Blog

  • ჯეიმს ბონდის პროდიუსერებს როლზე ტრანსგენდერის დამტკიცებას სთხოვენ

    ვინ ითამაშებს შემდეგ ჯეიმს ბონდს – ამ თემაზე მიმდინარე დებატებში მსახიობი დომინიკ უესტი ჩაერთო და პროდიუსერებს მოუწოდებს, ამ როლზე ტრანსგენდერი შეარჩიოს. ბრიტანელ ვარსკვლავს თავისი კანდიდატიც ჰყავს და როლზე ბრიტანეთის არმიის ტრანსგენდერ სამხედრო მოსამსახურეს ჰანა გრაფს მოიაზრებს.

    დომინი უესტმა შუნდაყ თიმეს Mაგაზინე-ს განუცხადა: “ის მშვენიერი გოგოა და შეუძლია, იყოს ბონდი. მათ უნდა აირჩიონ ტრანსგენდერი ბონდი, რადგან შეიარაღებულ ძალებში უამრავი ასეთი ადამიანია. ეს მართლაც შესანიშნავი იდეაა”.

    თავად გრაფი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში მსახიობობას არ გეგმავს, თუმცა ფილმში ტრანსგენდერის მონაწილეობის იდეას იწონებს.

    შემდეგი ჯეიმს ბონდი ეკრანებზე 2020 წლის თებერვალში გამოვა.

  • დამანგრეველი ცუნამი ინდონეზიაში: დაღუპულია 281 ადამიანი

    {{ARTICLEIMAGE}}
    ინდონეზიაში ცუნამის დროს დაღუპულთა რიცხვი 281-მდე გაიზარდა.

    დამანგრეველი ცუნამი კუნძულებს იავას და სუმატრას 22 დეკემბერს, ღამით დაატყდა თავს. ოფიციალური ინფორმაციით, დაკარგულად ითვლება 57 ადამიანი. სტიქიური უბედურების შედეგად უსახლკაროდ დარჩა დაახლოებით 11 700 ადამიანი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცუნამი ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილმა წყალქვეშა მეწყერმა გამოიწვია.

  • აშშ თავის მოქალაქეებს ბარსელონაში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს საახალწლო დღესასწაულების პერიოდში ბარსელონაში ტერორიზმის საფრთხის შესახებ ატყობინებს.

    სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული წინდახედულება და სიფრთხილე გამოიჩინონ სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის, ავტობუსების გადაადგილების ადგილებში ლა რამბლას ტერიტორიაზე.

    “ტერორისტებმა, შესაძლოა, გაუფრთხილებლად ან მცირე გაფრთხილების შედეგად განახორციელონ თავდასხმა”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის შეტყობინებაში.

    სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ტერორისტების სამიზნე შესაძლოა, ტურისტული ადგილები, სატრანპორტო ჰაბები და სხვა სახალხო თავშეყრის ადგილები გახდეს.
  • ახალი კვლევის შედეგები:ბენზინში ტყვიის შემცველობა ნორმის ფარგლებშია


    {{ARTICLEIMAGE}}
    ბენზინში ტყვიის შემცველობა საქართვველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ხარისხობრივ ნორმებს შეესაბამება.

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ნიმუშები 240 ბენზინგასამართი სადგურიდან იქნა აღებული და მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ბენზინში ტყვიის შემცველობა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ხარისხობრივ ნორმებზე დაბალია.


    “ჩვენ გაუფრთხილებლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დავიწყეთ ამ კვლევის ჩატარება და სინჯების აღება. შევამოწმეთ როგორც – მსხვილი, ბრენდირებული ქსელები, ასევე პატარა ბენზინგასამართი სადგურები და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საავტომობილო ბენზინში, არცერთ ნიმუშში, ტყვია ნორმასთან მიახლოებულიც კი არ ფიქსირდება. ეს საკმაოდ რეპრეზენტატული კვლევაა და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ბენზინი ტყვიის გამავრცელებელი წყაროებიდან გამოვრიცხოთ. რაც შეეხება კვლევის სანდოობას, კვლევა ტენდერის გზით გავიტანეთ გარეთ და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიამ შეამოწმა. კომპანიებმაც კი არ იცოდნენ რომელი ავტოგასამართი სადგურის ნიმუში იყო, რადგანაც დალუქული მიდიოდა სინჯები და მხოლოდ ლუქის ნომრით ხდებოდა იდენთიფიცირება“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნელი კორკოტაძემ “საქმიანი დილის” ეთერში.

  • ვალების განულების შემდეგ ე.წ. ამომღებ კომპანიაში თანამშრომლების შემცირება დაიწყო

    {{ARTICLEIMAGE}}
    ე.წ. უიმედო ვალების განულების შემდეგ პრობლემური სესხების ამომღებ კომპანიაში თანამშრომელთა შემცირება დაიწყო. ერთ-ერთი თანამშრომელი solostudio.agency/-სთან ამბობს, რომ ე.წ. სესხების განულების აქციის გამოცხადების შემდეგ მოქალაქეები არსებული დავალიანების გადახდაზეც უარს ამბობენ, რამაც კომპანიას გარკვეული პრობლემა შეუქმნა და იძულებული გახადა, თანამშრომელთა შემცირება დაეწყო. solostudio.agency/-ს ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ ე.წ. შემცირება ერთი თვით გამოაცხადა, ამ პერიოდში კი თანამშრომლებს პრობლემის მოგვარებას დაპირდა.

    19 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა “შავ სიაში” მყოფ 600 000 ადამიანს ჯამში 1,5 მილიარდის ოდენობის დავალიანებას უნულებს.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იმ 700 ათასი მოქალაქიდან, რომელიც ამჟამად ე.წ. შავ სიაში იმყოფება, 600 ათასს ფინანსურ დავალიანებას ფონდის ქართუს ფინანსური დახმარებით ჩამოაწერენ. ბახტაძემ პროექტის ღირებულებად 1,5 მილიარდი ლარი დაასახელა. პრემიერის თქმით, ეს ადამიანები დაუბრუნდებიან სრულფასოვან ეკონომიკურ საქმიანობას, რისი საშუალებაც აქამდე არ ქონდათ.

    ვალები რომ გაანულონ, რამდენიმე კრიტერიუმი ერთდროულად უნდა დაკმაყოფილდეს: ცალკეული კრედიტის ძირი თანხა არ აღემატებოდეს 2 000 ლარს; ბოლო წლის განმავლობაში არ უნდა იყოს ვალის დასაფარად შეტანილი რაიმე თანხა. როგორც ცნობილია, მთავრობამ უკვე აამოქმედა სპეციალურად შექმნილი ვებგვერდი Vali.ge.



  • ცესკო-ს თავმჯდომარე კვლავ თამარ ჟვანია გახდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    ცესკო-მ ახალი თავმჯდომარე აირჩია. 8 ხმა მიიღო თამარ ჟვანიამ, 1 – ლადო ბოჟაძე.

    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება სრული შემადგენლობის ორი მესამედით მიიღო.

  • მკვლელობა წავკისში

    {{ARTICLEIMAGE}}

    “ბიჭებო თქვენ მოგიკვდით მე, როგორ გაგვამწარეთ,არც ძილი მეკარება და ვერ სლუკუნს ვიჩერებ. განსაკუთრებული სისასტიკეო, ალბათ ბიჭები კიარ დაჭრეს დაჩეხეს, საავადმყოფომდე ვერ ჩააღწიეს გზაში სისხლისგან დაიცალნენ, მერე უცებ ტკივილი გაქრა და აწი იქნება სულ ძილი. ორი ბიძაშვილი უნდა დავასაფლავო, ორ ახალგაზრდა ბიჭს მიწა უნდა დავაყარო”, სოციალურ ქსელში ამ სტატუსს მოკლულის ნათესავი ლუკა ფეიქრიშვილი აქვეყნებს.

    გუშინ საღამოს, წავკისში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ორი მამაკაცი მოკლეს. მათ ჭრილობა ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. გარდაცვლილები 26 და 28 წლის ახალგაზრდები არიან. დაჭრილია კიდევ ორი ადამიანი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქირურგიული ჩარევის შემდეგ მათი მდგომარეობა სტაბილურია.

    სამართალდამცავი უწყება დაპირისპირების ადგილზე ღამის განმავლობაში მუშაობდა. ჯერჯერობით უცნობია მომხდარის მიზეზი. დაკავებული ამ დროისთვის არავინ არის.

  • დამანგრეველი ცუნამი ინდონეზიაში ზონდის სრუტის სანაპიროზე

    {{ARTICLEIMAGE}}
    ვულკან ანაკ-კრაკატაუს ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი წყალქვეშა მეწყერმა ცუნამი გამოიწვია. ვულკანი სწორედ ზონდის სრუტეში, კუნძულებს, სუმატრასა და ჯავას შორის მდებარეობს.კრაკატაუს ვულკანი ერთ–ერთია 127 აქტიურ ვულკანს შორის, რომელიც ინდონეზიაში მდებარეობს.
    დამანგრეველმა ტალღებმა საცხოვრებელი სახლები წალეკა, ავტომობილები ამოატრიალა და ხეები წააქცია.
    გიგანტურმა ტალღებმა ქვეყნის დასავლეთ სანაპიროს გადაუარა და რამდენიმე დასახლება წალეკა.
    {{VIDEO}}
    გარდაცვლილია 168 ადამიანი,დაშავდა 745 ადამიანი. ცუნამმა დააზიანა 558 სახლი, 9 სასტუმრო, 60 რესტორანი და 350 გემი.

    22 დეკემბერს ცუნამი სანაპირო ქალაქებს ადგილობრივი დროით 21:30 საათზე დაატყდა თავს სწორედ მაშინ როცა პოპულარულ ინდონეზიურ პოპ-ბენდის შევენტეენ-ს კონცერტი მიმდინარეობდა. ბენდის ერთ-ერთი წევრის თქმით, გარდაცვლილია ბასისტი, მენეჯერი და დაკარგულია სხვა სამი წევრი, მისი ცოლის ჩათვლით. ინდონეზიის ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

  • თბილისში უპატრონო ძაღლებისათვის განკუთვნილი კვების აპარატები განთავსდა


    {{ARTICLEIMAGE}}

    კვების აპარატებში პლასტმასის 0,5 ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისთვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპენსერში წყლის ჩასხმის შემდეგ, ცხოველები წყურვილს მოიკლავენ.



    რიყის პარკი, ვერის ბაღი და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკი. ეს ის ადგილებია სადაც 22 დეკემბერს უპატრონო ძაღლებისათვის განკუთვნილი კვების აპარატები დაიდგა. აპარატი მზის ენერგიას იყენებს და ასევე რეციკლირების პროცესსაც უწყობს ხელს.კვების აპარატებში პლასტმასის 0,5 ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისათვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპენსერში წყლის ჩასხმის შემდეგ, ცხოველები წყურვილს მოიკლავენ.

    ნიციატივა გიორგი ხავთასს ეკუთვნის რომელიც პროექტ “შენი იდეა ქალაქის მერს”, ერთ-ერთი გამარჯვებულია. ხოლო იდეა თბილისის მერიის ცხოველტა მონიტორინგის სააგენტომ განახორციელა.
    {{PHOTOGALLERY}}
    რიყის პარკში მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლიც დაიდგა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, პირველ ეტაპზე, თბილისის ქუჩებში მიუსაფარი ძაღლებისათვის 10 ხის სახლს დადგამს.
    მერიის განცხადებით, ძაღლების კვების აპარატები დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსდება.

    “>

    „საკმაოდ საინტერესო და კეთილი პროექტი განხორციელდა – მიუსაფარი ძაღლებისთვის სამ ადგილზე კვების აპარატები დაიდგა. ეს იყო წინადადება, რომელიც პროექტის „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში შემოვიდა, განვიხილეთ და მისი განხორციელების გადაწყვეტილება მივიღეთ.