Blog

  • ბოდიშს ვიხდი ბატონ პაპუაშვილთან რომ ამ ტერმინს ვხმარობ, მაგრამ რუსული კანონის ინიცირებით, ოცნებამ ევროპას უთხრა არა – ზურაბიშვილი

    “ყველაზე მოსალოცი ის არის, რომ თქვენ ის შეძელით, რომ დაამთხვიეთ თქვენი რუსული კანონით, ბოდიშს ვიხდი ბატონ პაპუაშვილთან,რომ ამ ტერმინს ვხმარობ, მაგრამ ვიხმარ – რუსული კანონის ინიცირება,  31 მარტიდან 9 აპრილამდე კვირას, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიისთვის დატვირთული ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ ეს ხომ თქვენ არ გაგაჩნიათ, არც ეროვნული და არც ევროპული. დღეს ეს ორი მცნება – ეროვნული და ევროპული ერთად არის, ამის გამიჯვნა შეუძლებელია და ეს ძალიან კარგად ესმის ქართულ საზოგადოებას. თქვენ არ გინდათ, რომ დაინახოთ, არ გინდათ რომ მოისმინოთ რომ ერთიანია საქართველოს საზოგადოება ამ ერთი მიმართულებით – დამოუკიდებლობა გავამყაროთ, რუსეთი არასდროს დაბრუნება აქ.
    ოცნებამ უკვე თავისი სახე გამოაჩინა, ერთი პერიოდი – 15 დეკემბრიდან 1 თვე, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ეს ევროპული გადაწყვეტილება, ჩვენი დამსახურებაა და ეს ახალი რიტორიკა ცოტა ხნით გაგრძელდა, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი ნათელია, ოცნებამ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა – ევროპას უთხრა არა ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც დღევანდელ 9 რეკომენდაციაში წერია.

    ევროპიდან მივიღეთ ერთგვარი ავანსი და დღეს, ოცნება არის დაკავებული ამ ჩვენი გზის და მომავლის საბოტაჟით. საბოტაჟი არის ერთადერთი სიტყვა, რაც მომაფიქრდა. “

    აცხადებს  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  და  “ქართული ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახალ ინიცირებას ეხმაურება

  • “ყველანი უნდა გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი, ევროპული დროშის ქვეშ… ამ დროშას მე დავიჭერ!” – ზურაბიშვილი რუსულ კანონზე

    “ყველანი უნდა გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი, ევროპული დროშის ქვეშ… ამ დროშას მე დავიჭერ!” – ზურაბიშვილი რუსულ კანონზე

    პასუხი არის მხოლოდ ერთი – ეს არის არჩევნებით, სათქმელის თქმა. არჩევნები მოდის ცოტა ხანში, ხელისუფლებამ იცის ჩვენზე ბევრად კარგად, ყველაზე კარგად, თუ რა არის რეალური ციფრები. ძალიან კარგად იცის, რომ არც კონსტიტუციური უმრავლესობა, არც მიშას დაბრუნება, ეს ყველაფერი უკვე მითები არის, რითაც უნდათ, რომ შეაშინონ საზოგადოება. რეალობა არის, რომ არსებობს ქვეყანაში დიდი უმრავლესობა, რომელმაც იცის რა უნდა და უნდა ამ ქვეყნისთვის დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი. ჩვენ უნდა გავიდეთ არჩევნებზე, უდიდესი მობილიზაცია ამისთვის არის საჭირო და სწორედ არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა, აქ საჭირო არის მომზადება. მომზადება იმისთვის, რომ ყველანი გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი, ევროპული დროშის ქვეშ. რამოდენიმე პარტიით ალბათ, მაგრამ ერთი დროშის ქვეშ და ეს არის ევროპული დროშა, ევროპული სამოქმედო გეგმა, რომელზედაც ვმუშაობთ და გავერთიანდებით, რაც არ ნიშნავს პარტიების, მაინც და მაინც, გაერთიანება, მაგრამ ნიშნავს მათი გამსხვილება და, რაც მთავარია, ეს ნიშნავს საზოგადოების გაერთიანება, ეროვნული თანხმობა ევროპაზე. და ამ დროშას მე დავიჭერ ბოლომდე და ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ, ევროპამ და ევროპულმა საქართველომ გაიმარჯვოს ამ მომავალ არჩევნებზე,

    აცხადებს  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  და  “ქართული ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახალ ინიცირებას ეხმაურება

  • ”ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიაშარიამ დეპუტატებს “მოუტ*ვნელი ქალები” უწოდა [ვიდეო]

    “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში გენდერული კვოტირების განხილვისას დეპუტატი ქალები შეურაცხმყოფელი რეპლიკით მოიხსენია და მათ “მოტ*ვნელი ქალები” უწოდა.

    • “დედა მოვტ*ან თქვენი, მოუტ*ვნელი დედაკაცების ჯოგი. ეს არის მოუტ*ვნელი ქალების სინდრომი, მოუტ*ვნელის”, – განაცხადა ამის შესახებ ბექა ოდიშარიამ პარლამენტში. 

    შესაბამის კადრებს, ტელეკომპანია “მთავარი არხი” ავრცელებს.

    ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, პარლამენტმა გენდერული კვოტირების სისტემის გაუქმებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ინიციატივას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი 15-მა მისცა ხმა.  საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით პარტია გირჩი გამოვიდა. პროექტის თანახმად,  პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან ვალდებულნი თავიანთი საარჩევნო სია დააკომპლექტონ გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად.

  • ”ოცნების” განცხადება სავსეა კრემლის სტილის ნარატივებით.. ადასტურებენ რომ ნებისმიერ რამეზე არიან წამსვლელები”- კუბილიუსი რუსულ კანონზე

    “ეს იგივე რუსული კანონია, რომელიც ცოტა ხნის  წინ უკან გაიწვიეს, რადგან ამას ქართული საზოგადოებისგან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ახლა საკითხავია, თუ რატომ შემოაქვთ  ისევ უკან. შესაძლოა ეს წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდებოდეს და ახლა პოლარიზაციის გაზრდა სჭირდებათ . გარდა ამისა ისინი ადასტურებენ, რომ არა აქვთ არანაირი წითელი ხაზი და ნებისმიერ რამეზე არიან წამსვლელები. ქართული ოცნების განცხადება სავსეა კრემლის სტილის ნარატივებით . ეს არის სიძულვილის  ენა, არასამთავრონო ორგანიზაციების და ოპოზიციის მიმართ, ასევე დასავლური ინსტიტუტების მიმართ, აშშ-ის მიმართ და ა.შ . ეს რეალურად კრემლის ენაა და ამით ქართული ოცნება ზიანს აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს , რის გამოც ბრიუსელში უარყოფითი რეაქცია ექნებათ “

    აცხადებს, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი “ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახლა ინიცირების ინიციატივაზე.

  • საქართველოს ხელისუფლება, რუსული სტილის “უცხოეთის აგენტების” კანონს აბრუნებს – POLITICO

    საქართველოს ხელისუფლება, რუსული სტილის “უცხოეთის აგენტების” კანონს აბრუნებს – ამ სათაურით აქვეყნებს, საერთაშორისო გამოცემა POLITICO სტატიას. გამოცემა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე პარალელს, სწორედ რუსეთთან ავლებს და წერს, რომ რუსეთმა მსგავსი ზომები გამოიყენა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების გასანადგურებლად.

    “საქართველოს მთავრობა აცოცხლებს სადავო წინადადებას საქველმოქმედო ორგანიზაციების, ზეწოლის ჯგუფებისა და ოპოზიციური მედიის აგენტებად მონათვლის შესახებ…

    რუსეთმა მსგავსი ზომები გამოიყენა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების გასანადგურებლად. ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა მანამდე თქვა, რომ კანონის ქართული ვერსია “შეუსაბამო იქნება ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან” და “ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით”…

    …გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ დააანონსა კანონპროექტი, რომელიც ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების მხარდაჭერის კრიმინალიზებას მოახდენს, რაც მსგავსია “LGBTQ+ პროპაგანდაზე” რუსეთის მკაცრი კანონების”. – წერს POLITICO.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ 21:00 საათზე, მმართველი გუნდის პარტიის ოფისში, უმრავლესობის სხდომა გაიმართა. უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, კი განაცხადა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი თავიდან დაინიცირდება. კანონპროექტის, ტექსტი, წინა ტექსტის იდენტური იქნება, მხოლოდ ერთადერთი, განსხვავებით,  “უცხოური გავლენის აგენტი” ჩანაცვლდება ტერმინით – “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია”.

  • სტატუსის მიღების შემდეგ “ოცნება” კვლავ აჩვენებს თავის რეალურ სახეს” – ბუნდესტაგის დეპუტატი თომას ჰაკერი

    “საჭირო რეფორმების გატარების ნაცვლად, “ქართული ოცნება” ისევ ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ  “ქართული ოცნება”  კვლავ აჩვენებს თავის რეალურ სახეს”

    გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი, თომას ჰაკერი  “ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახლა ინიცირების ინიციატივაზე.

  • “ოცნება” კვლავ ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროპული რეფორმების გზის საბოტაჟისთვის მზად არის – ლექსმანი

    “ქართული ოცნების” მთავრობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროპული რეფორმების გზის საბოტაჟისთვის მზად არის”.

    წერს ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი “ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახლა ინიცირების ინიციატივაზე.

  • “პრორუსული, პროჩინური ტენდენციების სახიფათო დემონსტრირებაა ოცნებაში” – პავილიონისი რუსული კანონზე

    “პრორუსული, პროჩინური ტენდენციების სახიფათო დემონსტრირება ქართულ ოცნებაში. იმედი მაქვს, ეს ავტოკრატიული, ანტიდასავლური ინიციატივა შეჩერდება”

    ასე ეხმაურება, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, “ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას.

  • მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. არ ასვენებთ გამჩენი, ეს არ უნდა გავატანინოთ – ელისაშვილი რუსულ კანონზე

    არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება არის გამჭვირვალე. ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ბნელ ფულებს იღებს. არ ასვენებთ გამჩენი, ეტყობა რაღაც ვალდებულებები აქვთ ამ რუსებთან და ისინი ავალდებულებენ, თორემ ახსნა ლოგიკური და ნორმალური, ამას არ აქვს. არ უნდა გავატანინოთ ეს კანონი, ყველას მოვუწოდებ ვინც არის ნორმალური ადამიანი, ვისაც უნდა ნორმალურ ქვეყანაში და ვისაც უნდა რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი – აბჯარი აისხით, მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. ეს არ უნდა გავატანინოთ”

    ასე ეხმაურება, “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, “ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას.

  • “ქართული ოცნება თუ კოშმარი? უცხოური აგენტების კანონი რუსული დიქტატურიდან არის შემოტანილი!” – რებეკა ჰარმსი

    “ქართული ოცნება თუ კოშმარი?

    უცხოური აგენტების კანონი რუსული დიქტატურიდან არის შემოტანილი და მოწამლავს მთელ დემოკრატიულ პროცესებს და ევროინტეგრაციას.”

    ასე ეხმაურება, ყოფილი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმს  “ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას.