Blog

  • 102 წლის ავსტრალიელი ქალი პარაშუტით გადმოხტა

    102 წლის ავსტრალიელი ქალი ირენ ო’ შია პარაშუტით გადმოხტა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა როგორც ყველაზე ხანდაზმულმა პარაშუტით მხტომელმა. მიწაზე დაშვების შემდეგ ირენმა განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს. ეს მისთვის რიგით მესამე ნახტომი იყო. პირველად ის პარაშტით საკუთარ 100 წლის იუბილეზე, 2016 წელს 4000 კილომეტრის სიმაღლიდან გადმოხტა.


    როგორც ირენი ამბობს, ეს მოტონეირონული დაავადების კვლევებისთვის თანხების შესაგროვებლად გააკეთა. დაავადება ნერვული სისტემის ნეირონებს აზიანებს. ამ იშვიათი დაავადებით 67 წლის ასაკიში მისი ქალიშვილი გარდაიცვალა.

    {{VIDEO}}

  • თბილისის მერიის წლევანდელი საახალწლო სლოგანი “სიყვარულით სავსე ქალაქი” იქნება

     

    {{ARTICLEIMAGE}}

     

    თბილისის მერიის წლევანდელი საახალწლო სლოგანი “სიყვარულით სავსე ქალაქი” იქნება.  ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


    საახალწლო სოფელი მსურველებს 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.


    საახალწლო გალა-კონცერტზე 40 ნომერი იქნება წარმოდგენილი, რომელსაც 170 შემსრულებელი ეყოლება.

    საახალწლო სოფელში, რომელიც რეპუბლიკის მოედანზე იქნება, დამთვალიერებელს დახვდება ახალი ინსტალაციები, დიდი საბავშვო სივრცეები, ზღაპრის გმირები, საბავშვო კონცერტები, დღის ბენდები და საღამოს თემატური კონცერტები, საშობაო ბაზრობა და საახალწლო კულინარიაც იქნება წარმოდგენილი.


    “საკმაოდ საინტერესო და თბილი განარემი იქნება. ყველა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა კონცერტებში. ჩვენ არ დავყოფთ საზოგადოებას “იმისიანებად” “ამისიანებად”, კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების დაყოფა, “ჩარეცხვა”, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. ამიტომ 500 მონაწილე მიიღებს მონაწილეობას კონცერტებში. 7 იანვარს საახალწლო სოფელს დახურავს ყველა დროის და ყველასათვის საყვარელი მიუზიკლი “ჩხიკვთა ქორწილი”, რომელიც პირველად გათამაშდება თბილისის ცის ქვეშ”, – განაცხადა კალაძემ.


    რაც შეეხება გალა-კონცერტს, კონცეფცია სამ ნაწილად იყოფა და სცენაც სწორედ სამ სივრცედ გადანაწილდება. “ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით ორკესტრთან ერთად შესრულდება ყველა დროის ყველაზე საყვარელი კინომუსიკა და, რა თქმა უნდა, საახალწლო და საშობაო განწყობისთვის გაჟღერდება ყველასთვის საყვარელი საშობაო სიმღერები. 40 ნომერი იქნება წარმოდგენილი და მსმენელის წინაშე წარდგება 170 მუსიკოს-შემსრულებელი”.

  • გრიგოლ ვაშაძემ მასობრივი გაყალბების ვიდეოების გამოქვეყნება დააანონსა

    {{ARTICLEIMAGE}}

    გაერთიანებული ოპოზიცია ორ დღეში, არჩევნებზე მასობრივ გაყალბების ვიდეოებს გამოაქვეყნებს. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ “ყურთ არ იღო საერთაშორისო ორგანიზაციებს და დამკვირვებლების აზრი.

    “არ არსებობს სიტუაცია, როდესაც 800 ათასი ამომრჩეველი არ მონაწილეობს ქვეყნის მართვაში და ღამის დარაჯის დანიშვნის უფლებაც კი არ აქვს. რადგანაც ხელისუფლებამ ყურთ არ იღო საერთაშორისო ორგანიზაციებს და დამკვირვებლების აზრი, ჩვენი კომპრომისული შეთავაზებები”,-თქვა გრიგოლ ვაშაძემ.


  • ოპოზიციამ 16 დეკემბრის გეგმები გაასაჯაროვა

    {{ARTICLEIMAGE}}

    16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიცია თელავში მშვიდობიან აქციას ჩაატარებს. ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისი თქმით, ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელშიც მონაწილეობას გაერთიანებული ოპოზიციაში შემავალი ყველა პარტია მიიღებს.

    დღევანდელი ბრიფინგიდან ასევე ცნობილი გახდა, რომ აქცია დედაქალაქში, ასევე, სხვა ქალაქებშიც გაიმართება, თუმცა ყველაზე მასშტაბური საპროტესტო მანიფესტაცია თელავში ჩატარდება.

    “ეს იქნება მშვიდობიანი აქცია, რომ ხელისუფლების წევრებამდე გაბრაზებული ამომრჩევლის ხმა მიიტანონ. 16 დეკემბერს, თელავში ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას, რომელიც მთლიანად იქნება ჩვენი კონსტიტუციის, კანონმდებლობის და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ფარგლებში”,განცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

    შეგახსენებთ, 16 დეკემბერს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება.

  • ზალკალიანი საქართველოსა და ირანს შორის არსებული პრობლემის გადაჭრას აანონსებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    ოფიციალური თეირანის მიერ ირანის მოქალაქეების გაფრთხილების შემდეგ, არ ჩავიდნენ საქართველოში, ოფიციალურმა თბილისმა საგარეო უწყებაში შეხვედრები დაგეგმა.

    საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ მისი მოადგილე უკვე შეხვდა ირანის ელჩს, მოხდა ინფორმაციის გაცვლა და ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება.

    “დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები და მალე ორ ქვეყანას შორის პრობლემა აღმოიფხვრება. განვიხილეთ სტატისტიკა და აღმოჩნდა, რომ ქართულ მხარეს “ცოტა განსხვავებული ინფორმაცია” ჰქონდა, მაგალითად, დეპორტირებულთა რაოდენობასთან დაკავშირებით.

    შეგახსენებთ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს თავის მოქალაქეებს, საქართველოში სტუმრობისგან თავი შეიკავონ.

    ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ბაჰრამ ქასემიმ განაცხადა, რომ ირანის მოქალაქეებს მიღებული აქვთ მტკიცე რეკომენდაციები, საქართველოში ჩასვლისგან თავის შეკავების თაობაზე.

    ირანული მედიის ინფორმაციით, თეირანმა სწორედ ასე უპასუხა საქართველოს ხელისუფლების სვლას, არ შეუშვას თავის ტერიტორიაზე ირანის მოქალაქეები. ქასემი აცხადებდა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში შესვლაზე ირანის 200-მდე მოქალაქეს უთხრეს უარი.

    ირანის მედიის ინფორმაციით, თეირანი თბილისთან ურთიერთობების გარკვევას ცდილობდა. კერძოდ კი, საიმიგრაციო პოლიტიკის ახსნასა და დეპორტაციის მიზეზების მკაფიო განმარტებას მოითხოვდა.

  • ოფიციალური თეირანი ირანის მოქალაქეებს ურჩევს, საქართველოში არ ჩავიდნენ

    {{ARTICLEIMAGE}}
    ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს თავის მოქალაქეებს, საქართველოში სტუმრობისგან თავი შეიკავონ. 

    ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ბაჰრამ ქასემიმ განაცხადა, რომ ირანის მოქალაქეებს მიღებული აქვთ მტკიცე რეკომენდაციები, საქართველოში ჩასვლისგან თავის შეკავების თაობაზე.

    ირანული მედიის ინფორმაციით, თეირანმა სწორედ ასე უპასუხა საქართველოს ხელისუფლების სვლას, არ შეუშვას თავის ტერიტორიაზე ირანის მოქალაქეები. ქასემი აცხადებდა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში შესვლაზე ირანის 200-მდე მოქალაქეს უთხრეს უარი.

    ირანის მედიის ინფორმაციით, თეირანი თბილისთან ურთიერთობების გარკვევას ცდილობდა. კერძოდ კი, საიმიგრაციო პოლიტიკის ახსნასა და დეპორტაციის მიზეზების მკაფიო განმარტებას მოითხოვდა.

  • “შავი ბუღალტერია“ “ჰავალას” მეთოდით: დაკავებულია ირანის 7 მოქალაქე

    {{ARTICLEIMAGE}}

    უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს საქართველოში მცხოვრები ირანის შვიდი მოქალაქე . სუს-ის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული პირები ე.წ. ჰავალას მეთოდის გამოყენებით ეწეოდნენ უკანონო სამეწარმეო საქმიანობას და დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. სუს-ის ინფორმაციით, ეს პირები საქართველოდან ირანის საბანკო სისტემაში ფულადი გზავნილების განხორციელებას ახდენდნენ საჭირო ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, ქართული საბანკო სისტემის გვერდის ავლით.

    “ბრალდებულები ფულადი თანხების კონვერტაციისა და გადარიცხვების სახით გაწეული მომსახურების სანაცვლოდ დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ და მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 2 097 000 ლარი. სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე თბილისში, ირანის მოქალაქეთა ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა ჩხრეკა, რომლის შედეგად ამოიღეს დიდი ოდენობით თანხა, “შავი ბუღალტერია“ და ირანული წარმოების ტერმინალები. გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით”,-წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.

