Blog

  • ევროპის ჩემპიონატის დროს იგეგმება მიღება, რომ არ იყოს პროტესტები – გვარამია რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე

    ევროპის ჩემპიონატის დროს იგეგმება მიღება, რომ არ იყოს პროტესტები – გვარამია რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე

    დღეს ქართული ოცნება აღარ არის მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი, ის არის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შემცველი ძალა. ის ეღობება ჩვენს ისტორიულ მიზანს, რომელიც ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოხატა როგორც მისი ისტორიული განვითარების მანძილზე, ასევე დღეის მდგომარეობითაც – ეს არის ჩვენი ევროკავშირში წევრობა.

    ჩვენი პარტია, ახალი გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ჩვენი შექმნის მთავარი საფუძველი – ის რომ ქართველი ხალხი შევიყვანოთ მის ისტორიულ ოჯახში, ევროკავშირში.

    დაჩქარებული წესით ეს კანონპროექტი არ მიიღებაო – ეს არის ხაფანგი. კანონი არ მიიღება დაჩქარებული წესით მხოლოდ იმის გამო, რომ ივნისში იგეგმება მისი მიღება, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რომ არ იყოს პროტესტები ამ პერიოდში და ხალხს უბრალოდ არ ეცალოს პროტესტის გამოსახატავად. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ, ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს ევროპულ ოჯახში და ასევე შევძლებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ევროპული პერსპექტივა ჩვენს ქვეყანაში.

    განაცხადა პარტია ახალის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.

  • ამ კანონს ჰქვია EU-ზე უარის თქმის მცდელობა, მოსკოვი არ არის ჩვენი შვილების მომავალი – მელია რუსულ კანონზე

    ‘ამ კანონს ჰქვია EU-ზე უარის თქმის მცდელობა, მოსკოვი არ არის ჩვენი შვილების მომავალი” – აცხადებს პარტია “ახალის” ლიდერი, ნიკა მელია “ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე.

    “ქართული ოცნება უკანასკნელი, განსაკუთრებით ერთი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით ყოველ დღე დგამს პროვოკაციულ ნაბიჯებს, ღიად და დაუფარავად დგამს პროვოკაციულ ნაბიჯებს, რაც რბილად რომ ვთქვათ, გვაშორებს ევროკავშირისგან. ეს ნაბიჯი წინ გადადგმული მათ მიერ ამას ისახავს მიზნად. […] დღევანდელი შემთხვევა, რომელიც არის მცდელობა, გადაიწეროს ისტორია, მეტი არაფერი ხალხო, რისთვისაც თაობებმა მიუძღვნეს საკუთარი სიცოცხლე, არსება, არსებობა მოვლენას, რომ ქვეყანა მოსახლეობით გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, ანუ დიდი ევროპული ოჯახის წევრი სახელმწიფო, ამ ყველაფერს, ცდილობს ახლა ქართული ოცნება რომ შემოგვიტრიალოს რაღაც ყბადაღებული საკითხით, რომელსაც რუსული კანონი ჰქვია, რომელიც უმძიმესი კანონია და რომელსაც სინამდვილეში ჰქვია ევროკავშირზე უარის თქმის მცდელობა.[…]

    ევროპული პერსპექტივა არის ეროვნული პერსპექტივა, ჩვენ ვერ ვხედავთ პერსპექტივას და ვერავინ დაგვანახებს პერსპექტივას იაროსლავში და ტომსკში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოსკოვი არ არის ჩვენი შვილების მომავალი, გვჯერა, არა თუ მიგვაჩნია. მდინარაძე ივანიშვილს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფნა და ჩვენ გვჯერა, რომ მთელი ჩვენი შეგნებული ცხოვრება უნდა მივუძღვნათ ამ საფრთხის განეიტრალებას, რომელიც გადის ევროკავშირის წევრობაზე და როდესაც ჩვენი ბედით თამაშობს ივანიშვილი, როგორც შულერი ჩვენი შვილების ბედით თამაშობს, ეს არავის არ გასვლია, ხალხთან დაპირისპირებაში ამ ხარისხით ნებისმიერი ხელისუფლება როდესაც შემოსულა, ის ყოველთვის დამარცხებულა და ახლაც ეს ვერ იქნება გამონაკლისი, ამიტომ სიტყვებთან ერთად, რა თქმა უნდა, მე მჯერა ქართული საზოგადოება იქნება ადეკვატური, გვჯერა ადეკვატური იქნება ამ გამოწვევის წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი ეკარგება ყველაფერს”, – თქვა ნიკა მელიამ.

  • ”საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ მიისწრაფვის” – აუსტრევიჩუსი რუსულ კანონზე

    “როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ მიისწრაფვის. ევროკავშირსა და ამ უკანასკნელს შორის კომპრომისი არ არსებობს, რადგან დემოკრატიული კრიტერიუმები არ არის მოლაპარაკების საგანი.”

    ასე ეხმაურება, ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი, “ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე.

  • ტალახში გორაობის ინსტრუქცია მოუვიდათ ჩრდილოეთიდან – ლომჯარია რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე

    “რატომ დააბრუნეს “რუსული კანონი”? ქართულ ოცნებას” უნდა “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია” დაარქვას ყველას, ვინც საქმის კეთებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას იღებს ევროპიდან. ასეთ კანონებს რა მოჰყვება, რუსეთის მაგალითზე შეგვიძლია ვნახოთ თვალნათლივ.

    როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ზედმეტი დოზით შევედით ევროპაში (სტატუსი მოგვანიჭეს, ევრო 2024-ზე გავედით) ტალახში გორაობის ინსტრუქცია მოუვიდათ ჩრდილოეთიდან.

    არავითარი გაუმჭვირვალე და საფრთხის შემცველი ფული ევროპიდან საქართველოში არ მოდის, ყველაფერი ხდება საგადასახადო რეგისტრაციის, საბანკო გადარიცხვების, გადასახადების დეკლარირების და ა.შ. გზით.”

    წერს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია “ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე.

  • „რუსული კანონის“ დაბრუნების განაცხადი არის ბოლო გაბრძოლება რეალურ ქართულ დემოკრატიასა და იმ საქართველოს შორის, რომელიც უკან, წარსულში გვაბრუნებს – აქუბარდია

    “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ბოლო ბრძოლა გამოაცხადა, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები და ვიყოთ დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეები. “რუსული კანონის”დაბრუნების განაცხადი, რაც ახლა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა დააანონსა არის სწორედ ბოლო გაბრძოლება რეალურ ქართულ დემოკრატიასა და იმ საქართველოს შორის, რომელიც უკან, წარსულში გვაბრუნებს – უკან რუსული ყაიდის ტიპის ქვეყნის ცხოვრებაში და ართმევს შესაძლებლობას მოქალაქეების იმ 85%-ს რომელსაც სურს, იხილონ ევროპა საქართველოში და არა ემიგრაციაში. ეს არის კიდევ ერთხელ იმისი მაჩვენებელი, რომ ის დროებითი მოგება, რაც ქართველმა ხალხმა “ქართულ ოცნებასთან” შეძლო, როდესაც პროტესტის შედეგად ჩვენ გავაჩერეთ რუსული კანონი და მათ მოუწიათ უკან წაღება, იყო დროებითი. თავდასხმების სერია არასამთავრობოებზე, დასავლეთზე, ოპოზიციასა და ქართულ დემოკრატიაზე, იყო გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ ისინი გაბედავდნენ, კიდევ ერთხელ შემოეტანათ კანონი, რომელიც ქვეყანას ართმევს შესაძლებლობას, ვიცხოვროთ ისე, როგორც ამას ჩვენ ვწყვეტთ და არა კრემლის დიქტატითა და “ქართული ოცნების” კარნახით. ამ მოცემულობაში ბრძოლის გადამწყვეტი ფაზაა, თუ როგორ სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ ჩვენ, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ შეუპოვარ ბრძოლას ქართული დემოკრატიისთვის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ გვებრძოლა ქალთა უფლებებსა და თანასწორობაზე, დაგვეგმო ის კანონი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” და არა “გირჩმა” დააინიცირა პარლამენტში, რათა ქალთა თანამონაწილეობა მოეშალა, მაგრამ დღეს ქალები კვლავ ძლიერები ვიქნებით და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველოში არასდროს არ დაბრუნდეს ის წარსული, რომელიც სურს „ქართულ ოცნებას” და საქართველოში კრიტიკული აზრი, დამოუკიდებელი ხმა და და ქვეყნის ევროპული არჩევანი იყოს დაცული”,

    ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

  • “ოცნება” პარლამენტში “რუსულ კანონს” ხელახლა აინიცირებს

    “ოცნება” პარლამენტში “რუსულ კანონს” ხელახლა აინიცირებს

    ქართული ოცნება რუსულ კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა დააინიცირებს. ეს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა.

    “საპარლამენტო უმრავლესობამ პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.

    კანონპროექტი დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული. ერთადერთი განსხვავებით – ჩვენ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა “უცხოური გავლენის აგენტი” გამოყენებული იქნება ტერმინი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.

    შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოურო დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისას მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც კეთილსინდისიერებაზე თუნდაც ფორმალური პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს.

    კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული “- თქვა მდინარაძემ.

  • პაციენტს სალმონელოზა დაუდასტურდა – თბილისში საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

    სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, წერეთლის გამზირზე მდებარე საშაურმე “OK”-ს საწარმოო პროცესი შეუჩერა.  შაურმასა და შაურმისთვის განკუთვნილ შემწვარ ღორის ხორცში აღმოჩენილია სალმონელა, ასევე პროტეუსის ბაქტერია, კოლიფორმები, აერობული მიკროორგანიზმები და ობის სოკოები.

    შპს “მადლი” კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა დაჯარიმდა კანონმდებლობით.

    “სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქ. თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო შეტყობინება სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. ეპიდანამნეზის თანახმად, პაციენტს საკვებად მიღებული აქვს შაურმა, რომელიც შეიძინა საშაურმე „OK“-ში (წერეთლის გამზირი 22), ინფორმაციის მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა საშაურმეში (შპს „მადლი“ – საშაურმე “OK”, ს/კ 404581877) სახელმწიფო კონტროლი – არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს და აიღეს სურსათის ნიმუშები (შაურმა ღორის ხორცით, შაურმისთვის განკუთვნილი შემწვარი ღორის ხორცი, სალათის ფოთოლი, ქათმის ბარკალი და გაყინული ღორის ხორცი).

    ლაბორატორიული კვლევის შედეგად შაურმასა და შაურმისთვის განკუთვნილ შემწვარ ღორის ხორცში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი – Salmonella, ასევე Proteus spp (პროტეუსის ბაქტერია), კოლიფორმები, აერობული მიკროორგანიზმები და ობის სოკოები.

    შპს „მადლს“ კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად; ასევე დაევალა გენერალური რეცხვა-დეზინფექციის ჩატარება, ინვენტარის ზედაპირებიდან ნიმუშების აღება და მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა”.

  • სტამბოლის ცენტრში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 27 ადამიანი ემსხვერპლა

    სტამბოლის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა, რასაც, 27 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 10-მდე ადამიანი. ამის შესახებ ქალაქის მერმა ეკრემ იმამოღლუმ ისაუბრა.

    ხანძარი, ღამის კლუბ Masquerade-ში დღის საათებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა. კლუბი ბეშიქთაშის რაიონში 16-სართულიანი შენობის ქვემოთ მდებარეობდა

    გამომწვევი მიზეზების დასადგებად გამოძიებაა დაწყებული.

    ქალაქის გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით,  მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე 6 ადამიანი დააკავეს.

  • კვოტირებულ ქალებს კაცები არჩევენ, კვოტირებამ ზიანი მოუტანა ქალებს – თამარ ჩერგოლეიშვილი

    კვოტირებულ ქალებს კაცები არჩევენ, კვოტირებამ ზიანი მოუტანა ქალებს – თამარ ჩერგოლეიშვილი

    პირიქით, გენდერულმა კვოტირებამ ზიანი მოუტანა ქალებს და ქალების ემანსიპაციის საკითხს საქართველოში… ამ კვოტირებულ ქალებს ხომ ისევ კაცები არჩევენ? ამ კვოტირებულ ქალებს კაცები არჩევენ მორჩილების ნიშნით, შესაბამისად, იქმნება სტერეოტიპი, რომ ქალი უნდა იყოს ასეთი – კაცების მორჩილი. ყველა ქალი, გინდა კვოტით, გინდა უკვოტოდ, რომელიც დღეს პარტიებში რაღაცა მოწინავე ადგილებზე მოხვდა, მოხვდა მორჩილების ნიშნით, და ის ქალები, მაგალითად მე, ვინც მორჩილები არ ვართ და არ ვემორჩილებით ამ წესრიგს, გიჟებად ვირაცხებით, იმიტომ, რომ ამ სტერეოტიპს ხელს უწყობენ ის კვოტირებული ქალები, რომლებიც მორჩილების ნიშნით არიან მოხვედრილები სიაში…

    …ხელით არჩევენ კაცები მორჩილ ქალებს, იმისთვის, რომ ამისგან შექმნან იდეალი და მერე ყველა დანარჩენი, რეალური ლიდერი ქალი ვინც არის, რომელიც არ უშინდება დაპირისპირებებს, ის ხალხი მერე გიჟებად ირაცხებიან…

    …ეს ყველაფერი უბრალოდ არის უნიჭო ქალების მეთოდი, რომ რამენაირად მოხვდნენ პარლამენტში, თავისუფალ ლიდერ ქალებს სჭირდებათ თავისუფალი კონკურენცია და სამართლიანი თამაშის წესები.

    აცხადებს ამის შეასხებ,  ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა გენდერულ კვოტებზე საუბრისას TV პირველის ეთერში.

  • “მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება” – 112-ის გაფრთხილება

    საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნის.

    “გაცნობებთ, რომ 3-4 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”, – წერს 112.