Blog
-
Samsung-მა Galaxy A8s წარადგინა
კომპანია Samsung-მა Galaxy A8s წარადგინა. ეს პირველი სმარტფონია, რომელსაც Infinity-O ეკრანი აქვს.სმარტფონს 6.4 ინჩიანი ეკრანი აქვს, შექმნილია ალუმინითა და მინით. ამასთანავე ახალი ტელეფონიწყალგაუმტარია, მისი გამოყენება 1.5 მეტრ სიღრმეში 30 წუთის განმავლობაშია შესაძლებელი. წყალქვეშ გადაღებაში 16 მეგაპიქსელიანი კამერა დაგეხმარებათ. ხოლო მისი ელემენტი 3000 მილიამპერიანია. მყიდველზეა დამოკიდებული მყარი დისკისა და ოპერატიული მეხსიერების რაოდენობა. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორ 6, ისე 8 გეგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით, რაც შეეხება მყარს დისკს, იგი 64-დან 512 გეგაბაიტამდე მერყეობს. მისი ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ გაყიდვაში 20 დეკემბრიდან ჩაეშვება. -
“მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ” – პაპუაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას”
{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პარლამენტში ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ნიკა მელია და “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.
პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საუბრისას თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა და მმართველ გუნდს კრიმინალები უწოდა. ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ირმა ინაშვილი, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
“ერთხელ ჩხუბი ჯობია მე მგონი და მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა ყველას თქვენ. ეს მართლა კრიმინალები”, მიმართა ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას.
დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ნიკა მელიამ კლოუნადა მოაწყო.
ამის შემდეგ პლენარული სხდომა განახლდა და დეპუტატებმა ფიზიკური დაპირისპირების ადგილიდან კვლავ ტრიბუნებთან გადაინაცვლეს. “ძალიან უხერხული მდგომარეობა იქმნება, რა გინდათ, სადამდე მიდიხართ ამ პროვოკაციით, რა უნდა გავაკეთოთ, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ, მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს.“შთაბეჭდილება რომ არ დარჩეს ვინმეს ისეთი, კარგად განვმარტოთ, რა როგორ არის. არავის სჭირდება სწავლა, რომ ნებისმიერი კრიტიკული აზრი უნდა მოისმინო. ძალიან უხერხული მდგომარეობა იქმნება. სიმართლე გითხრათ, 54 წლის კაცი დავიბენი, აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ბოლოს და ბოლოს, რა გინდათ, სადამდე მიდიხართ ამ პროვოკაციით, რა უნდა მოაწყოთ, რომ გადიხართ და ხელებს იშვერთ. ორი საათი ვუსმენ კაცს, რომელიც ყეფდა, რეებს არ იძახდა, რას არ აკეთებდა, პასუხიც არ უნდა გავცეთ?! რა უნდა გავაკეთოთ, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ, გამაგებინეთ. თქვენ რა უნდა ასწავლოთ ხალხს, ნუ გამაგიჟეთ. გიყურებთ ხალხი, რვაასჯერ გაგაგდეს პოლიტიკიდან, აღარ ხართ ამ დედამიწის ზურგზე, რეალობაში აღარ ხართ, პასუხი როგორ გაგცეთ, მე აღარ მესმის. გაქაჩვ-გამოქაჩვები რა უბედურებაა. საჩხუბო მოედანიც კი არ არის ნორმალური, კაცმა რომ იჩხუბოს და ვის უნდა ეს ჩხუბი და დავიდარაბა. როგორ უნდა აგიხსნათ სხვანაირად, თქვენ გამოიწვიეთ ეს პროვოკაცია. ბოდიში მაინც მოიხადეთ, რომ არასწორად მოიქეცით. ზის კაცი, ყეფს, არ შეიძლება, რაც არ უნდა მტყუანი იყოს კაცი, არ უნდა გადახვიდე მის პირად შეურაცხყოფაზე”, განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
-
“გამოდი, თავ-ყბა უნდა დაგილეწოთ”- ინაშვილი მელიას (ვიდეო)
საქართველოს პარლამენტში ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ნიკა მელია და “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.
პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საუბრისას თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა და მმართველ გუნდს კრიმინალები უწოდა. ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ირმა ინაშვილი, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
“ერთხელ ჩხუბი ჯობია მე მგონი და მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა ყველას თქვენ. ეს მართლა კრიმინალები”, მიმართა ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას.
დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ნიკა მელიამ კლოუნადა მოაწყო.
-
“კრიმინალი კობახიძე და მკოიანი” – მწვავე დაპირისპირება პარლამენტში
{{ARTICLEIMAGE}}
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მმართველ გუნდს კრიმინალები და მოძალადეები უწოდა.მისი თქმით, პარლამენტის დარბაზში ჩვეულებრივი მოძალადე ზის, ენზელ მკოიანი, რომელიც თავს დაესხა გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრებს.
“თქვენ ხართ დამნაშავეები და კრიმინალები, ბრმა მორჩილებაში მყოფი… ამ დარბაზში ვხედავ რამდენიმე კრიმინალს – ირაკლი კობახიძე ერთი და მეორე ენზელ მკოიანი. თქვენს სინდისზეა, როგორც მინიმუმ, ერთი ადამიანის მკვლელობა და ეს ეხება ზუგდიდის სკოლის დირექტორს. ახალქალაქში განხორციელებულ თავდასხმას გრიგოლ ვაშაძის შტაბზე.
მესამე, დღეს ვიდრე ასე თავს იწონებთ ვიღაცის წინაშე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ებრძვის სიკვდილს ონის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი და ეს არის სისხლიანი არჩევნები, რომელიც თქვენ ჩაატარეთ”, მიმართა ნიკა მელიამ დეპუტატებს.
მელია ამბობს, რომ ძალიან მალე გაერთიანებული ოპოზიცია გაასაჯაროებს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია, როგორ ყალბდებოდა არჩევნები. მის ამ განცხადებას “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის ირმა ინაშვილის მწვავე რეაქცია მოჰყვა.
-
ფიქრია ჩიხრაძე: არ შეიძლება, ადამიანები ასე შეურაცხყოფილად, აგდებულად გაუშვა თანამდებობიდან
{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე ადმინისტრაციის საკადრო პოლიტიკაზე საუბრისას აცხადებს, რომ ძირითადი ბირთვის შეცვლა პოლიტიკური გემოვნების მიხედვით არ უნდა ხდებოდეს.ჩიხრაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არიან ადამიანები, რომლებიც პირველი პრეზიდენტის დროსაც მუშაობდნენ და ეს არის საკადრო განძი, რომელიც ინსტიტიციურ მეხსიერებას ინახავს.
“არ შეიძლება, ეს ადამიანები ასე შეურაცხყოფილად, აგდებულად, ერთი ხელის დაკვრით კანონიში შეტანილი ცვლილებით გაუშვა თანამდებობიდან ისე, რომ ყველა რეგულაცია იყოს უგულველყოფილი. ბევრი ელოდება და ფიქრობს ახალ სამსახურზე, თუ შემცირება მოხდება, თუმცა ამ ხალხს ეუბნებიან, რომ ვითომ არც გიმუშავიათ ამ წლების განმავლობაში და ამის დაშვება არაფრით შეიძლება”,განუცხადა ჩიხრაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადამინისტრაციაში, სადაც არასამთავრობოებთან შეხვედრა იმართება.
თანამშრომლები, რომელებიც უკვე წლებია, ადმინისტრაციაში მუშაობენ და საჯარო მოხელის სტატუსი აქვთ, უმუშევარი რჩებიან. მათი შესაძლო გათავისუფლების საკითხს სახალხო დამცველი შეისწავლის.
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საჯარო მოხელის შესახებ კანონში ცვლილებებს, რაც სალომე ზურაბიშვილს აძლევს უფლებას, გაათავისუფლოს ყველა ახსნა-განმარტებისა და კომპენსაციის გარეშე.
კანონპროეტზე ჩაშლილი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, კანონპროეტის ავტორსა და საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.
ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ თუ კანონი ძალაში შევა, პრობლემა სხვა საჯარო სამსახურების თანამშრომლებსაც შეექმნებათ.
საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კონსულტაციების გარეშე გადაწყვეტილების მიღებას გამორიცხავენ. გიორგი კახიანის თქმით, ინიციატივის შესახებ კითხვები მასაც ჰქონდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამსახურის გარეშე დატოვებს, მესამე სექტორი არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს. ამ თემის განსახილველად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა იგეგმება.
ცვლილების მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ვალდებული ხდება ხელშეკრულება გააფორმოს, შესაბამისად, მათ საჯარო მოხელის სტატუსი გაუუქმდებათ და კანონი, როგორც საჯარო მოხელეებს, ვეღარ დაიცავს.
ცვლილებები სალომე ზურაბიშვილის უფლებას აძლევს, თანამშრომლები კონკურსის გარეშე აიყვანოს. საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამსახურის გარეშე დატოვებს, მესამე სექტორი არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს. ამ თემის განსახილველად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა იგეგმება. ცვლილების მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ვალდებული ხდება ხელშეკრულება გააფორმოს, შესაბამისად, მათ საჯარო მოხელის სტატუსი გაუუქმდებათ და კანონი, როგორც საჯარო მოხელეებს, ვეღარ დაიცავს. ცვლილებები სალომე ზურაბიშვილის უფლებას აძლევს, თანამშრომლები კონკურსის გარეშე აიყვანოს.
-
გერმანიაში საკონდიტრო ქარხნიდან შოკოლადმა გაჟონა
{{ARTICLEIMAGE}}
გერმანული გაზეთი, Soester Anzeiger-ი იუწყება, რომ კომპანია Dreimeister-ის საკონდიტრო ქარხნიდან, რომელიც დორტმუნდიდან 25 კილომეტრში მდებარეობს, მეზობელ ქუჩაზე ერთი ტონა გამდნარი შოკოლადის მასამ გაჟონა.მიზეზად ერთი ავზის დაზიანება სახელდება. ადგილზე გამოძახებული მეხანძრეები 2 საათის განმავლობაში ცდილობდნენ გამდნარი შოკოლადის აფხეკას გზის ზედაპირიდან. ”პროდუქციის შეჩერება ზუსტად შობის პერიოდის დაწყების წინ კატასტროფა იქნებოდა” – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა მარკუს ლაქიმ. მისი სიტყვებით, შოკოლადის გაჟონვა მცირე ტექნიკური პრობლემის გამო მოხდა და ოთხშაბათიდან ქარხანა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ‘ქუჩის შოკოლადისაგან გაწმენდით სამუშაოებში დაახლოებით 25 მეხანძრე მონაწილეობდა. კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ქარხანა მალე ამუშავდება. მათივე განმარტებით, მსგავსი ინციდენტი შობის დღესასწაულამდე ცოტა ხნით ადრე რომ მომხდარიყო, ეს მათთვის კატასტროფა იქნებოდა.{{PHOTOGALLERY}}
-
ახალი ტოიოტა C-HR
საქართველოში ბესტსელერი მოდელის Land Cruiser Prado-ს ახალი ვერსიის პრეზენტაცია ”ტოიოტა ცენტრი თეგეტაში” გაიმართა.Land Cruiser Prado-ს ახალი მოდელი ამარცხებს ოთხივე სტიქიას. მისთვის არ არის დაბრკოლება ქარი, წყალი, მიწა თუ ცეცხლი, ის თავად გახლავთ ამ სტიქიების ძალის მატარებელი. ამიტომაც “ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სწორედ ეს ოთხი სტიქია გამოიყენა და დაუვიწყარი შოუ-პერფორმანსით წარმოადგინა ავტომობილის ახალი მოდელი.”პრადო” მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მაღალი გამავლობის ავტომობილია, საქართველოში კი წლებია თავისი სეგმენტის ბესტსელერია. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი, ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა და ტექნიკური თვალსაზრისით განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა. უგზოობაზე მოძრაობის შეუდარებელმა შესაძლებლობებმა ”ლენდ კრუიზერს” მსოფლიოში ყველაზე გამძლე და სანდო ავტომობილის რეპუტაცია შეუქმნა და ევროპის ბევრ ქვეყანაში ამ სეგმენტის გაყიდვების ლიდერია.ახალ მოდელში წარმოდგენილია განახლებული დიზაინის მქონე ინსტრუმენტების პანელი, რომელიც მოიცავს დიდ, 8-დუიმიან Toyota Touch® 2 და Go“ მულტიმედია სისტემას, მძღოლის ოპტიტრონულ მრიცხველებს და საჭის მოწყობილობათა მექანიზმის მიერ მართულ, 4.2-დუიმიან მულტი-ინფორმაციულ ეკრანს. ასევე აღსანიშნავია წინა სავარძლების გაუმჯობესებული ვენტილაცია, უკანა სავარძლების გათბობა, ავტომატური კლიმატ-კონტროლი და “ჭკვიანი გასაღების“ ახალი დიზაინი.უგზოობის პირობებში, ახალი “პრადოს” გამავლობის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაზრდილია მისი უკანა დიფერენციალის სამი ვარიანტის წყალობით: ღია, ჩასაკეტი ან ახალი თვითბლოკირებადი დიფერენციალი -Torsen Limited Slip (TLS).ამ ყველგანმავალის Multi-Terrain Select (MTS) სისტემა კიდევ უფრო გაუმჯობესდა “AUTO Mode“ ფუნქციის დამატებით, რომელიც ავტომატურად მოდის მოქმედებაში. აღსანიშნავია 5-სიჩქარიანი ნელი სვლის მაკონტროლებელი “Crawl Control“ – ე.წ. ცოცვის ფუნქცია.“Multi-terrain Monitor“ (MTM) ეკრანის ფუნქციები გაფართოვდა და ამჟამად მოიცავს არა მარტო იატაკის ქვეშ ხედვისა და წინა ხედვის როტაციის ფუნქციებს, არამედ პანორამული და ფართო უკანა ხედვის ეკრანებსაც.“პრადოს” მთლიანი სიგრძე 60 მილიმეტრითაა გაზრდილი და 4 840 მმ.-ს შეადგენს. მას ახასიათებს განსაკუთრებული მანევრულობა, რომლის მობრუნების მინიმალური წრე მხოლოდ 5.8 მეტრია. ახლებური დიზაინის მქონე კაპოტით, რადიატორის ცხაურით, განათების ფარებით, წინა ბამპერითა და ფარების დამცავით Toyota Land Cruiser Prado-ს წინა მხარე, თავისი უნიკალური ისტორიული დიზაინის მრავალ სტრუქტურულ ელემენტს ეფუძნება.უგზოობის პირობებში მოძრაობისას, წინ ხილვადობის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ცენტრალური მართვის პანელის უკიდურესი ზედა ნაწილი დადაბლებული, უფრო გლუვი და დახვეწილი შესახედაობისაა. მართვის პანელზე განთავსებულია ახალი, უფრო დიდი ზომის 8-დუიმიანი, ფერთა სრული დიაპაზონის მქონე მულტიმედია ეკრანი და გლუვი ზედაპირის მქონე კონდიცირების კონტროლის პანელი.განახლებულია საჭეც, რომელიც “Toyota Land Cruiser 200 (V8)“ მოდელის საჭის მსგავსია. ახალი “Toyota Land Cruiser Prado“-ს ინტერიერი ორ ფერშია გადაწყვეტილი: შავი და კრემისფერი – “Premium Beige“, რომელიც სრულიად ახალია. სალონის პრემიუმ ხარისხის გაფორმებას ხაზს უსვამს მეტალისებური ტექსტურით (Silver Hairline) დამუშავებული ზედაპირები, რომლებიც ცენტრალური მართვის პულტის სრულიად ახალ, მუქი ყავისფერი ხის მსგავს იერს ესადაგება.ამ ლეგენდარული მანქანის თაყვანისმცემლებს შეუძლიათ ესტუმრონ “ტოიოტა ცენტრი თეგეტას” (თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N6) და თავად გამოსცადონ ახალი “პრადოს“ უსაზღვრო შესაძლებლობები.“ტოიოტა ცენტრი თეგეტა” წარმოადგენს ტოიოტას ოფიციალურ დილერს საქართველოში.2014 წელს, კომპანიამ “ტოიოტა კავკასიისგან” ტოიოტას დილერისა და ავტორიზებული სერვის ცენტრის ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი მიიღო. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ გამოირჩევა ევროპული სტანდარტების თანამედროვე ინფრასტრუქტურით და თანამედროვე სერვისის დანადგარებით. -
შსს 13 წლის მოზარდის გარდაცვალების გარემოებას ადგენს
{{ARTICLEIMAGE}}
გარდაცვლილი 13 წლის მოზარდის ისმაილ ბადალოვის ოჯახის წევრები გამოძიების დროულად ჩატარებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. ბადალოვების მტკიცებით, მათი შვილი ერთი თვის წინ, ბოლნისში, სახლში ნაცემი მივიდა, თავი სტკიოდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, ბავშვს სამედიცინო დახმარება სახლში აღმოუჩინეს, თუმცა ის მალევე კომაში ჩავარდა.
გარდაცვლილი მოზარდის მამის იდაიფ ბადალოვის განცხადებით, მათთვის ცნობილია დამნაშავის ვინაობა, პოლიცია კი იმის გამო, რომ ის არასრულწლოვანია არ აკავებს.
სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს მოზარდის თანასოფლელები, ბავშვები ცემის ფაქტს უარყოფენ.
13 წლის ბიჭს, ეზოში თამაშის დროს ხელი კრეს, ის წაიქცა, თუმცა წამოდგა და თამაში გააგრძელა, მოგვიანებით კი შეუძლოდ გახდა.
შსს-ში განაცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძინე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.
გარდაცვლილი მოზარდის ცხედარს წუხელ გვიან ღამით ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა და ის ბოლნისში, სახლში გადაასვენეს.
-
Hilux-ის პრეზენტაცია
“ტოიოტა ცენტრი თეგეტა”-მ Hilux-ის ახალი თაობის მოდელის პრეზენტაცია და ტესტ დრაივი გამართა. ღონისძიება ლისი ლაუნჯში, 24 ოქტომბერს გაიმართა.Hilux-ის ახალი თაობის მოდელის პრეზენტაციას, ასორმოცდაათამდე კომპანიის, სახელმწიფოს, დიპლომატური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს, შესაძლებლობა ჰქონდათ ესარგებლათ ახალი თაობის Hilux-ის “ტესტ დრაივით” და ახალი მოდელი წინა მოდელისთვის შეედარებინათ.Toyota Hilux-ი მცირე და საშუალო ზომის პიკაპების სეგმენტში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი მოდელია.“ტოიოტამ” პიკაპი Hilux პირველად 1968 წელს გამოუშვა. თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, 180-ზე მეტ ქვეყანაში 16 მილიონზე მეტი Toyota Hilux-ია გაყიდული