Blog

  • რად გინდათ, მონები იყოთ? ფრთხილად იყავით, ძალასაც ნახავენ, თუ საჭირო გახდა – მეუფე იაკობი

    ჩვენთან ვერ მოხდება რევოლუციების ექსპორტები, შეხედონ, ძალიან დიდი ძალაა ხალხთან, დიდი ძალაა ეკლესიაში. ჩვენ გაჩერებული ვართ და რაღაც პროცესებში სპეციალურად არ ვერევით, რომ რაღაც არ დავაზიანოთ, თორემ საკმაოდ შეგვიძლია იმ რაღაცა… სულ რამდენი იქნებიან, რა… გამოვლენ და ხმამაღლა იტყვიან, რომ კაცი კაცი არ უნდა იყოს და ქალი ქალი არ უნდა იყოს და ბავშვებმა თავისი სქესები გადაიკეთონ, რა ჰქვია?! სადაური წესია, მითხარით. შენ მოგწონს? შენს ქვეყანაში მიიღე მაგ კანონი, გქონდეს და მე თავი გამანებე. 3 000 წელი შენთვის არ მიკითხავს, როგორ უნდა მეცხოვრა და არც ახლა არ გკითხავ. იმიტომ, რომ სხვას თუ სერვანტესები ჰყავს, ჩვენ გვყავს შოთა და გალაკტიონი, ასევე, ვაჟა. სხვას თუ შექპირი ჰყავს, გოეთე ჰყავს და რაღაც, ჩვენ არავისზე ნაკლები არ ვართ, ხომ? არც კულტურით, არც ისტორიით – ჩვენი ცეკვა აიღე, ჩვენი სიმღერა აიღე. არ ვიცით, ვინა ვართ? რად გინდათ, ვიღაცის მონები იყოთ? ჩაგძახებენ რაღაცას და იმის გამო, რომ გარეთ ვიღაცას ასიამოვნოთ, ყოველგვარი ქართულის წინააღმდეგ რომ მიდიხართ. ფრთხილად იყავით, რა, ფრთხილად და გონიერებას მოუხმეთ. არ გვინდა, რომ კონკრეტულად ვიღაც პიროვნებები გამოვყოთ – ერთად უნდა ვიცხოვროთ, უნდა ვისწავლოთ ერთად ცხოვრება და არ მინდა, რომ ვიღაცას ძალა ვანახოთ, თორემ იმ ძალასაც ნახავენ, თუ საჭირო გახდა, იმ ძალასაც ნახავენ. ღმერთმა გვაშოროს, რომ მაქამდე მივიდეთ.

    აცხადებს, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი.
  • თუ ვინმე მფარველობს „ქოლ-ცენტრებს“, ეს არის გრიგოლ ლილუაშვილი, უჩა მამაცაშვილი, ჯუანშერ ბურჭულაძე, ფარცხალაძე და ჭიკაიძე – ხაბეიშვილი

    „ტყუილს აქვს მოკლე ფეხები – ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად, ორი თვის უკან, კობახიძე და მდინარაძე „რუსული ოცნების“ მთავარი სპიკერები ამბობდნენ – ამ ქვეყანაში „ქოლ-ცენტრები“ არაა, ამასობაში აღმოჩნდა, რომ 2 კვირის წინ „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენელი მივიდა ადგილზე და ნამდვილად ყოფილა საგამოძიებო მოქმედებები დაწყებული. ახლა „ქოლ-ცენტრი“ დაკეტეს და უნდათ, რომ ოპოზიციის კონკრეტულ სახელებს დაუკავშირონ. საზოგადოებას ასეთი მარტივი ტყუილებით ვეღარ მოატყუებენ. ყველამ კარგად იცის, რომ თუ ვინმე მფარველობს “ქოლ-ცენტრებს”, ეს არის სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, უჩა მამაცაშვილი, ფარცხალაძე, ჯუანშერ ბურჭულაძე, ჭიკაიძე. ამ დაჯგუფებას დედაქალაქში აქვთ „ქოლ-ცენტრები“ და აქციეს ტრანსნაციონალური დანაშაულის მექად. თუ ასე არაა, ოპოზიცია ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას, მაგრამ არ უნდათ, გაურბიან. ჩვენ ვითხოვთ, გამოვიძიოთ, ისინიამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ამბობენ, არ გამოვიძიოთ! შესაბამისად, ვისაც ეშინია გამოძიების, დასტურია, რომ მას აქვს ინტერესი”

    ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

  • ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეფართოებინათ ევროპა – ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი საქართველოა – ჰერჩინსკი

    „დაახლოებით, 70 წლის წინ ევროპულმა დამოუკიდებელმა სუვერენულმა თავისუფალმა ერებმა გადაწყვიტეს გაეერთიანებინათ ძალისხმევა და ესაუბრათ ერთხმად იმისთვის, რომ დაეცვათ მშვიდობა, კეთილდღეობა და თავისუფლება ევროპაში. ამჟამად ჩვენ გვყავს 27 წევრი ქვეყანა და ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეფართოებინათ ევროპა. ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი ქვეყანა არის საქართველო. საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, ეს ნამდვილად ისტორიული მიღწევა იყო და ჩვენ ველით შემდგომ ნაბიჯებს იქიდან გამომდინარე თუ როგორ იქნება რეფორმები იმპლემენტირებული საქართველოში. […] ძალიან თბილად მოგესალმებით ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. ჩვენ ვართ „ექსპო ჯორჯიაში“, სადაც ყველა მოწვეულია როგორც ახალგაზრდა ისე ასაკოვანი ადამიანები, დასწრება თავისუფალია. ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრ აქტივობას დღის განმავლობაში. ამინდი მშვენიერია, განწყობა ჩინებულია. ჩვენ ყველა აქ ვართ, რათა აღვნიშნოთ ევროპის დღე და კიდევ ერთხელ გიწვევთ ყველას შემოგვიერთდეთ ამ ღონისძიების აღნიშვნაში”

  • საქართველოში არ არსებობს საწვრთნელი ბანაკები და არ მიმდინარეობს მებრძოლების მომზადება – სუს-ი

    საქართველოში არ არსებობს საწვრთნელი ბანაკები და არ მიმდინარეობს მებრძოლების მომზადება – სუს-ი

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოში ტერორისტებისა და მებრძოლების მომზადება ხდება. შესაბამისი განცხადება  სუს-ში გამართულ ბრიფინგზე უწყების წარმომადგენელმა გააკეთა.

     

    “უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, საქართველოში არანაირი სახის ტერორისტული ინფრასტრუქტურა არ არსებობს, აქ არ არსებობს საწვრთნელი ბანაკები და არ მიმდინარეობს ტერორისტებისა და მებრძოლების მომზადება. სუს-ში დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებში ჩვენ მოვიპოვეთ მასშტაბური და რეზონანსული ხასიათის საგანგაშო ინფორმაცია, რომელიც ოპერატიულად გავუზიარეთ პარტნიორებს. ინფორმაცია მივაწოდეთ თურქულ მხარესაც” განაცხადა სუს-ში გამართულ ბრიფინგზე უწყების წარმომადგენელმა.

  • რუსეთი 9 მაისის აღლუმებს აუქმებს – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

    რუსეთი 9 მაისის აღლუმებს მზარდი დაუცველობის გამო აუქმებს,-  ამის შესახებ ნათქვამია, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშში.

    როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის  სამინისტროს დაზვერვა აცხადებს, რუსეთის უკვე 6-მა ოლქმა და 21-მა ქალაქმა, ასევე დროებით ოკუპირებული ყირიმის საოკუპაციო ხელმძღვანელობამ გააუქმეს 9 მაისის „აღლუმები“. ამას გარდა, კრემლში მაგ დღეს საზეიმო მიღება არ ჩატარდება, ხოლო მოსკოვში, სავარაუდოდ, მცირე მასშტაბის ზეიმი გაიმართება.

    • „დრონების კრემლზე დარტყმა „გამარჯვების დღემდე“ რამდენიმე დღით ადრე, ასეთი თავდასხმების წინააღმდეგ რუსეთის მზარდ დაუცველობაზე მეტყველებს და უდავოდ გაზარდა რუსეთის ხელმძღვანელობის საფრთხის გრძნობა „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ მოვლენებთან დაკავშირებით“, – წერია ანგარიშში.
  • უკრაინელებმა ოკუპანტების „კინჟალის“ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს

    უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა დაადასტურა, რომ „4 აპრილის ღამის თავდასხმის დროს უკრაინელმა სამხედროებმა პირველად მოახერხეს მტრის Kinzhal ტიპის რაკეტის ჩამოგდება“.

    “ვულოცავ უკრაინელ ხალხს ისტორიულ მოვლენას! დიახ, ჩვენ ჩამოვართვით “უბადლო” კინჟალი”, – განაცხადა მან.

    ოლეშჩუკის თქმით, “ხანჯალი” ჩამოაგდეს პატრიოტის კომპლექსის დახმარებით.

    ცნობისთვის, „კინჟალის“ტიპის რაკეტები ახალი ჰიპერბგერითი იარაღის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2018 წელს წარმოადგინა თავის გამოსვლაში, რომელშიც თქვა, რომ ისინი შეიძლება მისწვდნენ მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილს და გვერდი აუარონ აშშ-ის ანტისარაკეტო ფარს.

  • კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩენი მებრძოლები მზად არიან ბახმუტში ვაგნერის ადგილი დაიკავონ

    “თუ უფროსი ძმა პრიგოჟინი და ვაგნერი წავლენ, მაშინ გენშტაბი გამოცდილ საბრძოლო დანაყოფს დაკარგავს, და მის ადგილას არტემოვსკში [ბახმუტში] მივლენ უმცროსი ძმა კადიროვი და ახმატი. თუ სცენარი ასეთი იქნება, ჩვენი მებრძოლები მზად არიან გავიდნენ და ქალაქი დაიკავონ. ეს რამდენიმე საათის საკითხია. მაგრამ მე ვისურვებდი, რომ დარჩენილი ორი კილომეტრი წავიღოთ არა ჯარისკაცების სიცოცხლის ფასად, არამედ ურთიერთგაგების, მხარდაჭერის, სარდლობისა და მებრძოლების გადაწყვეტილების შედეგად, რომ შეასრულონ უმაღლესი მთავარსარდლის ვლადიმერ პუტინის ბრძანება”

    აცხადებს ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი.

  • კრემლის პროპაგანდისტი მომღერალი, რომელიც “Z-კონცერტებზე” გამოდის, საქართველოში საავტორო ტურს გეგმავს

    კრემლის პროპაგანდისტი მომღერალი და ბლოგერი ვარია მაქსიმა, რომელიც ე.წ. Z კონცერტებზე გამოდის, საქართველოში საავტორო ტურს გეგმავს, სახელწოდების “Гамарджоба, Грузия”.  ამის შესახებ,  ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” პროგრამა Эхо Кавказа იაკუტელი ბლოგერის, აიხალ ამმოსოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

    • “ის ერთ-ერთი პროპაგანდისტია, სახას რესპუბლიკაში (იაკუტიაში) ის ჩართული იყო პროპაგანდაში, მონაწილეობდა “Z-კონცერტებში” და იაკუტელ კაცებს მოუწოდებდა, რომ ომში წასულიყო,” – ციტირებს გამოცემა აქტივისტს.

    აიხალ ამასოვი ვარაუდობს, რომ მესაზღვრეები ქვეყანაში შესვლაზე უარს არ ეტყვიან პროპაგანდისტ მომღერალს, თუმცა იმედი აქვს, რომ ქართველი აქტივისტები ხელს შეუშლიან ტურს.

    როგორც კრემლის პროპაგანდისტი მომღერლის ინსტაგრამის გვერდზე წერია, ტური 6- 12 მაისი ფარგლებში გაიმართება. მისივე თქმით, ტურის განმავლობაში მონაწილეები საქართველოს ქალაქებს ეწვევიან და დაათვალიერებენ გორის, ყაზბეგის, კახეთის, ბორჯომისა და სხვა რეგიონების ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს

  • უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია – რუსულმა ბომბდამშენებმა ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს

    უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია – როგორც BBC უკრაინის საჰაერო სივრცის მონიტორინგის არხებზე დაყრდნობით იუწყება,  წინასწარი მონაცემებით, რუსულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა კასპიის ზღვის რეგიონიდან ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს.

    მასალა განახლებადია

     

  • ბახმუტთან ვაგნერის საბრძოლო მასალების საცავები გავანადგურეთ – უკრაინა

    უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან ვაგნერის დაჯგუფების საბრძოლო მასალების საცავები გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე,  ანა  მალიარი ტელეგრამზე წერს. ამ განცხადებამდე, მალიარი აღნიშნავდა, რომ ოკუპანტები 9 მაისამდე ცდილობენ ბახმუტზე კონტროლის მოპოვებას, ამის გამო კი ვაგნერის დაქირავებული მებრძოლები სხვა მიმართულებებიდან ჩამოიყვანეს.

    “ჩვენი მებრძოლების მიერ განადგურებულია ვაგნერელების საბრძოლო მასალების საცავები. ამიტომ, ჩვენც მთელ ძალებს ვიყენებთ მტრის გასანეიტრალებლად”, – თქვა მალიარმა.

    დღეს, ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა ვიდეო-მიმართვა გაავრცელა სადაც აცხადებს, რომ 10 მაისს “ვაგნერი” ბახმუტს დატოვებს და ქალაქს თავდაცვის ძალებს აბარებენ. მიზეზად პრიგოჟინი საბრძოლო მასალების უკმარისობას ასახელებს.

    პრიგოჟინის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მან გამოაქვეყნა შემზარავი ვიდეო, სადაც ის დადიოდა დაღუპულ “ვაგნერელების” ცხედრებს შორის და სთხოვდა თავდაცვის ჩინოვნიკებს საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფას.

    “რა თქმა უნდა, პრიგოჟინის განცხადება ვნახეთ, თუმცა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას ეხება”. – თქვა პესკოვმა.

    ცნობისთვის, ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა  გამოაქვეყნა ვიდეო  რომელშიც დახოცილი ვაგნერელები ჩანან. პრიგოჟინი მათ სიკვდილში რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურებს ადანაშაულებს და აგინებს   რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვასილი გერასიმოვს.

    “აი, ეს ბიჭები კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერიდან, რომლებიც დღეს დაიღუპნენ, სისხლი ჯერაც არ შემშრალათ… ახლა მომისმინეთ, ბო*ებო. ესენი ვიღაცების მამები და ვიღაცების შვილები არიან. და ის ********ები, რომლებიც საბრძოლო მასალას არ გვაძლევენ, ჯოჯოხეთში მოხვდებიან… ჩვენ საბრძოლო მასალების უკმარისობა გვაქვს, 70%-იანი. შოიგუ, გერასიმოვ, სად არის საბრძოლო მასალა, ბო*ებო?”. – ამბობს პრიგოჟინი.

    უკვე რამდენიმე თვეა, რაც ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან საბრძოლო მასალის მიწოდებას ითხოვს.

    “რა თქმა უნდა, პრიგოჟინის განცხადება ვნახეთ, თუმცა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას ეხება”. – ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, რუსი ოლიგარქის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებას.