Blog
-
ლიტერატურული ჯილდო WhatsApp–ით დაწერილი წიგნისთვის
ირანიდან დევნილმა ბეხრუზ ბუჩანიმ ლიტერატურის დარგში ავსტრალიის ყველაზე პრესტიჟული პრემია, Victorian Prize მიიღო წიგნისთვის, რომელიც WhatsApp-ის მესენჯერით დაწერა.წიგნისთვის სახელწოდებით: “არანაირი მეგობრები მთების გარდა: ჩანაწერები ციხიდან“– ავტორს 72 ათასი დოლარი უნდა გადასცენ, თუმცა ის კუნძულ მანუსზე იმყოფება და ავსტრალიაში შესვლის უფლება არ აქვს, რომელსაც ლტოლვილებთან მიმართებაში მკაცრი პოლიტიკა აქვს.დევნილი მამაკაცის თქმით ის იძულებული გახდა ირანი დაეტოვებინა იმ პრობლემების გამო, რომლებიც მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. 2013 წელს ის ავსტრალიის სასაზღვრო სამსახურმა დააკავა და ლტოლვილთა ცენტრში გაგზავნა. სწორედ იქ დაწერა ბუჩანიმ თავისი წიგნი, რომელსაც თარჯიმანს WhatsApp-ის აპლიკაციით მესიჯების სახით უგზავნიდა.მწერალი ამბობს, რომ ქაღალდს არ იყენებდა, რადგან მცველებს შეიძლება მისთვის ჩანაწერები წაერთმიათ. ცენტრი2017 წელს დაიკეტა, რის შემდეგაც ჟურნალისტს დევნილის სტატუსი პაპუა–ახალ გვინეაში მდებარ კუნძულ მანუსზე მიანიჭეს.წესების მიხედვით Victorian Prize for literature –ს მიღება მხოლოდ ავსტრალიის მოქალაქეებს შეუძლიათ, თუმცა ბუჩანისთვის გამონაკლისი დაუშვეს. ჟიურის წევრებმა წიგნს ხელოვნების გამოჩენილი ნიმუში უწოდეს და ავტორი მისი სტილის გამო შეაქეს. -
გაუგებრობა პრეზიდენტთან
შეხვედრა პრეზიდენტთან, პრეზიდენტის გარეშე. სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რეზიდენციაში შეხვედრაზე მიიწვია, თუმცა მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ დარბაზი დატოვა. სალომე ზურაბიშვილს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ცილისწამების შესახებ კანონის გამკაცრებაზე უნდა ემსჯელა. მესამე სექტორში ამბობენ, რომ ვერ გაიგეს რისთვის დაიბარა ისინი პრეზიდენტმა, თუ მათთან საუბარი არ სურდა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული უკმაყოფილება პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გაუგებარია. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ქეთევან მახარაშვილი ამბობს, რომ მათ ცილისწამების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებისგან რეკომენდაციების მოსმენა და მსჯელობის პროცესში მათი თავიდანვე ჩართვა სურდათ, რისი პრაქტიკაც აქამდე არ არსებობდა.
{{VIDEO}}
-
საქართველოს საპატრიარქოს პასუხი მიტროპოლიტ ილარიონს
საქართველოს საპატრიარქომ გამოაქვეყნა მიმართვა, რომელიშიც მოსკოვის საპატრიარქოს მიტროპოლიტ ილარიონს პასუხობს. მიტროპოლიტმა ილარიონმა ერთ–ერთ ინტერვიუში საქართველოს თემატიკაზე ისაუბრა, რაც საქართველოს საპატრიარქოს აზრით საზოგადოების ნაწილმა უხეშ ზეწოლად აღიქვა.
გთავაზობთ საპატრიარქოს განცხადების სრულ ტექსტს:
გადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო“ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარის, მიტროპოლიტ ილარიონის (ალფეევი) ინტერვიუს იმ ნაწილმა, სადაც მეუფე საქართველოს თემატიკას ეხება, მძიმე შთაბეჭდილება დატოვა მთელს საზოგადოებაზე, რადგან იგი აღქმულ იქნა ერთგვარ უხეშ ზეწოლად და დავალდებულებად.
ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, საქართველოს მხრიდან უკრაინის ახლადგამოცხადებული ეკლესიის აღიარების შემთხვევაში, მოყვება თუ არა მოსკოვის საპატრიარქოსაგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში საეკლესიო სტატუსის გადახედვა, მიტროპოლიტმა ილარიონმა არ გასცა პირდაპირი პასუხი და ნაცვლად ამისა, ბუნდოვნად ისაუბრა საქართველოს ეკლესიისიისთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე. მაშინ, როდესაც, ცხინვალის რეგიონში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე, ჩვენთან სრულიად შეუთანხმებლად, შენდება ტაძარი, ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე პერიოდულად საეკლესიო მსახურებას არაკანონიკურად აღასრულებენ რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მოქმედი სასულიერო პირები, ინტერვიუში დატოვებული ორაზროვნება, ბუნებრივია, მუქარის შინაარსს იძენს.
შევნიშნავთ იმასაც, რომ მიტროპოლიტმა ილარიონმა, სრულიად არასწორად გააკეთა აქცენტი კრეტის კრებაზეც და დიპტიხთან დაკავშირებითაც. მან თქვა, თითქოს ჩვენდამი სოლიდარობაც იყო მიზეზი იმისა, რომ რუსეთის ეკლესია ამ კრებაზე არ წავიდა. ჩვენ არ ვიცით, რა მიზეზებმა განაპირობა მათი გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტი ერთია, საქართველოს ეკლესიას თავისი პოზიციის გამო მხარდსაჭერად არავისთვის მიუმართავს. ასევე ის, რომ მოსკოვის საპატრიარქო დიპტიხში მე 6 ადგილზე გვიხსენიებს, ხოლო კონსტანტინოპოლი,- მე 9 ზე, არ ნიშნავს, რომ ამის გამო მოსკოვის საპატრიარქოს პოზიცია სავალდებულოდ გასათვალისწინებელია.
როგორც კრეტის კრებასთან მიმართებაში, ასევე უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ეკლესია ყოველთვის ცდილობდა პოზიცია არ განესაზღვრა პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, არამედ ეყრდნობოდა და ეყრდნობა საეკლესიო კანონიკასა და სახარებისეულ სწავლებას. ვხელმძღვანელობთ რა ამ პრინციპით, დღეს არსებულ ვითარებაში, ჩვენ, ჩენი შესაძლებლობისამებრ, ვზრუნავთ მართლმადიდებელთა ერთობისათვის და დაძაბულობის განმუხტვისათვის, რაც მიგვაჩნია პირველი რიგის ამოცანად ყველა ეკლესიისთვის. P.S. როგორც ახლახანს საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებმა მოსკოვიდან შეგვატყობინეს, ისინი შეხვდნენ მიტროპოლიტ ილარიონს და სთხოვეს განმარტება ინტერვიუსთან დაკავშირებით.
“მეუფის განცხადებით, საშიშროებაში იგი გულისხმობდა იმ პრობლემებს, რომელიც, ტომოსის აღიარების შემთხვევაში დაუდგება არაერთ ეკლესიას, მათ შორის, საქართველოსასაც და არ ლაპარაკობდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსეთის ეკლესიის იურისდიქციად გამოცხადების საფრთხეზე. გვაცნობეს ისიც, რომ იგი მზად იყო ჩვენი რომელიმე არხისთვის განმარტების მისაცემად, მაგრამ საქართველოს ტელევიზიის არცერთი ჯგუფი ამჟამად მოსკოვში არ იმყოფებოდა.
-
სააკაშვილი: დიახ ვაქვეყნებდით კადრებს – როგორ ცეკვავდა ბუში თბილისში, ივანიშვილი აქვეყნებს ბესელიას და სხვა საზიზღრობების კადრებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პირადი ცხოვრება მისთვის ხელშეუხებელია, ივანიშვილისთვის კი ეს მართვის ინსტრუმენტია. ამ შინაარსის ვიდეომიმართვა ექს-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“ჩვენ ვაქვეყნებდით კადრებს, როგორ ცეკვავდა ამერიკის პრეზიდენტი კადრებში, ივანიშვილი აქვეყნებს ბესელიას კადრებს”, ამბობს სააკაშვილი.
-
სააკაშვილი: ივანიშვილი “ქართუში” ყველას უსმენდა, ბესელია “ნამუსგარეცხილი, “მამაშა” და კორუფციის დედაა”
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, მათ შორის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების თემაზე, ძველ ებრაულ გამოთქმას “ქართული ოცნების” ქმედებებს არგებს. სააკაშვილი ბესელიას “კორუფციის დედას და მამაშას” უწოდებს. “ერთი ფაქტი გახსოვთ, რომ ჩემ დროს პირადი ცხოვრების კადრები გასაჯაროებულიყოს?! სამაგიეროდ, ივანიშვილი მოვიდა და გამოაგდეს კადრები. “ხომ არ ბნელა? ან ივანიშვილია იდიოტი, ან ყველა ვგონივართ იდიოტები”, ამბობს სააკაშვილი. მისი თქმით, ივანიშვილი “ქართუში” ყველა თანამშრომელს უსმენდა, ბესელიას კი სპეცრაზმელის სიკვდილს არ აპატიებს”.
-
დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი “youtube”-ზე ატვირთა
სამართალდამცველების მიერ, დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელ youtube”-ზე ატვირთა და ამ გზით გაავრცელა. შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიება გრძელდება.დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია მობილური ტელეფონი, სადაც აღნიშნული ვიდეოკადრები ინახება.
გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დასადგენად.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, საქმესთან დაკავშირებით გამოკითხულმა მოქალაქეებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან.
გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები”.განაცხადეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.
-
პუტინი რწმენის თავისუფლების დაცვის მოტივით იმუქრება
ვლადიმერ პუტინი უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით იმუქრება. კრემლის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთი არ ცდილობს უკრაინის საეკლესიო საქმეებში ჩარევას, თუმცა იტოვებს უფლებას, გააკეთოს ყველაფერი ადამიანების უფლებების, მათ შორის რელიგიური რწმენის დასაცავად. პუტინმა რუსეთის პატრიარქის კირილის აღსაყდრების 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა, რომ უკრაინაში ხორციელდება პროექტი, რომელსაც რწმენასთან საერთო არაფერი აქვს. ამ პროცესში კი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოც ჩართულია.“რუსეთის ხელისუფლება, სახელმწიფო დაუშვებლად მიიჩნევს ეკლესიის საქმეებში ჩარევას. პატივს ვცემდით და მომავალშიც პატივს ვცემთ საეკლესიო ცხოვრების დამოუკიდებლობას – მითუმეტეს, მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოში, მაგრამ ვიტოვებთ უფლებას, რეაგირება მოვახდინოთ და ყველაფერი გავაკეთოთ ადამიანის უფლებების, მათ შორის, რწმენის თავისუფლების დასაცავად”, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. -
ალმადოვარის ახალი ფილმი პენელოპა კრუზისა და ანტონიო ბანდერასის მონაწილეობით
ესპანელმა რეჟისორმა პედრო ალმადოვარმა ახალი ფილმი გადაიღო. მთავარ როლებს პენელოპა კრუზი და ანტონიო ბანდერასი ასრულებენ.
-
39 საფლავის გაქურდვისთვის ერთი პირი დააკავეს – შსს
კახეთში 39 სასაფლაოს გაქურდვის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ე. ქურდობის და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს: “სამართალდამცველებმა თელავის რაიონის სოფელ კისისხევში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე შეაჩერეს “ფოლკსვაგენ პასატის” მოდელის ავტომანქანა, რომელსაც 1985 წელს დაბადებული გ.ე. მართავდა. პოლიციამ ავტომანქანის საბარგულში საფლავის მესერის ალუმინის ნაკეთობები აღმოაჩინა, რომლებიც ბრალდებულს დანაშაულებრივი გზით ჰქონდა მოპოვებული. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ახმეტის, თელავისა და გურჯაანის რაიონებში 39 საფლავი გაქურდა, კერძოდ, საფლავების მესერების ალუმინის ნაკეთობებს შემდგომი რეალიზების მიზნით, ფარულად დაეუფლა. გ.ე.-ს, ნარკოდანაშაულის გამო, სასამართლოს განჩინების საფუძველზე აკრძალული ჰქონდა ავტომანქანის მართვის უფლება. გამოძიება ქურდობის და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 381 მუხლის პირველი ნაწილით”,წერია შსს-ს ინფორმაციაში.