ქალების კვოტის გაუქმების თაობაზე: დავიწყებ იმით, რომ “ახალს” არ ჭირდება 25%-იანი რეგულაცია – ჩვენთან სრულიად ბუნებრივად გაცილებით მეტი ქალია ჩართული (რეალურად ჩართული) გადაწყვეტილებების მიღებაში.
ვერასდროს ვერ გავიგებ, რომ ქალებს და კაცებს ერთი და იგივე შრომისთვის განსხვავებული ხელფასი აქვთ, ან სამსახურში აყვანაში გენდერული კუთვნილება რაიმეს წყვეტს. ვერ გავიგებ, იმიტომ რომ 20 წელია ხალხი სამსახურში ამყავს და არასდროს ერთი მილიმეტრითაც კი ამ ფაქტორს გავლენა არ მოუხდენია კი არა, საერთოდ როგორც ფაქტორი არ ფიგურირებდა.
2 ბიჭის და 1 გოგოს მამა ვარ და ვინმემ რომ მითხრას, რომ მათ შორის რაიმე უფლებრივი განსხვავებაა, ვერც გავბრაზდები, უბრალოდ, ვერ გავიგებ.
პოზიტიური დისკრიმინაცია ზოგადად არ მომწონს და არ ვემხრობი, იმ შემთხვევების გარდა, როცა ეს ერთადერთი გზაა უთანასწორობის აღმოსაფხვრელად (მაგალითად, შევადარებდი 70-იანი, 80-იანი წლების ამერიკას, როცა ეს მართლა საჭირო იყო, და დღევანდელს, როცა ეს მავნებლობა მგონია).
მთავარი: მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ ვერ ვიაზრებ, როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში გენდერული ჩაგვრა არსებობდეს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი მამაკაცების კი არა, ქალების უმრავლესობის პერსპექტივიდან უნდა წყდებოდეს. მე არ ვარ ამ საკითხის მცოდნე და ვერც ვიქნები. და ეს საკითხი ფოკუს ჯგუფის (ქალების) სუბიექტურ აღქმებს ემყარება და არა რაიმე ზოგად კანონზომიერებებს თუ უფლებრივ ფორმულებს და პოლიტიკურ მიზანშეწონილობებს.
და ბოლოს: ქართულ ოცნებას ქალების კვოტირება რატომ გაახსენდა საერთოდ და დაჩქარებულად რატომ განიხილა? სასაცილო ამბავია, ნამდვილად. იმაზე სასაცილო, ვიდრე გირჩი რომ გვარწმუნებს, რომ მისი ინიციატივა (ჰოი საოცრებავ!) კანონად იქცა.
Blog
-

გენდერული კვოტირების საკითხი ქალების უმრავლესობის პერსპექტივიდან უნდა წყდებოდეს – გვარამია
-

ვეწინააღმდეგები ქალების კვოტების გაუქმებას! – გიორგი ვაშაძე
ვეწინააღმდეგები ქალების კვოტების გაუქმებას.
უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის ბევრ წარმატებულ ქვეყანაში ეს გზა გაიარეს თანასწორობის, ქალების ჩართულობისა და დემოკრატიის უფრო მეტად განვითარებისთვის.
აქვე ვიტყვი, მაშინ, როდესაც ქალბატონები ტოვებენ შვილებს და ოჯახებს სამუშაო ადგილების არქონის და მაღალი ფასების გამო, უტოპიურია ასეთი რეალური პრობლემისთვის გვერდის ავლის მცდელობა და ხელოვნურად შექმნილი თემების დღის წესრიგში დაყენება.
აცხადებს, სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. -
კალაძის თქმით, ივანიშვილმა საქართველოს ნაკრებს გამარჯვება სატელეფონო ზარით მიულოცა
“ბიძინა ივანიშვილსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და გამარჯვება მიულოცა. ეს იყო მთელი ქვეყნის გამარჯვება. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დაიდო. ყველაზე კარგია, რომ ძალიან ცხელი ზაფხული გველოდება. უნდა ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს, რადგან დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზეც ღირსეულად წარდგება. ეს ეფექტი ძალიან მნიშვნელოვანია და მხოლოდ ერთჯერადი აქტი არაა. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობისაა, მაგრამ ამას დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტი ეფექტი მოჰყვება. წარმოიდგინეთ რამდენი ბავშვია, რომელსაც გაუჩნდა მეტი მოტივაცია, სურვილი, რომ ფეხბურთელი, სპორტსმენი გამოვიდეს. ეს ყველაფერი თანხვედრაშია”,
აცხადებს თბილისის მერი, კახი კალაძე.
-
მაოცებს ის პანიკა, არ ვთვლი, რომ ვინმეს ანგარიში უნდა ჩავაბარო – ეკა არეშიძე
”მაოცებს ის პანიკა, არ ვთვლი, რომ ვინმეს ანგარიში უნდა ჩავაბარო” – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ეკა არეშიძე სოციალურ ქსელში განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების წინააღმდეგ დაწყებულ დისკრედიტაციის კამპანიაზე წერს.
“მაოცებს ის პანიკა, რაც ჩემი და ჩემი მეგობრების იტალიაში გატარებულმა შვებულებამ გამოიწვია. საერთოდ არ ვაპირებდი გამოხმაურებას და რამის ახსნას, მაგრამ რადგან ვრცელდება დეზინფორმაცია, ამ საჯარო პოსტით იმედია დავაკმაყოფილებ ცნობისმოყვარეთა ინტერესს.
ჯერ კიდევ სექტემბერში გადავწყვიტე განსხვავებულ გარემოში შევხვედროდი ამ თარიღს. თანამოაზრეეებიც შემოვიკრიბე (ამ საკითხში), რა თქმა უნდა ჩემი მეგობრები. იმისთვის რომ ვიზიტი სასიამოვნოც ყოფილიყო და ბიუჯეტურიც, ნოემბერში შევიძინეთ ავიაკომპანია ვიზიარის ბილეთები. იანვრის ბოლოს დავჯავშნეთ სასტუმრო, 3 ვარსკვლავიანი, ქალაქ რომში, 3 და 2 ადგილიანი ნომრები. თებერვალში დამატებით გადავიხადეთ ბარგის თანხა. ეს ყველაფერი სართო ჯამში თითოეულს დაგვიჯდა 2000 ლარამდე (შეიძლება ვინმეს გამოადგეს ეს გამოცდილება) […] არ ვთვლი, რომ ვინმეს ანგარიში უნდა ჩავაბარო, სად და ვისთან ერთად დავისვენებ თუ ვიცხოვრებ. რაც შეეხება ვეტინგს, ამაზე პოზიცია საჯაროდ დავაფიქსირე, დავაზუსტებ რომ ვეტინგს არ ვეწინააღმდეგები, თუ ამის საჭიროებაა. ალიბი არ გვჭირდება. სხვათაშორის ჩემი ამ გეგმის შესახებ, ჩემმა სხვა ბევრმა კოლეგამაც იცოდა, ასევე ისიც თუ ვისთან ვმეგობრობ წლებია, არ არის საიდუმლო. სასწავლო ვიზიტები სხვაგვარად იგეგმება და ფინანსდება, სადაც მხოლოდ მე და ჩემი მეგობრები არ დავდივართ. ეს კამპანია იმ მოსამართლეთა დისკრედიტაციას ემსახურება ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს, თუმცა არ არის პრობლემა, ყოველთვის მქონდა და მექნება ჩემი აზრი და პოზიცია”, – წერს არეშიძე.
-
დეკლარაციის შემოწმება აღარ ჰყოფნით, ალბათ, სახლში შემოგვივარდებიან – თადუმაძე ვეტინგზე
განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ შალვა თადუმაძემ უზენაესი სასამართლოს სხდომაზე, რომლის ოქმიც ფორმულამ დღეს მოიპოვა.
-
ვეტინგზე ასეთი წინააღმდეგობა სასამართლოს კორუმპირებულობის მტკიცებულებაა – ოქრიაშვილი
რას ნიშნავს მოსამართლეთა ვეტინგი?! ეს არის მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მეთოდისა და კრიტერიუმების შემუშავება. ანუ ე.წ. სტანდარტული შემოწმებით დგინდება, არის თუ არა მოსამართლე კეთილსინდისიერი და შეესაბამება თუ არა დაკავებულ თანამდებობას. ვფიქრობ, ნაკლებად საინტერესოა, ვინ ამოწმებს – მთავარია, შემოწმდეს ხარისხიანად. გასაგებია, რომ ხელისუფლება, რომელიც თავად ნიშნავს მოსამართლეებს, მათ ხარისხიანად ვერ შეამოწმებს. ხელისუფლების ასეთი წინააღმდეგობა ვეტინგზე სასამართლო სისტემის კორუმპირებულობის ერთგვარ მტკიცებულებად იქცა!
ყველამ ვიცით, რომ თუ ქვეყანაში ძლიერი დამოუკიდებელი სასამართლო არ იქნება, მდგრადი ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობაზე ეკონომიკური ზრდის სამართლიანი გადანაწილება ვერ მოხდება. ხელისუფლების უარი აზარალებს, პირველ რიგში, თავად სასამართლოს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. თუ ვამოწმებთ ყველა სფეროს წარმომადგენელს, სპორტსმენიდან და მასწავლებლიდან დაწყებული, პრემიერ-მინისტრით დასრულებული, მაშინ რატომ ვამბობთ უარს მოსამართლეების შემოწმებაზე?! ხომ ვნიშნავთ მოსამართლეებს უვადოდ, სწორედ ამიტომ მუდმივად, ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვამოწმოთ მათი კეთილსინდისიერება!
მომიტევეთ, მაგრამ განვმეორდები – თუ გვინდა, კარგად ვიცხოვროთ, ამ ქვეყანაში კორუფცია არ უნდა იყოს, რასაც მხოლოდ დამოუკიდებელი და პატიოსანი სასამართლო უზრუნველყოფს. იქნება კორუფცია?! ვიქნებით მშივრები და როგორი მშიერიც ახლაა ეს ქვეყანა, ასეთივედ დარჩება!
-
ხელისუფლების დონეზეც რომ მოხდეს, ვეტინგს არ გავივლი – მაია ვაჩაძე
“ხელისუფლების დონეზეც რომ მოხდეს, მე პირობას გაძლევთ თქვენ, რომ მეტ ვეტინგს აღარ გავივლი, რაც არ უნდა მიქნან. გინდა ხელისუფლებამ და გინდა არასამთავრობოებმა. არ გავივლი არანაირად. ახლა არის მხოლოდ არასამთავრობოების დონეზე, ხვალ არ ვიცი ვის დონეზე იქნება. ვის დონეზეც არ უნდა იყოს. მე აბსოლუტურად ვეთანხმები ჩემი კოლეგების ყველა გამონათქვამს, რომ ეს არის არაკონსტიტუციური და მე პირადად მაგონებს, საბჭოთა კავშირში რომ სამეულები იყო – ე.წ. ტროიკები”,
აცხადებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მაია ვაჩაძე.
-
რუსეთის ახალი რკინიგზა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენთვის შესაძლოა დიდი პრობლემა გახდეს – კირილ ბუდანოვი
“რუსეთი ერთ წელზე მეტია აშენებს რკინიგზას, რათა მიუერთდეს სამხრეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს პროცესი თითქმის დასრულებულია და ჩვენთვის შესაძლოა მომავალში სერიოზული პრობლემა გახდეს. მაგრამ იმედი მაქვს, რომ რკინიგზის სახმელეთო მონაკვეთს როგორმე გავანადგურებთ. ამის გამოცდილება უკვე გვაქვს და გაცილებით მარტივი საკითხია, ვიდრე ყირიმის ხიდი”.
აცხადებს უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაური, კირილო ბუდანოვი.
-
UEFA-ს პრეზიდენტი კობახიძეს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში იწვევს
უეფას პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში იწვევს.ოფიციალურ წერილში, რომელიც ირაკლი კობახიძემ ალექსანდერ ჩეფერინისგან მიიღო, აღნიშნულია, რომ ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 10 ქალაქში ჩატარდება.
“თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, უეფას სახელით მოგიწვიოთ ევრო 2024 ჩემპიონატზე დასასწრებად უეფას ვიპ-პროგრამის ფარგლებში. ტურნირი, რომელიც გამოავლენს ევროპის მე-17 ჩემპიონ გუნდს მამაკაცთა შორის, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 10 მასპინძელ ქალაქში გაიმართება. მას დაესწრებიან ფეხბურთის მოყვარულები მთელი ევროპიდან. უეფას ევროპის ტურნირი ყოველთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ჩემპიონატს – ეს არის მაღალი კლასის, გუნდური თამაშის და ფეხბურთის გამაერთიანებელი ძალის ზეიმი. თქვენი დასწრება საქართველოს მიერ გამართულ მატჩებზე იქნება ამ ღირებულებების მიმართ თქვენი ერთგულების და ჩვენი საერთო რწმენის დადასტურება, რომელიც ასახულია ტურნირის დევიზში: “ერთიანობა ფეხბურთში. ერთიანობა ევროპის გულში”. მოუთმენლად ველი გერმანიაში თქვენი მასპინძლობის შესაძლებლობას. ვიმედოვნებ, ერთად გავხდებით ამ ისტორიული მოვლენის მოწმენი”. – წერია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ უეფას პრეზიდენტის ოფიციალურ მოსაწვევში.
-
ვფიქრობ, გავზრდით ქალების მხარდაჭერას ქართული ოცნების მიმართ – ნინო წილოსანი
რა თქმა უნდა, ჩვენ პოლიტიკური გუნდის და ქართული ოცნების ნაწილი ვართ, ამიტომ წინასაარჩევნოდ განსაკუთრებულად გავაქტიურდებით. მთელი ეს 2 წელი მოვანდომეთ იმას, რომ ჩვენი პარტიის წევრ ქალებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ პროცესში, საკუთარი ელექტორატი გაუჩნდეს ანუ ის ადამიანები, ვისთანაც მათ კონკრეტული წვდომა აქვთ. ვიცით, რომ არჩევნები ზუსტადაც რომ ამომრჩეველთან სწორ კომუნიკაციასთან, მათი საჭიროებების სწორად დანახვასთან და ამ ყველაფრის საარჩევნო პროგრამაში შეტანასთან არის დაკავშირებული და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიმართულებითაც გვექნება ჩვენი წვლილი. ვფიქრობ, რომ გავზრდით ქალები მხარდაჭერას ქართული ოცნების მიმართ.