  • სტრასბურგში თავდასხმისას 3 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა

    {{ARTICLEIMAGE}}
    3 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა სტრასბურგის ცენტრში სროლის შედეგად. 7 დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაშია. თავდასხმა 11 დეკემბერს საღამოს კლებერის მოედანზე, საშობაო ბაზრობასთან მოხდა. უცხოური მედიის ცნობით, ავტომატიდან ცეცხლი ახალგაზრდა კაცმა გახსნა. თავდამსხმელი პოლიციის საპასუხო სროლის შედეგად სავარაუდოდ, დაიჭრა, თუმცა გატაცებული ავტომანქანით გაქცევა შეძლო და ამჟამად იძებნება.

    საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, რადგან ადრეც იყო ეჭვმიტანილი კანონის დარღვევაში.

    “გაზეთ “ფიგაროს” ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე, რომელიც 29 წლისაა, პოლიციას 11 დეკემბერს, დილით უნდა დაეკავებინა, თუმცა, სახლიდან გაქცევა მოასწრო. ბინის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ხელყუმბარები აღმოაჩინეს. საფრანგეთის სპეცსამსახურებმა ეჭვმიტანილს მიანიჭეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიში პირის სტატუსი. სტრასბურგში მომხდარი თავდასხმის გამო საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა, თუმცა გამომძიებლები უკვე ღიად საუბრობენ ეჭვმიტანილის ტერორისტულ საქმიანობაზე. საქმეს იძიებენ პროკურატურის ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილება და შიდა უსაფრთხოების სამმართველო. სტრასბურგში მომხდარი თავდასხმის გამო, გვიან ღამით პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამართა კრიზისული საბჭოს სხდომა

    სტრასბურგის საშობაო ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ბაზრობაა, რომელსაც ათი ათასობით ადამიანი სტუმრობს. სტრასბურგში განთავსებულია ევროპარლამენტის შენობა, ევროსაბჭო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო”,იუწყება რადიო თავისუფლება.

  • ავტომობილი და ეკოლოგიური მდგომარეობა

    ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემო, შემდგომ ადამიანის ჯანმრთელობა და საგზაო უსაფრთხოება შეგვიძლია პირდაპირპროპორციულად დავუკავშიროთ ავტომობილს.

    საქართველოში ავტმობილები მოიხმარენ ბუნებრივ აირს, რომლის გამონაბოლქვი თითქმის უვნებელია, მთავარი პრობლემა იქმნება მაშინ,როდესაც საქმე ბენზინის და დიზელის მოხმარებას ეხება და ამ ყოველივეს შიდა წვის ძრავის გაუმართავი მუშაობა ემატება.

    იმ შემთხვევში, როდესაც მოქალაქე არ აკონტროლებს მანქაანის მდგომარეობას, არ ფიქრობს საკუთარ და სხვის უსაფრთხოებაზე, ამისთვის ავტომობილების ტექნიკური შემოწმება გვევლინება ერთ-ერთ მთავარ გამოსავლად. ვიცეპრემიერის განმარტებით კანონი, რომელიც მკაცრად გააკონტროლებს ტრანსპორტის გზისთვის ვარგისიანობას ამოქმედდება 2018 წლის იანვრიდან. ტექდათვალიერების თანახმად მანქანამ ტესტი ათზე მეტ კომპონენტში უნდა გაიაროს.

    მსოფლიო პოლიტიკა მიმართულია ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისკენ.ავტო ინდუსტრიაში მიმდინარე ცვლიებების მთავარ მიზანს ისეთი სატრანსპორტო საშვუალბების შექმნა წარმოადგენს, რომელიც ნაკლებად საზიანო იქნება გარემოსათვის. ჰიბრიდული და ელექტრო მანქანები ამ შემთხვევაში საუკეთესო საშუალებაა გამონაბოლქვის და ხმაურის შემცირების თვალსაზრისით.

    საქარველოშიც აღინიშნება მზგავსი ტიპის მანქანების მოხმარების ზრდის ტენდენცია. ჰიბრიდის ტიპის ავტომობილს შიდა წვის ძრავთან ერთად, ელექტრო ძრავაზეც შეუძლია მუშაობა, ნაკლებ საწვავს მოიხმარს,შესაბამისად ნაკლები გამონაბოლქვითა და დაბალი ხმით ერთ-ერთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტად გვევლინება.

    განსხვავებით ჰიბრიდული ტიპის მანქანისგან ელექტრო მანქანა შიდა წვის ძრავის გარეშე გადაადგილდება. არ მოიხმარს საწვავს რაც შესაბამისად აბსოლიტურად უსაფრთხოა გარემოსათვის.