Blog

  • ბესელია მმართველ გუნდს პირობას უყენებს და ამბობს, რომ მისი დარღვევის შემთხვევაში გუნდს დატოვებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე პოლიტიკაში “გამოუცდელ გუნდის წევრებს მოუწოდებს, ყვითელ ბარათებს და გარიცხვებზე საუბარს თავი დაანებონ და არსებობს კონკრეტული საკითხი – მოსამართლეების სია გაიწვიონ უკან”. 

    “თუ მოსამართლეები სანდოობის ნიშნით არ შეირჩევიან და პარლამენტი მხარს დაუჭერს იმ მოსამართლეებს, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის და ადეიშვილის რეჟიმს, მე მათ გვერდით ადგილს ვერ ვხედავ”,განაცხადა ბესელიამ “ტვპირველის” ეთერში.

    ბესელია ადასტურებს, რომ ივანიშვილს შეხვდა, კობახიძეს კი ურჩევს, თითის დაქნევას თავი დაანებოს

    ბესელია:პარლამენტის თავმჯდომარე ცრუობს, მისი მოადგილე არ გავხდები

  • შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა. არიან დაღუპულები

    {{ARTICLEIMAGE}}სატვირთო გემი “ვოლგო ბალტი“, რომელიც პანამის დროშით დაცურავდა თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე ჩაიძირა. ხომალდის ეკიპაჟი 13 კაცისგან შედგებოდა . აქედან 9 უკრაინის, 2 რუსეთის, 2 კი აზერბაიჯანის მოქალაქე იყო. მაშველებმა განგაშის სიგნალი თბილისის დროით დილის ცხრა საათისთვის მიიღეს. ამ დროს გემი სამსუნიდან 80 კილომეტრში იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემებით დაიღუპა ეკიპაჟის 6 წევრი. დანარჩენების გადარჩენა მოხერხდა. ეს ინფორმაცია მედიას სამსუნის პროვინციის გუბერნატორმა, ოსმან კაიმაკმა მიაწოდა.

  • ყველა დროის ყველაზე ლამაზი მამაკაცი მოდელები

    მოდელი მამაკაცების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება არსებობს: მიუხედავად უნაკლო სხეულისა და ლამაზი ღიმილისა, მათ ნაკლებად მამაკაცურად თვლიან სწორედ იმის გამო, რომ ისინი მეტისმეტად ლამაზები არიან. თუმცა, რაც არ უნდა თქვან, არსებობენ მამაკაცი მოდელები, რომლებიც ყველა სტერეოტიპს ამსხვრევენ და გულგრილს ვერავის ტოვებენ. დღეს ყველა დროის ყველაზე ლამაზი მამაკაცი მოდელების ათეულს წარმოგიდგენთ.

    მარკუს შენკენბერგი

    90–იან წლებში მარკუსი ნაომი ქემფბელთან, კლაუდია შიფერთან და სტეფანი სეიმურთან ერთად გამოდიოდა პოდიუმებზე Versace -სა და Dolce& gabbana –ს ჩვენებებზე. მამაკაცის თეთრეულის ყველა ბრენდი მასთან თანამშრომლობაზე ოცნებობდა. შენკენბერგს უნაკლო სხეული ჰქონდა. 90–იანების შუა პერიოდში კინოში გადაღება დაიწყო, თუმცა სამსახიობო კარიერაში არ გაუმართლა. სამაგიეროდ გაიცნო პამელა ანდერსონი, რომელთანაც გარკვეული პერიოდი რომანი ჰქონდა. თანდათანობით მარკუსი მოდის რადარებიდან გაქრა, შემდეგ კი საკუთარი პარფიუმის პრეზენტაციით დაბრუნდა. თუმცა, იმ დროისთვის უკვე ისე აღარ გამოიყურებოდა, როგორც ოდესღაც, ლამაზი სერფერი ბიჭი Calvin Klein – ის რეკლამიდან.

    დევიდ განდი

    {{ARTICLEIMAGE}}

    დევიდ განდის ფოტოებს ზოგი ანტისტრესულ წამალსაც კი უწოდებდა. ის მართლაც საუკეთესო იყო მამაკაცური მოდის სამყაროში. Dolce&Gabbana –ს უცვლელი სახე, მსოფლიო პოდიუმების ვარსკვლავი და ქალების გულთამპყრობელი უზადო რეპუტაციით. გასაკვირი არ არის, რომ უამრავი თაყვანისმცემელი ქალი ინსტაგრამში მას მსგავსი შინაარსის წერილებს უგზავნის: “ასეთი იდეალურობა კანონით უნდა ისჯებოდეს“.

    ჯონ კორტახარენა


    კიდევ ერთი მაღალანაზღაურებადი ულამაზესი მამაკაცი, რომლის სახელი უკვე რამდენიმე წელია ფორბსის პირველი გვერდებიდან არ ჩამოდის. ის პოპულარობით განდის არ ჩამოუვარდება. მისი ქარიზმის წინაშე ყველა უძლურია, მათ შორის სახელოვანი ბრენდები: Just Cavalli, Versace, Giorgio Armani, Trussardi, Diesel, Lagerfeld. მას თავად ტომ ფორდი აღმერთებს, რომ აღარაფერი ვთქვათ მთელი მსოფლიოს ქალებზე. სხვათა შორის, ჯონს ცოტა ხნით კაილი მინოუგთან ჰქონდა რომანი.

    ტაისონ ბექფორდი


    90–იან წებში ტაისონ ბექფორდი მამაკაცური მოდის სამყაროში ისეთივე აღმოჩენა გახდა, როგორც ნაომი ქემფბელი ქალურ მოდაში. სხვათა შორის, ხშირად საუბრობდნენ ხოლმე მათ რომანზე. 1995 წელს ბექფორდი წლის ადამიანად დასახელდა ტელეარხ VH1 ის მიერ და მსოფლიოს ყველაზე ლამაზი 50 ადამიანის სიაში მოხვდა. ამჟამად ის 48 წლისაა და ახალგაზრდობის შემდეგ დიდად არ შეცვლილა.

    შონ ო პრაი


    2006 წელს შონი შოუს “ტოპ მოდელი ამერიკულად“ ჟიურის წევრმა , ნოულე მარინმა აღმოაჩინა. მან მომავალი მოდელის პრომო ფოტო ვებგვერდ MySpace–ზე აღმოაჩინა. თუმცა ნამდვილად პოპულარული და წარმატებული ის რამდენიმე წლის წინ გახდა, როცა აქტიურად დაიწყო გადაღება ტეილორ სვიფტის და მადონას კლიპებში. დღეისათვის მას კონტრაქტები აქვს ბრენდებთან: Dior, Paul Smith, Tom Ford, Giorgio Armani , H&M.

    მატიას ლაურიდსენი


    დანიელი მატიასი სკაუტებმა კოპენჰაგენის ქუჩებში 19 წლის ასაკში შენიშნეს. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭს მთელი ცხოვრება მარცხენა ლოყაზე შრამის გამო კომპლექსი ჰქონდა, სამოდელო ბიზნესში სწორედ ეს შრამი იქცა მის საფირმო ნიშნად, რის გამოც მას ხშირად ადარებენ ფრანგ მსახიობს, გასპარ ულელემს. ლაურიდსენი კარლ ლაგერფილდთან თანამშრომლობდა. გარდა ამისა, ის იყო ისეთი ცნობილი ბრენდების სახე, როგორებიცაა: Jil Sander, Louis Vuitton, Hugo Boss, Hermès.

    მარკ ვანდერლუ


    მარკი იმ მამაკაცების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად უკეთესები ხდებიან. მისი კარიერა 90–იან წლებში დაიწყო. მაშინ ვანდერლუ Calvin Klein და Hugo Boss–ის სახე იყო. 2012 წლამდე მას საიტზე models.com –ზე Top Icons Men ის სიაში მეორე ადგილი ეკავა, შემდეგ კი მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა მარკი დღემდე სამოდელო ბიზნესში ძალიან პოპულარულია.

