ოფიციალური თეირანი ირანის მოქალაქეებს ურჩევს, საქართველოში არ ჩავიდნენ

Written by

in

{{ARTICLEIMAGE}}
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს თავის მოქალაქეებს, საქართველოში სტუმრობისგან თავი შეიკავონ. 

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ბაჰრამ ქასემიმ განაცხადა, რომ ირანის მოქალაქეებს მიღებული აქვთ მტკიცე რეკომენდაციები, საქართველოში ჩასვლისგან თავის შეკავების თაობაზე.

ირანული მედიის ინფორმაციით, თეირანმა სწორედ ასე უპასუხა საქართველოს ხელისუფლების სვლას, არ შეუშვას თავის ტერიტორიაზე ირანის მოქალაქეები. ქასემი აცხადებდა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში შესვლაზე ირანის 200-მდე მოქალაქეს უთხრეს უარი.

ირანის მედიის ინფორმაციით, თეირანი თბილისთან ურთიერთობების გარკვევას ცდილობდა. კერძოდ კი, საიმიგრაციო პოლიტიკის ახსნასა და დეპორტაციის მიზეზების მკაფიო განმარტებას მოითხოვდა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *