Blog

  • შს მინისტრი დღეს პარლამენტში მივა

    {{ARTICLEIMAGE}}

    პარლამენტში დღეს შს მინისტრს ელოდებიან. გიორგი გახარია დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. ამასთან დაკავშირებით, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე გუშინ “ევროპული საქართველოს” წევრს სერგი კაპანაძეს შეხვდა.

    აუდიენციისას შეჯერდნენ იმ კითხვებზე, რომლებსაც შს მინისტრს დაუსვამენ. კაპანაძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას ამ დრომდე არ გაუცია პასუხები საგამოძიებო კომისიის მიერ დასმულ კითხვებზე, თუმცა ხვალ თავის არიდება აღარ გამოუვა.


    გიორგი გახარიას გამოსვლაზე დასწრებას ზაზა სარალიძეც გეგმავს, რომელსაც აინტერესებს, რატომ აფარებენ ხელს მისი შვილის მკვლელებს.


    შს მინისტრის პარლამენტში მისვლას ოპოზიცია დიდი ხანია ითხოვს, თუმცა გიორგი გახარია პარლამენტში რეგლამენტის იმ პროცედურით მიდის, რომლის მიხედვითაც, მინისტრი მოსმენის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს საკუთარი ინიციატივით მიმართავს.

    გიორგი გახარია სამინისტროს საქმიანობაზე ისაუბრებს. წინასწარი ინფორმაციით, შეკითხვების ძირითადი ნაწილი შეეხება ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებასა და არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებს. შინაგან საქმეთა მინისტრს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების საკითხზეც დაუსვამენ შეკითხვებს.

  • ბრაზილიის პრეზიდენტს შესაძლოა ბრალი წაუყენონ

    ბრაზილიის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პრეზიდენტის მიშელ ტემერის წინააღმდეგ კორუფციასა და ფულის გათეთრებაში ბრალდება მოამზადა.
    ბრალდება პრეზიდენტის ბრძანებას ეხება, რომლის თანახმად, ბრაზილიის პორტების მართვის ნორმები გამარტივდა.

    გამოძიება მიიჩნევს, რომ მიშელ ტემერს შეეძლო, აღნიშნულ ბრძანებაზე ხელი მოეწერა კონკრეტული კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ, და სანაცვლოდ, გასამრჯელო მიიღო.

    თუმცა, ვინაიდან საქმე ეხება ქვეყნის პრეზიდენტს, მიშელ ტემერისთვის ბრალდების წაყენების საბოლოო გადაწყვეტილება ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ უნდა მიიღოს. გარდა ამისა, სასამართლო პროცესი ქვეყნის პრეზიდენტთან მიმართებაში ვერ დაიწყება პარლამენტის თანხმობის გარეშე.

    აღსანიშნავია, რომ მოქმედი პრეზიდენტის ვადა 2019 წლის პირველ იანვარს იწურება, როდესაც ახალარჩეული პრეზიდენტის ჟაირ ბოლსო-ნარუს ინაუგურაცია გაიმართება.

  • გაძვირდება თუ არა გაზი – მარეგულირებელი კომისიის სხდომა

    {{ARTICLEIMAGE}}
    იანვრიდან შესაძლოა, გაზი გაძვირდეს. ერთ კვირაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ახალ გადასახადს დააწესებს. ყაზტრანსგაზის, სოკარ ჯორჯია გაზის და საქორგაზის სატარიფო განაცხადებზე სემეკში უკვე რამდენიმე თვეა, მსჯელობენ, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ბუნებრივი აირის ტარიფთან დაკავშირებით, ეს დღევანდელ სხდომაზე გაირკვევა. მარეგულირებელი კომისია გაზის ტარიფის შესაძლო გაძვირებას არც ადასტურებს და არც უარყოფს. კომისიის წევრი გოჩა შონია ცხადებს, რომ ახალი ტარიფის დაანგარიშებისას სხვადასხვა კომპონენტს ითვალისწინებენ, მათ შორის ლარის კურსს. იქონიებს თუ არა გაუფასურებული ლარი გაზის გადასახადის კორექტირებაზე გავლენას, შონიას სატარიფო ცვლილებაზე წინასწარ საუბარი უჭირს.


    ენერგეტიკოსების ნაწილი ლარის გაუფასურების ფონზე გაზის გაძირებას ელოდება. დავით ებრალიძე ამბობს, რომ არსებულ რეალობაში ის ვერ ხედავს შესაძლებლობას, რომ ტარიფის დაანგარიშებისას გაუფასურებული ლარი რომელიმე სხვა კომპონენტმა დააბალანსოს. ებრალიძე სემეკის მიერ ტარიფის დათვლის მეთოდოლოგიასაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ 2014 წელს მიღებული მეთოდოლოგია არასწორია და კანონს ეწინააღმდეგება.

    საქართველოს მოსახლეობისთვის გაზის გაძვირებას არ გამორიცხავს არც ილიას უნივრსიტეტის ასოცირებული პროფესორი მურმან მეგრელიშვილი. თუმცა ენერგეტიკოსი ამბობს, რომ ლარის გაცვლითი კურსი შესაძლოა, სხვა კომპონენტებმა დააბალანსონ. მეგრელიშვილი გაზის ტარიფის ზრდაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და ამბობს, რომ შესაძლოა, არ გაძვირებამ ბევრად მეტი პრობლემა შექმნას. ის მიიჩნევს, რომ მთავარი ტარიფის სწორად დათვლაა.

    ლარის გაუფასურების, საკვები პროდუქტების და ელექტროენერგიის გაძვირების შემდეგ, გაუძვირდება თუ არა მოსახლეობას გაზიც – ეს 26 დეკემბერს მას შემდეგ გაირკვევა, რაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 3 კომპანიის განაცხადებზე იმსჯელებს.

  • პუტინი: ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას დასავლეთში საკმარისად სერიოზულად არ აფასებენ

    რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბოლო დროს, ბირთვული ომის საფრთხის არასათანადოდ შეფასების ტენდენცია შეინიშნება. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რეალურად, აღნიშნული პრობლემა მზარდია. ამის შესახებ განცახდება მან დღეს შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

    “რა მოხდება, თუკი ამერიკის შეერთებული შტატები საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ არსებულ ხელშეკრულებას დატოვებს. თუკი რაკეტები ევროპაში გამოჩნდება, მაშინ ჩვენ უსაფრთხოების მიზნით, შესაბამისი ზომების მიღება მოგვიწევს. ჩვენ არ ვცდილობთ, ვინმეზე უპირატესობა მოვიპოვოთ, ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ ბალანსი და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. დასავლეთში საკმარისად სერიოზულად არ აფასებენ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას, რამაც შესაძლოა, გლობალური ბირთვული კატასტროფა გამოიწვიოს“,განაცხადა პუტინმა.  

  • ან გაემიჯნოს თავის მეუღლეს,ან გადადგეს – ოქიტაშვილი ანანიაშვილს მიმართავს

    {{ARTICLEIMAGE}}
    მივმართავ ნინო ანანიაშვილს, ან გაემიჯნოს თავის მეუღლეს, თქვას რომ არ ეთანხმება მის განცხადებებს, ან გადადგეს”,კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელს ნინო ანანიაშვილს მიმართავს.

    ნინო ანანიაშვილის გადადგომის მოთხოვნით, 24 დეკემბრიდან აქციები დაიწყება. კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელს ნინო ანანიაშვილს ნეპოტიზმში ადანაშაულებს. მისი თქმით, ბევრი ნიჭიერი და ცნობილი ხელოვანისთვის ოპერის კარი დაკეტილია.


    “ოპერაში კრიზისული სიტუაციაა. საბალეტო დასს ხელმძღვანელობს ადამიანის მეუღლე, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებს, დაამხოს ხელისუფლება, მთავრობას ეძახის კრიმინალებს, ბიძინა ივანიშვილს ეძახის “ნარკობარიგას”. მივმართავ ნინო ანანიაშვილს, ან გაემიჯნოს თავის მეუღლეს, თქვას რომ არ ეთანხმება მის განცხადებებს, ან გადადგეს”,-ამბობს ოქიტაშვილი.

  • ნინო ანანიაშვილის გადადგომის მოთხოვნით ოქიტაშვილი აქციებს აანონსებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    ნინო ანანიაშვილის გადადგომის მოთხოვნით, 24 დეკემბრიდან აქციები დაიწყება. კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელს ნინო ანანიაშვილს ნეპოტიზმში ადანაშაულებს. მისი თქმით, ბევრი ნიჭიერი და ცნობილი ხელოვანისთვის ოპერის კარი დაკეტილია.

    “ოპერაში კრიზისული სიტუაციაა. საბალეტო დასს ხელმძღვანელობს ადამიანის მეუღლე, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებს, დაამხოს ხელისუფლება, მთავრობას ეძახის კრიმინალებს, ბიძინა ივანიშვილს ეძახის “ნარკობარიგას”. მივმართავ ნინო ანანიაშვილს, ან გაემიჯნოს თავის მეუღლეს, თქვას რომ არ ეთანხმება მის განცხადებებს, ან გადადგეს”,-ამბობს ოქიტაშვილი.

  • პირველი დაპირისპირება პრეზიდენტის გუნდის წევრსა და მმართველი გუნდის წარმომადგენელს შორის

    {{ARTICLEIMAGE}}

    “ქართული ოცნების” დეპუტატის და გენდერული საბჭოს წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებას, რომ ის დიმიტრი გაბუნიას საპარლამენტო მდივნად არ დანიშნავდა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის კრიტიკული პასუხი მოჰყვა.

    დიმიტრი გაბუნია ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადება პარლამენტარის კომპეტენციას სცდება.

    “დიმიტრი ცქიტიშვილი ვინ არის, უკაცრავად? საბედნიეროდ, დიმიტრი ცქიტიშვილს გადასაწყვეტი არ არის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დანიშვნა, ეს მის კომპეტენციას სცდება და მე ვთხოვ მას, რომ თავის კომპეტენციის ფარგლებში გააკეთოს თავისი განცხადებები”,ამბობს დიმიტრი გაბუნია.

    დიმიტრი ცქიტიშვილმა 19 დეკემბერს განაცხადა, რომ პირადად მისი არჩევანის შემთხვევაში, ის დიმიტრი გაბუნიას საპარლამენტო მდივნად არ დანიშნავდა.

    “მე არ დავნიშნავდი. მისი განცხადება საკმაოდ ორაზროვანი იყო, მაგრამ არ ჩავუღრმავდები იმ თემას, დასანიშნი იყო თუ არა, ვინაიდან ეს არის მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივა. თვითონ გადაწყვეტს, ვინ იქნება ეფექტური და კვალიფიციური პარალმენტთან ურთიერთობაში. ამ შემთხვევაში ჩვენ, არჩევანს არ ვაკეთებთ. ვფიქრობ, ჩვენგან გამოხატული დამოკიდებულება არ იქნება სწორი”,-თქვა ცქიტიშვილმა.

    როგორც ცნობილია, დიმიტრი გაბუნიას დანიშვნას “ქალთა მოძრაობაც” ეწინააღმდეგებოდა.

  • მაჭუტაძე: პუტინის დედა ვატირე, ბურჭულაძე დიდი ხელოვანია და არა პოლიტიკოსი

    {{ARTICLEIMAGE}}
    გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტია “სახელმწიფო ხალხისათვის” ლიდერი ნიკა მაჭუტაძე მისი ყოფილი ლიდერის საქმიანობაზე კომენტარს აკეთებს. “ტვპირველის” გადაცემაში პირდაპირი ჩართვისას მაჭუტაძემ განაცხადა, რომ ბურჭულაძემ პოლიტიკური საქმიანობა დაასრულა და ის დიდი არტისტია.  

    ნიკოლოზ მაჭუტაძემ ბურჭულაძის მიერ რუსეთში გამართულ კონცერტში მონაწილეობაზე დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა: 

    “არის დიდი არტისტი, ხელოვანი და ამ ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მოქალაქე. და საერთოდ ბილწსიტყვაობა მოდაშია და ასე მინდა გავცე ამ შეკითხვას პასუხი:პუტინის დედა ვატირე”.