გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიების დაწყებასა და განათლების მინისტრის გადადგომას ითხოვს. ამბობენ, რომ მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კერზაიას საქმეზე ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა ,რაც მის მისაზრებებს გაამყარებდა, რიტაც ოპოზიციის თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ კერზაიას წინააღმდეგ დევნა განხორციელდა. ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან განათლების სისტემის პოლიტიზირებაზეც საუბრობს.
Blog
-
ორთაჭალაში ტრანსგენდერი ქალი სცემეს
თბილისსში, ორთაჭალაში, გვიან ღამით ტრანსგენდერ ქალს ჯერ შეურაცხყოფა მიაყენეს და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი განმარტებით კლიენტმა რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა ჯერ სიტყვიერი შემდე კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითა და 178-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძარცვასა და ძალადობას გულისხმობს.
-
„ნაციონალური მოძრაობა“ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მფლობელების გასაჯაროებას მოითხოვს
„ნაციონალური მოძრაობა“ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მფლობელების გასაჯაროებას მოითხოვს. პეტრე ცისკარიშვილის თქმით უნდა გაირკვეს, ვინ არიან ოფშორში დარეგისტრირებული იმ კომპანიის მეპატრონეები და მეწილეები, რომელმაც ყაზტრანსგაზის 100%იანი წილი იყიდა. პეტრე ცისკარიშვილის ინფორმაციით, ეს ადამიანი ბიზნესმენი ხვიცა მაქაცარიაა, რომელიც ტავის მხრივ კახი კალაძის ბიზნესპარტნიორი და მასთან დაახლოებული პირია.
{{VIDEO}}
-
გიგი წერეთელი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა
ევროპული საქართველოს ლიდერი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და მოქმედ ეუთოს თავჯდომარეს მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა. საუბარი რეგიონში არსებულ კონფლიქტებს მათ პრევენციას და კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებებს შეეხო. გიგი წერეთელის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საოკუპაციო ზოლი მოინახულა
-
სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები პირველად დიმიტრი ანდრევმა გაავრცელა
ფეისბუქზე ბუბა ლომტათიძის სახელით რეგისტრირებული პირი, რომელმაც სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაავრცელა, რეალურად დიმიტრი ანდრეევია, ის ურეკში ცხოვრობდა, ახლა კი სომხეთში მკვლელობისთვის იხდის საჯსელს. ანდრეევის ძმას კვირის პალიტრა ესაუბრა. რომა ანდრეევი ამბობს, რომ მისი ძმა ავანტიურისტია, თუმცა საიდან მოხვდა მის ხელში ფარული კადრები, გაუგებარია,ამიტომ რომა ანდრეევი დარწმუნებულია, რომ მისი ძმის უკან ვიღაც დგას.
ურეკიდან იძულებით წავედიო, რომ ამბობს, ტყუილია! მას საზღვარგარეთ უნდა წასვლა. ავანტიურისტია ჩემი ძმა და ყველაფერს იგონებს. როგორ შეიძლება აღმოჩენილიყო მის ხელში ფარული ჩანაწერები, არ ვიცი. არასოდეს არჩევნებზეც კი არ წასულა, აპოლიტიკური იყო. დარწმუნებული ვარ, ვიღაც იყენებს, მის ზურგს უკან ვიღაც დგას. იქნებ ვინმე დაჰპირდა, ციხიდან გამოსვლაში დაგეხმარებიო. ნეტავ, რისთვის აკეთებს ამას? საიდან მოხვდა მის ხელში ეს ყველაფერი? კაცი მოკლა სომხეთში და რა შუაში არიან ივანიშვილები? მაკანკალებდა, ამ სიბინძურეს რომ ვუსმენდი – ამბობს რომა ანდრეევი
შეგახსენებთ, ბუბა ლომთათიძის სახელით ფეისბუქზე 3 ტებერვალს გამოქვეყნებულ პოსტში ბიძინა ივანიშვილია ნახსენები და მუქარაა გამოთქმული. ბუბა ლომთატიძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:
