საქართველო ისეთ მდგომარეობაშია ბოლო რამდენიმე წელი, როგორც თვითმფრინავი, რომელიც მიფრინავს და მას ცუდი ამინდი აბურთავებს ჰაერში. ასეთ დროს აუცილებელია დამატებითი უსაფრთხოების ღვედები. სწორედ ამ ფუნქციას შეასრულებს გამჭვირვალობის კანონი.
კანონის პროექტი გამჭვირვალობის შესახებ ეხება მხოლოდ არასამთავრობო სექტორში იმ ორგანიზაციებს, ვისაც აღმოაჩნდება 20%-ზე მეტი შემოსავლისა, მიღებული გარედან.
ვერც ერთი, მათ შორის, ევროკავშირელი ელჩი საქართველოში ვერ იტყვის, რომ ეს კანონი არის რუსული, ვინაიდან თვითონ ევროკავშირმა ამ კანონის მიღება დაიწყო შარშან. შესაბამისად, ის ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ანტიქართულ საქმეს ემსახურებიან და უარს ამბობენ გამჭვირვალობაზე – ჩვენ, საზოგადოებას გვაქვს უფლება მათ შესახებ ოფიციალურად ვიცოდეთ.
Blog
-
აუცილებელია უსაფრთხოების ღვედები, ამ ფუნქციას შეასრულებს – წულუკიანი რუსულ კანონზე
-
ოცნებამ ახალი ინსტრუქცია მიიღო კრემლიდან – კრამონი რუსულ კანონზე
ქართულმა ოცნებამ მიიღო ახალი ინსტრუქცია თავისი პარტნიორისგან კრემლში. ისინი ისეთი არაკრეატიულები არიან, რომ აინიცირებენ იგივე კანონს, რომელსაც ქართველმა ხალხმა შარშან უთხრა – არა. ამ კანონს აქვს მხოლოდ ერთი მიზანი – საბოტაჟი გაუკეთოს საქართველოს ევროპულ მომავალს და საქართველო რუსეთის ჭაობში დატოვოს. ცუდი იდეაა.
წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე.
-
ოდიშარიამ და მეგრელიშვილმა ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ – სამადაშვილი
“ბატონო სანდრო, თქვენთან, როგორც პარლამენტის წევრთან, კითხვა მაქვს. მიგაჩნიათ თუ არა, რომ გუშინ ამ დარბაზში გაკეთებული წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელი განცხადებები, რაც ვახო მეგრელიშვილისა და ბექა ოდიშარიასგან მოვისმინეთ, იმსახურებს თუ არა, რომ ამ ორმა ადამიანმა დღესვე ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს? რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, პარლამენტში ქართველ ქალებს ფხიზელ მდგომარეობაში ებრძვიან, თუ არაფხიზელში.
მე აუცილებლად მიმაჩნია, რომ ბექა ოდიშარიამაც და ვახო მეგრელიშვილმაც დღესვე ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ. ამ მოთხოვნით ბატონ შალვა პაპუაშვილს მივმართავ”.
აცხადებს პარტია ლელოს პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი.
-
კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც, ვის არ შეგიგინიათ ოჯახში – ზარქუა ოდიშარიაზე
მინდა, გამოვეხმაურო, ახლა კოლეგებმა – ქალბატონო ხატია [დეკანოიძე] იყო და შემდეგ, მეორე კიდევ, ხელმოცარული დიპლომატი რომ გვყავს პარლამენტში, დაგმეს ვითომდა დიდი შეშფოთებები გამოთქვეს. ადამიანმა გუშინ პრივატულ საუბარში რაღაცა თქვა, არმოსაწონი, ბუნებრივია, გამოვიდა მერე, დააფიქსირა თავისი პოზიცია და თქვენ რანაირად ამოგეღებათ ხმა. თქვენი მებრძოლი და სულიერი მეგობარი გვარამია მთელი ქვეყნის მასშტაბით დედაზე აგინებდა საზოგადოებას, ხმა ამოგიღიათ? ერთი დაგიგმიათ პირდაპირ ეთერში? აი, ეს არის ორმაგი სტანდარტი რომ გაქვთ, სპეკულანტობთ ყველაფრით. ვითომ, შეშფოთდნენ აქ.
კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც. ვის არ შეგიგინებიათ ოჯახში ან ისე პრივატულად გამწარებულზე. გამოვიდა თქვა, რომ ხო, არასწორად მოვიქეციო და მოიხადა ბოდიში. გამოხვედით და გინდათ, რომ რეკლამა დაიწეროთ.
-
დაჟინებით მოვუწოდებთ პარლამენტს, უარი თქვას ამაზე – სენატორები რიში და შაჰინი რუსულ კანონზე
“ძალიან გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ საქართველოს მთავრობა აბრუნებს უცხოეთის აგენტების კანონს. ეს კიდევ უფრო დაყოფს ქვეყანას. ის ჰგავს იმ კანონებს, რომელსაც რუსეთი სამოქალაქო საზოგადოების შესაზღუდად და პოლიტიკური ოპოზიციის დასახშობად იყენებს”
აშშ-ს სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის ხელახალ ინიცირებას საერთო განცხადებით ეხმაურებიან.
-
ევროკავშირში მეორე უნგრეთი არ გვჭირდება – აუსტრევიჩუსი რუსულ კანონზე
გულწრფელად რომ გითხრათ, მე ვერ ვხედავ, რომ [საქართველოს ევროკავშირში] ინტეგრაცია მიმდინარეობდეს, რადგან [ქართული ოცნების ლიდერები] დემოკრატიულ კრიტერიუმებს პატივს არ სცემენ. ეს ან გინდა, ან არა. არ გვჭირდება მეორე უნგრეთი ევროკავშირში
განაცხადა ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა რადიო თავისუფლებასთან.
-
ხელისუფლება ‘’რუსული კანონის’’ დაინიცირებით მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს – KHIDI
“ერთიანი ბრძოლით საზოგადოებას შესწევს ძალა წინ აღუდგეს ხელისუფლების მორიგ უხეშ მცდელობას”, – ასე ეხმაურება, კლუბი “ხიდი””ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას.
“2023 წლის მარტში ხელისუფლების მხრიდან ‘’რუსული კანონის’’ დამტკიცებას საზოგადოებამ კონსოლიდირებული ძალით უპასუხა, რითაც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების შემზღუდველი კანონის წინააღმდეგ ურყევი პოზიცია გამოხატა
ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ დააინიცირეს აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგიაა და ყოველდღიურად თავისუფალი აზრის გამტარი ფიზიკური პირების, მედიებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების რეპრესირების მექანიზმიადღეს, როდესაც საქართველოს რეალური შესაძლებლობა ენიჭება გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი და შეძლოს მრავალწლიანი მიზნის რეალიზება, ხელისუფლება ‘’რუსული კანონის’’ დაინიცირებით მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს
ერთიანი ბრძოლით საზოგადოებას შესწევს ძალა წინ აღუდგეს ხელისუფლების მორიგ უხეშ მცდელობას კონსტიტიუციით გარანტირებული უფლებების უგულებელყოფისა და კიდევ ერთხელ დაუპირისპირდეს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ‘’რუსულ კანონს’’! – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
-
გასულ წელს ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა ამ კანონზე უარის სათქმელად – სახ. დეპი.
“ჩვენ მივიღეთ ცნობები ამ კანონმდებლობის ხელახალი ინიცირების შესახებ საქართველოს პარლამენტში. გეტყვით, რომ გასულ წელს, ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში თავისი ევროპული ამბიციების გაცხადებისთვის და ამ კანონის ამოქმედების ბოლო მცდელობაზე უარის თქმის მიზნით. საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, გახსნას ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები და ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით და მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესის მხარდაჭერა”,
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინცირებას ეხმაურება.
-
ის ბიჭია, რომელიც GIZ-ს წლების განმავლობაში ჰყავდა დასაქმებული – კრამონი ოდიშარიაზე
ეს ის ბიჭია, რომელიც გერმანულ ორგანიზაცია GIZ-ს [გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება] წლების განმავლობაში ჰყავდა დასაქმებული საქართველოში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პროექტებზე. როგორ შეიძლება დასავლელი დონორები ასე შედიოდნენ შეცდომაში ისეთი ადამიანების დაქირავებით, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ კანონის უზენაესობის პატივისცემის გარდა, არღვევენ პარლამენტში დეპუტატების უფლებებს და იცავენ რუსეთის ინტერესებს? სირცხვილია!
-
“ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად…” – წილოსანი ოდიშარიაზე
ძალიან სამწუხაროა და წარმოუდგენელი ფორმულირება არის. მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად. [ჟურნალისტი: ეთიკის საბჭოს რამდენად ექნება რეაგირება ამასთან დაკავშირებით] არ არის ეს ჩემი კომპეტენცია ეთიკის საბჭოსთან დაკავშირებით. ბოდიშს ვიხდი, ძალიან არასწორი ფორმა არის უკან რომ მომყვებით, ძალიან ცუდად ჩანს და თქვენს ოპერატორთან უხერხული არის… რეაგირების მექანიზმები ყველა დეპუტატს შეუძლია თავისით გამოიყენოს, ამიტომ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, რომ გამოიყენონ. კიდევ ერთხელ ძალიან ვწუხვარ ამ ძალიან უხამსი კომენტარის გამო
ამბობს მთავარ არხთან პარლამენტის ვიცესპიკერი და ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო წილოსანი დეპუტატ ბექა ოდიშარიას მიერ პარლამენტში, ქალების მიმართ წარმოთქმულ უხამს და შეურაცხმყოფელ ფრაზებზე.