Blog

  • 18 წლის საუდელ გოგონას, რომელსაც სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, ტაილანდი იცავს

    18 წლის საუდელ გოგონას, რაჰაფ მუჰამედ ალ-ქუნუნს, რომელმაც ისლამი უარყო და ამის გამო სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, ტაილანდის ხელისუფლება იცავს. ის თავშესაფრისთვის ავსტრალიაში ჩასვლას აპირებდა, მაგრამ ბანგკოკის აეროპორტში დააკავეს. გოგონას ქუვეითში დეპორტაცია ემუქრებოდა, სადაც მისი ოჯახი ამჟამად იმყოფება.

    რაჰაფი, აეროპორტის სატრანზიტო ზონაში, სასტუმროს ოთახში ჩაიკეტა და აცხადებდა, რომ არ გამოვიდოდა, რადგან დეპორტაციის შემთხვევაში სიკვდილით დასჯიდნენ. რაჰაფ მუჰამედი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისართან შეხვედრას ითხოვდა. საბოლოოდ ტაილანდის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გოგონა არ დაადეპორტოს. მან აეროპორტი დატოვა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მზრუნველობის ქვეშაა. ავსტრალიის მთავრობაში კი ამბობენ, რომ რაჰაფ მუჰამედ ალ-ქუნუნისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხს ყურადღებით შეისწავლიან.

  • თურქეთში ტურისტებისთვის ახალი გადასახადი ამოქმედდა

    {{ARTICLEIMAGE}}2019 წლის 1 იანვრიდან თურქეთში ტურისტებისთვის ახალი გადასახადი – უსაფრთხოების გადასახადი ამოქმედდა. 1.5 ევროს ოდენობის გადასახადს ტურისტებს ქვეყანაში ჩაფრენისას გადაახდევინებენ.

    თავდაპირველად თურქეთის ხელისუფლება ორჯერ მეტი თანხის – 3 ევროს დაწესებას აპირებდა, თუმცა თურქეთის ტურისტულ სააგენტოთა გაერთიანებამ გადასახადის თანხის შემცირება მოითხოვა. მათი განცხადებით, მილიონობით ტურისტმა 2019 წლისთვის თურქეთში მოგზაურობა უკვე დაგეგმა და თანხაც გადაიხადა, შესაბამისად დამატებითი გადასახადი მთლიანად ტუროპერატორებს დააწვებოდათ კისერზე, რადგან ისინი გაყიდულ ტურებზე დამატებით გადასახადს კლიენტებს ვეღარ მოსთხოვდნენ.

  • დედამიწაზე ყველაზე საშიშმა მედუზებმა ავსტრალიას შეუტიეს

    {{ARTICLEIMAGE}}ავსტრალიაში, ქვინსლენდში 22 ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში შხამიანი მედუზა ირუკანჯის ნაკბენის გამო. შედარებით მსუბუქად კი ათასობით ადამიანი დაზარალდა.

    ავსტრალიური მედიის ინფორმაციით დაზარალებულთა რაოდენობამ ორჯერ გადააჭარბა ბოლო 10 წლის მანძილზე დაფიქსირებულ საშუალო მაჩვენებელს.

    მედუზა ირუკანჯი წყნარი ოკეანის მედუზების ჯგუფს მიეკუთვნება და უჩვეულო შხამიანობით ხასიათედბა. ის ყველაზე საშიშ მედუზად ითვლება. მასთან კონტაქტიდან 20 წუთის შემდეგ ადამიანი ზურგის და მუცლის არეში საშინელ ტკივილს განიცდის. როგორც წესი, მედუზის ეს სახეობა ავსტრალიის ჩრდილოეთით, ტროპიკულ წყლებში გვხვდება, თუმცა წყლის დათბობის გამო წვიმების შემდეგ ხანდახან სამხრეთითათ ინაცვლებს.

  • მმართველი გუნდი საპარლამენტო უმრავლესობიდან არავის გარიცხვას აპირებს

    {{ARTICLEIMAGE}}

    ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ გუნდის გადაწყვეტილებებზე საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ისაუბრებენ, თუმცა აღნიშნავს, რომ რომელიმე დეპუტატის გარიცხვაზე საუბარი არ არის. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    “ჩვენ გამოვნახეთ გზა ხარვეზის გამოსასწორებლად და ვინმეს გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა. რაც არ უნდა კამათი და გაუგებრობა იყოს, გუნდის წევრებს ვუფრთხილდებით და ვცდილობთ, გუნდის შიგნით დავალაგოთ სიტუაცია”, განაცხადა მდინარაძემ კაჭრეთში მმართველი გუნდის წევრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.  

    რაც შეეხება მოსამართლეთა სიის გაწვევის საკითხს, მდინარაძე ამბობს, რომ “მოსამართლეთა სიის პარლამენტიდან გაწვევა იუსტიციის საბჭოს და სასამართლოს საქმეა და არა პარლამენტის.

    “ჩვენი ვალდებულებაა, განვიხილოთ თითოეული კანდიდატურა და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება“, განაცხადა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

    მისივე თქმით, უსაფუძვლოა განცხადებები იმის შესახებ, თითქოს მოსამართლეთა სადავო სიას ბიძინა ივანიშვილი ლობირებს.

    “პარტიის თავმჯდომარის, ასევე საპარლამენტო ხელმძღვანელობის მხრიდან საუბარი იყო არა იმაზე, რომ ვინმეს დავუჭიროთ თუ არა მხარი, არამედ იმაზე, რომ ეს არის ინდივიდუალურად გადასაწყვეტი“,აღნიშნა მდინარაძემ.

     

  • აშშ აცხადებს, რომ ისლამური სახელმწიფოს 99% გაანადგურა

    {{ARTICLEIMAGE}}აშშ–მ სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს შესაძლებლობების 99% გაანადგურა. ეს განცხადება აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ სირიიდან ქვეყნის სამხედრო ძალების გამოყვანის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

    “ჩვენ გავანადგურეთ ხალიფატის 99 პრცენტი, აი, ეს არის მნიშვნელოვანი. ყველა მეთანხმებით?“ – დაუსვა კითხვა პომპეომ ჟურნალისტებს.

    შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს აშშ–ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში ისლამური სახელმწიფო დაამარცხეს. მოგვიანებით იმავე დღეს თეთრმა სახლმა სირიიდან ამერიკული სამხედრო ძალების გამოყვანის შესახებ განაცხადა. ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ სირიაში აშშ–ს მეთაურობით საერთაშორისო კოალიციის მიერ წარმოებული კამპანია დასრულდება. თუმცა ამ გადაწყვეტილების გამო დონალდ ტრამპს მოკავშირეების ღალატში ადანაშაულებენ.

  • სქესის შეცვლის ოპერაციის გამო შვედმა სპორტსმენმა კარიერა შეწყვიტა

    ფეხბურთელი ამას არ მალავდა. ის ამბობს, რომ ბოლო დროს თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, ახლა კი მიხვდა, რატომაც. “მე შეცდომით სხვა სხეულში დავიბადე… თავს ყოველთვის ვგრძნობდი როგორც ლუი სანდი და არა ლუიზა სანდი“ განაცხადა ხელბურთელმა. ის ამბობს, რომ წინ რთული პერიშვედმა ხელბურთელმა ლუიზა სანდმა გადაწყვიტა სპორტი მიატოვოს და სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთოს. ამის შესახებ შვედური მედია წერს. სპორტსმენი, რომელიც საკუთარ ლესბოსელობას ოდი ელის, თუმცა იცის, რომ ბოლოს თავს კარგად იგრძნობს.

    სანდმა კარიერა 26 წლის ასაკში დაასრულა. ის ფრანგულ კლუბებში თამაშობდა, ასევე შვედეთის ნაკრებშიც გამოდიოდა.

    2017 წლის ნოემბერში სპორტიდან წავიდა აშშს ნაკრების ყოფილი წევრი რობი როჯერსი. ის პირველი ღიად გაცხადებული ჰომოსექსუალრი ფეხბურთელი იყო ამერიკის უმაღლეს სპორტულ ლიგებში. გამოსამშვიდობებელ წერილში მან სხვა სპორტსმენებსაც მოუწოდა არ დამალონ თავისი გრძნობები და “ქამინგ აუთი“ გააკეთონ.

  • გამოძიება თიბისი ბანკით დაინტერესდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    მთავარი პროკურატურა თიბისი ბანკიდან ამოღებულ დოკუმენტაციას სწავლობს. საგამოძიებო უწყებაში ადასტურებენ, რომ თიბისი ბანკთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა რა საქმეზეა საუბარი, არ აკონკრეტებენ. პროკურატურის ინფორმაციით, ყველა დეტალს მოგვიანებით გაასაჯაროებენ.

    ბანკის პრესსამსახურში კი ამბობენ, რომ არ იციან, ამოღებულია თუ არა ბანკიდან დოკუმენტაცია.

  • კიდევ ერთი ინციდენტი გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავზე

    {{ARTICLEIMAGE}}გერმანიაში კიდევ ერთი სამთავრობო თვითმფრინავი დაზიანდა, რის გამოც გერმანიის ეკონომიკის მინისტრის აფრიკაში ვიზიტი შეფერხდა. Deutsche Welle–ს ცნობით ძრავში სარქველის დაზიანების გამო გერდ მიულერმა მალავიდან ზამბიაში გამგზავრება ვერ შეძლო. გამოცემის ცნობით თვითმფრინავის რემონტს ორი დღე დასჭირდება.

    მინისტრის პრეს მდივანმა თვითმფრინავის დაზიანება დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ მინისტრი ზამბიის ქალაქ ლუსაკაში ქვეყნის პრეზიდენტთან, ედგარ ლუნგუსთან შეხვედრაზე უკვე ჩავიდა.

    2018 წლის ნოემბრის ბოლოს გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თვითმფრინავი რომელიც არგენტინაში მიფრინავდა ტექნიკური გაუმართაობის გამო იძულებული გახდა კიოლნში დაბრუნებულიყო. საბოლოოდ მერკელი ბუენოს აირესში G20–ის სამიტზე ჩვეულებრივი რეისით ჩაფრინდა.

    მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გერმანიის თავდაცვის სამინისტრო შორეული ფრენებისთვის Airbus A330 ან A350 –ს შეძენას გეგმავს. ამ მიზნისთვის გერმანიის ბიუჯეტიდან 200 მილიონი ევრო გამოიყოფა.

  • გრიპის ვაქცინის მსოფლიო პრაქტიკა

    {{ARTICLEIMAGE}}
    ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2018 წლის გრიპის ვაქცინა ეფექტურად მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს. ცენტრის ინფორმაციით, გრიპი 42 შტატშია გავრცელებული და დაავადების შემთხვევები მზარდია. აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, წელს H1N1, იგივე “ღორის გრიპი” დომინირებს. შტატებში გრიპის შემთხვევების 90% სწორედ H1N1 აღმოჩნდა, დანარჩენ 10%-ს კი გრიპის ბევრად უფრო მძიმე სახეობა H3N2 შეხვდა.

    ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2018 წლის ვაქცინა სწორედ იმ შტამებს შეიცავს, რომლებიც ეფექტურად მუშაობს H1N1 და H3N2 ვირუსების წინააღმდეგ. შესაბამისად, აცრილ ადამიანებს გრიპი და მისი გართულებები ნაკლებად ემუქრებათ.