვის, კალაძემ, სამთავრობო ტელევიზიაში თქვა, რომ სანქციების დაწესებით საქართველოს ხელისუფლება დააზიანებს “გაჭირვებულ ხალხს,  ვინც 24-საათიან რეჟიმში შრომობს, იმისთვის, რომ ოჯახში რაღაც პატარა ლუკმა-პურის ფული შეიტანოს”.

  • შოიგუ, გერასიმოვ, სად არის საბრძოლო მასალა, ბო*ებო?! – პრიგოჟინი რუსეთის ხელმძღვანელობას ვაგნერელების სიკვდილში ადანაშაულებს

    კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი უჩივის  საბრძოლო მასალის ნაკლებობას და კოლოსალურ დანაკარგებს მის ბოევიკებს შორის.

    მან  გამოაქვეყნა ვიდეო  რომელშიც დახოცილი ვაგნერელები ჩანან. პრიგოჟინი მათ სიკვდილში რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურებს ადანაშაულებს და აგინებს   რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვასილი გერასიმოვს.

    “აი, ეს ბიჭები კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერიდან, რომლებიც დღეს დაიღუპნენ, სისხლი ჯერაც არ შემშრალათ… ახლა მომისმინეთ, ბო*ებო. ესენი ვიღაცების მამები და ვიღაცების შვილები არიან. და ის ********ები, რომლებიც საბრძოლო მასალას არ გვაძლევენ, ჯოჯოხეთში მოხვდებიან… ჩვენ საბრძოლო მასალების უკმარისობა გვაქვს, 70%-იანი. შოიგუ, გერასიმოვ, სად არის საბრძოლო მასალა, ბო*ებო?”. – ამბობს პრიგოჟინი.

    უკვე რამდენიმე თვეა, რაც ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან საბრძოლო მასალის მიწოდებას ითხოვს.

  • “შთამაგონეთ, არჩევნებზე კენჭი ვიყარო, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით” – კრამონი კალაძეს

    კარგი აზრია ბატონო კალაძე. თქვენ შთამაგონეთ, რომ საქართველოში, მომდევნო არჩევნებზე კანდიდატად ვიყარო კენჭი მწვანეების სახელით. მოდით ამაზე ვიმუშაოთ. (მივმართავ ყველა ჩემ გამომწერს, რომელსაც სჩვევია ჩემი არასწორად გაგება: ეს ხუმრობა იყო!)

    წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე.

  • ”ოცნების“ მთელი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე შეინარჩუნოს ძალაუფლება შემდგომი არჩევნებისთვის – ბადრი ჯაფარიძე

    „ახლა იმის ნაცვლად, ფოკუსირებული ვიყოთ, რომ ქვეყანამ არ გაუშვას უნიკალური შანსი და მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ჩვენ ვხედავთ ამის საწინააღმდეგო მოქმედებებს. კერძოდ, „ქართული ოცნების“ ერთი ლიდერი ამბობს, რომ მერე, რა თუ არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსსო და აქ ჩანს, რომ პრიორიტეტად არ განიხილება ქვეყნის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, მეორე – ვხედავთ ღარიბაშვილის ევროსკეპტიკოსებთან დაახლოებას, მათთან ერთად კონფერენციებში მონაწილეობის მიღებას და ცხადია, რომ ეს ყველაფერი არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს. „ქართული ოცნების“ მხრიდან ვხედავთ ისეთ მოქმედებებს და განცხადებებს, რომელიც კი არ ემსახურება ისტორიული მიზნების მიღწევას, არამედ ემსახურება მცდელობას – მოამზადოს ნიადაგი, ვინიცობაა არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, ეს დააბრალონ სხვას.

    ამზადებენ არსენალს საზოგადოებაში დაძაბულობის შემოსატანად, დამატებითი განხეთქილების შემოსატანად და სინამდვილეში ცხადია, რომ მათ ესმით, რომ რამდენადაც არ აპირებენ რეკომენდაციების განხორციელებას ქვეყანას უმცირებენ შანსს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამიტომ ამზადებენ სამოქმედო გეგმა „ბ“-ს, რომელიც სწორედ იმისკენ იქნება მიმართული, რომ შემოიტანონ ისეთი თემები, რაც ააღელვებს საზოგადოებას, გააღრმავებს დაპირისპირებას და ამ ტალღაზე იქნებ შეინარჩუნონ ძალაუფლება 2024 წელს. არ აპირებენ უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციების განხორციელებას. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ მთელი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლება შემდგომი არჩევნებისთვის და ამას გადააყოლონ ქვეყნის ეროვნული ინტერესები“,

    ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

  • შეიქმნას კომისია META-ს ანგარიშში დეზინფორმაციული სქემების შესასწავლად – NGO-ები პარლამენტს

    არასამთავრობო ორგანიზაციები META-ს მიერ საქართველოს მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული 80 ყალბი ანგარიშის წაშლას ეხმაურებიან და მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული საზედამხედველო მექანიზმები ანგარიშში მითითებული დეზინფორმაციული სქემების შესასწავლად, მათ შორის, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია ან/და მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობოები, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. NGO-ები აცხადებენ, რომ შემაშფოთებელია, რომ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის ოპერაციებშია ჩაბმული.

    ”Facebook-ის მფლობელი კომპანიის, META-ს, მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო კომპანიამ Facebook-ის 80 ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და ინსტაგრამის 2 ანგარიში წაშალა. წაშლილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი ჯგუფები და სხვა პროსახელისუფლებო ანგარიშები.

    კომპანიის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციის უკან მყოფი პირები ცდილობდნენ საკუთარი ვინაობისა და კოორდინაციის დამალვას, META-ს გამოძიებამ „აღმოაჩინა კავშირი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან”.

    როგორც ანგარიშიდან დგინდება, აღნიშნული ქსელი ხშირად იყენებდა კომენტარების ფუნქციას, რისი საშუალებითაც საზოგადოებაში ავრცელებდა არაავთენტურ, ცრუ ინფორმაციას სასურველი განწყობის შესაქმნელად. ქსელი ასევე ცდილობდა პროსამთავრობო გზავნილების  პოპულარიზებას, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციას. ანგარიშში ისიც ხაზგასმულია, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონი კონტექსტში. META-ს ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში პროსამთავრობო ქსელების პოსტების რეკლამირებაში დაახლოებით 33,500 აშშ დოლარი დაიხარჯა.

    ცნობისათვის, საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მხარდაჭერის მიზნით მოქმედი გვერდების სქემა, სხვადასხვა ორგანიზაციასა და მკვლევარს წარსულშიც გამოუვლენია. სამართლიანი არჩევნების მიერ 2021 წელს ჩატარებული მონიტორინგით გაირკვა, რომ მთავრობის სტრატკომთან ფარულად დაკავშირებული გვერდები პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის  საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციას ითავსებდნენ და, პარალელურად, ოპოზიციის მადისკრედიტირებელ კამპანიას აწარმოებდნენ.

    საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დეკლარირებულ ძირითად ამოცანას მთავრობის გრძელვადიანი მიზნების მხარდაჭერა წარმოადგენს. ამ კუთხით უმთავრესია საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ META-ს გამოძიების თანახმად, დეპარტამენტი, დეკლარირებული მიზნების საწინააღმდეგოდ,  საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის ფარულ ოპერაციებშია ჩართული.

    ვითვალისწინებთ რა ზიანის მასშტაბს, რასაც საქართველოში დეზინფორმაციული სქემები შეიძლება ქმნიდნენ, ჩვენ, კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული საზედამხედველო მექანიზმები ანგარიშში მითითებული დეზინფორმაციული სქემების შესასწავლად, მათ შორის, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია ან/და მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

    განცხადებას ხელს აწერენ:

    • ევროპულ ქართული ინსტიტუტი – EGI
    • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი – DRI
    • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი – GMC
    • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – ISFED
    • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IDFI
    • ღია სივრცე კავკასია – COS
    • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
    • ფრანკლინის კლუბი 
    • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
    • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
    • IWPR საქართველო
    • აი, ფაქტი – Ifact
  • მანახა ადგილი, სადაც თავი დაარტყა. უმძიმეს მდგომარეობაშია, ვიზუალური დაზიანება აღენიშნება- ხაჭაპურიძე

    “მომიყვა ის ფაქტი, რაც მოხდა. მანახა ის მაგიდა, რაზეც ვფიქრობდი ზუსტად ის მაგიდა არის. ამ მაგიდას აქვს რკინის კონსტრუქცია. მანახა ადგილი, სადაც დაარტყა თავი. არის უმძიმეს მდგომარეობაში და რაც მთავარია, მას არ უტარდება არანაირი ისეთი მკურნალობა, რომელიც მის ჯანმრთელობას გააუმჯობესებს. ვიზუალური დაზიანება მას აღენიშნება ზოგადად, მაგრამ მე ექსპერტი არ ვარ და ვერ განვსაზღვრავ, რა ხარისხია და როგორ არის.

    პენიტენციურ სამსახურს აქვს კადრები და არაერთხელ მინისტრი გამოსულა და ყოველგვარი კანონების დაცვის გარეშე აჟღერებ და უშვებს ამ კადრებს. ადგეს და გაასაჯაროოს ეს”

    ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.