Blog

  • აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან

    ჯონდი ბაღათურიას და ქართული დასის ორგანიზებით საზოგადოების ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან არის შეკრებილი. მათი მოთხოვნაა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქოს მათი მოთხოვნები საქართველოს “გაეროს მიგრანტთა პაქტიდან გამოსვლის “ შესახებ.

    აქციის მონაწილეები აზიიდან და აფრიკიდან საქართველოში მიგრანტთა შეუზღუდავად შემოსვლის აკრძალვას მოითხოვენ. საზოგადოებრივ მაუწყებელს კი სთხოვენ მათი პოზიცია და აქტიურობა გააქშუქოს.

  • საოკუპაციო ხაზთან ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა

    ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, მამუკა მერებაშვილმა 6 ჰა-ზე ვაშლის, ქლიავის და ატმის ბაღი გააშენა. ხეხილის ბაღი საოკუპაციო ხაზთან, გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში მდებარეობს.
    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შიდა-ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ნუგზარ სამხარაძესთან ერთად, მამუკა მერებაშვილის ხეხილის ბაღს ეწვია და გაშენებული ბაღი დაათვალიერა. ბენეფიციარი პროგრამაში 2017 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 45,100 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 32,700 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 12,400 ლარი, წვეთოვანი სისტემებისთვის.

    პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში,საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 6,347 ჰექტარზეა გაშენებული და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 34,261,096 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, შიდა-ქართლის რეგიონში ხეხილის ბაღები 1,744 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში ნარკორეალიზატორი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში ნარკორეალიზატორი დააკავა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული პირი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია მის მიერ გაყიდული რამდენიმე შეკვრა ნარკოტიკული საშუალება. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

  • Huawei დასაკეცეკრანიან 5G სმარტფონს თებერვალში წარადგენს

    ტექნოგიგანტები ყოველწლიურად სხვადასხვაგვარ ინოვაციებს გვთავაზობენ. ბოლო დროს დიდმა მობილური ტელეფონის მწარმოებელმა კომპანიებმა დაიწყეს დასაკეცი ტელეფონების შექმნა. გავრცელდა მრავალნაირი პროტოტიპი თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო მომავლის მობილური ტელეფონი, რომელიც პლანშეტის ფუნქციასაც შეითავსებდა.

    თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დასაკეცმა ტელეფონებმა დიდი კრიტიკა გამოიწვია ანალიტიკოსებისგან და მათი თქმით, მსოფლიო ჯერ-ჯერობით არც ტექნოლოგიურად და არც ფსიქოლოგიურად მზად არ არის დასაკეცი ტელეფონებისთვის.

    ამას არ შეუშინებია ჩინური ტექნოგიგანტი Huawei და იგი თებერვალში 5G დასაკეც სმარტფონს წარმოგვიდგენს. გაჯეტის პრეზენტაციას ბარსელონაში, სმარტფონების მსოფლიო კონგრესზე (MWC ), 24 თებერვალს გაიმართება.

    როგორც ცნობილია, პირველ ეტაპზე ჩინური კომპანია შეზღუდული რაოდენობის სმარტფონების გამოშვებას გეგმავს.

  • Tesla Model Y-ს მომავალ წელს წარადგენს

    {{ARTICLEIMAGE}}ამერიკული ავტომწარმოებელი Tesla Model Y-ზე მუშაობს. კომპანიის ახალი მოდელი 2020 წლის მიწურულს გამოვა. ავტომობილის 2015 წლიდან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

    თუმცა Tesla-ს ავტომობილის პროტოტიპი ჯერ კომპანიას არ გამოუქვეყნებია. ბოლო ინფორმაციით Tesla-ს Model Y-ს, სხვა ავტომობილებისგან განსხვავებით ნევადაში, კომპანიის ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოში ააწყობენ.

    Model Y-ის ღირებულება ჯერ უცნობია, თუმცა დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ახალი ავტომობილი Model 3-ზე იაფი იქნება.

  • მეცნიერებმა ინფარქტის და ინსულტის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალება დაასახელეს

    გულსისხლძარღვთა დაავადებებისაგან, მათ შორის ინფარქტისგან და ინსულტისგან გარდაცვალების რისკს თევზის ქონისგან დამზადებული პრეპარატები ამცირებს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები ორი მაშტაბური კვლევის შემდეგ. პირველ ექსპერიმენტში 8 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც ომეგა 3–ის პრეპარატებს იღებდნენ, რომელიც იმავე ცხიმოვან მჟავას შეიცავს, როასაც თევზის ქონი. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანები რომლებიც ამ მჟავას იღებენ იშვიათად კვდებიან გულის შეტევისა და ინსულტებისგან.


    მეორე კვლევაში 26 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა ნაწილი ყოველდღიურად იღებდა თევზის ქონზე დამზადებული პრეპარატის ერთ გრამს. გაირკვა, რომ ამ პრეპარატების მიღებამ გულის შეტევების რისკი 28%–ით შეამცირა.

  • თბილისში 3 ნარკორეალიზატორი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 1994 წელს დაბადებული ნ.ა. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების, 1988 წელს დაბადებული ტ.ა. კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით დააკავა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ორივე ბრალდებული, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფონიჭალაში დააკავეს. დანაშაული 6-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ამ პირებისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და ამ შესყიდვების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ მათ მიერ უკანონოდ გაყიდული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო.ნ.ა.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია სავარაუდოდ პისტოლეტი და 20 ცალი ვაზნა. ასევე, 8 ცალი მცირე ზომის მინის ქილაში მოთავსებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება, რომლებიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე.
    ასევე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული, ირანის მოქალაქე ქ.თ. დააკავეს. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    გამოძიების ფარგლებში განხორციელებული საკონტროლო შესყიდვების შედეგად, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირის მიერ უკანონოდ გაყიდული კოდეინის, მორფინის და სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
    გამოძიება ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
  • ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

    ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის შეკრება დაიწყო. წინასწარ დაანონსებული ერთადერთი თემა მოსამართლეების შერჩევის საკითხია. როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, დღეს კონკრეტულად მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე არ იმსჯელებენ, თუმცა იმსჯელებენ იმ პრინციპებზე, რომოლითაც მოსამართლეების შერჩევა, წარდგენა და პარლამენტში დამტკიცება უნდა მოხდეს.სხდომას ესწრება პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი. სხდომას ესწრებიან ეკა ბესელია და ირაკლი კობახიძეც.

    სხდომის დაწყებამდე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ოთხი საკითხი: სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილება, რომ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე და პროცედურებზე იმსჯელონ კანონმდებლებმა და არ მოხდეს ამ პროექტის დაწერა იმ მოსამართლეების მიერ, ვისაც ინტერესთა კონფლიქტი აქვთ. შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა. კრიტერიუმები და პროცედურა შემუშავდეს პარლამენტში. მეოთხე საკითხი ბესელიას განცხადებით იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის საკითხია. სხდომაზე საავრაუდოდ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების

    საკითხსაც განიხილავენ. უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირება, რომელიც უმრავლესობის წინა შეხვედრაზე თითქოს დარეგულირდა დღესაც იქნება განხილვის თემა, რადაგნ სწორედ წინა შეკრების შემდეგ იყო მოსამართლეთა სკანდალური კონფერენცია, მოსამართლე გვრიტიშვილის სკანდალური სატელვიზიო გამოსვლა და ეკა ბესელიას პირადი კადრების გავრცელება, რასაც მისი მწვავე შეფასებები მოჰყვა არა მხოლოდ მოსამართლეების,არამედ საკუთარი გუნდის წევრების მიმართაც.

  • ჯიჯი ჰადიდის საკუთარი ფოტოს გამოქვეყნების გამო უჩივიან

    მოდელ ჯიჯი ჰადიდის უკვე მეორედ უჩივლეს სოციალურ ქსელში საკუთარ ანგარიშზე საკუთარი ფოტოს გამოქვეყნების გამო.
    ფოტოსააგენტო Xclusive-Lee Inc მა პოდიუმების ვარსკვლავს იმის გამო უჩივლა, რომ მან პაპარაცის მიერ გადაღებული ფოტო ინსტაგრამზე უფლებების მფლობელის ნებართვის გარეშე გამოაქვეყნა. ანუ ჯიჯის საკუთარი ფოტოები სააგენტოსგან უნდა გამოესყიდა და მხოლოდ ამის შემდეგ ექნებოდა სოციალურ ქსელში მათი გამოქვეყნების უფლება. .
    ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მოდელს მისივე ფოტოების გამოყენების გამო ედავებიან. გასული წლის ოქტომბერში ასეთი რამ ერთხელ უკვე მოხდა. მაშინ გოგონამ ინსტაგრამზე დიდი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სიტუაციის აბსურდულობაზე საუბრობდა. ჯიჯის აღშფოთებული იყო იმის გამო, რომ ფოტოგრაფები მოსვენებას არ აძლევენ, ხანდახან კადრის გადასაღებად მის სიცოცხლესაც კი უქმნიან საფრთხეს და ფოტოებს ისე უღებენ, მას არც ეკითხებიან უნდა თუ არა ეს, და ამის შემდეგ ფული უნდა გადაუხადოს ფული იმ სააგენტოს, ვისაც ეს ფოტოები ეკუთვნის.
    “მესმის რომ პაპარაცები ამით შოულობენ საარსებო ფულს. პატივს ვცემ მათ საქმიანობას. ეს მოცემულობა უნდა მივიღო როგორც მოდელმა და შევეგუო. მაგრამ არსებობს ზღვარი – წერდა მაშინ მოდელი.“
  • გემი ცხრა ტონა კოკაინით აფრიკაში დააკავეს

    კაბო ვერდეში 11 რუსი მეზღვაური დაიჭირეს, რომლებსაც ნარკოტიკების კონტრაბანდაში ედებათ ბრალი.
    ხომალდ ESER–ზე ადგილობრივმა პოლიციამ 9.5 ტონა კოკაინი აღმოაჩინა. ეკიპაჟი დააკავეს, ხომალდი კი პორტ პრაიაში არის გაჩერებული.
    გემი პანამური დროშით დაცურავდა და პანამიდან მაროკოში მიემგზავრებოდა, როცა ეკიპაჟის ერთ–ერთი წევრი დაიღუპა. ამის გამო ხომალდის ეკიპაჟი იძულებული გახდა პორტ კაბო ვერდეში შეჩერების გადაწყვეტილება მიეღო.