Blog

  • ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს ზურაბიშვილი 21 დეკემბერს დაასახელებს

    {{ARTICLEIMAGE}}

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე სამ კანდიდატურას პრეზიდენტი არასამთავრობი ორგანიზაციებთან კონსულტაციის შემდეგ დაასახელებს, განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ. ის ამ რანგში პირველად წარსდგა მედიის წინაშე და თქვა, რომ ჟურნალისტებთან აქტიური ურთიერთობა ექნება.

    კანონით, ახალ პრეზიდენტს ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის ვადა 21 დეკემბერს ეწურება. თუმცა კონსულტაცია მხოლოდ ერთ დღეს – 20 დეკემბერს გაიმართება. დიმიტრი გაბუნიამ განმარტა ასევე, რომ კანონი მათ არ ავალდებულებდა რამდენიმე კონსულტაციის გამართვას და არც არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის ვადას უწესებდა.


    “ჩვენთვის მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების აზრი, ეს არ იქნება შეხვედრა – შეხვედრისთვის. ჩვენ მათ მოვუსმენთ და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას. უფლებამოსილება ეწურება ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილესაც და ჩვენ მის ვაკანტურ ადგილზეც უნდა გამოვაცხადოთ ღია კონკურსი”, განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.


    მისივე თქმით, ჯერჯერობით პრეზიდენტს შერჩეული არ ჰყავს კანდიდატურები და საბოლოო გადაწყვეტილებასაც სწორედ ამ კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.


    იქნება თუ არა კანდიდატებს შორის ცესკო-ს ამჟამინდელი თავმჯდომარე თამარ ჟვანია? მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისი კანდიდატურა ისევ განიხილება ცესკო-ს ხელმძღვანელის პოსტზე. ამ შეკითხვაზე პასუხი, გაბუნიას თქმით, საზოგადოებას ხვალ ექნება.


    რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო სექტორი არ შესთავაზებს საკუთარ კანდიდატებს პრეზიდენტს? ასეთ შემთხვევაში, როგორც დიმიტრი გაბუნიამ განმარტა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავად შეარჩევს და დაასახელებს სამივე კანდიდატს.


    კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან 20 დეკემბერს, საღამოს არის დაგეგმილი.


    თუმცა ამ დრომდე მიწვევა არ მიუღია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. ორგანიზაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ კონსულტაციებში მონაწილეობის პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა ამბობს, რომ საია არ წარადგენს საკუთარ კანდიდატს იმ მარტივი მიზეზით, რომ მათ ამ დრომდე არ ჰქონიათ ამ საკითხზე კომუნიკაცია ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. სალაძის თქმით, სულ ცოტა, ერთი შეხვედრა მაინც უნდა დანიშნულიყო, რომ ასეთ კანდიდატზე ეფიქრათ, მას გასაუბრებოდნენ და შემდეგ პრეზიდენტისთვისაც შეეთავაზებინათ.


    “ჩვენთვის მთავარია, რომ ეს პიროვნება, ვინც ცესკო-ს თავმჯდომარე იქნება, იყოს დამოუკიდებელი კანდიდატი, არ იყოს აფილირებული რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან. ასე ერთ დღეში ვინმეს წარდგენა საიასგან არ იქნებოდა გონივრული გადაწყვეტილება”, თქვა სულხან სალაძემ.


    საქართველოს კანონმდებლობით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის მიერ შერჩეულ სამ კანდიდატურას ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე წარუდგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ამ სამიდან კი ცესკო ერთ-ერთს აირჩევს.


    წყარო – რადიო თავისუფლება

  • უგულავა: ივანიშვილი ბოლომდე წელავს იმ ზამბარას, რომელიც მათ მოხვდებათ ძალიან მწარედ ცხვირში

    {{ARTICLEIMAGE}}
    “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ განაცხადა, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი მოსახლეობის ნახევარი ოფიციალურად გამოაცხადა მეორეხარისხოვან მოქალაქეებად, რომლებსაც შეიძლება, შეურაცხყოფა მიაყენო, თავზე კონსტიტუცია გადაახიო.

