Blog

  • დაგროვებით საპენსიო რეფორმაში იძულებით ჩართვის მექნიზმის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ:სარჩელი საკონსტიტუციოში

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს სარჩელით მიმართავს და დაგროვებით საპენსიო რეფორმაში იძულებით ჩართვის მექნიზმის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

    არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტი ამბობს, ეს ნორმა არღვევს როგორც დამსაქმებლის ასევე დასაქმებულის უფლებებს. ედუარდ მარუკაშვილის განცხადებით, იძულებით ჩართვის მექანიზმი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეჩერდეს, რადგან რამდენიმე სხვა მიზეზთან ერთად, სახელმწიფო მოსახლეობას აიძულებს, ქონება რისკიან კაპიტალდაბანდებად აქციოს. 

    დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. რეფორმის ფარგლებში პენსიის დაგროვება სავალდებულო ხდება 40 წლამდე ასაკის დასაქმებულებისთვის, ხოლო 40 წელს ზემოთ სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია, თუმცა ისინიც, ამ სქემაში ავტომატურად ჩართეს და სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვთ, მხოლოდ 3 თვის შემდეგ თქვან უარი დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობაზე.

     

  • თეთრი ღვინო მარსზე?

    {{ARTICLEIMAGE}}
    თეთრი ღვინო წითელ პლანეტაზე? ამ სათაურით სტატიას ამერიკული გამოცემა The Washington Post აქვეყნებს და მარსზე ქართული ღვინის “მირთმევის“ შესაძლებლობას განიხილავს. ჟურნალისტი წერს, რომ ღვინის სამშობლოდ მიჩნეული საქართველო ცდილობს, გაარკვიოს რომელი სახეობის ღვინო “მოწრუპოს” ერთ დღეს მარსზე.

    “ეს მიზნები ჩანს იმ პროექტის მიღმა, რომელიც ცდილობს, იპოვოს საუკეთესო ყურძნის ჯიში წითელი პლანეტისთვის. კვლევამ უნდა უპასუხოს შეკითხვებს მარსზე არსებული რადიაციის, მტვრისა და სიცოცხლისთვის საჭირო რესურსების შესახებ. ამის შემდეგ დაისმება შეკითხვა – ვის სურს ერთი ჭიქა ღვინით მიესალმოს ახალ წელს წითელ პლანეტაზე“, წერია სტატიაში, რომლის ავტორიც საქართველოში რამდენიმე რესპოდენტსაც ესაუბრა:

    “თუ ერთ დღეს მარსზე ცხოვრებას ვაპირებთ, საქართველომ ამ მიზნის განხორციელებაში წვლილი უნდა შეიტანოს. ჩვენმა წინაპრებმა მოიტანეს ღვინო ჩვენს პლანეტაზე, ახლა კი, შეგვიძლია, იგივე მარსისთვის გავაკეთოთ”, ამბობს კოსმოსური კვლევის სააგენტოს დამფუძნებელი ნიკოლოზ დობორჯგინიძე.

    აღსანიშნავია, რომ მარსისთვის შესაბამისი ყურძნის ჯიშის შერჩევა 2016 წელს დაიწყო, როდესაც ელონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია “SpaceX”-ი 2024 წლისთვის ამ პლანეტაზე გამგზავრებას გეგმავს: ამ განცხადებამ შთააგონა ქართველები, შეერჩიათ საუკეთესო ყურძნის ჯიში წითელი პლანეტისთვის, თუმცა სხვა ქვეყნებიც ცდილობენ, შეარჩიონ საუკეთესო ყურძნის ჯიში, რომელიც მარსის კლიმატს შეეგუება”, წერს ამერიკული გამოცემა და აღნიშნავს, რომ უკვე წლის დასაწყისში პროექტზე მომუშავე ჯგუფი საქართველოდან იმედოვნებს, რომ საწყის ეტაპზე ქვეყნის პირველი ვერტიკალური მეურნეობის ლაბორატორია დედაქალაქში შეიქმნება.

    “შემდეგ კი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი გეგმავს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო კვლევაში ჩართვას. ჩვეულებრივ, ზოგიერთისთვის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში – წითელი ღვინო საუკეთესო ფსონი არ არის – ქართველი მეცნიერები თვლიან, რომ თეთრი ღვინო მარსისთვის უკეთესი იქნება“,წერია სტატიაში.

    ამასთან ამერიკული გამოცემის ჟურნალისტი პროექტის ავტორების ფანტაზიებზეც მიუთითებს:

    “კოსმოსური კვლევის სააგენტოს დამფუძნებელი ნიკოლოზ დობორჯგინიძე ღიმილით წარმოიდგენს, როგორ სვამს ქართულ ღვინოს მარსზე: წერს ჟურნალისტი და აქვე მის კომენტარსაც ურთავს: “მალე ჩვენ რადიაციაზე ტესტის ჩატარებას დავიწყებთ, რაც აქამდე შეუძლებელი იყო“.

    როგორც ცნობილია, 1977 წელს NASAM კოსმოსში ე.წ ოქროს ჩანაწერი გაგზავნა, რომელზეც 27 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის ქართული ჩაკრულოც იყო. ამავე პერიოდში მოსკოვი ამბობდა, რომ კომსოსურ სააგენტოს რუსული სიმღერაც უნდა აერჩია, თუმცა როგორც აღმოჩნდა, არჩევანი ქართულ ნაწარმოების სასარგებლოდ გაკეთდა,რამაც საქართველოს უბიძგა, დაეწყო ფიქრი ახალ პროექტზე.

  • საფრანგეთი მანიფესტაციების დროს არეულობის მომწყობი პირების მიმართ სასჯელს გაამკაცრებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საფრანგეთის მთავრობა ახალ კანონს ამზადებს, რომლითაც მანიფესტაციების დროს არეულობის მომწყობი პირების მიმართ სასჯელი გამკაცრდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპმა განაცხადა.


    მისი თქმით, “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო აქციების ფარგლებში ხუთი ათასზე მეტი ადამიანი იყო დაკავებული.

    “მიუღებელია, რომ სრული დაუსჯელობის ატმოსფეროში არეულობებს აწყობდნენ. ეს დაუშვებელია. შს და იუსტიციის სამინისტროებს მივმართე სისტემატურად დააკავონ ისინი, ვინც არეულობებს აწყობს”, განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა

    “უნდა შევინარჩუნოთ შეკრების თავისუფლება საფრანგეთში და არ შეიძლება მათი დასჯა, ვისაც მშვიდობიანად სურს ამ უფლების გამოყენება. ამიტომაც, მთავრობა მხარს უჭერს იმას, რომ ახალი კანონი იქნას მიღებული იმ პირებისთვის, ვინც არ ასრულებს მოთხოვნებს, ნიღბებით მოდის მანიფესტაციაზე და არეულობას აწყობს”,  განაცხადა ფილიპმა.

  • რა სამკაულს ირჩევენ ვარსკვლავები. კიდევ ერთი დაკვირვება ოქროს გლობუსის წითელი ხალიჩიდან

    ოქროს გლობუსი ისევე, როგორც სხვა კინო დაჯილდოებები, ფესტივალები და ცერემონიალები არა მხოლოდ ნომინაციებით იქცევს ყურადღებას, არამედ წითელი ხალიჩით და ვარსკვლავების ჩაცმულობით თუ აქსესუარებით. გასული წლისგან განსხვავებით, როცა სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად ვარსკვლავები შავი ფერის სამოსში გამოეწყვნენ, წლევანდელი ცერემონიალი მრავალფეროვანი და თვალისმომჭრელი იყო. თუმცა ამჯერად სამოსზე კი არა აქსესუარებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას. ვნახოთ, რომელი იუველირული სახლების სამკაულები ეკეთათ ვარსკვლავებს ოქროს გლობუსის ცერემონიალზე:

    ლედი გაგა: Tiffany & Co ს საყურე, ყელსაბამი და სამაჯური.

    სირშა რონანი: Chopard –ის საყურე

    პენელოპა კრუსი: Atelier Swarovski

    ჯულიანა მური: Chopard

    ემა სტოუნი: Louis Vuitton–ის საყურე

    ჯულია რობერტსი: Chopard

    ლუპიტა ნიონგო: Bvlgari

    ნიკოლ ქიდმანი: Harry Winston

    კეტრინ ზეტა ჯონსი: Lorraine Shcwartz

    რეიჩელ ვაისი: Cartier

    დაკოტა ფანინგი: Beladora Jewelry

    ჰოლი ბერი: Roberto Coin

    ლილი რეინჰარტი: Swarovski

    შარლიზ ტერონი: Bvlgari

    ჰაიდი კლუმი: Lorraine Schwartz

    კრისტენ ბეილი: Harry Winston

    ემილი ბლანტი: Neil Lane

    {{ARTICLEIMAGE}}

  • მმართველი გუნდი კაჭრეთში ბიძინა ივანიშვილის გარეშე მართავს შეხვედრას

    {{ARTICLEIMAGE}}
    კაჭრეთში, სასტუმრო “ამბასადორში” მმართველი პოლიტიკური გუნდის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ინფორმაციას “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.

    არჩევნების შემდეგ, ეს პირველი მასშტაბური შეხვედრაა, სადაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები, ერთობლივად განიხილავენ სამომავლო გეგმებს და იმ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა მოკლე ვადებში აუცილებელია.

    შეხვედრის ფარგლებში, უწყებები დაგეგმილ აქტივობებს შეაჯერებენ. ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა, მმართველობის ეფექტიანობის და ოპერატიულობის ხარისხის გაზრდას შეუწყობს ხელს.

    როგორც ცნობილია, შეხვედრას პარტიის ლიდერი ივანიშვილი არ ესწრება. გუნდთან ერთად ასევე არ არიან საპარლამენტო უმრავლესობასთან დაპირისპირებული პოლიტიკოსები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. გედევან ფოფხაძის თქმით, კაჭრეთში სამუშაო სემინარი მიმდინარეობს, რომელზეც ის არ მიუწვევიათ. “არც მგონია, რომ ჩემი იქ ყოფნა აქტუალური იყოს და ეს სემინარი იყოს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი”, განაცხადა მან “ტვპირველის” გადაცემა დღის ამბებში.

    დაპირისპირება ეკა ბესელიას, პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს შორის ორი კვირაა, გაცხადდა. ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების სია დაასახელა. საკუთარი მოვალეობის შესრულება კი გედევან ფოფხაძეს გადააბარა, რომელიც მანამდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. გასულ კვირას, საპარლამენტო უმრავლესობის შეკრებაზე, რომელსაც ბესელია არ ესწრებოდა, გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს. ეკა ბესელია ლონდიდან დაბრუნების შემდეგ აცხადებდა, რომ “იყო მოთხოვნა, როგორც (იურიდიულ საკითხთა) კომიტეტის თავმჯდომარეს დაენიშნა სხდომა პარასკევს, წლის ბოლო სამუშაო დღეს და ჩაესვა ეს საკითხი”. მისი თქმით, უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიის საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის დავალება მან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისგან მიიღო.

    ბესელიას თქმით, ამ თემაზე არაერთხელ შედგა საუბარი მასსა და ირაკლი კობახიძეს შორის და მათ შორის – ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობითაც. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თვლის, რომ პოსტის დატოვებით მან მოსამართლეთა საკითხის შეჩერებას მიაღწია, ახლა კი პარლამენტიდან ამ საკითხის გაწვევას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გუნდის დატოვებას აპირებს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა ამ ულტიმატუმის შესრულებას არ აპირებს.საპარლამენტო უმრავლესობა ამ პროცესის პარალელურად შეიმუშავებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც განისაზღვრება მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის კრიტერიუმები. “10-კაციან სიაში პეტრე შეიძლება მისაღები იყოს, პავლე – მიუღებელი. განხილვა, რა თქმა უნდა, ნებისმიერ სიასთან დაკავშირებით დაიწყება, რომელიც პარლამენტში იქნება წარმოდგენილი. ამასობაში ჩვენ თუ შევიმუშავებთ და არის ამაზე საუბარი, რაღაც პროცედურების კიდევ უფრო დეტალიზება მოხდება. ეს კი ბატონო, სამსჯელო თემაა”, განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

  • საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესი გრძელდება

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო, რომელიც თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება.

    თავდაცვის ძალების მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა: თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, სტრუქტურული ტრანსფორმაცია, საბრძოლო შესაძლებლობების განვითარება, მართვის სისტემების გაუმჯობესება და აუცილებელი ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება.

    აღსანიშნავია, რომ ტრანსფორმაციის პროცესი სპეციალური ოპერაციების ძალებსაც შეეხება, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს მათი გამოყენების ეფექტიანობა. რეორგანიზაციის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე ორი ერთნაირი სტანდარტისა და შესაძლებლობის მქონე სპეციალური ოპერაციების ბატალიონი ჩამოყალიბდეს. ეს უპრეცნდენტო მოვლენაა, რადგან ამ დრომდე, სპეციალური ოპერაციების ელემენტები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში იყო თავმოყრილი.

    აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მართვისა და კონტროლის შესაძლებლობებს საბრძოლო ამოცანების დეცენტრალიზებული აღსრულების პირობებში. სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, განხორციელდება მათი აღჭურვა და მომზდება, რათა დაკმაყოფილდეს თავდაცვის ძალების ოპერატიული მოთხოვნები და გაიზარდოს NATO-სთან თავსებადობა. ტრანსფორმაციის პროცესში გათვალისწინებული იქნა პარტნიორი ქვეყნებისა და სამხედრო მრჩევლების რეკომენდაციები.

  • სისხლიანი გარჩევის ქრონიკა

    {{ARTICLEIMAGE}}
    სისხლიანი გარჩევა რუსთავში – გვიან ღამით იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ. დაშავებულს ჭრილობა ბარძაყის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა სტაბილურია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დადგენილია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

  • სოციალურ ქსელში გავრცელებული ეს რჩევა არ გაითვალისწინოთ: ექიმის რჩევა

    {{ARTICLEIMAGE}}

    ივანე ჩხაიძე, იაშვილის კლინიკის მთავარი ექიმი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც თითქოს გრიპის ვირუსის სამკურნალოდ წყალბადის ზეჟანგი საუკეთესო საშუალებაა, განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, წყალბადის ზეჟანგის საოცარ თვისებებთან დაკავშირებით რჩევა არასწორია და ამან შესაძლოა, უარესი შედეგი გამოიწვიოს, განსაკუთრებით ბავშვებში”.

    “ხშირად დაიბანეთ ხელები, გაანიავეთ ოთახი. ხშირად გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცი, თუ თქვენ ზოგადი ჰიგიენის რჩევებს დაიცავთ, ვირუსით დაავადების რისკს შეამცირებთ”, ამბობს ივანე ჩხაიძე.

    ამასთან, იაშვილის კლინიკის მთავარი ექიმი მოსახლეობას გაციებასა და გრიპს შორის განსხვავებას შეახსენებს.

    კერძოდ, გაციების დროს – გრიპისგან განსხვავებით არ არის მაღალი ტემპერატურა, არის ცხვირიდან გამონადენი, ადამიანი ინარჩუნებს აქტივობას, არ ახასიათებს შემცივნება, თავის ტკივილი.

    ექიმი გრიპის დასაძლევად საუკეთესო მეთოდად ვაქცინაციას ასახელებს და ამბობს, რომ ამისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბერი იყო და ვინც ამ ხელსაყრელ პერიოდში გაიკეთა აცრა, შეუძლია, მშვიდად იყოს. 

    ივანე ჩხაიძის თქმით, თებერვალსა და მარტში გრიპის მატების მეორე ტალღაა მოსალოდნელი და გრიპის ვაქცინაციის ჩატარება არც ახლაა დაგვიანებული.

    უნდა გადაიდოს თუ არა სკოლებში სასწავლო პროცესი

  • ეკა ბესელიას გარდა, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი აანონსებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    თუ საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარმოდგენილ სიას მხარს დაუჭერს, ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებას აანონსებს. ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

    “თუ მოსამართლეების საკითხი ისევ იდგება დღის წესრიგში და ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება, ისევ თუ ამ ტიპის სია შემოვა, რა სიაც იყო შემოსული და
    უმრავლესობა მხარს დაუჭერს, მე საპარლამენტო უმრავლესობას დავტოვებ. ე.ი. ჩვენს შორის არის ფუნდამენტური განსხვავება ამ მნიშვნელოვან საკითხზე”, განაცხადა ნაცვლიშვილმა.

    დაპირისპირება ეკა ბესელიას, პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს შორის ორი კვირაა, გაცხადდა. ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების სია დაასახელა. საკუთარი მოვალეობის შესრულება კი გედევან ფოფხაძეს გადააბარა, რომელიც მანამდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. გასულ კვირას, საპარლამენტო უმრავლესობის შეკრებაზე, რომელსაც ბესელია არ ესწრებოდა, გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს. ეკა ბესელია ლონდიდან დაბრუნების შემდეგ აცხადებდა, რომ “იყო მოთხოვნა, როგორც (იურიდიულ საკითხთა) კომიტეტის თავმჯდომარეს დაენიშნა სხდომა პარასკევს, წლის ბოლო სამუშაო დღეს და ჩაესვა ეს საკითხი”. მისი თქმით, უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიის საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის დავალება მან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისგან მიიღო. ბესელიას თქმით, ამ თემაზე არაერთხელ შედგა საუბარი მასსა და ირაკლი კობახიძეს შორის და მათ შორის – ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობითაც. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თვლის, რომ პოსტის დატოვებით მან მოსამართლეთა საკითხის შეჩერებას მიაღწია, ახლა კი პარლამენტიდან ამ საკითხის გაწვევას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გუნდის დატოვებას აპირებს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა ამ ულტიმატუმის შესრულებას არ აპირებს.

    ბესელია მმართველ გუნდს პირობას უყენებს და ამბობს, რომ მისი დარღვევის შემთხვევაში გუნდს დატოვებს

    ბესელია ადასტურებს, რომ ივანიშვილს შეხვდა, კობახიძეს კი ურჩევს, თითის დაქნევას თავი დაანებოს

    ბესელია მმართველ გუნდს პირობას უყენებს და ამბობს, რომ მისი დარღვევის შემთხვევაში გუნდს დატოვებს

    ეკა ბესელია ფრაქციის თავმჯდომარე მდინარაძეს ურჩევს, გააკონტროლოს რას ლაპარაკობს

    ქუცნაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა გედევან ფოფხაძის გაწვევის საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო

    ბესელია პარლამენტის თავმჯდომარესთან აგვისტოში გამართული შეხვედრის დეტალებზე ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს

    ირაკლი კობახიძე გუნდის წევრებს სპეკულაციებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

    რა შეთანხმება არსებობდა კობახიძესა და ბესელიას შორის:ინფორმაცია, რომელიც ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს მიაწოდა

    “ჯალათი მოსამართლეების გამო დატრიალდა ეს ამბავი“ – კამათი გოგიჩაიშვილსა და მდინარაძეს შორის (ვიდეო)
    ქუცნაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა გედევან ფოფხაძის გაწვევის საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო

    “ეს იყო ყველაზე რბილი გადაწყვეტილება”:მდინარაძემ იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის მიზეზი დაასახელა

    ბესელის მიერ შერჩეულ ფოფხაძეს “ქართულმა ოცნებამ” იურიდიული კომიტეტი დაატოვებინა
    “ქართული ოცნება” ივანიშვილის ხელმძღვანელობით პარტიის ოფისში სხდომას მართავს
    “დაწყნარდით, გაიღიმეთ ყველამ”: ბესელიამ იურიდიული კომიტეტის ბოლო სხდომა ჩაატარა (ვიდეო)
    ბესელიას ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე გახდა
    ყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი

    “გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)
    პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა