Blog
-
ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში ერევნის ციხიდან აიტვირთა
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში ერევნის ციხიდან აიტვირთა შსს –მ დაადასტურა. შსს-მ შაბათის კურიერის ანონსის გასვლის შემდეგ დაადასტურა, რომ ერევნის ციხის ქართველი პატიმარი დეპუტატის საქმეში ფიგურირებს.უწყების ინფორმაციით, სომხეთის ერთ-ერთ ციხეში ჩხრეკაც ჩატარდა და მობილური ტელეფონიც ამოღებულია, თუმცა, პოლიციის განცხადებაში არაფერია ნათქვამი, რატომ მალავდნენ ამ ამბავს მანამდე, ვიდრე ფაქტის შესახებ კურიერმა არ გაიგო და ინფორმაცია არ გაასაჯაროვა.„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, 28 იანვრიდან მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე დგინდება, რომ facebook-ის გვერდზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა – buba lomtatidze-მ საკუთარ გვერდზე ატვირთა სხვისი პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი კადრები.ქართველი სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების, ინტერნეტსივრცის მონიტორინგის და FACEBOOK-ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შედეგად, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი მონაცემის გავრცელებისთანავე დადგინდა, რომ facebook-ის გვერდით – buba lomtatidze-ის სარეგისტრაციო სახელით, სავარაუდოდ, სარგებლობდა საქართველოს მოქალაქე დ.ი. მან სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარე წლის იანვარში ინტერნეტსივრცეში არაერთხელ გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.საქართველოს მოქალაქე დ.ი. მეზობელ ქვეყანაში ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის – მკვლელობისთვის ამჟამად სასჯელს სომხეთის ერთ-ერთ ციხეში იხდის. დ.ი.-მ საქართველოს საზღვარი, მეუღლესთან ერთად, 2016 წლის ნოემბერში გადაკვეთა.ქართველი და სომეხი სამართალდამცველების თანამშრომლობით საქართველოს მოქალაქის საკნის ჩხრეკისას ამოღებულია მისი კუთვნილი samsung-ის მოდელის მობილური ტელეფონი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას სომეხ კოლეგებთან, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 პირი დააკავა, მათ შორის პირი, რომელმაც youtube-ზე კადრები ატვირთა.პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ს 157 პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით. გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში, ან მის წახალისებაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები,“ – წერია შსს–ს განცხადებაში.კურიერის ინფორმაციით კიბერდანაშაულის დეპარტამენტის გამომძიებელი, შოთა ჯანჯღავა, პატაკში სამინისტროს მაღალჩინოსნებს წერს, რომ ბუბა ლომთათიძეა ადამიანი, ვინც ბესელიას კადრებს ღია სივრცეში ავრცელებს.პატაკში წერია, რომ ლომთათიძემ ბესელიას ვიდეომასალა გააზიარა, ანუ კადრები სხვისი Facebookგვერდზე იყო ატვირთული და კადრები მის პირად გვერდზე გადმოიტანა, თუმცა, კურიერის ინფორმაციით რეალობა სულ სხვაა. ერევნის ციხის ქართველმა პატიმარმა კადრები 28 იანვარს თავად ატვირთა. ანუ ის იყო ვიდეომასალის გავრცელების წყარო, თუმცა, ეს ფაქტი შს თანამშრომელმა პატაკში არ ასახა.სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში ბუბა ლომთათიძე წერს, რომ ვიდეომასალის გასაჯაროვების მიზეზი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა იცის.ამ აღიარებითი წერილის მიუხედავად, შს სამინსიტროს ბრალი ბუბა ლომთათიძისთვის ამ დრომდე არ წარუდგენია.კანონის თანხმად, განცხადება, სადაც ლომთათიძე ივანიშვილის გვარს ახსენებდა, პოლიციას საქმეში რომ ჩაედო, მაშინ ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე ივანიშვილის დაკითხვაც მოუწევდა.კურიერი აზუსტებს, რომ საქართველოს მოქალაქე სასჯელს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის, საკუთარ მეუღლესთან ერთად, ერევნის ციხეში უკვე 9 თვეა, ბრალდებულის სტატუსით იხდის. სომეხი სამართალდამცველები მას 60 წლის ტაქსის მძღოლის მკვლელობას ედავებიან.ბუბა ლომთათიძე კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში ვრცლად საუბრობს მის დაპირისპირებაზე ივანიშვილების ოჯახთან და მის კონფლიქტზე ურეკის პოლიციასთან.რანდემინე კვირის წინ დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსხველი კადრები ინტერნეტში გავრცელდა. თავდაპირველად მომხარებლები ამ ჩანაწერს სხვადასხვა ჩატებში უგზავნიდნენ, ხოლო შემდეგ უკვე საჯაროდაც აიტვირთა ერთ-ერთი მომხმარებლის გვერდზე. -
პატიმრობის ორი წელი. დეკანოზის ახლობლები საპატრიარქოსთან მორიგ აქციას გამართავენ
უკვე მეხუთე დღეა ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები მსჯავრდებული სასულიერო პირის ზიარებას -საპატრიარქოს წინ გაშლილ კარავში ელოდებიან. მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზის მოძღვარმა მამა ნიკოლოზმა მისი ზიარების სურვილი გამოთქვა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ ჯერ ისევ უცნობია მოხდება თუ არა მათი თხოვნის დაკმაყოფილება. ხვალ 2 წელი გახდება, რაც პატრიარქის მდივან რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზი სასჯელს მატროსოვის ციხეში იხდის. სასულიერო პირის ოჯახი ფიქრობს, რომ გიორგი მამალაძე უკანონო პატიმარია, ამიტომ ხვალ მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპატრიარქოსთან მორიგ აქციას გამართავს.
-
მანქანის ძარცვა თბილისის ყველაზე დაცულ უბანში
ფეისბუქ მომხმარებელი, მაია ბიჭიკაშვილი საკუთარი მანქანის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს, რომ მანქანას ოთხივე საბურავი აქვს მოხსნილი. მანქანის ძარცვა თბილისში, დიღომში, ყველაზე დაცულ, ეგრეთწოდებულ “ელჩების უბანში“ მოხდა.“აი დადგა ის ნანატრი ხვალე…. ვიღაცამ ოცნება აისრულა ჩემი მანქანის საბურავებით…. გაგებით მოვეკიდო? არადა ყველაზე დაცულ უბანში ვცხოვრობ ვითომ…“ – წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მაია ბიჭიკაშვილი.
-
20 ვარსკვლავი რომლებმაც საკუთარ თავთან ფოტო გადაიღეს
ჰოლანდიელმა მხატვარმა არდ ჰელინკმა თითქმის დროის მანქანა გამოიგონა. მან შექმნა ფოტო-კოლაჟები რომლებზეც დაგრჩებათ შთაბეჭდილება რომ ცნობილი ვარსკვლავები ახალგაზრდობის დროინდელ” საკუთარ თავთან” არიან გადაღებულნი. ფოტოები იმდენად რეალურია რომ ფოტომონტაჟის შთაბეჭდილებას საერთოდ არ ტოვებს.ფრედი მერკური

ბრედ პიტი
ბრიტნი სპირსი
დევიდ ბოუი

დრიუ ბერიმორი

ემი ვაინჰაუსი

კლინტ ისტვუდი

მადონა

მაიკლ ჯექსონი

მეთ ლებლანი

მელ გიბსონი

რობი უილიამსი

სილვესტერ სტალონე

ქეით მოსი

ჯენიფერ ენისტონი

ჯონ ბონ ჯოვი

ჯონი დეპი

ჯორჯ კლუნი

ჯულია რობერტსი

-
მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანს ინტიმური ფოტოებით აშანტაჟებდნენ
კომპანია ამაზონის დამფუძნებელმა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა ტაბლოიდი ინტიმური ფოტოებით შანტაჟში დაადანაშაულოა. მისი თქმით National Enquirer მას ბეზოსის და ტელეწამყვანის, ლორენ სანჩესის ინტიმური ფოტოების სერიის გამოქვეყნებით ემუქრებოდა. ფოტოებს შორის არის კადრი, რომელშიც ბეზოსი სრულიად შიშველია. ბიზნესმენი ამბობს, რომ ტაბლოიდის ადვოკატმა მიმართა და შანტაჟის შეწყვეტას დაპირდა, თუ ბეზოსი განაცხადებდა, რომ გამოცემაში მის შესახებ მანამდე გამოქვეყნებულ მასალებს პოლიტიკური მოტივი არ ქონია.თუმცა ბეზოსმა ადვოკატთან მიმოწერის გამოქვეყნება გადაწყვიტა. “ნაცვლად იმისა, რომ გამომძალველობას და შანტაჟს დავმორჩილებოდი, გადავწყვიტე გამომექვეყნებინა ის, რასაც ისინი თვითონ მწერდნენ, მიუხედავად მოყენებული პირადი ზიანისა და უხერხულობისა.“ განაცხადა ბეზოსმა.National Enquirer –მა იანვრის დასაწყისში გამოაქვეყნა სტატია ბეზოსისა და მისი საყვარლის შესახებ. ორი კვირის მანძილზე ქვეყნდებოდა სტატიები წყვილის ფოტოებით. ჯეფმა საკუთარი გამოძება ჩაატარა და გაარკვია, რომ ამაში პოლიტიკა იყო ჩარეული.ბეზოსი გაზეთ The Washington Post ის მფლობელია, რომელიც ხშირად აკრიტიკებს დონალდ ტრამპს. National Enquirer–ის ხელმძღვანელი, დევიდ პეკერი კი აშშს პრეზიდენტის დიდი ხნის თანამებრძოლია. უფრო მეტიც, ბიზნესმენი ეჭვობს, რომ ინტიმური ფოტოების “გაჟონვა“ შესაძლოა მისი შეყვარებულის ძმის ნამოქმედარი იყოს, რომელიც ასევე ტრამპის მხარდამჭერია.ბეზოსების 25 წლიანი ოჯახის დანგრევას მის ღალატს უკავშირებენ. ამაზონის ხელმძღვანელი უკვე რვა თვეა ხვდება ლორენ სანჩესს – 49 წლის ამერიკელ ტელეწამყვანს და მსახიობს. წლის დასაწყისში ცნობილი გახდა რომ ბეზოსების წყვილი განქორწინებას აპირებს. ჯეფ ბეზოსის ცოლს განქორწინებისას მინიმუმ 60 მილიარდი დოლარის მიღება უნდა. სწორედ ამ თანხად აფასებენ იურისტები წყვილის ქონების ნახევარს.ფოტოზე ბეზოსი და მისი ყოფილი ცოლი, მაკენზი
ცოლ–ქმრის განქორწინება ვაშინგტონის შტატში მოხდება. იურისტები ვარაუდობენ, რომ გასაყოფი ქონების მოცულობიდან გამომდინარე სასამართლო პროცესი შესაძლოა რამდენიმე წელს გაგრძელდეს. ვარაუდობენ, რომ წყვილი ადვილად მოილაპარაკებს ფინანსების და უძრავი ქონების გაყოფაზე. მთავარი პრობლემა კომპანია ამაზონში ბეზოსის წილია. თუ აქციების ნაწილს ყოფილ ცოლს, მაკენზის გადასცემს ეს ბაზარზე კომპანიის ღირებულებას სერიოზულად შეამცირებს. ამიტომ არ არის გამორიცხული ქალმა კომპანიის აქციებზე უარი თქვას , რათა მომგებიანი ინვესტიცია არ დააზარალოს, სამაგიეროდ კი მუდმივ ალიმენტზე დათანხმდეს.ლორენ სანჩესი
ღალატის შემთხვევაში ამერიკის ბევრ შტატში დაზარალებულ მხარეს უფლება აქვს ოჯახური ქონების ნახევარზე მეტი მოითხოვოს, თუმცა ვაშინგტონის შტატში ოჯახური ღალატი და ამორალური საქციელი აქტივების გაყოფისას მხედველობაში არ მიიღება.
-
რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთთან დამონტაჟებულ სათვალთვალო კოშკურასთან სამუშაოები განაახლეს
რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთთან დამონტაჟებულ სათვალთვალო კოშკურასთან სამუშაოები განაახლეს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კოშკურას გარშემო ბადეებს ავლებენ. როგორც რეჟიმის წარმომადგნლებმა გუშინ ერგნეთში გამართულ სხვედრაზე თქვეს- კოშკი ხანძრების ან სხვა მსგავს შემთხვევებზე დასაკვირველბლად სჭირდებათ. ადგილზე მობილიზებულია ქართული პოლიციაც.სოფლის მოსახლეობა შეშინებულია და ხელისუფლების დახმარებას ითხოვს.
-
ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. დაშავებულებიდან რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ევრონიუსის ცნობით, ინციდენტი ბარსელონასთან ახლოს, მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი დაეჯახა. ავარიის დროს სამგზავრო მატარებლებში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
-
აჭარაში ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე 1 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
კასპში გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1 პირი დააკავეს
კასპში გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 63 წლის ბრალდებულმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მცირეწლოვანი მეზობლის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.დაკავებული დანაშაულს აღიარებს.გამოძიება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.