    დიდი ხანია ვიცით, რომ სასამართლო არის უსამართლო ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ, დღეს ასევე დავინახეთ, რომ სასამართლო არის უტიფარიც – ეს პირველად არ გაუკეთებიათ, ასეთი პრაქტიკა აქვთ და ნებისმიერი პილიტიკური ოპონენტის აზრის და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობა ხდება. დღევანდელი დღე არ არის, მარტო დავით კირკიტაძის დაპატიმრების დღე. დღეს ივანიშვილმა საკუთარი მოსახლეობის ნახევარი ოფიციალურად გამოაცხადა მეორეხარისხოვან მოქალაქეებად, რომლებსაც შეიძლება, შეურაცხყოფა მიაყენო, თავზე კონსტიტუცია გადაახიო. ამავროულად, ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში ადამიანებს, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, რომლებიც პოლიტიკურ ოპონენტებს საკუთარ შარდს უსვამენ სახეზე და ეს ადამიანები საკუთარ თანამდებობაზე ბრუნდებიან. ჩვენ მივიღეთ ქვეყანა, სადაც ბატონობს უტიფრობა და თუ “შეეტენები” ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”, მაშინ იქნები კარგად.

    ეს გამოწვევა ჩვენ უნდა მივიღოთ და შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. ივანიშვილი ბოლომდე წელავს იმ ზამბარას, რომელიც მათ მოხვდებათ ძალიან მწარედ ცხვირში”, – განაცხადა უგულავამ.

  • კობახიძე კირკიტაძეზე: ხელისუფლების პასუხი საჭირო იყო

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის დავით კირკიტაძის დაკავების თემაზე საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან პასუხის გაცემა საჭირო იყო. 

    ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ხომ არ მოქმედებს მმართველი გუნდი ორმაგი სტანდარტით, როდესაც აკავებს ოპოზიციონერს და არა ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს.  

    “არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პოლიციელების სხვადასხვა ფორმით შეურაცხყოფა გახდეს ყოველდღიურობა და ამის ტენდენცია გამოიკვეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ამას სჭირდებოდა პასუხი და ეს პასუხი გაეცა კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ასე უნდა მოქმედებდეს. დაუშვებელია უარყოფითი ტენდენციებისთვის გზის მიცემა, ეს არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო ხელისუფლების მხრიდან პასუხის გაცემა. ოპოზიციისთვის ალტერნატიული გზა იყო შეთავაზებული, რომელსაც 20 წუთით მეტი სჭირდებოდა, თუმცა აშკარად ოპოზიციას იმ დღეს ჰქონდა თვითმიზანი, მოეწყო პროვოკაცია. ეს მათ შეძლეს, შეძლეს პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენება”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

  • მელია:ყველაფერს გავაკეთებ, რომ კრიმინალი გახარია ციხეში ჩაჯდეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ გურჯაანის სასამართლოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართა. მმართველ გუნდს ლაჩრები უწოდა და განაცხადა, რომ თოვლის გუნდა გაგორებულია და ის ზვავად გადაიქცევა. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა შს მინისტრი გახარია ციხეში აღმოჩნდეს.

    აქციის მონაწილეებს ასევე მიმართა კიდევ ერთმე ოპოზიციონერმა თინა ბოკუჩავამ:“მინდა გაგიმხილოთ დათოს ემოცია ამ ცირკში, სადაც ჩვენ არ გვიშვებდნენ და რომელიც სუს-ის აგენტებით იყო სავსე. სწორედ მათ სცემეს ოპოზიციის წევრები უმოწყალოდ ველისციხეში, ეს ადამიანები მოავლინეს დღეს სასამართლო დარბაზში, რომ ჩვენ ბევრნი არ ვყოფილიყავით. დათო ბრძოლას აგრძელებს საპყრობილიდან, სადაც ის ივანიშვილმა გამოკეტა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე ივანიშვილი არ წავა პოლიტიკურ სანაგვეზე”. დათო არის ძალიან მხნედ – თავისუფლება დავით კირკიტაძეს – ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ პოლიტიკურ პატიმარს”.

  • გრიგოლ ვაშაძე: საქართველოში პოლიტიკური ტერორი დაიწყო

    {{ARTICLEIMAGE}}
    გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაზე აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ტერორი დაიწყო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ოპოზიციონერ დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ, გურჯაანში, რაიონულ სასამართლოსთან განუცხადა.

    “ცხოვრებაში პირველად ვიყავი პოლიტიკურ სასამართლო პროცესზე”, – ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას: “მოსამართლეს განჩინება უკვე გამოტანილი ჰქონდა და არც დაფიქრებულა, სათათბიროდაც არ გასულა. დარწმუნებული იყავით, რომ საქართველოში დაიწყო პოლიტიკური ტერორი. თუ გაჩუმდებით, დავით კირკიტაძის შემდეგ, თქვენთანაც მოვლენ, რადგან ადამიანი, რომელიც არის ოპოზიციურად განწყობილი და ფარცხალაძისგან განსხვავდება აზროვნებით, ეს ადამიანი საფრთხეს უქმნის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას. მივმართავთ სააპელაციო სასამართლოს, რომელიც ტარაკნებივითაა გაჯერებული ქოცი მოსამართლეებით. საპროტესტო აქციები გაგრძელდება და დათოს გარეთ გამოვიყვანთ”.

    გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე. მას ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის. გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

  • კირკიტაძე: არ მსურს, გამოძიებას აწარმოებდეს შსს

    {{ARTICLEIMAGE}}
    “ნაციონალური მოძრაობის” წევრს დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 

    შსს-ს ვუცხადებ უნდობლობას, თუმცა მზად ვარ, ვითანამშრომლო სასამართლოსთან. მე არ მსურს, გამოძიებას აწარმოებდეს შსს”, – ამ სიტყვებით წარსდგა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, სადაც მისი პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლემ კირკიტაძეს განუმარტა, რომ აღნიშნულ საკითხს სასამართლო არ წყვეტს.

    17 დეკემბერს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის (ისჯება 2-დან 5 წლამდე პატიმრობით, ან ჯარიმით) “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს. დავით კირკიტაძეს ბრალი გუშინ, 19 დეკემბერს წარუდგინეს.

  • ბარამიძე: ეს არის პუტინის რეჟიმის საცეცები საქართველოში

    {{ARTICLEIMAGE}}
    დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდებას მისი თანამოაზრეები აფასებენ. გიორგი ბარამიძემ ეს გადაწყვეტილება სასამართლოს შენობის გარეთ აქციის მონაწილეებს გააცნო და განაცხადა, რომ “ეს არის პუტინის რეჟიმის საცეცები საქართველოში”.

    “დავით კირკიტაძის გასამართლებით ასამართლებენ ყველას, ვინც ამ პუტინის მონის წინაშე ხმის ამოღება გაბედა”.

  • რა უდევს თინა კანდელაკს ჩანთაში

    რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი ტელეწამყვანი ჟურნალ VOGUE–ს რუსულ რედაქციას საკუთარი ჩანთის შიგთავსს აცნობს. VOGUE –ს რუბრიკაში კანდელაკი ყვება, რა ნივთებია მისი ჩანთის განუყოფელი ატრიბუტები. სათვალე, სამკაულები, რა თქმა უნდა, საფულე, ტელეფონი, წიგნი. ეს ნივთები ცნობილ ტელეწამყვანს ყოველთვის თან აქვს.

  • კირკიტაძეს პატიმრობა შეეფარდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    “ნაციონალური მოძრაობის” წევრს დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 

    შსს-ს ვუცხადებ უნდობლობას, თუმცა მზად ვარ, ვითანამშრომლო სასამართლოსთან. მე არ მსურს, გამოძიებას აწარმოებდეს შსს”, – ამ სიტყვებით წარსდგა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე გურჯაანის რაიონულ სასამართლოში. მოსამართლემ კირკიტაძეს განუმარტა, რომ აღნიშნულ საკითხს სასამართლო არ წყვეტს.

  • პრემიერი: მომავალ წელს ჯარისკაცებს ხელფასი გაეზრდებათ

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს მთავრობის წლიური ანგარიში წარადგინა. მისი თქმით, 2019-2020 წლებში ხელფასი, წოდების მიხედვით, 7 526 სამხედროს გაეზრდება ხელფასი და 1634 ქართველი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინით.

    “მომავალ წელს საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ჯარისკაცების ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას:”ჩვენ ქუთაისში გავხსენით ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო ცენტრი ჩვენი სამხედროებისთვის. მომავალ წელს ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით გაიხსნება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი სამედიცინო ცენტრი და მომავალ წელს ამავე დროს განსაკუთრებული აქცენტი ჩვენ გვსურს რომ გავაკეთოთ სხვა სოციალურ პროექტებზეც,”განაცხადა მამუკა ბახტაძემ.