    ბრედ კროენინგი


    ამერიკელი მანეკენი ბრედ კროენინგი, რომელიც უკვე მრავალი წელია მონაწილეობს chanel-ის და Fendi–ს ჩვენებებში, კარლ ლაგერფილდის ახლო მეგობარია. უფრო მეტიც, ცნობილი დიზაინერი ბრედის შვილის, შვიდი წლის ჰადსონის ნათლიაა, და ის ხშირად გამოჰყავს ჩვენებებზე. როგორც ჩანს პატარა ბიჭი ულამაზესი მამის კვალს გაჰყვება.

    ნოა მილსი


    34 წლის ნოას კარიერა 2003 წელს დაიწყო, როცა ერთ–ერთმა დამ მისი ფოტო ვანკუვერის სამოდელო სააგენტოში გაგზავნა. ახალგაზრდა კაცმა ძალან სწრაფად შეიძინა თაყვანისმცემლები, 2003 წლის ნოემბერში კი საიტმა models.com მილსი კვირის მოდელად დაასახელა. თუმცა ნამდვილი პოპულარობა მოდელს იმ დროისთვის უკვე პოპულარულ ნატალია ვოდიანოვასთან ერთობლივმა ფოტოსესიამ მოუტანა, რომელიც Calvin Klein სთვის გადაიღეს. 2013 წელს მილსმა ფორბსის რეიტინგში მეხუთე ადგილი დაიკავა და 740 000 დოლარი გამოიმუშავა.

    ევანდრო სოლდატი


    ევანდრო წარმოშობით ბრაზილიიდან არის. მისი კარიერა 2001 წელს დაიწყო, შვიდი წლის შემდეგ კი ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული მამაკაცი მოდელი გახდა. სარეკლამო კამპანიებში და ჩვენებებში მონაწილეობის გარდა ევანდრო ლედი გაგას კლიპშიც გადაიღეს სახელშოდებით Alejandro, შემდეგ კი კონტრაქტები გააფორმა ბრენდებთან: Armani Jeans, Valentino, Dolce & Gabbana , Guess.

  • ბესელია ადასტურებს, რომ ივანიშვილს შეხვდა, კობახიძეს კი ურჩევს, თითის დაქნევას თავი დაანებოს

    {{ARTICLEIMAGE}}
    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირდაპირ ეთერში პირველად ისაუბრა. მისი თქმით, ის შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, თუმცა პარტიის ლიდერი საჯაროდ პოზიციას თავად დააფიქსირებს. ბესელი ივანიშვილზე საუბარს თავს არიდებს და ამბობს, რომ არ შეიძლება, მთელი ქვეყნის ტვირთი ერთ ადამიანზე გადაიტანო.

    “მლიქვნელობით პარტიის ლიდერს ვერ დავეხმარებით. ჩემი როლი არ არის მაამებლობა. ჩემი როლი არ არის ის, რომ დღეს გამახსენდა სამართლიანობა, ამისთვის ვიბრძვი. ვისურვებდი, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდეს პრინციპული პოზიცია. მშვიდობაში კაბინეტები და თანამდებობები, არ გავხდები იმ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც სახელმწიფოებრივ პოზიციას არ აფიქსირებს. ჩემი გამოცდა დასრულდა მაშინ, როდესაც ჩემი ოჯახის წევრები მძევლად აიყვანეს. თითის ქნევას თავი დაანებონ”, განაცხადა ბესელიამ “ტვპირველის” ეთერში.

  • ბესელია:კობახიძე ცრუობს, არასდროს გავხდები იმ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც სახელმწიფოებრივი პოზიცია არ ექნება

    {{ARTICLEIMAGE}}

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირდაპირ ეთერში პირველად ისაუბრა. ბესელიამ თქვა, რომ ირაკლი კობახიძემ მას მოსამართლეების საკითხის განსახილველად იურიდიული კომიტეტის ბოლო სხდომის დაჩქარებული წესსით ჩანიშვნა სთხოვა, რაც მისთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. ბესელიამ აღნიშნა, რომ ის ირაკლი კობახიძეს ცალკეც ესაუბრა და უთხრა, რომ ასეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი ასეთი ფორმით გაადწყდეს და არ შეიძლებოდა, რომ მას (კობახიძეს) ასეთი პოზიცია ჰქონოდა. 

    “ვიდრე ბატონი ირაკლი ახლა იმ კაბინეტთან დგას და, ასე მგონია, იცავს იმ კაბინეტის თემას, გავაგრძელებ იმ ფასეულობებისა და ღირებულებებისთვის ბრძოლას და მის დაცვას, რისთვისაც იმ კაბინეტზეც და ბევრ უკეთეს კაბინეტზეც უარი მითქვამს და კიდევ ვიტყვი, იმიტომ, რომ არ არის არც ერთი კაბინეტი და არც ერთი თანამდებობა საპირწონე ისეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემების, როგორიც არის სამართლიანობა და შენი, ჩემი და ჩვენი ქვეყნის მომავლის და ჩვენი შვილების მომავლის გარანტიების შექმნა”, განაცხადა ბესელიამ. ის ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მოსამართლეების თემა არ იყო მის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი.

    “მლიქვნელობით პარტიის ლიდერს ვერ დავეხმარებით. ჩემი როლი არ არის მაამებლობა. ჩემი როლი არ არის ის, რომ დღეს გამახსენდა სამართლიანობა, ამისთვის ვიბრძვი. ვისურვებდი, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდეს პრინციპული პოზიცია. მშვიდობაში კაბინეტები და თანამდებობები, არ გავხდები იმ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც სახელმწიფოებრივ პოზიციას არ აფიქსირებს. ჩემი გამოცდა დასრულდა მაშინ, როდესაც ჩემი ოჯახის წევრები მძევლად აიყვანეს. თითის ქნევას თავი დაანებონ”,განაცხადა ბესელიამ “ტვპირველის” ეთერში.

    მისივე თქმით, ვიცე-სპიკერის ვაკანტურ თანამდებობაზე გადასვლის შეთავაზების იდეა ირაკლი კობახიძისგან მოდის, მაგრამ ამ იდეის მოფიქრების დროს ის ალბათ მარტო არ იყო.

    “ეს იყო მცდელობა იმისა, რომ ჩემი კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლის მომხიბვლელი გზა ეჩვენებინათ, რაზეც მაშინაც გამეღიმა და ვთქი, რომ თანამდებობები არ მაინტერესებს და პოლიტიკაში კომფორტისთვის არ მოვსულვარ. კომფორტის ზონიდან მაშინ გავედი, როცა თავისუფალი პროფესია მქონდა და მხოლოდ ჩემს თავს ვეკუთვნოდი. ვიყავი ადვოკატი და წავედი ბრძოლის ველზე. ვთქვი, რომ ჩემთვის კომფორტის ზონაში გადასვლა საინტერესო არ არის. ვთქვი, რომ მზად ვარ, საერთოდ წავიდე პოლიტიკიდან, საერთოდ წავიდე სახლში, მაგრამ უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ეს სამართლიანობის იდეას არ გაამრუდებს და კომიტეტს არ დავტოვებთ, მაგალითად ვანო ზარდიაშვილის ხელში“, განაცხადა ეკა ბესელიამ.

    მის ამ განცხადებას წინ უძღოდა პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი. ჟურნალისტების შეკითხვაზე, რჩება თუ არა ეკა ბესელია პარტიიდან გარიცხვის კანდიდატად, კობახიძის თქმით, დღეს არასწორია რაიმე ტიპის სანქციაზე, მათ შორის უმკაცრესი ტიპის სანქციაზე – გარიცხვაზე საუბარი.

    “ამ ეტაპზე მოცემულობა ასეთია, რომ ბესელია რიგით წევრად რჩება. ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს“, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მანვე აღნიშნა, რომ ამ კომენტარს იმ კაბინეტის წინ აკეთებდა, რომელსაც ეკა ბესელიას ვიცე-სპიკერობისთვის უმზადებდნენ.

    “რეალურად ეს არის ერთი გუნდი, ეს არის „ქართული ოცნების“ გუნდი, რომელსაც ჰყავს ლიდერი და თუ საუბარია პერსონიფიცირებაზე, რა თქმა უნდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი… და არავის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას, რადგან ეს არ დასრულდება მათთვის სასარგებლოდ“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


    დაპირისპირება ეკა ბესელიას, პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობის ნაწილს შორის ორი კვირაა გაცხადდა. ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების სია დაასახელა. საკუთარი მოვალეობის შესრულება კი გედევან ფოფხაძეს გადააბარა, რომელიც მანამდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. გასულ კვირას უმრავლესობის შეკრებაზე, რომელსაც ბესელია არ ესწრებოდა გედევან ფოფხაძე  იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს. როგორი იქნება ამ გადაწყვეტილებაზე ეკა ბესელიას რეაქცია და დატოვებს თუ არა ის უმრავლესობას – უცხოეთში მყოფი ეკა ბესელია ამბობდა, რომ ამ საკითხზე განცხადებას სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გააკეთებდა.

  • საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გამო სასამართლოს მიმართავენ

    {{ARTICLEIMAGE}}
    “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” და მოქალაქე ედუარდ მარიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს დაგროვებით საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმებას და საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მისი მოქმედების შეჩერებას სთხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

    შესაბამისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს ისინი 8 იანვარს მიმართავენ. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ 40 წლამდე მოქალაქეების დაგროვებითი საპენსიო სისტემაში სავალდებულოდ ჩართვა გაუმართლებლად ზღუდავს როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.

    “მოქალაქეების იძულებას გააკეთონ დანაზოგი კანონმდებელი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვისა და მათი უზრუნველი სიბერის მოტივით ამართლებს. თუმცა, სახელმწიფომ არ უნდა მისცეს საკუთარ თავს უფლება, ადამიანების ნაცვლად გადაწყვიტოს, როგორ არის უკეთესი განკარგოს საკუთარი ქონება. სახელმწიფო დასაქმებულს საკუთრების უფლებას მისივე კეთილდღეობის მოტივით უზღუდავს მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუცია საკუთრების უფლების შეზღუდვას მხოლოდ საჯარო ინტერესებისთვის ამართლებს”,განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

    მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მოქალაქეთა სახსრებით კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა ასევე სცდება სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს. მათი აზრით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოქმედი სახით საქართველოს კონსტიტუციას რამდენიმე მიმართულებით არღვევს. მათ შორის, პრობლემურია ისიც, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს აიძულებს საკუთარი ქონება დიდი ალბათობით რისკიან კაპიტალდაბანდებად აქციონ.

    დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. რეფორმის ფარგლებში პენსიის დაგროვება სავალდებულო ხდება 40 წლამდე ასაკის დასაქმებულებისთვის, ხოლო 40 წელს ზემოთ სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია.

  • გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

    {{ARTICLEIMAGE}}
    გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 40 წლის ქალი ფოთის კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 3 იანვარს მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით და პნევმონიით მოათავსეს.

    ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობის გართულება თანმხლებმა ქრონიკულმა დაავადებებმა (გულის უკმარისობა) გამოიწვია.

    “შემდგომი კვლევებით დადგინდა ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზი. პაციენტი მძიმე მდგომარეობის გამო მოთავსებული იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა, მათ შორის, ანტივირუსულიც, მაგრამ დაავადება წარიმართა უარყოფითი დინამიკით და სამწუხაროდ, ეს ქალბატონი 6 რიცხვში გარდაიცვალა”, განაცხადა ექიმმა რეანიმატოლოგმა, გივი კოჭლამაზაშვილმა.

    ექიმების ინფორმაციით, ამ დროისთვის ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით 11 პაციენტი მკურნალობს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

    10 რჩევა გრიპის დასაძლევად

    გრიპის ვირუსის სამკურნალო მედიკამენტი ტამიფლუ აფთიქებიდან რეცეპტის გარეშე არ გაიცემა

    საგანგებო რეჟიმი კლინიკებში: მცხეთის სამედიცინო ცენტრში კარანტინი გამოცხადდა

  • ეკა ბესელიას საკითხის განხილვას მმართველი გუნდი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ფორმატში გეგმავს

    {{ARTICLEIMAGE}}
    იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელია საკითხის განხილვას მმართველი გუნდი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ფორმატში გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სირთულეებს სჭირდება ლაპარაკი და მმართველი გუნდი ამისთვის ყველა არსებული ფორმატის გამოყენებას გეგმავს. იქნება თუ არა ეს ფორმატი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დონეზე, კობახიძემ არ გამორიცხა, რომ ასეთი სხდომა გაიმართოს.

    “მაქსიმალურად რბილი და მოზომილი საუბრით ვუდგებით გუნდის წევრებს და დღესაც ასე ვაპირებთ მსჯელობას. რაც უფრო ეფექტური ფორმატი იქნება, ის იქნება არჩეული. მთავარია, რომ გუნდურობის პრინციპები იყოს დაცული – დღესაც ვხედავთ, რომ ირღვევა გუნდურობის პრინციპი, მაგალითად ის, რომ კონკრეტულ დეპუტატებს ტყული ინფორმაცია გამოჰქონდათ გარეთ, ასევე წესების დარღვევაა, როდესაც გუნდის წევრს გარეთ აკრიტიკებ”,ამბობს კობახიძე და აღნიშნავს, რომ დღეს კონკრეტული დეტალების გაშლა არ სურს. 

    როგორც ცნობილია, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში დაბრუნდა. მედიასთან საკუთარი გეგმების და პოზიციის შესახებ ის დღეს ისაუბრებს. ბესელიამ პირველი განცხადება წუხელ საშობაო ლიტურგიის დროს სამების საკათედრო ტაძარში გააკეთა.  ის ამბობს, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

    დაპირისპირება ეკა ბესელიას, პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს შორის ორი კვირაა, გაცხადდა. ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების სია დაასახელა. საკუთარი მოვალეობის შესრულება კი გედევან ფოფხაძეს გადააბარა, რომელიც მანამდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. გასულ კვირას, საპარლამენტო უმრავლესობის შეკრებაზე, რომელსაც ბესელია არ ესწრებოდა, გედევან ფოფხაძე  იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს. როგორი იქნება ამ გადაწყვეტილებაზე ეკა ბესელიას რეაქცია და დატოვებს თუ არა ის უმრავლესობას – უცხოეთში მყოფი ეკა ბესელია ამბობდა, რომ ამ საკითხზე განცხადებას სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გააკეთებდა.

  • მეუფე პეტრეს მორიგი სკანდალური განცხადება:რას ამბობს მიტროპოლიტი პატრიარქის გარემოცვაზე

    {{ARTICLEIMAGE}}
    ხმაურიანი განცხადებებით გამორჩეული მეუფე პეტრე მის მიერ 2018 წლის ბოლოს გაკეთებულ სკანდალურ განცხადებაზე კრიტიკას კვლავ სკანდალური კომენტარით პასუხობს.

    “ჩვენ მოვისმინეთ ძალიან სამარცხვინო და არაადეკვატური შეფასება ბოდბელი ეპისკოპოსისა და ეს იყო კიდევ რაღაც უსინდისო და უპასუხისმგებლო განცხადებები სასულიერო პირებისა, და დღეს, როდესაც პატრიარქის ეპისტოლედან ვისმენთ მოწოდებას, გზავნილებს სიტყვის თავისუფლების შესახებ, ვიტყოდი, რომ ადრესატად ამ მოწოდების უნდა იქცეს პატრიარქის პირადი გარემოცვა და ის სასულიერო პირები, რომლებიც საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით გამოდიან და გამოირჩევიან პირადად ჩემს მიმართ უტიფარი, ცილისმწამებლური ინფორმაციებით, ფაქტობრივად ჭორების გავრცელებით არიან დაკავებული”,თქვა მეუფე პეტრემ “ტვპირველის” ეთერში.

    ამავე ეთერში სტუმრობის მეუფე პეტრემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ მითი დაიმსხვრა


    ჭყონდიდის მიტროპოლიტს მაშინ პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა უპასუხა და თქვა, რომ მეუფე პეტრე ეკლესიაში ავტორიტეტს არ წარმოადგენს.


    “თვითონ ხომ უნდა იცოდეს, შიგნით რა ავტორიტეტია, არა? თუ “ნაციონალურ მოძრაობაში” ავტორიტეტია, სხვა რაღაცაა, მაგრამ ჩვენთან რაღაც ავტორიტეტი ხომ  უნდა იყოს ეგ, ხომ? არ არის აბსოლუტურად ავტორიტეტი ჩვენთან”.

  • ჯიჯი ჰადიდის და ზეინ მალიკის საბოლოო დაშორება?

    {{ARTICLEIMAGE}}დასავლური მედიის ინფორმაციით ცნობილი მოდელი ჯიჯი ჰადიდი და მომღერალი ზეინ მალიკი ისევ დაშორდნენ.

    პირველად ისინი ერთმანეთს გასული წლის მარტში , 2 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ , რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იმ დროისთვის წყვილმა სოციალურ ქსელ თვითერში ერთამენთზე საკმაოდ თბილი წერილები გამოაქვეყნა. სანდო წყაროს ინფორმაციით ისინი ფიქრობდნენ, რომ იმ პერიოდისთვის მათთვის “პაუზის აღება“ კარგი იქნებოდა. თუმცა ამჟამინდელი დაშორება ნამდვილად აღარაა „ პაუზა“ . სხვადასხვა წყაროები იუწყებიან, რომ ზეინი და ჯიჯი მეორე ცდაზე ნამდვილად ცდილობდნენ ურთიერთობის აწყობას, თუმცა ზეინს თავისი პრობლემები და გამოუსწორებელი თვისებები აქვს, რომელთა დაძლევაში ჯიჯიმ მისი დახმარება ვერ შეძლო.

    წყაროს მტკიცებით ჯიჯი მთლიანად შეყვარებულზე იყო ფოკუსირებული,მალიკთან ურთიერთობის პერიოდში თავის მეგობრებთანაც კი გაწყვიტა კონტაქტი და მთელ დროს და ენერგიას შეყვარებულს უთმობდა. თუმცა საბოლოოდ მაინც არაფერი გამოვიდა.
    როგორც აღვნიშნეთ, წყვილმა წინა წელს მარტში ოფიციალურად დაასრულა ორწლიანი ურთიერთობა , შემდეგ კი თვითერზე ცალცალკე გამოაქვეყნეს სტატუსები ამ ურთიერთობის შესახებ.

    ზეინი წერდა:„ მე და ჯიჯის საოცარი, აზრიანი, ხალისიანი და სიყვარულით საავსე ურთიერთობა გვქონდა. ჯიჯის მიმართ მე მაქვს უდიდესი პატივისცემა და სიყვარული როგორც ქალის და მეგობრის მიმართ. მას შესანიშნავი სული აქვს. მე მადლობელი ვარ ყველა ჩვენი ფანის რომელიც მხარს უჭერს და პატივს სცემს ჩვენს მძიმე გადაწყვეტილებას და ამავე დროს ჩვენს პირად სივრცეს. ჩვენ გვინდოდა ეს ინფორმაცია მათ პირველ რიგში ჩვენგან გაეგოთ. დიდი მადლობა xZ “

    ამის შემდეგ თვითერზე ჯიჯის შეტყობინებაც გამოჩნდა : „დაშორების შესახებ განცხადებები ხშირად მშრალი და უემოციოა, რადგან შეუძლებელია სიტყვებში ჩაატიო ის, რასაც ორი ადამიანი წლების მანძილზე ერთად ყოფნისას განიცდის ურთიერთობებში და ზოგადად ცხოვრებაში. მე ყოველთვის მადლობელი ვიქნები იმ სიყვარულის, ერთად გატარებული დროის და ცხოვრებისეული გაკვეთილების გამო, რაც ზეინმა მომცა. მისთვის მხოლოდ კარგი მინდა და ყოველთვის მხარს დავუჭერ მას როგორც მეგობარი, რადგან მის მიმართ სიყვარული და პატივისცემა გამაჩნია. მე ვიქნები მის გვერდით რაც არ უნდა მოხდეს. xG“ წერდა ჯიჯი .

    View this post on Instagram

    flyin home to my happy place ❤️

    A post shared by Gigi Hadid (@gigihadid) on Oct 21, 2018 at 4:59pm PDT