Blog

  • iOS 12 უკვე ხელმისაწვდომია – ღირს თუ არა დაყენება?!

    {{ARTICLEIMAGE}}

    ტრადიციულად, კომპანია Apple-მ(ა) WWDC (2018) ღონისძიებაზე, 4 ივნისს – მსოფლიოს ახალი ოპერაციული სისტემა წარუდგინა. ამჟამად, ხელმისაწვდომია პირველი “დეველოპერული ანაწყობი” (iOS 12Developer Beta), რომელიც იდეაში საერთოდ არც არის განკუთვნილი რიგითი მომხმარებლისთვის, თუმცა სულსწრაფ და უნებისყოფო ფანებს მისი ინსტალაცია და გამოყენება უკვე შეუძლიათ. iOS 12-ის სრული ვერსია შემოდგომაზე ყველა მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი და მას, ავტომატური განახლებით მიიღებთ. ცხადია, დაყენებისას შეამჩნევთ მცირე ხარვეზებს, როგორიცაა მოწყობილობის შენელებულად მუშაობა და სხვა. (გაფრთხილება: გახსენით “Safari” ბრაუზერით.)

    ხელმისაწვდომია შემდეგ მოდელებზე:

    • iPad Pro (10.5), iPad Pro (12.9, 2017)
    • iPad 2017, iPad 2018
    • iPad mini 2, iPad mini 3, iPad mini 4
    • iPhone 5s, iPhone 6, iPhone 6 Plus, iPhone 6s, iPhone 6s Plus, iPhone SE, iPhone 7, iPhone 7 Plus, iPhone 8, iPhone 8 Plus, iPhone X
    • iPod touch (sixth generation)

  • რამდენი ადამიანი კვდება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად მსოფლიოში?

    საგზაო უსაფრთხოება მთავარი საკითხია ბევრი ქვეყნისთვის და ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებები არაერთ რეგულაციას ამუშავებენ, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა მაინც შემაშფოთებელია.

    უახლესი კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მსოფლიოში 1,35 მილიონი ადამიანი ხდება ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი. შედარებისთვის ეს არის დაახლოებით კოპენჰაგენის მოსახლეობის ტოლი.

    ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანზიაცია (WHO) ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით მსხვერპლებს შორის ჭარბობენ ბავშვები და 5-დან 29 წლამდე ასაკის პირები. კვლევა საკმაოდ მოცულობითია და ის 424 გვერდისგან შედგება.

    რაც შეეხება რეგიონებს ყველაზე მეტად სიკვდილიანობა
    ფიქსირდება აფრიკაში, აქ 100,000 მოსახლეზე 26,6 გარდაცვალება მოდის. ყველაზე ნაკლები კი ევროპაშია სადაც ეს მაჩვენებელი 9,3%-ია. წინა კვლევასთან შედარებით ევროპაში, ამერიკაში და დასავლეთ წყანრი ოკეანის რეგიონში კლება ფიქსირდება.

    კვლევის თანახმად სიკვდილის შემთხვევების 26 პროცენტი მოდის ფეხით მოსიარულეებზე და მოტოციკლეტისტებზე

  • Mercedes S600-ის დეტროიტული პრემიერა

    ამ ავტომობილით Mercedes-Benz-ი საფუძვლიანად ამაყობს. ის უფრო მეტია, ვიდრე უმაღლესი, S-კლასის სედანი, ეს 600-იანია და ეს რიცხვი შტუტგარტელებისთვის სიამაყის საფუძველს წარმოადგენს. არამარტო იმიტომ, რომ ეს მათი ფლაგმანია, მედროშე კი ყოველთვის ყველაზე გამორჩეული უნდა იყოს. არამედ იმიტომაც, რომ ეს თითქმის ლიმუზინია – პრეზიდენტების და მეფეების ავტომობილი. მას არც დაგრძელება სჭირდება და არც გაუმჯობესება. ის ისედაც სრულყოფილების ნიმუშია.

    ამ ავტომობილის მნიშვნელობა მას შემდეგ უფრო გაიზარდა, რაც სამქიმიანებმა თავიანთი სუპერ ლუქს ბრენდი Maybach-ი გააჩერეს. და აი, დეტროიტის მოტორ შოუზე, ახალი S600-იც გამოჩნდა. ავტომობილი, რომელმაც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს ამერიკაში, არაბეთში და ჩინეთში, სურვილი უნდა აღუძრას, სურვილი ამ ავტომობილის ფლობისა, ამ ავტომობილით გადაადგილებისა.

    მთავარი, რაც ამ ავტომობილს სახელს ანიჭებს, მისი ძრავია – 6.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V12, რომელიც 530 ცხენის ძალას (4 900-5 300 ბრ/წთ დიაპაზონში) და 830 ნიუტონმეტრს (1 900-4 000 ბრ/წთ დიაპაზონში) გამოიმუშავებს. ძრავთან წყვილში 7-საფეხურიანი ავტომტური ტრანსმისია 7G Tronic Plus მუშაობს. გარდა ამისა, სტანდარტულ ეკიპირებაში შედის სისტემა სტარტ/სტოპი, რისი წყალობითაც, S600 გამონაბოლქვზე ევრო6-ის უმკაცრეს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამ ყველაფრის წყალობით, გიგანტურ ავტომობილს ასი კილომეტრის გასავლელად 11.3 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის. რამდენ ნახშირორჟანგს შეიცავს მისი გამონაბოლქვი, ეს ინფორმაცია არ გავრცელებულა. სამაგეროდ, კომპანია სიამაყით აცხადებს, რომ ახალი S600 წინამორბედზე 21 პროცენტით ნაკლებ საწვავს მოიხმარს.

    რა თქმა უნდა, ავტომობილი უსაფრთხოების არაერთი სისტემითაა აღჭურვილი, რომელთა უმეტესობაც მის საბაზო ეკიპირებაში შედის. მათგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია „შეჯახების თავიდან აცილების დამხმარე პლუს“, რომელიც მუხრუჭების ადაპტირებად სისტემასთან ერთად, რთულ ვითარებაში, ავარიებს აგაცილებთ თავიდან. მას აქვს ფუნქცია, რომელიც მაშინვე ამოქმედდება, როგორც კი ელექტრონიკა ხიფათს დაადგენს და მძღოლი რეაგირებას ვერ ასწრებს. ამ დროს სისტემა მანქანას ავტომატურად ამუხრუჭებს. ფუნქციის სამოქმედო სიჩქარე 200 კმ/სთ-მდეა. იგივე სისტემა, უმოძრაო საგანთან შეჯახებასაც აგარიდებთ, ოღონდ ამ ფუნქციის შემთხვევაში, მაქსიმალური სიჩქარე 50 კმ/სთ-მდეა. უკუსვლით მოძრაობისას კი მაქსიმალური სამოქმედო სიჩქარე 40 კმ/სთ-ია.

  • ევროპაში სტაბილიზაციის სისტემა სავალდებულო გახდა

    ამიერიდან, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, 3.5 ტონამდე წონის მსუბუქი და კომერციული ავტომობილი ვერ გაიყიდება, თუ ის სტაბილიზაციის ელექტრონული სისტემით (ESP) არ იქნება აღჭურვილი. ეს მოთხოვნა 1 ნოემბრიდან ამოქმედდა და მომავალი წლიდან ის ყველა ტიპის ავტომობილისთვის სავალდებულო გახდება.

    აღსანიშნავია, რომ ეს სისტემა ისედაც საკმაოდ გავრცელებულია არამხოლოდ ევროპის, არამედ ამერიკის და იაპონიის ბაზრებზეც. მაგალითად, ევროპაში წელს გაყიდული ავტომობილების 84 პროცენტი სტაბილიზაციის ელექტრონული სისტემითაა აღჭურვილი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი ეს მაჩვენებელი (განვითარებადი ქვეყნების ბაზრების ხარჯზე) 59 პროცენტია.

    პირველებმა სტაბილიზაციის ელექტრონული სისტემა კომპანია Robert Bosch GmbH-მ და Mercedes-Benz-მა 1992 წელს შეიმუშავეს, მისი სერიული წარმოება კი 1995 წელს დაიწყეს. მას შემდეგ, ეს სისტემა 100 მილიონზე მეტი ეგზემპლარი დამზადდა. Bosch-ის ინფორმაციით, სტაბილიზაციის ელექტრონულ სისტემის წყალობით, ევროპის მასშტაბით, 190 000-ზე მეტი ავარია იქნა თავიდან აცილებული და 6000-ზე მეტი სიცოცხლე გადარჩა.

    როგორც გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ნორმალურ პირობებში მოძრაობისას, ESP-ს დახმარებით, საგზაო შემთხვევების დაახლოებით 20 პროცენტის თავიდან აცილება ხერხდება. სველ და მოყინულ გზებზე კი სისტემა საგზაო შემთხვევების დაახლოებით 30-40 პროცენტით შემცირებას უწყობს ხელს.

  • მიჩიო კაკუს 5 თეზისი მომავლის განათლების შესახებ

    “მოქმედი განათლების სისტემა წარსულის სპეციალისტებს აზმადებს. ჩვენ ვასწავლით მათ, რათა სამუშაოზე იარონ, რომელიც უკვე აღარ არსებობს. ზუსტად ამიტომაა მსოფლიოში უმუშევრების დიდი რაოდენობა” – მიჩიო კაკუ.


    მიჩიო კაკუ – ცნობილი იაპონური წარმომავლობის ამერიკელი ფიზიკოსი, ფუტუროლოგი, სიმების თეორიის ავტორი და აშშ-ის ერთერთი ყველაზე ჭკვიანი ადამიანი თჰე Nეწ Yორკ თიმეს-ის მონაცემებით. მის ანგარიშზეა რამდენიმე აღმოჩენა ფიზიკაში, 10-ამდე Bესტსელლერ-ი წიგნი, ასევე გადაცემების ციკლი BBჩ-ისა და Dისცოვერყ-ზე. ამ სტატიაში ჩვენ შევკრიბეთ მისი 5 ციტატა მომავლის განათლების შესახებ.


    “სწავლა” აღარ იქნება ბაზირებული დამახსოვრებაზე

    მალე კომპიუტერები და Gოოგლე Gლასს პატარა ლინზებად ტრანსფორმირდება და ჩვენ მოგვეცემა ყველა საჭირო ინფორმაციის ჩატვირთვის საშუალება. მოსწავლეები და სტუდენტები გამოცდებზე პასუხების მოძებნას ინტერნეტში შეძლებენ: საკმარისი იქნება თვალის დახამხამება და საჭირო ინფორმაცია გამოჩნდება. არ იქნება საჭირო ტვინის გადატვირთვა უვარგისი ცოდნით, ხოლო განთავისუფლებული გონებრივი რესურსის გამოყენება ანალიზის, არგუმენტირებისა და ამოხსნების უნარის განვითარებას მოვახმართ.


    ჩვენ უფრო ავტონომიურები გავხდებით

    ჩვენ ჩვენს სიცოცხლეზე დიდი პასუხისმგებლობის აღება მოგვიწევს და შემდეგ კონტროლის ორგანოების აუცილებლობა გაქრება. ადამიანები თვითგანათლებას შეუდგებიან, ამასთანავე გააცნობიერებენ, რომ იღებენ იმ ცოდნას, რომელიც ჭირდებათ. თუ საჭირო იქნება კონსულტაცია, ისინი მას “ჭკვიანი” კედლისგან მიიღებენ. ძალიან მალე ასეთი მოწყობილობები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე იქნება დაარსებული, ყველგან განთავსდება: სახლებში, ოფისებში, ქუჩებში. საკმარისია მიუახლოვდეთ კედელს და თქვათ: “მე მსურს საუბარი ბიოლოგიის პროფესორთან”. და მაშინვე კედელზე გამოჩნდება მეცნიერი, რომელიც თქვენ საჭირო ინფორმაციას მოგცემთ. რაც შეეხება მასწავლებლებს, ისინი “ცოცხალ” მდგომარეობაში აღარ დაგვჭირდებიან


    დიპლომები უსარგებლობის გამო გაქრებიან

    განათლება აღარ დაექვემდებარება რაიმე შეზღუდვას, იქნება ეს დროის მონაკვეთი თუ სივრცითი ჩარჩო. გაჩნდება სერტიფიცირების ცენტრები, სადაც სპეციალისტები საკვალიფიკაციო გამოცდებს ჩააბარებენ. შედეგებზე დაყრდნობით ადამიანი მიიღებს ან ვერ მიიღებს ამა თუ იმ თანამდებობას. შედარებისთვის, ეს დაემსგავსება აშშ-ში, კანადაში, იაპონიასა და ევროპაში გავრცელებულ პორტფოლიოს სისტემას, რომლის დროსაც ადამიანი სწავლის პერიოდში აგროვებს დიპლომებსა და სერტიფიკატებს და შემდეგ წარუდგენს მას დამსაქმებელს.


    საბავშვო საგანმანათლებლო სერვისები აქტიურად განვითარდება

    არასისტემური განათლების შესაძლებლობები უსაზღვრო იქნება, გაჩნდება ონლაინ-პედაგოგიკა. სიტყვა “ონლაინი” არ ნიშნავს, იმას რომ კომპიუტერებთან ვისხდებით 24 საათი, არამედ შეიცვლება თვითონ გარემო და ურთიერქმედების ინტერფეისები, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. მომავლის ქალაქები ინტერაქტიულები იქნება: რამდენიმე დღიანი დიდი თამაშები ბავშვებისთვის ჩატარდება რეალურ ქალაქის ან სპეციალურად მომზადებულ სივრცეებში. სახელმძღვანელოებს ხელოვნური ინტელექტით აღჭურვავენ და ისინი დამოუკიდებლად შეძლებენ საგანმანათლებლო მასალების შერჩევას მოსწავლისთვის.


    კრეატიულობა მთავარი უნარი იქნება

    რეალური წარმატების მისაღწევად საჭიროა იმ უნარების განვითარება, რომლებიც მიუწვდომელია რობოტებისთვის: კრეატიულობა, ფანტაზია (წარმოსახვა), ინიციატივა, ლიდერობა. საზოგადოება ნელნელა სასაქონლო ეკონომიკიდან ინტელექტუალურ-შემოქმედებითობაზე გადადის. წარმატების დიდი შანსები იმ ქვეყნებს ექნებათ, რომლებიც შეძლებენ სასაქონლო ბაზრისა და კოგნიტურ-კრეატიული პოტენციალის დაბალანსებას. ერებს, რომლებსაც მხოლოდ სოფლის მეურნეობის სწამთ, განწირულები არიან.

     

  • თბილისში ახალგაზრდამ ავტომობილი გაიტაცა და ავარია გამოიწვია

    {{ARTICLEIMAGE}}

    თბილისში, დიდუბეში ახალგაზრდა კაცმა ჯერ მანქანა გაიტაცა, შემდეგ ავარიაში მოჰყვა, რის გამოც 5ავტომობილი დაზიანდა, აცხადებს შსს.

    უწყების ცნობით, ბრალდებულმა, რომელიც უკვე დაკავებულია, მანქანა მაშინ გაიტაცა, როდესაც მისი პატრონი თანხის ჩასარიცხად ავტომობილიდან იყო გადასული.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  177-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სხვისი სატრანსპორტო საშუალების ქურდობას გულისხმობს და4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     

  • U18 საქართველოს ნაკრებმა ბელარუსს მეორე მატჩიც მოუგო

    საქართველოს 18-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა სტუმრად ბელარუსთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. რამაზ სვანაძის თავკაცობით, ქართველმა ფეხბურთელებმა სადებიუტო მატჩი 2:1 მოიგეს, მეორე შეხვედრაში კი 3:2 დაამარცხეს მეტოქე.

    მატჩის დაწყებიდან 15 წუთი იყო გასული, როდესაც ბელარუსებმა გახსნეს ანგარიში, თუმცა მალევე ქართველმა ფეხბურთელებმა გაქვითეს სხვაობა. თავური დარტყმით გიორგი გულიაშვილი გამოირჩა. დანარჩენი გოლები მეორე ნახევარში გავიდა. 52-ე წუთზე, საქართველოს ნაკრებმა ეფექტური კომბინაცია გაითამაშა, შეტევა კი ზურიკო დავითაშვილის ზუსტი დარტყმით დასრულდა. ბელარუსებმა გაათანაბრეს ანგარიში, თუმცა 75-ე წუთზე ქართველთა კიდევ ერთი კარგი კომბინაცია გიორგი გაგუას ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა. საბოლოოდ, 3:2 U18 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ
    {{VIDEO}}

  • ეკონომისტების მოსაზრება პურის გაძვირებასთან დაკავშირებით

    პური 5-10 თეთრით გაძვირდა. ეკონომისტები იმ მიზეზებზე საუბრობენ, რასაც შესაძლოა, პურზე ფასის ზრდა გამოეწვია.

    ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი “ტაბულასთან” საუბრისას პურზე ფასის ზრდის სავარაუდო 3 ძირითად ფაქტორს გამოყოფს.

    პირველი, ხორგუაშვილის თქმით, ზოგადად, ინფლაციურ პროცესებს ეხება. ეკონომისტი აღნიშნავს, რომ 2018 წელს ინფლაცია 3% უნდა ყოფილიყო, თუმცა საქსტატის მონაცემების თანახმად, ნოემბრის ჩათვლით ინფლაცია 1.9% იყო.

    “აქ ჩნდება კითხვის ნიშნები, არჩევნებამდე ხომ არ მოხდა ხელოვნურად ფასების შენარჩუნება გარკვეულ დონეზე. თუკი 2018 წელს 3%-იან ინფლაციას ველოდებოდით, ეს ნიშნავს იმას, რომ დეკემბერში მთავრობა ისედაც ელოდებოდა და გვპირდებოდა ფასების შემდგომ ზრდას, უბრალოდ, პურმა გახსნა სეზონი. შესაძლოა, ტენდენცია სხვა პროდუქტებსაც გადაედოს,”- ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.

    ეკონომისტის შეფასებით, მეორე მიზეზი, რის გამოც შესაძლოა პურზე და მის პროდუქტზე ფასი გაზრდილიყო, მთავრობის მიერ შემოღებული ეკონომიკური რეგულაციებია, რაშიც სატრანსპორტო შეზღუდვებს გულისხმობს:

    “როდესაც ფქვილის და სიმინდის შემოტანა აიკრძალა, გარდა პორტისა და მატარებლისა, ამან გაზარდა ფასი და შეამცირა მიწოდება”.

    მესამე მიზეზად ეკონომისტი ხორგუაშვილი ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობას განიხილავს.

    “ნომინალში კი გაიზარდა რაღაც X ფასით, მაგრამ რეალურად 2-ლარიანი ზრდა იყო. ზოგადად ეკონომიკური მდგომარეობა არის არასახარბიელო, რაც რა თქმა უნდა, იწვევს ფასების ზრდას, მაგრამ ყოველთვის ფასების ზრდა და ინფლაცია მაინც უკავშირდება ფულის მასის ზრდას, რაც ეროვნული ბანკის ფუნქციაა, რომ ყურადღება მიაქციოს და იზრუნოს ფასების ზრდასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. სხვა თანაბარ პირობებში, რა თქმა უნდა, ფულის მასებს როდესაც ზრდის ეროვნული ბანკი, მაშინ იზრდება ფასებიც,”- ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.

    სხვა მიზეზებთან ერთად, პურის ფასის ზრდაზე საუბრისას ხორბლის სატრანსპორტო ხარჯების ფაქტორს განიხილავს კიდევ ერთი ეკონომისტი აკაკი ცომაია.

    “ტაბულასთან” საუბრისას, ცომაია ამბობს, რომ დიდი ხანია მიდის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ პური შესაძლოა, გაძვირებულიყო.

    “სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს ამას, მათ შორის, ესენია, სავარაუდოდ, სატრანსპორტო დანახარჯების ზრდა, თავად ხორბლის ფასის გაზრდა საერთაშორისო ბაზარზე და სავალუტო კურსის მერყეობა.

    ასევე, არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ხორბლის ბაზარზე ადგილი ჰქონდეს ერთგვარ არასრულყოფილი კონკურენციის ნიშნებს. ბაზარზე ხორბლის ბევრი შემომტანი არ არის, გვაქვს ერთგვარი ოლიგოპოლიის ნიშნები და, შედეგად, მწარმოებლებს შეუძლიათ, ფასზე გავლენის მოხდენა.