Blog

  • სალომე ზურაბიშვილმა ბანკ “ქართუს” მილიონი დაუბრუნა

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანიისთვის ბანკ “ქართუდან” აღებული მილიონი ლარის სესხი დაფარა. სესხის გადახდამდე სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღო მილიონი ლარის დაფინანსება. ამდენივე მიიღეს პარტიებმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ,” რომელთა პრეზიდენტობის კანდიდატებმა, გრიგოლ ვაშაძემ და დავით ბაქრაძემ ხმების 10%-ზე მეტი მიიღეს. საქართველოს კანონმდებლობით, საარჩევნო კამპანიისთვის გაწეული ხარჯის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან მილიონ ლარს იღებს კანდიდატი, რომელსაც ხმას მისცემს არჩევნებში მონაწილეთა 10%-ზე მეტი.

    წყარო- რადიო თავისუფლება

  • ავტოავარია ვაკეში – 1 გარდაცვლილი და 12 დაშავებული

    {{ARTICLEIMAGE}}
    ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 12 დაშავდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა ტროტუარზე მდგომ მუშებს იმ დროს შეეჯახა, როდესაც ისინი მშენებლობასთან მდგარ ფარდულში შედიოდნენ.

    გამოძიება სსკ-ის 276-ე მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • H1N1-ი ვირუსის პრევენციის მიზნით პეტიცია შეიქმნა


    {{ARTICLEIMAGE}}7 იანვარს მოქალაქე გიორგი ქოქიაშვილმა შექმნა პეტიცია H1N1-ი ვირუსის პრევენციის მიზნით. მოქალაქე პეტიციაში მოითხოვს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ,პრევენციის სახით, მიიღოს გადაწყვეტილება, სასწავლო დაწესებულებების დროებითი დათხოვნის შესახებ.პეტიციას უკვე 5798 ადამიანმა მოაწერა ხელი.

    რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ სტატისტიკას, ლაბორატორიულად დღეისათვის დადასტურებულია გრიპის ვირუსის 162შემთხვევა.

    “ეპიდემიის გავრცელების რისკი საკმაოდ მაღალია განსაკუთრებით ისეთ დაწესებულებებში, სადაც ხდება ასობით და ათასობით ადამიანის ერთმანეთთან ახლო კონტაქტში შესვლა, ფაქტობრივად მინიმალურ დონეზეა ალბათობა იმისა, რომ ვირუსი არ გავრცელდეს და ფართომასშტაბიანი არ გახდეს. შესაბამისად, ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებმა, უნდა გაითვალისწინონ 5 ათასზე მეტი ადამიანის მოთხოვნა, რომელთა რიცხვიც ყოველ წუთს იმატებს, დროულად უნდა მოახდინონ სათანადო რეაგირება და შეაჩერონ სასწავლო პროცესი არამხოლოდ საბავშვო ბაღებსა თუ სკოლებში, არამედ უმაღლეს სასწავლებლებშიც, ვინაიდან, ჩვენ, სტუდენტები, ამ ქვეყნის ისეთივე სრულუფლებიანი მაცხოვრებლები ვართ, როგორიც საბავშვო ბაღისა და სკოლის აღსაზრდებელი. გვიწევს იმ გარემოში ყოფნა, როგორშიც მათ. შესაბამისად, ვიტოვებ იმედს, რომ ორივე ორგანო, მოსახლეობასთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გაითვალისწინებს მოთხოვნას და დაითხოვენ სამივე სასწავლებლის მოსწავლეებსა თუ სტუდენტებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ერთი სასწავლო დაწესებულება მაინც დარჩება ფუნქციონირებადი, ვიბრძოლებ იმისთვის, რომ დაკმაყოფილდეს ყველას მოთხოვნა”- განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, გიორგი ქოქიაშვილმა.

  • თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    7 იანვარს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დაჭრეს. ის საავადმყოფოში მკურნალობს, მდგომარეობა სტაბილურია.

    შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყება სხვა ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს.

  • გორში 9 თვის ბავშვი გარდაიცვალა

    {{ARTICLEIMAGE}}
    გორში 9 თვის ბავშვი გარდაიცვალა, მიზეზი ჯერ უცნობია – გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.

    გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ბებია უვლიდა, რადგან დედა გორის ერთ-ერთ კლინიკაში ინფექციური დაავადების გამო მკურნალობდა. პირველი არხის ცნობით, გარდაცვლილი, რომელსაც ინფექციური დაავადება ჰქონდა, კლინიკიდან რამდენიმე თვის წინ გაწერეს. ამავე წყაროს თანახმად, ბავშვის ოჯახი ექსპერტიზაზე უარს აცხადებს.