“… მიხედე შენ კრიმინალ ძმიშვილს ემზარის.. მან რაც იკადრა მაგას არ ვაპატიებ… არც უკან დახევას ვაპირებ… მოიხადოს ბოდიში და შევეშვები… რაც შეეხება ეკა ბესელიას კადრებს არანაკლები მაქვს ემზარ ივანიშვილზე. …. რაც შეეხება 17 ადამიანის დაპატიმრებას ყველა გაანთავისუფლეთ…. მე დავდე ეგ კადრები მე გავავრცელე ყველასთან სამაგისო საბაბიც მაქვს… იცით რას ვგულისხმობ და თუ რაიმე პრეტენზია გაგაჩნიათ კადრებთან დაკავშირებით მე გაგცემთ პასუხს “- წერს ბუბა ლომთატიძე, იგივე დიმიტრი ანდრეევი ფეისბუქზე
-
ევროპული საქართველო დაგროვებითი პენსიის შეჩერებას მოითხოვს
ევროპულმა საქართველომ პარლამენტს მიმართა ინიციატივით, დაგროვებითი პენსიის სისტემის მუშაობა შეჩერდეს, სანამ პარლამენტი ევროპული საქართველოს ალტერნატიულ მოდელს არ განიხილავს. პარტიის წევრებმა, სერგი კაპანაძემ, ირმა ნადირაშვილმა და ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ამ თემაზე პარტიის განცხადება გააცნეს.“ევროპული საქართველოს“ მოდელის მიხედვით: ყოველ მოქალაქეს რჩება არჩევანი, ნაბაყოფლობით ჩაერთოს დაგროვებით საპენსიო სქემაში, ეს მოდელი ერთნაირად და თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს აძლევს არჩევანს, თავად განსაზღვროს დასაგროვებელი თანხის ყოველთვიური ოდენობა.ევროპული საქართველოს” დაგროვებითი საპენსიო სისტემით, 40 წლის 500- ლარიანი დარიცხული ხელფასის მქონე მასწავლებელი ქალი, პენსიაზე გასვლის მომენტიდან, საბაზო პენსიის გარეშე, დაგროვებითი სქემით მიიღებს ყოველთვიურად 576 ლარს.ევროპული საქართველოს” დაგროვებითი საპენსიო სისტემა აგებულია საგადასახადო შეღავათის პრინციპზე: მოქალაქე, თუკი იგი თავისი ღირსეული სიბერისთვის ფულის დაგროვებას გადაწყვეტს და საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ჩაერთვება, იგი გამოიყენებს მისივე დასაბეგრი ხელფასიდან ჩამოჭრილ საშემოსავლო გადასახადს, რომელიც “ქართული ოცნების” მთავრობას დღეს ბიუჯეტში მიაქვს.ევროპული საქართველოს” დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ იყენებს საბიუჯეტო სახსრებს და დამატებით გადასახადს არ უწესებს დამსაქმებელს. შესაბამისად, იგი არ იწვევს უმუშევრობის ზრდას 40 წელს ქვემოთ ასაკის ადამიანებში, როგორც ამას “ქართული ოცნების” სქემა აკეთებს.ევროპული საქართველოს” დაგროვებითი საპენსიო სისტემის ადმინისტრირება ხდება დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე, რაც მაქსიმალურად ამცირებს საპენსიო ფონდებში ჩინოვნიკების ხელის ფათურისა და კორუფციული გარიგებების შანსს. საპენსიო სქემის მონაწილე თავად განსაზღვრავს არა მარტო იმას, ჩაერთოს თუ არა სქემაში, არამედ იმასაც, რომელ კომპანიას ანდოს თავისი საპენსიო დანაზოგის მართვა“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.{{VIDEO}}
-
69 წლის რიჩარდ გირს შვილი შეეძინა
69 წლის ასაკში რიჩარდ გირს და მის 35 წლის ცოლს, ესპანელ ჟურნალისტს ალეხანდრა სილვას ვაჟიშვილი შეეძინათ. ბავშვი ნიუ იორკში დაიბადა.ეს წყვილის პირველი ერთობლივი შვილია. გირსაც და მის ცოლსაც თითო შვილი ყავთ : რიჩარდ გირს 18 წლის ვაჟი გომერი მსახიობის და მოდელის, კერი ლოუელისგან. სილვას კი ექვსი წლის ვაჟი ალბერტი ამერიკელი მაგნატის, რობერტ ფრედლანდისგან.წყვილი ერთად უკვე სამი წელია ცხოვრობს. გასული წლის გაზაფხულზე ქორწინება ოფიციალურად გააფორმეს, მაისში კი გირის რანჩოზე საქორწილო ცერემონიალი გამართეს. ქორწინება ბუდისტური ტრადიციების მიხედვით გაიმართა. რიჩარდ გირიც და მისი მეუღლეც ბუდისტები არიან. ქორწილიდან
მალევა გაჩნდა ჭორები, რომ ალეხანდრა ფეხმძიმედ არის. ზაფხულის ბოლს კი დადასტურდა, რომ ეს ჭორი კი არა რეალობაა.
ჟურნალისტმა ინსტაგრამზე დადო ფოტო, რომელზეც მის მუცელს დალაი ლამა ლოცავს. “სულ რამდენიმე წუთის წინ… ჩვენ მივიღეთ დალოცვა ჩვენი უძვირფასესი ადამიანისგან. სანამ დალაი ლამას არ მოვუყვებოდით, ამ ამბავს ვერ გავახმაურებდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ყველა ჩვენგანისთვის“ –წერდა ალეხანდრა.რიჩარდ გირი ხშირად ხვდება ბუდისტების სულიერ ლიდერს. ის ტიბეტის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის და ინდოეთში ტიბეტის თემს ჰუმანტარულ დახმარებას უწევს.
-
პედოფილიის ფაქტებზე კანონი გამკაცრდება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პედოფილიის ფაქტებზე კანონი გამკაცრდება.
ნათია მეზვრიშვილმა “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვებზე ძალადობის თემა ძალიან სენსიტიურია.
“ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სტატისტიკაც არის და ეს უმძიმესია. ესეც ის თემაა, რაზეც ერთობლივი მუშაობაა აუცილებელი. პედოფილიის ფაქტებზე კანონი გამკაცრდება. კანონი ამ დანაშაულის ჩამდენ პირებს მთელ რიგ უფლებებს ართმევს. პოლიციას ავალდებულებს მონიტორინგი დააწესოს პედოფილებზე მას შემდეგ, რაც ისინი დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას”, განაცხადა მეზვრიშვილმა.
-
კობახიძე: “ნაცმოძრაობისთვის” პასუხის გაცემაში საზოგადოებას დავეხმარებით, თუმცა ლიეჟში ამის საჭიროება არ იყო
რატომ სჭირდება “ქართულ ოცნებას” პრევენციული ღონისძიებები “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური აქტივობის მიმართ და ხომ არ ეშინია მმართველ გუნდს ოპოზიციის, ამ კითხვებით მიმართეს დღეს ჟურნალისტებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, როდესაც ბელგიის ქალაქ ლიეჟში განვითარებული მოვლენების შეფასება სთხოვეს.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ “ქართულმა ოცნება” არაერთხელ დაამტკიცა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” შიში არ აქვს და “ნაციონალურ მოძრაობას” უფლება აქვს, შეიკრიბოს სადაც უნდა, თუმცა პოლიტიკური პროცესების არასწორი მიმართულებით წარმართვის პრევენცია აუცილებელია.
“რამდენჯერაც შეეცდება “ნაციონალური მოძრაობა” თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემ საზოგადოება საკადრის პასუხს თუ დახმარება დასჭირდება საზოგადოებას ჩვენც დავეხმარებით, ლიეჟში ამის საჭიროება არ იყო, სხვა შემთხვევაში შეგვიძლია, ჩვენც დავეხმაროთ. საზოგადოებამ გასცა პასუხი, როგორც წარსულში გაუცია. ასევე – მომავალშიც გასცემს პასუხს”, აცხადებს ირაკლი კობახიძე.
{{VIDEO}}
-
13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს
13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ექიმების გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისთანავე, ექიმებმა დაკავებული შეამოწმეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა და დახმარება ესაჭიროებოდა.
რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში 13 წლის ბავშვის მკვლეობაში ბიძაა ბრალდებული.