Blog

  • უნდა გადაიდოს თუ არა სკოლებში სასწავლო პროცესი

    {{ARTICLEIMAGE}}
    უნდა გადაიდოს თუ არა სკოლებში სასწავლო პროცესი – გადაწყვეტილებას ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები მიმდინარე კვირას ავადობის დინამიკაზე დაკვირვების შემდეგ მიიღებენ. ეს განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

    “გასულ კვირაში ავადობის დინამიკამ იკლო, ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდებით პროცესს და შემდეგ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას, გაგრძელდეს თუ არა არდადეგები სკოლაში“, ამბობს ამირან გამყრელიძე.

    რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ სტატისტიკას, ლაბორატორიულად დღეისათვის დადასტურებულია  გრიპის ვირუსის 162 შემთხვევა.

    “სამწუხაროდ, იქ სადაც ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები გვაქვს, 10 გარდაცვლილია”, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • “შეუძლებელია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ არ გინდა, გახდე თურქეთი“

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში არსებობს “სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონების დიდი მცდელობა”. საშობაო ეპისტოლეში​ წერია, რომ სიტყვის თავისუფლება კი არის საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს უფლებათაგან ერთ-ერთი, მაგრამ ხშირად, სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობენ:

    “დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათუსაფუძვლოდ შეურაცხყოფას; სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივმოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, – გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, – ცილისწამება, რომელიც ზოგჯერსიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომმსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს. ამის მოქმედთ, ალბათ, ჰგონიათ, რომ რაკი სხვასზე ფიზიკურად არ ძალადობენ დასხეულის დაზიანებას არ აყენებენ, ეს დანაშაული უმნიშვნელოა, რაცძალიან დიდი შეცდომაა. სიტყვას უჩვეულო ძალა აქვს, – როგორცდადებითი, ისე უარყოფითი, რადგან მას ქმნადობის უნარი გააჩნია. არისსიტყვა სიცოცხლის მომნიჭებელი და სიტყვა – სიკვდილის ტოლფასი”,წერია საშობაო ეპისტოლეში.

    “ცილისწამება სერიოზული პრობლემაა, რომელსაც სჭირდება შესაბამისი ზომების მიღება”, – ასეთი კომენტარი კი საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

    სიტყვის თავისუფლების თემას საახალწლო მილოცვაში საქართველოს პრეზიდენტიც შეეხო. “უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციისა და დეზინფორმაციისგან”. ასევე უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციისა და დეზინფორმაციისაგან, რათა საზოგადოებამ დაიბრუნოს სიმშვიდე დასაფრთხე არ შეექმნას დემოკრატიას”, თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

    ჯერ კიდევ 2016 წელს, სალომე ზურაბიშვილის ამჟამინდელი საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია კანონში ცილისწამების შესახებ მუხლის აღდგენის ინიციატივით გამოდიოდა. მაშინ ის, როგორც ადვოკატი, აცხადებდა, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამავრცელებელი, თავისუფლების აღკვეთით ან ადმინისტრაციული ჯარიმით უნდა დასჯილიყო.

    თუმცა დიმიტრი გაბუნია არ იყო და არის ერთადერთი, ადვოკატთა დიდი გუნდიდან, ვინც იმის გამო ჩიოდა, რომ არსებული კანონმდებლობის პირობებში, ისინი ვერ ახერხებდნენ თავიანთი კლიენტების ინტერესების დაცვას. გასულ წელსაც არაერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც ცილისწამების დასჯადობას სწორედ იურისტები/ადვოკატები ლობირებდნენ.

    მაგალითად, საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემია იყო ერთ-ერთი, ვინც 2016 წელს პარლამენტს მიმართა ინიციატივით, რომ ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ფაქტები სისხლის სამართლის წესით დასჯადი გამხდარიყო და ამისთვის ადამიანები 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან იმავე ვადით გამასწორებელი სამუშაოთი დაესაჯათ.

    იყო ინიციატივები პოლიტიკური პარტიების მხრიდანაც – მაგალითად, “პატრიოტთა ალიანსის” წევრი სოსო მანჯავიძე ჯერ კიდევ 2015 წელს აცხადებდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რათა პარლამენტს მიეღო კანონი ცილისწამების შესახებ”, წერია რადიო თავისუფლების სტატიაში. 

    “თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, იმ ალგორითმების ფონზე, რომელიც მართავს სოციალურ ქსელებს, შეუძლებელია გამოხატვის შეზღუდვა, თუ არ გინდა გახდე ისეთი ქვეყანა, როგორიც არის, მაგალითად, თურქეთი”, ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, ნატა ძველიშვილი.

    არსებული კანონმდებლობით ცილისწამებას არეგულირებს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ რომელიც ამბობს, რომ ცილისწამება, ეს არის მცდარი ფაქტის გავრცელება სხვა ადამიანზე, და რომ ის ლახავს მის პატივს ან ღირსებას. აღსანიშნავია, რომ მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებაზე ხელისუფლება ჯერ არ საუბრობს.

  • ქევინ სფეისი სასამართლოს წინაშე (ვიდეო)

    ამერიკელ კინომსახიობს ქეევინ სფეისს სექსუალურ შევიწროებაში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ყოფილი ტელეწამყვანი ჰიზერ ანრუ მსახიობს მისი 18 წლის ვაჟის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ჰიზერ ანრუ ამბობს, რომ შემთხვევა 2016 წელს კუნძულ ნანტაკეტის ერთ-ერთ ბარში მოხდა, თუმცა მისმა შვილმა ეს მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გაამხილა. ადვოკატმა მოსამართლეს სთხოვა, საქმეს დაურთოს სფეისის მობილურ ტელეფონში დაცული ინფორმაცია, რომელიც დაცვის მხარის თქმით, კინომსახიობს გაამართლებს. 

    ქევინ სფეისი სექსუალურ შევიწროებაში მსახიობმა ენტონი რეპმაც დაადანაშაულა 2017 წელს. ის ამბობს, რომ შემთხვევა 30 წლის წინ მოხდა, როდესაც თავად 14 წლის იყო. მსახიობი აცხადებს,რომ მსგავსი არაფერი ახსოვს, თუმცა ენტონი რეპს ბოდიში მოუხადა. მოგვიანებით ვარსკვლავს ასეთივე ფაქტში კიდევ რამდენიმე ადამიანმა დასდო ბრალი. სკანდალის გამო კომპანია “ნეთფლიქსმა” სფეისთან თანამშრომლობა (პოპულარულ ტელესერიალში “ბანქოს სახლი”) შეწყვიტა. მსახიობს არც პრემია “ემი” გადასცეს, მის ბოლო ფოლმებში კი ამოჭრეს სცენები, სადაც სფეისი მონაწილეობდა. 

    აღსანიშნავია, რომ მსახიობის სასამართლო პროცესი 4 მარტს გაგრძელდება.

  • კლინიკები, სადაც გრიპის ვირუსის გამო 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ

    {{ARTICLEIMAGE}}]
    გრიპის ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო, თბილისში მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე 5 კლინიკა გადავიდა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიპის სიმპტომების შემთხვევაში, პაციენტებს შეუძლიათ, ნებისმიერ დროს მიმართონ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს:

    “მედკაპიტალი-გლდანი” მის: ვეკუას ქ. N 18.

    “მედკაპიტალი-საბურთალო” მის: გამრეკელის ქ. N19.

    “საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი” მის: წინამძღვრიშვილის ქ. N57.

    “მედსი” მის: ქიაჩელის ქ. N 18.

    “მედკაპიტალი-სამგორი” მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4.

    ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ოჯახის ექიმს და მკურნალობა დაიწყონ შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე.

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გასული კვირის მონაცემებით, ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 256-ია, რაც 21-ით ნაკლებია ორი კვირისწინანდელ მონაცემზე. “მაგრამ კვლავ რჩება მძიმე რესპირატორული ინფექციის გამო ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებელი. ისიც შემცირებულია ერთი კვირისწინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 41%-დან 33%-მდე, მაგრამ 33%-იც ითვლება საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი განმარტებით, ამ მონაცემების და ბოლო ხანს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შემთხვევების მატების გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადაიყვანოს თბილისის ხუთი კლინიკა. ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას მკურნალობის დაწყებისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ლაბორატორიულად უკვე დადასტურებულია 162 შემთხვევა, მათგან 158-ია A ტიპის H1N1(ე.წ. ღორის გრიპი) და 4 ამავე ტიპის H3N2 ვიურსი. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, არის B ტიპის ვირუსის შემთხვევაც, რომელიც შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში გრიპით 10 ადამიანი გარდაიცვალა.

  • მსახიობ რევაზ ნასიძეს გირაო შეეფარდა

    {{ARTICLEIMAGE}}

    ექიმის ჯანმრთელობის განხზრახ მსუბუქად დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მსახიობ რევაზ ნასიძეს 5-ათას ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დაეკისრა. დღევანდელ პროცესზე ნასიძის ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების სახით 1000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით გამოვიდა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პროცესი ნასიძის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს ნაცვლად კლინიკაში გაიმართა.

    გამოძიების ინფორმაციით, რ.ნ.-მ თბილისში, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ერთ-ერთ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

    ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ რ.ნ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. ამ დროისთვის, ბრალდებული საავადმყოფოში პნევმონიის დიაგნოზით აგრძელებს მკურნალობას. მას ბრალი 8 იანვარს წაუყენეს.

    ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის დედა, თამარ ნიშნიანიძე აცხადებს, რომ მის შვილს რამდენიმე დღის განმავლობაში ვირუსი ჰქონდა, მანამდე- ჰაიმორიტიც და ის საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მაღალი ტემპერატურით და თავის ძლიერი ტკივილით გადაიყვანა. დედის განმარტებით, ნასიძემ საავადმყოფოში არა ნარკოტიკი, არამედ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, მათ შორის, მორფიუმი მოითხოვა, რის შემდეგაც ექიმმა ჩათვალა, რომ პაციენტი ნარკომანი იყო და ამის შემდეგ დაიწყო შელაპარაკება. 

    “მთავარი ექიმი ამბობს, რომ სხეულის სხვადასხვა ადგილზე დაჟეჟილობები აქვს – საოცარია, როგორ უნდა მიეღო დაჟეჟილობები, დაწოლილი პაციენტის ხელის მოქმევით, რომელიც არ ამდგარა. ეს ინციდენტი რამდენიმე წამში ამოიწურა“, ამბობს თამარ ნიშნიანიძე.

  • ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს რეიტინგში მოწინავე ოცეულში შევიდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    7 იანვარს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) მსოფლიოს რეიტინგი განაახლა,სადაც ქართველი სპორტსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოფიციალურად გახდა TOP 20-ეულის წევრი.26 წლის ქართველი ჩოგბურთელი აქამდე ოცეულს მიღმა იყო, წინა კვირაში ჩატარებულ დოჰას ტურნირზე აღებული ქულებით, ყატარის ღია პირველობაზე მეოთხედფინალამდე მიაღწია. ბასილაშვილს ამ დროისთვის 1820 ქულა აქვს და რეიტინგში მე-20 ადგილს იკავებს.

    2019 წელი დოჰას ღია პირველობით დაიწყო და ორ შეხვედრაში მოახერხა გამარჯვება. ქართველი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანთან, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა.მომდევნო ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობა იქნება, რომელიც 14 იანვარს დაიწყება და 27 იანვარს დასრულდება

  • რა წერილის გასაჯაროებას გეგმავს მეუფე პეტრე:სკანდალური ანონსი

    {{ARTICLEIMAGE}}

    მეუფე პეტრე საგაზაფხულო სინოდის სხდომის მიმართ გაგზავნილი იმ წერილის გასაჯაროებას გეგმავს, რომელშიც მისი თქმით, ის მოითხოვს, რომ სხდომაზე განიხილონ საპატრიარქოს თანამშრომელთა უპასუხიმსგებლო განცხადებები.

    “წერილი პატრიარქისა, მოსაყდრისა და წმინდა სინოდს მიმართ – რომ საკითხი განხილულიყო სასულიერო პირების უპასუხისმგებლო განცხადებებისა და გამოსვლების შესახებ, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული, განხილული და დღეს საჭიროდ მივიჩნევ, რომ ეს ჩემი წერილი წმინდა სინოდის მიმართ, გასული წლის ივნისში გაგზავნილი, გავასაჯაროვო. ვითხოვდი, რომ ყოფილიყო კომისია შემქნილი და შეფასებული სასულიერო პირების უპასუხისმგებლო, ცილისმწამებლური განცხადებები, ასევე საპატრიარქოს თანამშრომლებისა. შეიძლება, გავიხსენოთ დღემდე საპატრიარქოს იურისტად წოდებული პიროვნება, ედიშერ ქარჩავას სახით, რომელიც დღემდე დაუსჯელია და ჩემი ინფორმაციით, ისევ საპატრიარქოს თანამშრომელია, რომელმაც ცილისმწამებლურად , ეთერში, საჯაროდ დამაბრალა პატრიარქის მოკვდინება და ა.შ.”, განაცხადა მეფე პეტრემ “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას


  • პარლამენტის თავმჯდომარე: არავის ვურჩევ ბიძინა ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ წასვლას

    {{ARTICLEIMAGE}}
    პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არავის ურჩევს ბიძინა ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ წასვლას. ის სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას პარტიის შიგნით დაპირისპირებული ჯგუფების არსებობის თაობაზე.

    “შარშან ამ დროს იყო ამაზე მეტი სირთულეები. ეს დასრულდა ერთი დეპუტატის გარიცხვით პარტიიდან, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა გუნდის რღვევას… არის თეორიული რისკი იმისა, რომ შეიძლება მოგვიწიოს ამ შემთხვევაშიც ასეთი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ასეთი ერთეული შემთხვევები არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს “ქართული ოცნების” გუნდის რღვევას”, განაცხადა კობახიძემ.

    “რეალურად ეს არის ერთი გუნდი, ეს არის “ქართული ოცნების” გუნდი, რომელსაც ჰყავს ლიდერი და თუ საუბარია პერსონიფიცირებაზე, რა თქმა უნდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი… და არავის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას, რადგან ეს არ დასრულდება მათთვის სასარგებლოდ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • ეკა ბესელია ფრაქციის თავმჯდომარე მდინარაძეს ურჩევს, გააკონტროლოს რას ლაპარაკობს

    {{ARTICLEIMAGE}}

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს მოუწოდებს, “გააკონტროლოს რას და რატომ ლაპარაკობს“. ბესელიამ თქვა, რომ მამუკა მდინარაძესთან გასარკვევი არაფერი აქვს.

    “მდინარაძესთან გასარკვევი არაფერი მაქვს. მდინარაძეს ვურჩევ გააკონტროლოს რას ლაპარაკობს და რატომ ლაპარაკობს. ფრაქციასთან და უმრავლესობასთან შეხვედრის საკითხი მე თვითონ დავსვი. არ ვფიქრობ, რომ მდინარაძეს უნდა ველაპარაკო. მე უნდა ველაპარაკო კოლეგებს, რომლებთანაც საჭიროა ამ საკითხზე დისკუსია“, განაცხადა ბესელიამ “ტვპირველის” ეთერში.

    ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა რომ  ეკა ბესელია ჯერ არ დაკავშირებია, თუმცა თუ გამოთქვამს სურვილს, ის ყოველთვის მზად იქნებოდა, გუნდის წევრებს შეხვედროდა.

    “ნუ ვისაუბრებთ ამ საკითხზე. ჩვენ უკვე გავაკეთეთ განცხადებები. ფრაქციაში ვიმოქმედეთ, როგორც იყო სწორი გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე და რეგლამენტის წესებიდან გამომდინარე. ჩვენ ვუფრთხილდებით თითოეულ წევრს ჩვენი გუნდის და არ გვინდა, რომ ჩვენი განცხადებებით დავძაბოთ სიტუაცია”.