  • სილამაზის კონკურსების კულისები (უჩვეულო ფოტოპროექტი)

    სილამაზის კონკურსების სამყარო, რომელიც მრავალი გოგონას ოცნებაა და უამრავ მაყურებელს იზიდავს, ერთი შეხედვით ბრწყინვალე, კაშკაშა და ლამაზია. რა იმალება ლამაზი შოუს მიღმა, რა გზის გავლა უწევთ მონაწილეებს. რა შრომა, სიხარული, იმედგაცრუება და სევდა ახლავს ამ პროცესს. ჯენ აკერმანმა და ტიმა გრუბერამ უჩვეულო ფოტოპროექტი ჩაიფიქრეს. მათ მაყურებელი მსოფლიოს ორი უმსხვილესი სილამაზის კონკურსის: მის აშშ–ს და მის სამყაროს კულისებში შეახედეს. ფოტოები დაგანახებთ კონკურენციას, მეგობრობას, ტკივილს, მიზანსწრაფულობას… სხვა თვალით შეგახედებთ მაკიაჟის, დავარცხნილი დალალების, ლენტების, სამკაულების, სილამაზის სამყაროს და გაჩვენებთ, რაზე მიდიან გოგონები ტიტულის მოსაპოვებლად.

    {{PHOTOGALLERY}}

  • ქვეყნები, სადაც ქალის ხვედრი უკიდურესად მძიმეა

    {{ARTICLEIMAGE}}მსოფლიოში ჯერ კიდევ ბევრი ქვეყანაა ისეთი, სადაც ქალები ყოველდღიურად ძალადობის, რეპრესიის და დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებიან. მათ იძულებით ათხოვებენ ან სექსუალური მონობისთვის ყიდიან. მათთვის ყველა პროფესია არ არის ხელმისაწვდომი. იმ პროფესიებში კი, რომლის ათვისების უფლებაც აქვთ ბევრად ნაკლებს უხდიან, ვიდრე მამაკაცებს. გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით ქალისთვის ყველაზე მძიმე გარემოა.

    ინდოეთი

    ინდური ტრადიციებით ქალის გასათხოვებლად მდიდრული მზითვია საჭირო. ამიტომაც ღარიბ ოჯახებში გოგონას დაბადება არ უხარით. ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ყოველწლიურად ქვეყანაში 700 000 სელექციური აბორტი კეთდება მუცლადმყოფი გოგონების მოსაშორებლად. ინდოეთში ქალები ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე ბევრად ნაკლებს შეადგენენ და მათი 70% რეგულარულად ექვემდებარება ოჯახურ ძალადობას. ინდოელი ქალებისთვის არც ქუჩაში გასვლაა უსაფრთხო: ქალების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ორჯერ უფრო ხშირად ხდება, ვიდრე მამაკაცების მიმართ.

    ეგვიპტე

    არა მხოლოდ ეგვიპტის მიყრუებულ სოფლებში, არამედ მსხვილი ქალაქების გარეუბნებშიც ქალებს იძულებით ათხოვებენ. ზოგიერთ დასახლებაში კი ქმრისთვის გოგოს მიყიდვა შემოსავლის მთავარი წყაროა. აქ ქალს არ აქვს უფლება ისეთ კაცს გაჰყვეს ცოლად, რომელიც ისლამის მიმდევარი არ არის. და თუ ამას მაინც გადაწყვეტს, ამ ქორწინებაში დაბადებულ ბავშვს გასაზრდელად მუსულმან მამაკაცს გადასცემენ.

    სომალი

    ამ ქვეყანაში გოგონებს წინდაცვეთას უკეთებენ, რათა მათ სექსუალური აქტისგან სიამოვნების მიღება ვერ შეძლონ. თავად პროცედურაც ხშირად ანტისანიტარულ პირობებში, ანესთეზიის გარეშე კეთდება და ზოგჯერ ლეტალური შედეგით მთავრდება.

    ერაყი

    9–12 წლის გოგონების მოტაცება სექსუალური მონობისთვის ამ ქვეყანაში ნორმად იქცა. ამის გამო მშობლებს
    გოგონების სკოლაში გაშვება ეშინიათ. შედეგად ქალების განათლების დონე ქვეყანაში სწრაფი ტემპებით ეცემა.

    პაკისტანი

    ამ ქვეყანაში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ კანონი არ არსებობს. ამიტომაც ქალების 90% რეგულარულად ხდება სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი. გარდა ამისა, პაკისტანის ზოგიერთ რაიონში მიღებულია ქმრის დანაშაულის გამო ცოლის გაუპატიურება. ითვლება, რომ კაცის ცოდვებზე ქალმა უნდა აგოს პასუხი.

    სუდანი

    ქალების მდგომარეობა დარფურში (სუდანის დასავლეთი რეგიონი) ძალიან რთულია: მოტაცება, გაუპატიურება და იძულებითი გასახლება აქ რეგულარულად ხდება. კონსტიტუციით ამ ქვეყანაში ქალების დისკრიმინაცია აკრძალულია, თუმცა რეალობაში სხვაგვარად ხდება. ხშირად მცირეწლოვან გოგონებს ხანდაზმულ მამაკაცებზე გათხოვებას აიძულებენ.

  • დააკავეს ჰაკერი, რომელმაც გერმანელი პოლიტიკოსების პირადი ინფორმაცია გაასაჯაროვა

    {{ARTICLEIMAGE}}გერმანიაში დააკავეს 20 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ქსელში ასობით გერმანელი პოლიტიკოსის და ჟურნალისტის პირადი მონაცემები გაავრცელა. ახალგაზრდა ჰაკერმა, რომელიც ესენის მიწაზე მშობლებთან ერთად ცხოვრობს დაკავებამდე საკუთარი კომპიუტერის განადგურება მოასწრო.მანამდე პოლიციამ ქალაქ ჰაილბრონეში ბინა გაჩხრიკა, რომელშიც პროგრამისტი ცხოვრობდა. მათი ინფორმაციით პროგრამისტს კავშირი ჰქონდა დღეს დაკავებულ ჰაკერთან და ასევე იყო ეჭვმიტანილი ჰაკერულ შეტევაში.თუმცა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ინტერნეტ დანაშაულთან მებრძოლი სტრუქტურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 20 წლის ჰაკერი მარტო მოქმედებდა, აქამდე მას კანონი არასოდეს დაურღვევია და არც “მესამე პირებთან ქონდა კავშირი.“

    პოლიციის ვერსიით ეჭვმიტანილი არცერთი უცხოური ქვეყნის სპეცსამსახურთან არ არის დაკავშირებული.ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით მან ინტრნეტში ასობით გერმანელი პოლიტიკოსის და სხვა საჯარო პირების პირადი მონაცემები მხოლოდ პირადი მიუღებლობის გამო გამოფინა. დაკითხვაზე მან განაცხადა, რომ ამ ადამიანების საჯარო განცხადებები ნერვებს უშლიდა.ჰაკერული შეტევის შესახებ გასულ კვირას გახდა ცნობილი. ინტერნეტში გაჟონა სახელმწიფოს პირველი პირების, მათ შორის კანცლერ ანგელა მერკელის, პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის, მწვანეთა პარტიის თავმჯდომარის, რობერტე ხაბეკეს, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ზიგმად გაბრიელის პირადმა მონაცემებმა. გამოქვეყნდა მათი მობილური ტელეფონის ნომრები, მისამართები, საკრედიტო ბარათების მონაცემები, პირადი მიმოწერის ფრაგმენტები და ოჯახური ფოტოები. როგორც მოგვიანებით გაირკვა, შეტევია ჯერ კიდევ შობის წინ მოხდა და ბუნდესტაგის ყველა პარტიას შეეხო, გარდა ულტრამემარჯენე პარტიისა – “ალტერნატივა გერმანიისთვის“.

  • გრიპის ვირუსი საქართველოში: რა მდგომარეობაა ამ დროისთვის

    {{ARTICLEIMAGE}}
    გორში ვირუსული ინფექციით დღეს 25 წლის ქალი გარდაიცვალა. ის გორმედის ცენტრალურ კლინიკაში პარასკევს მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტს თანმდევი დაავადებაც აღენიშნებოდა.

    სავარაუდოდ ასევე გრიპის ვირუსით გარდაიცვალა 83 წლის მოხუცი გურიაში. ექიმების თქმით, პაციენტს, რომელმაც საავადმყოფოს 2 იანვარს მიმართა, თანმდევი დაავადებები ჰქონდა, მათ შორის, გულის ქრონიკული უკმარისობა.

    ვირუსული ინფექციების გამო რთული ვითარებაა თბილისის კლინიკებშიც. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ამ დროისთვის 78 პაციენტი იმყოფება, აქედან H1N1 ტიპის ვირუსი 46 შემთხვევაში დადასტურდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, ამ დრომდე მიმართვიანობა სტაბილურად მაღალია, თუმცა ივანე ჩხაიძე ვარაუდობს, რომ იანვრის მეორე ნახევრიდან გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი კლებას დაიწყებს. თებერვლიდან კი გრიპის შემთხვევების მეორე პიკს ელოდებიან.

    მძიმე ვითარებაა ქირურგიის ეროვნულ ცენტრშიც, სადაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გრიპის ვირუსით დაავადებულთა მიმართვიანობამ კატასტროფულად მოიმატა. კლინიკაში ამბობენ, რომ ძირითადად მძიმე პაციენტები მიმართავენ. მათ შორის დაახლოებით 50-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

    გრიპის ვირუსის გამო ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში კარანტინია გამოცხადებული. მნახველებს არც მცხეთის და რუსთავის რამდენიმე კლინიკაში უშვებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ე.წ ღორის გრიპით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 10 შემთხვევა დაფიქსირდა.