Blog

  • „ქოლ ცენტრების“ უკან დგახართ თქვენ, ლილუაშვილს ვეუბნები, შს მინისტრს, მთავარ პროკურორს, ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში! – ვაშაძე

    „ქოლ ცენტრების“ უკან დგახართ თქვენ, ლილუაშვილს ვეუბნები, შს მინისტრს, მთავარ პროკურორს, ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში! – ვაშაძე

    „მორიგი დეზინფორმაციული სპეცოპერაცია რუსული რეჟიმის მხრიდან, სადაც უნდათ, რომ გამსვარონ მე, ჩემი ძმა, რომ თითქოს „ქოლ-ცენტრებთან“ კავშირი გვაქვს, ეს არის 100 პროცენტიანი ტყუილი და „ქოლ-ცენტრების“ უკან თუ ვინმე დგას საქართველოში ეს არის რუსული ოცნება, რომელიც ფინანსდება თავიდან ბოლომდე ამ „ქოლ-ცენტრების“ თაღლითური სქემით, რომელსაც მფარველობენ სუს-ის, შსს-ის, პროკურატურის პირველი პირები. სწორედ ამიტომ ამბობენ უარს საგამოძიებო კომისიაზე და ამით აღიარებით ჩვენებას აკეთებენ, რომ თვითონ დგანან „ქოლ-ცენტრების“ უკან, ახლა უნდათ ისრები გადმოიტანონ აქეთ.

    პირდაპირ ეთერში ვეუბნები, ყველა დამნაშავე, ვინც ხელს ითბობთ ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე, ვინც შებღალა საქართველოს სახელმწიფოს რეპუტაცია, ყველას მოგიწევთ პასუხისგება. მე აუცილებლად დავუკავშირდები და გავიდე კონტაქტზე გერმანელ სამართალდამცავებთან, რომლებსაც მაქსიმალურად მივაწვდით ყველა ინფორმაციას, რასაც მოვაგროვებთ, ყველა ჩემს კონტაქტს ევროკავშირში გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს თაღლითი მავნებლები, ეს კრიმინალები მიეცნენ პასუხისგებაში მათ შორის, ევროპელი სამართალდამცავების მხრიდან. „ქოლ-ცენტრების“ უკან დგახართ თქვენ, თქვენ ხართ თაღლითები, დამნაშავეები, ლილუაშვილს ვეუბნები, შს მინისტრს, მთავარ პროკურორს, ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში! მე ვერ გამაჩერებთ! გინდათ გავჩერდე, ჩვენ უკან დავიხიოთ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში, ვერ მოგართვით! ეს არ მოხდება. ცამდე მართალი ვარ მე, ცამდე მართალია ჩემი ძმა და ყველა ცამდე მართლები ვართ თქვენი მავნებლური, თაღლითური, კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ. სამართლიანობა იზეიმებს ამ ქვეყანაში და თქვენ იქნებით პასუხისგებაში მიცემული. არ გეგონოთ, რომ რაღაც ბრალდება წამომიყენეთ და ასე გავატარო ერთი პრესკონფერენციით, აგერ მე და აგერ თქვენ! თქვენ მოგიწევთ ამაზე პასუხისგება, ციხეში წასვლა და იმ ნაძარცვი ქონებების უკან დაბრუნება, რომელზეც ხელს ითბობთ. სამი რამით ფინანსდება ახლა „ქართული ოცნება“: „ქოლ-ცენტრების“ თაღლითური სქემით, კონტრაბანდით რომელსაც რუსეთთან აწარმოებენ და კორუფციით, რომელმაც აღვირახსნილ მასშტაბებს მიაღწია“,

    ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

  • რასაც ვუყურებ, მგონი, მე და მამაჩემს არ გვაქვს „ქოლ ცენტრი“ – ელისაშვილი

    „რასაც ვუყურებ, მგონი მე და მამაჩემს არ გვაქვს “ქოლ ცენტრი”, თორემ დანარჩენი ყველა პენსიონერებს ატყავებდა. მე პირადად იმიტომ მინდოდა საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომ გაგვეგო, მართლა რა ხდება. როგორც ჩანს „ნაცი“, „ქოცი“, დიდი, პატარა, ყველა ერთად შეიკრა, რომ ევროპელი პენსიონერები გავატყავოთ. ჩემთვის თანაბრად საძაგელია ყველა, ვინც დაკავებულია პენსიონერების ძარცვით, არ აქვს მნიშვნელობა კეზერაშვილი იქნება თუ სხვა, ჩემი ნათესავი რომ იყოს სისხლით, იმასაც შევიძულებდი მთელი ცხოვრება. ბევრი კითხვაა, მე არ მჯერა, რომ ქალაქის ცენტრში, დღისით, მზისით, მთელ საქართველოში, ყველა ქალაქში „ქოლ ცენტრები” ისეა მოწყობილი, რომ სუს-მა არაფერი იცის, „ქართულმა ოცნებამ” არაფერი იცოდა“,

    ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების” დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

  • როცა ევროინტეგრაციაზეა საუბარი, ჩვენი პირობები უნდა გვქონდეს – “ოცნებიდან” წასული დეპუტატები

    “ჩვენ ვართ ადამიანის უფლებების ერთგული და მიგვაჩნია, რომ მყარად უნდა იყოს დაცული ნებისმიერი ადამიანის უფლება, განურჩევლად მისი ცხოვრების წესისა. თუმცა, ჩვენთვის მიუღებელია ფსევდოლიბერალების მიერ წარმოებული პროპაგანდა, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვასთან არაფერი აქვს საერთო. რაც შეეხება ევროპარლამენტში გამართულ გამოფენას, ის პროპაგანდაზე ბევრად მეტია და თავად უხეშად ლახავს ადამიანის უფლებებს. ადამიანების რელიგიური გრძნობების მიმართ სრული შეუწყნარებლობა არის იმის მკაფიო დადასტურება, რომ ფსევდოლიბერალები თანამედროვე პოლიტიკაში ყველაზე არალიბერალურ და არატოლერანტულ პოლიტიკურ მიმდინარეობას წარმოადგენენ. ადამიანების რელიგიური გრძნობების ხელყოფის ესოდენ უხეში გამოვლინება ბოლოს ბოლშევიკებისგან გამოვცადეთ. აღმაშფოთებელია, რომ რასაც სჩადიოდნენ ბოლშევიკები 100 წლის წინ, იმის კიდევ უფრო უხეში რეკონსტრუქცია დღეს ევროპარლამენტის კედლებში ვიხილეთ.

    ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ ევროპა საქართველოს ისტორიული ცივილიზაციური არჩევანია, რაც ისტორიული ფაქტია. თუმცა, გვინდა შეგახსენოთ, რომ ამ ცივილიზაციური არჩევანის მთავარი საფუძველი ქრისტიანობა იყო. საქართველო ყოველთვის იყურებოდა ევროპისკენ, რადგან მასში საკუთარი ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენის – ქრისტიანული რწმენისა და კულტურის დაცვის შესაძლებლობას ხედავდა. დღეს, როდესაც ევროპარლამენტში ცდილობენ, ევროპა და ანტიქრისტიანული პროპაგანდა ერთმანეთთან გააიგივონ, ეს საქართველოს ცივილიზაციურ არჩევანს პირდაპირ უპირისპირდება, რასაც რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ.

    ყველას გვახსოვს გზავნილი – ტრადიციებით ევროპაში, რომელსაც ფსევდოლიბერალებიც კი ახმოვანებდნენ. თუმცა, არსებული ტენდენციები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ როდესაც შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საკითხი დადგება დღის წესრიგში, ევროპაში არა ტრადიციებით, არამედ მხოლოდ ტრადიციებისა და ტრადიციული ღირებულებების დაგმობით შეიძლება მიგვიღონ.

    აქვე გავიხსენებთ, რომ რამდენიმე ევროპარლამენტარმა ქედმაღლურად გამოგვიცხადა, კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ჩვენი პირობებით მოგცემთო. ეს განცხადება განსაკუთრებულად ცინიკურად ჟღერს იმ ფონზე, რომ ევროპარლამენტარებმა თავიანთი რეზოლუციებით ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების შეფარდება და ორი კრიმინალის – სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლება მოითხოვეს. ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ კანდიდატის სტატუსის საპირწონე პირობა ვერც ტრადიციულ ღირებულებებზე უარის თქმა იქნება, ვერც კანონის უზენაესობის დათმობა და ვერც კრიმინალებისთვის ხელისუფლების იძულებით გადაბარება.

    ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რისთვისაც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტიც ზედმიწევნით სრულდება. თუმცა, მიგვაჩნია, რომ როდესაც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზეა საუბარი, ჩვენც უნდა გვქონდეს ჩვენი პირობები და ეს პირობები სწორედ ქართული საზოგადოების ტრადიციულ ფასეულობებსა და სახელმწიფო სუვერენიტეტს უნდა დავუკავშიროთ.

    შესაბამისად, საზოგადოებასთან ერთად უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმის დასაზუსტებლად, თუ რა პირობების დაცვას ვითხოვთ ევროკავშირისგან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. თუ ამ პირობებს არ დავაყენებთ, ვერც სუვერენიტეტს დავიცავთ, ვერც ტრადიციულ ფასეულობებს და ვერც მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში“

    ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საპირწონე პირობა ვერც ტრადიციულ ღირებულებებზე უარის თქმა იქნება, ვერც კანონის უზენაესობის დათმობა და ვერც კრიმინალებისთვის ხელისუფლების იძულებით გადაბარება.

  • ყველა დასასჯელია კანონის მთელი სიმკაცრით, ვინც ამ სქემაშია ჩართული – ხაზარაძე „ქოლ-ცენტრებზე”

    „ქოლ-ცენტრები“ – კრიმინალური ე.წ. „ბიზნესი“, დიდი უბედურებაა ქვეყნისა და მისი საერთაშორისო იმიჯისთვის. ახალგაზრდების კრიმინალსა და ადამიანების ძარცვაში ჩართვა მათი ცხოვრებისა და მომავლის დამახინჯებაა. ყველამ ვიცით, რომ ასეთი სტრუქტურები მთავრობისა და ხელისუფლების მფარველობის გარეშე ვერ იარსებებს. ყველა დასასჯელია კანონის მთელი სიმკაცრით, ვინც ამ სქემაშია ჩართული, მონაწილეობს, მფარველობს, ან იცის და ჩუმადაა. თუმცა, რა გასაკვირია, პრემიერის ოფისში, კანცელარიაში, ბოტებისა და ტროლების ფაბრიკაა გახსნილი“,

    ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

  • ჰიტლერს თუ მოსწონდა ბეთჰოვენი, ბეთჰოვენის ნაკლია? – სარჯველაძე სიმონიანის ქებაზე

    ჰიტლერს თუ მოსწონდა ბეთჰოვენი, ბეთჰოვენის ნაკლია? – სარჯველაძე სიმონიანის ქებაზე

    არ მგონია, რომ კალაძეს შეიძლება კრიტიკა ეკუთვნოდეს იმის გამო, რომ სხვა მას აქებს. ეს არ შეიძლება. იცით, რა არის? ნუ გააკეთებთ პირდაპირ პარალელებს, მაგრამ მხოლოდ პრინციპის ასახსნელად ვამბობ – მაგალითად, ჰიტლერს თუ მოსწონდა ბეთჰოვენი, ბეთჰოვენის ნაკლია თუ ჰიტლერზე შეგიძლიათ… არ შეიძლება ასე ლაპარაკი.

    ასე ეხმაურება  ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის განცხადებას, რომელმაც  გუშინ, 4 მაისს  სანქციებზე გაკეთებული კომენტარის გამო თბილისის მერი, კახა კალაძე შეაქო.

  • საიდან მოიტანა, რომ ტელეფონი გახსნეს და დალუქეს, ტყუილია – გომელაური ბაჩალიაშვილის საქმეზე

    საიდან მოიტანა, რომ ტელეფონი გახსნეს და დალუქეს, ტყუილია – გომელაური ბაჩალიაშვილის საქმეზე

    “მე მგონია, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა, იმიტომ, რომ ყველაფერი კანონიერად გაკეთდა. იქვე დაილუქა ყველა ტელეფონი, იქვე. გადაღებულია ეს, უწყვეტი კადრებით ვიღებდით, ჩვენი საექსპერტო სამსახური, გადაღებულია, ფაქტები გვაქვს და პროკურატურას გადავცემთ, თუ უკვე გადავეცით არ მახსოვს. ყველა ადგილზე ამოღებული, მისი ტელეფონიც, ყველაფერი ადგილზე დაილუქა კამერების წინ. ისე, რომ საიდან მოიტანა მაგან, რომ ტელეფონი გახსნეს და დალუქეს, ეს არის ჩემი აზრით ტყუილი”

    შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა უპასუხა გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებლის, სერგო შუბითიძის სკანდალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, გამოძიების დროს  ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი დარღვევით ამოიღეს შემთხვევის ადგილიდან და მისი დალუქვაც უკანონოდ მოხდა.

  • მებრძოლები ამოეწურათ და არა საბრძოლო მასალა – უკრაინა ბახმუტიდან ”ვაგნერელების” გასვლაზე

    “მებრძოლები ამოეწურათ და არა საბრძოლო მასალა ” – ასე აფასებს, უკრაინის შეიარაღებული ძალები ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებას, რომლის მიხედვით, 10 მაისს, “ვაგნერი” ბახმუტს დატოვებს.  უკრაინის სამხედრო სარდლობა თვლის, რომ ვაგნერელებს ამოეწურათ არა საბრძოლო მასალა, არამედ მებრძოლები და პრიგოჟინი იძულებულია უკან დახევა რაიმე გზით გაამართლოს.

    ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა ვიდეო-მიმართვა გაავრცელა სადაც აცხადებს, რომ 10 მაისს “ვაგნერი” ბახმუტს დატოვებს და ქალაქს თავდაცვის ძალებს აბარებენ. მიზეზად პრიგოჟინი საბრძოლო მასალების უკმარისობას ასახელებს.

    პრიგოჟინის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მან გამოაქვეყნა შემზარავი ვიდეო, სადაც ის დადიოდა დაღუპულ “ვაგნერელების” ცხედრებს შორის და სთხოვდა თავდაცვის ჩინოვნიკებს საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფას.

    “რა თქმა უნდა, პრიგოჟინის განცხადება ვნახეთ, თუმცა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას ეხება”. – თქვა პესკოვმა.

    ცნობისთვის, ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა  გამოაქვეყნა ვიდეო  რომელშიც დახოცილი ვაგნერელები ჩანან. პრიგოჟინი მათ სიკვდილში რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურებს ადანაშაულებს და აგინებს   რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვასილი გერასიმოვს.

    “აი, ეს ბიჭები კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერიდან, რომლებიც დღეს დაიღუპნენ, სისხლი ჯერაც არ შემშრალათ… ახლა მომისმინეთ, ბო*ებო. ესენი ვიღაცების მამები და ვიღაცების შვილები არიან. და ის ********ები, რომლებიც საბრძოლო მასალას არ გვაძლევენ, ჯოჯოხეთში მოხვდებიან… ჩვენ საბრძოლო მასალების უკმარისობა გვაქვს, 70%-იანი. შოიგუ, გერასიმოვ, სად არის საბრძოლო მასალა, ბო*ებო?”. – ამბობს პრიგოჟინი.

    უკვე რამდენიმე თვეა, რაც ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან საბრძოლო მასალის მიწოდებას ითხოვს.

    “რა თქმა უნდა, პრიგოჟინის განცხადება ვნახეთ, თუმცა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას ეხება”. – ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, რუსი ოლიგარქის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებას.

  • საქართველოში ყველა დაცულია, უმცირესობაც, უმრავლესობაც – გომელაური

    ბატონმა პრემიერმა ძალიან კარგი განცხადებები გააკეთა. ჩვენს ქვეყანაში ყველა დაცულია, უმცირესობაც, უმრავლესობაც. ეს ძალიან კარგად იცით.

    განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, რითიც უნგრეთში მიმდინარე  კონსერვატორთა კონფერენციაზე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.

  • 10 მაისს “ვაგნერი” ბახმუტს დატოვებს! – პრიგოჟინის ვიდეო მიმართვა

    ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა ვიდეო-მიმართვა გაავრცელა სადაც აცხადებს, რომ 10 მაისს “ვაგნერი” ბახმუტს დატოვებს და ქალაქს თავდაცვის ძალებს აბარებენ. მიზეზად პრიგოჟინი საბრძოლო მასალების უკმარისობას ასახელებს.

    პრიგოჟინის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მან გამოაქვეყნა შემზარავი ვიდეო, სადაც ის დადიოდა დაღუპულ “ვაგნერელების” ცხედრებს შორის და სთხოვდა თავდაცვის ჩინოვნიკებს საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფას.

    “რა თქმა უნდა, პრიგოჟინის განცხადება ვნახეთ, თუმცა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას ეხება”. – თქვა პესკოვმა.

    ცნობისთვის, ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა  გამოაქვეყნა ვიდეო  რომელშიც დახოცილი ვაგნერელები ჩანან. პრიგოჟინი მათ სიკვდილში რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურებს ადანაშაულებს და აგინებს   რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვასილი გერასიმოვს.

    “აი, ეს ბიჭები კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერიდან, რომლებიც დღეს დაიღუპნენ, სისხლი ჯერაც არ შემშრალათ… ახლა მომისმინეთ, ბო*ებო. ესენი ვიღაცების მამები და ვიღაცების შვილები არიან. და ის ********ები, რომლებიც საბრძოლო მასალას არ გვაძლევენ, ჯოჯოხეთში მოხვდებიან… ჩვენ საბრძოლო მასალების უკმარისობა გვაქვს, 70%-იანი. შოიგუ, გერასიმოვ, სად არის საბრძოლო მასალა, ბო*ებო?”. – ამბობს პრიგოჟინი.

    უკვე რამდენიმე თვეა, რაც ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან საბრძოლო მასალის მიწოდებას ითხოვს.

    “რა თქმა უნდა, პრიგოჟინის განცხადება ვნახეთ, თუმცა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას ეხება”. – ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, რუსი ოლიგარქის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებას.

  • ვნახეთ, კომენტარს ვერ გავაკეთებ – პესკოვი პრიგოჟინის განცხადებაზე

    “ვნახეთ, კომენტარს ვერ გავაკეთებ” – ასე ეხმაურება, კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, რუსი ოლიგარქის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებას.