Blog

  • ღარიბაშვილის “ოჯახის დაცვის” რიტორიკა ისეთივე ყალბია, როგორც მისი FB ანგარიშები – ნინო ლომჯარია

    ღარიბაშვილის “ოჯახის დაცვის” რიტორიკა ისეთივე ყალბია, როგორც მისი ფეისბუქ ანგარიშები, რომლებიც გაუუქმეს:

    – ის არის კაცი, რომელმაც საკუთარი შვილის თანატოლი ბავშვები ქვეყნის მტრებად გამოაცხადა ფრანკლინის კლუბის დისკუსიებში მონაწილეობის გამო, თვითონ კი შვილი ამერიკაში, ფრანკლინის მიერ დაარსებულ, ლიბერალიზმის პრინციპებზე მდგარ პენსილვანიის უნივერსიტეტში გაუშვა სასწავლებლად;

    – დედების, მამების და ბავშვების პატივისცემაზე გვმოძღვრავს კაცი, რომელიც მის სამსახურთან გაყინული და ნატანჯი დედების ცრემლებს და მოთქმას აყურებინებს მათ შვილებს და ქმრებს, თვითონ კი ერთხელაც არ შეწუხებულა მათთვის მოესმინა;

    – მას ჰგონია, რომ ოჯახის პატივისცემა მამისთვის ღვინის ქარხნის, ხოლო ცოლისთვის სახელმწიფო ტყის ჩუქებაა.

    სინამდვილეში, ღარიბაშვილი კონსერვატორი კი არა, კორუმპირებული კაცია. სამწუხაროდ, მისი ქცევა და რიტორიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ აღმართული დაბრკოლებაა ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

    ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

  • პესკოვი იტყუება – კირბი კრემლზე თავდასხმაში აშშ-ს ჩართულობის ბრალდებაზე

    “დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ აშშ არ ყოფილა ჩართული. რაც იყო, ჩვენ მისი მონაწილეები არ ვყოფილვართ. არაფერი გვაქვს საერთო. პესკოვი უბრალოდ იტყუება, ცხადად და მარტივად”.

    აცხადებს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი  ჯონ კირბი რომელიც კრემლის სპიკერის, დიმიტრი  პესკოვისს ბრალდებას,  ეხმაურება რომლის მიხედვით  კრემლზე თავდასხმა ვაშინგტონის მითითებით მოხდა, სიცრუეა.

  • ზედმეტად ერევა ქართულ პოლიტიკაში – მდინარაძე კრამონზე

    “კახა კალაძის ალეგორია ემსახურება იმას, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახოს, რაზე არიან წასულები ადამიანები, რომლებსაც ერთი შეხედვით, საქართველოში არაფერი ესაქმებოდათ, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში ისე არიან ჩარეული, შეიძლება, მართლა მაჟორიტარებად მოიაზრებენ თავს. 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციულია და შესაძლოა, პროპორციული სიით ვიხილოთ, მანამდე კი საქართველოს მოქალაქეობის მიღებას შეეცადოს და გადმოეწეროს. შეიძლება, მოხვდეს „ნაცმოძრაობის“ პროპორციულ სიაში, რომელიმე მის კლასტერში ან მართლაც გამოვარდეს და პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლოს, ცეცხლი წაუკიდოს და რადიკალური ოპოზიცია ვიოლა ფონ კრამონის დასაცავად გამოვიდეს. ეს ყველაფერი ხუმრობით, მაგრამ ჩვენი ზოგიერთი უცხოელი კოლეგა ზედმეტად ერევა ქართულ პოლიტიკაში და ზედმეტად სუბიექტურია. როგორც ჩანს, კონკრეტული ინტერესები აქვთ და ეს ინტერესები მათ საერთო გეგმაში კარგად ზის, რაც ქაოსში ჩართვას, ხელისუფლების ცვლილებას, მეორე ფრონტის გახსნას გულისხმობს”,

    განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა, მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან დაკავშირებით, მერი კალაძის განცხადებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

  • სჭირდება “ნიუსის” საფუძველი, რომ თავი ჩამოარტყა – მდინარაძე სააკაშვილზე

    სჭირდება “ნიუსის” საფუძველი, რომ თავი ჩამოარტყა – მდინარაძე სააკაშვილზე

    “სჭირდება “ნიუსის” საფუძველი, რომ თავი ჩამოარტყა” – აცხადებს, “ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

    „რკინის მაგიდა არ არის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რკინის მაგიდას ჩამოარტყა თავი, რაღაც მეტი დრამატიზებისთვის, ამ თემის მეტი გაბერვისთვის. სინამდვილეში ეს არის ცალკე აღებული „ფეიკ კამპანია“ , რომელიც ჯდება მილიონობით დოლარი. ერთი მილიონი და მეტი უკვე გადარიცხულია ოფიციალურად ლობისტებისთვის და არაოფიციალურად, რა ჯდება და ის შეკვეთილი სტატიები ასე მარტივად რომ არ გაივლიდა, ესეც ძალიან კარგად ვიცით და ამ სტატიებისთვის სჭირდება “ნიუსის” საფუძველი, რომ თავი ჩამოარტყა, საერთაშორისო გამოცემაში ახალი სტატია უნდა დაიბეჭდოს. ამაში ბევრი ფულია გადახდილი და საქართველოს წინააღმდეგ ამანაც უნდა იმუშაოს. ამაში ხდება ფულის გადახდა, ამ მავნებლობაში. კონკრეტული შეკვეთილი სტატიებით თავის როლს ასრულებენ, გასაგებია, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო ამ „ფეიკებსაც“ საბედნიეროდ წარმატებით უმკლავდება“ – ამბობს მდინარაძე.

    ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ  მან ორჯერ დაკარგა გონება და თავი დაარტყა რკინის მაგიდას ინფორმაციას უარყოფს “ვივა მედის” კლინიკური დირექტორი. ჩხაიძე ამბობს რომ “ლუქს” პალატაში რკინის მაგიდა არ დგას.

  • “ოცნება” იმდენად ახლოსაა კრემლთან, რომ რუს უფლებადამცველებს საზღვრიდან უკან აბრუნებენ – კრამონი

    “ბოლო პერიოდამდე კონსტანტინ კულეს მეც დავეთანხმებოდი, მაგრამ საქართველოს მთავრობა იმდენად ახლოსაა კრემლთან, რომ რუს უფლებადამცველებს საზღვრიდან უკან აბრუნებენ, დისიდენტების ექსტრადირებაც მოსალოდნელია და აღარ ვარ დარწმუნებული.

    მოლდოვა სხვა შემთხვევაა”

    აცხადებს, გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

  • რუსეთი უძლებს, თუ ნებდება? და თუ ჩვენ ვნებდებით ბოროტებას, რატომ? – თინა კანდელაკი

    სიტყვა “მოთმენას” ძალიან ბევრი სინონიმი აქვს. მაგალითად, “გაძლება”, ან “ატანა”, მაგრამ, არის კიდევ ერთი სინონიმი – “დანებება”. მე მაქვს კითხვა: დღეს რუსეთი უძლებს, თუ ნებდება? და თუ ჩვენ ვნებდებით ბოროტებას, რატომ?

    აცხადებს, რუსეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკი, რითიც ეხმაურება, კრემლზე დრონებით თავდასხმას.

  • პრეზიდენტი რომ ვიყო ომს 24 საათში დავასრულებდი – ტრამპი

    “მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ ომს დავასრულებდი და ამას 24 საათი დასჭირდებოდა. მე კარგად ვიცნობ ზელენსკის. კარგად ვიცნობ პუტინს. მე შემიძლია დავასრულო ის ამ დროში… 100%-ით.”,

    აცხადებს, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი  GB News-თან ინტერვიუში.

  • 20 ნაბიჯი ჩამოიაროს კაბინეტიდან, დედები რომ ღამეს ათენებენ, იქ გაიხსენოს ოჯახის სიწმინდე – ნაცვლიშვილი ღარიბაშვილზე

    “ოჯახზე, დედებზე, ბავშვებზე, ასეთ კარგ რაღაცებზე, საუბრობს და მაგაზე ბუდაპეშტში საუბარს, ურჩევნია 20 ნაბიჯი ჩამოიაროს თავისი კაბინეტიდან და მისი კაბინეტის წინ, მეორე კვირაა დედები, რომლებმაც ოჯახები დატოვეს და შვილების გადასარჩენად იძულებულები არიან ღამე ათენონ კანცელარიის წინ, აი მანდ რომ გაიხსენოს “ოჯახის სიწმინდე” და ის რომ ქალი სახლში უნდა იყოს ბავშვთან, კარგი იქნება და გაიგონოს, რომ წამალი სჭირდებათ ბავშვებს”.

    განაცხადა “ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პრემიერის კონსერვატიულ კონფერენციაზე გამოსვლასთან დაკავშირებით.

  • გადაწყვეტილებებს მსგავს ქმედებებზე და მსგავს ტერაქტებზე არა კიევში, არამედ ვაშინგტონში იღებენ – პესკოვი დრონით თავდასხმაზე

    გადაწყვეტილებებს მსგავს ქმედებებზე და მსგავს ტერაქტებზე არა კიევში, არამედ ვაშინგტონში იღებენ – პესკოვი დრონით თავდასხმაზე

    „ასეთი გადაწყვეტილებები, მიზნების განსაზღვრა, საშუალებების განსაზღვრა – ამ ყველაფერს კიევს ვაშინგტონიდან კარნახობენ. ჩვენ ეს კარგად ვიცით. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გადაწყვეტილებებს მსგავს ქმედებებზე და მსგავს ტერაქტებზე არა კიევში, არამედ ვაშინგტონში იღებენ. კიევი აღასრულებს იმას, რასაც ეუბნებიან“,

    ასე უპასუხა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, CNN-ის კითხვას, მიაჩნია თუ არა კრემლს, რომ შეტევის უკან აშშ დგას.

  • ზრუნავს ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლების შენარჩუნებაზე – ბოკერია ღარიბაშვილზე

    ზრუნავს ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლების შენარჩუნებაზე – ბოკერია ღარიბაშვილზე

    უნდა გავიდოთ, დავინახოთ მანდ რაც არის, ფარისეველი, მატყუარა, რომელიც ზრუნავს საკუთარი რეჟიმის, ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლების შენარჩუნებაზე და არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე. ჩვენი ეროვნული ინტერესი დღეს არის, თავისუფალ სამყაროში იმ იდეის გატანა, რომ საქართველო იმსახურებს, როგორც ქვეყანა და დასავლეთს ის სჭირდება, ამავე დროს, როგორც NATO-ს წევრი, როგორც რაიმე მყარი ფორმით, დასავლეთის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მყოფი სახელმწიფო, რომ ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა ამ საკითხში, გვჭირდება მხარდაჭერა დეოკუპაციაში, ჩვენ გვჭირდება მტკიცე, თავისუფალი კოალიცია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

    განაცხადა ფორმულასთან ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.