Blog

  • თბილისში “დაგეგმილი” აქციის გამო რუსეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში, 3 თებერვალს, სტუდენტების მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამო რუსეთის მოქალაქეებს მასობრივი შეკრების ადგილებზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

    ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციურ-კრიზისული ცენტრის დეპარტამენტი სოციალურ ქსელში, “ტვიტერის” გვერდზე ავრცელებს.
    “3 თებერვალს, თბილისში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობის წინ სტუდენტების საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. რეკომენდაციას ვაძლევთ რუსეთის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან მასობრივი შეკრების ადგილებში”, ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების სიტუაციურ-კრიზისული ცენტრის დეპარტამენტის განცხადებაში. ეს განცხადება გაუგებარია პრემიერისთვის.  “განცხადება არის სრულიად გაუგებარი. თბილისი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია, ხოლო საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთო ქვეყანა, შესაბამისად, განცხადება არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და სრულიად გაუგებარი. საქართველოში უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება და ტურისტებს ძალიან უყვართ საქართველო. მე ზურაბ აბაშიძესთან და დავით ზალკალიანთან მექნება ამაზე საუბარი, განცხადება ჩემთვისაც არის ახალი”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    აღნიშნული მოწოდება ასევე ბევრ შეკითხვას უჩენს პრემიერის სპეცწარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.


    “ეს კომენტარი მართლაც ბადებს კითხვებს, რა მოსატანი იყო 3 თებერვალს, სტუდენტების მიერ სამინისტროსთან დაგეგმილი აქცია, არ ვიცი. როგორც აღმოჩნდა, ეს აქცია საერთოდ არ ტარდება. ვერ გეტყვით რა დაესიზმრათ. ზოგადად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციური კრიზისული ცენტრი, რომელმაც ეს კომენტარი გააკეთა, ფუნქციონირებს 2013 წლიდან, ის ახორციელებს კრიზისული და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ამ ინფორმაციას შემდეგომ აწვდის რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ ქვეყნებში მოგზაურობენ. ასეთი კომენტარები სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც კეთდება, ხოლო რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა “გლობალ ფაინანსის” კვლევა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2019 წლის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო რეგიონში ლიდერია, ზოგადად კი 128 ქვეყნიდან საქართველო 49-ე პოზიციას იკავებს, ხოლო რუსეთი 108-ე პოზიციას. დასკვნები შეგიძლიათ თავად გააკეთოთ”, განაცხადა ზურაბ აბაშიძემ სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით.

    “გაოცებული ვარ ამ განცხადებით”, თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა რუსეთის საგარეო უწყების საპასუხოდ. (წყარო-ნეტგაზეთი)

    ზალკალიანის თქმით, არ იცის, ეს განცხადება რამდენად სერიოზულია და უჭირს კომენტარის გაკეთება. მისი თქმით, საქართველო ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო აქტორის მიერ უსაფრთხო ქვეყნადაა აღიარებული.

    მე-12 კლასელებმა თბილისში აქციები მას შემდეგ დააანონსეს, რაც ცნობილი გახდა, რომ საატესტატო გამოცდები წელს მხოლოდ მე-11 კლასელებისათვის უქმდებოდა. მედიაში ამ აქციის თარიღის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა საბოლოოდ “ფეისბუკზე” აქციის ანონსი 2 თებერვლის თარიღით შეიქმნა.

    ინფორმაცია აქციის შესახებ სპუტნიკმაც გაავრცელა. რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული გამოცემის ცნობით, აქცია თბილისში 3 თებერვალს იგეგმებოდა, თუმცა ბმულს, რომელსაც სტატიიდან ფეისბუკში შექმნილ ანონსზე გადავყავართ, ამბობს, რომ აქცია (ორგანიზატორი ახალგაზრდული მოძრაობა #ორჯერორი) შაბათს, ანუ 2 თებერვალსაა დაგეგმილი. 

    ამ დროისთვის 2 თებერვლის აქციაში მონაწილეობის სურვილი 4000-ზე მეტ ადამიანს აქვს გამოთქმული. თუმცა, როგორც ნეტგაზეთმა გაარკვია, დღეს აქციის ორგანიზატორები განცხადებას გააკეთებენ და საპროტესტო აქცია შეიძლება გაუქმდეს, რადგან მისი მიზანი მიღწეულია.

    საერთაშორისო რეიტინგების მიხედვთ, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში 49-ე ადგილზეა, ხოლო რუსეთი – 108-ზე. რეიტინგი სულ 128 ქვეყნისაგან შედგება. რეიტინგის წყარო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და მშვიდობის გლობალური ინსტიტუტია.

  • 4-დან 8 წლამდე პატიმრობით დაისჯებით, თუ უკანონოდ მოპოვებულ პირადი ცხოვრების კადრებს შეინახავთ, ან ვინმეს გაუზიარებთ

    4-დან 8 წლამდე პატიმრობით დაისჯებით, თუ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს ნებისმიერი ფორმით შეინახავთ და გაავრცელებთ. ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც უკანონოდ მოპოვებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ან პირადად მას გაუზიარეს, ნებისმიერი ფორმით შეინახავს (ტელეფონში ან კომპიუტერში აპლიკაციით ჩამოწერს, ეკრანზე ვიდეოს გადაუღებს) და შემდეგ სხვა პირებს (მეგობრებს, ნაცნობებს) გაუზიარებს, კანონის შესაბამისად დაისჯება.

    “საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე, მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები”,განაცხადეს დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.

  • თბილისში ბედნიერების ძეგლი დაიდგა

    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წინ, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ბედნიერების ძეგლი დაიდგა. ძეგლი არქიტექტორმა ლევან ვარდოსანიძემ შექმნა, იდეის ავტორი კი პროფესორი არსენ გვენეტაძეა.

    ძეგლზე დატანილია ოლიმპიურ ფერებში შეღებილი ხუთი რკალი, რაც ხუთ კონტინეტს ნიშნავს. ძეგლის თავზე გამოსახულია ნოტები და სამეცნიერო სიმბოლიკა – მეცნიერებისა და ხელოვნების სინთეზის საილუსტრაციოდ. სკულპტურა გვირგვინდება მზის ფიგურით.

    “ეს იდეა წლინახევრის წინ დამებადა. ლევან ვარდოსანიძემ ესკიზი შექმნა. უნივერსიტეტმა და ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც სიამოვნება და ბედნიერება მხოლოდ თავისთვის არ უნდა, უზრუნველყო მისი დადგმა”, ამბობს არსენ გვენეტაძე.

  • “გამოუცხადე სოლიდარობა ჩვენ აქტივისტებს”: ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ბესელიას მიმართავს

    “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, გია აბულაძემ პარტიის აქტივისტების დაკავება დღეს გამართულ ბრიფინგზე გააპროტესტა. აბულაძე ამბობს, რომ აქტივისტები უკანონოდ დააკავეს

    მისივე ინფორმაციით, მმართველ გუნდში არსებობს ვიდეოფაილები, რომელიც საგამოძიებო ორგანომ აუცილებლად უნდა იცოდეს.

    აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი “მორალური ტერორის “ობიექტს” ეკა ბესელიას მოუწოდებს, დაკავებულ ქალებს სოლიდარობა გამოუცხადოს და რეალური დამნაშავეების დასჯა მოითხოვოს.

    “მოვითხოვთ, ჩატარდეს ობიექტური გამოძიება. ყველამ იცის, რომ ვიდეოები გავრცელდა ყველგან. ის აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც და მოვითხოვთ, გამოძიება დაინტერესდეს და გამოიკვლიოს ყველას ტელეფონი, დაწყებული აჭარის მთავრობის თავმჯდომარით. უნდა შემოწმდეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ტელეფონებიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩაითვლება ოპოზიციის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიად და პოლიტიკურ ანგარიშსწორებად”, განაცხადა გია აბულაძემ.

  • ვინ არიან ფარული კადრების გავრცელებისთვის დაკავებული ადამიანები

    ცნობილი ხდება იმ პირთა ნაწილის ვინაობა ვინც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო-ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დააკავა. ერთ-ერთი დაკავებული მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის “X ფაქ­ტო­რის” 2017 წლის კონ­კურ­სან­ტი, გიორგი გასვიანია. შსს ამ საქმესთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ასაჯაროვებს.თუმცა მომღერალის ადვოკატმა, კახა ხვისტანმა განაცხადა რომ სამართალმდამცავებმა გასვიანი სამსახურში აიყვანეს და მას ბრალს დღეს, დღის მეორე ნახევარში წაუყენებენ. სხვა დეტალებზე არც ადვოკატი საუბრობს.

    დაკავებულები არიან ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციის წევრები დები ირმა და ინგა ხოროიშვილები არიან. ბრალდებულები თბილისსში გადაიყვანეს ხოლო მათი მათი მობილური ტელეფონები ექსპერტიზაზე გადაგზავნეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.მათი დაკითხვის გამო პარტიის წევრები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იყვნენ შეკრებილები. ხელისუფლებას ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ.დაკავებულების ადვოკატი ლევან დავითაიაა რომელმაც განაცხადა რომ ბრალს მის დაცვის ქვეშ მყოფს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ.

    “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რი გია აბულაძე აცხადებს რომ ინგა და ირმა ხოროიშვილები უკანონოდ არიან დაკავებულები ასევე მოუწოდებს ქართული „ოცნების წევრს“ ეკა ბესელიას რომ რეალური დამნაშავეების დასჯა მოითხოვოს და დაკავებულ ქალებს სოლიდარობა გამოუცხადოს.

    “მო­ვი­თხოვთ ჩა­ტარ­დეს ობი­ე­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა., ყვე­ლამ იცის რომ ვი­დე­ო­ე­ბი გავ­რცელ­და ყველ­გან, ის აქვთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც და მო­ვი­თხოვთ გა­მო­ძი­ე­ბა და­ინ­ტე­რეს­დეს და გა­მო­იკ­ვლი­ოს ყვე­ლას ტე­ლე­ფო­ნი – და­წყე­ბუ­ლი აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რით, შე­მოწ­მდეს უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტა­ტე­ბის ტე­ლე­ფო­ნე­ბიც. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ეს ჩა­ით­ვლე­ბა ოპო­ზი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ზან­მი­მარ­თულ კამ­პა­ნი­ად და პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბად” – აცხადებს გია აბულაძე.

    შსს-ს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო-ჩა­ნა­წე­რის გავ­რცე­ლე­ბის ფაქ­ტზე. გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დეო-ჩა­ნა­წე­რის შე­ნახ­ვის და გავ­რცე­ლე­ბის ბრალ­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია 16 პირი. აღნიშნული პირები სოციალურ ქსელსა და მობილური ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ ვიდეო-ჩანაწერს.

  • შსს–მ ძმის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ფ. ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1 თებერვალს ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ძმას – 1994 წელს დაბადებულ დ.ფ.-ს გადაჭრილი თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო მოქმედებების შედეგად, გ.ფ. მომხდარიდან მალევე, სოფელ მარტოთუბანში დააკავა.
    გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

  • სუნთქვაა უკვე შეუძლებელი (ვიდეო)

    {{ARTICLEIMAGE}}
    გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბრისას აცხადებს, რომ “ივანიშვილის მაფიოზურმა დაჯგუფებამ თავისივე სიბინძურის რეკორდი მოხსნა.

    გრიგოკლ ვაშაძის თქმითვე, ხელისუფლება საკუთარი მიზნების მისაღწევად ყველა მეთოდს იყენებს, რაც სიძლიერის კი არა, უკიდურესი სისუსტის ნიშანია და ხელისუფლებას ადამიანის კეთილდღეობა და სიცოცხლე არ აინტერესებს. “არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”, ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

  • ცილისწამება, დეზინფორმაცია, ცრუ ინფორმაცია – შეხვედრა ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში

    {{ARTICLEIMAGE}}
    ცრუ ინფორმაციის, დეზინფორმაციის და ცილისწამების პრევენციისა და რეგულირების საკითხი –  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ამ თემებთან დაკავშირებით ხვდება.

    შეხვედრის დაწყების წინ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფიქრობენ ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ყველა ინიციატივა მიღებული და გათვალისწინებული იქნება. მისი სიტყვებით, სწორედ ამიტომ არის საჭირო ამ საკითხზე მუშაობა და თანამშრომლობა.

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ქეთი მახარაშვილის განცხადებით კი, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა:

    “გვინდა რომ პირველ რიგში საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი, გამოვკვეთოთ რა პრობლემებია, როგორ ხედავს ჩვენი საზოგადოება ამ პრობლემებს და როგორ ხედავს მატ გადაჭრის მექანიზმებს”, განაცხადა ქეთი მახარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

    პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრას 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრება.