Blog
-
საპატრიარქო: დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების აკრძალვა მოხსნილია
დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების საკითხთან დაკავშირებით აკრძალვა მოხსნილია, განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მან ჟურნალისტებთან კომენტარში აღნიშნა, რომ გადამეტებულია საპატრიარქოს განცხადების ინტერპრეტაცია და მისი მუქარად აღქმა საზოგადოების ნაწილის მიერ:
“განცხადებაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ გადაწყვეტილება მისი უწმინდესობის მიერ არის მიღებული. საუბარია იმაზე, რომ მღვდელმსახურს შეუძლია აზიაროს. მღვდელმსახურში იგულისხმება როგორც მღვდელი, ასევე მღვდელმთავარი. ასე რომ, ამ განცხადებით ეს აკრძალვა არის მოხსნილი. რადგანაც მამა გიორგის ბრალეულობის გარშემო დამოკიდებულება არაერთმნიშვნელოვანია, ამიტომ თავად გადაწყვიტოს იმ სასულიერო პირმა ზიარების საკითხი. რაც შეეხება იმ ნაწილს, სადაც პასუხისმგებლობაზე არის საუბარი, ეს არის ჩვეულებრივი სულიერი პასუხისმგებლობა, რომელსაც ესა თუ ის სასულიერო პირი იღებს, როდესაც გადაწყვეტილებას იღებს, ვინ აზიაროს და ვინ არა. საუბარი არ არის არანაირ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე. სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ აქ აჟიოტაჟი ზედმეტადაა შემოტანილი”, განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
დეკანოზ გიორგი მამალაძის მოძღვარმა დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ 6 თებერვალს განაცხადა, რომ მზადაა, აზიაროს “ციანიდის საქმეზე” მსჯავრდებული დეკანოზი. მან გადაწყვეტილება საპატრიარქოს განცხადების გავრცელების შემდეგ მიიღო. განცხადების თანახმად, მსჯავრდებული დეკანოზის ზიარება ამის მსურველ ნებისმიერ მღვდელმთავარს შეუძლია, თუმცა მან პასუხისმგებლობა თავის თავზე უნდა აიღოს.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე კი აცხადებდა, რომ “ეს არის მუქარა, ვინაიდან განცხადებაში საუბარია იმ მღვდლის პასუხისმგებლობაზე, რომელიც გაბედავს მისი ძმის ზიარებას.” თორნიკე მამალაძე აღნიშნავდა, რომ როგორც კანონიკური, ისე მორალური თვალსაზრისით ზიარების გადაწყვეტილება ეკლესიის უმაღლესმა მმართველობამ უნდა მიიღოს.
-
რაგბი ევროპა 2019 : რუმინეთი – საქართველო
{{ARTICLEIMAGE}}9 თებერვლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვება. რაგბი ევროპის ჩემპიონატს ბორჯღალოსნები ტურნირზე ძლიერი მოწინააღმდეგით, რუმინეთით იწყებს. შეხვედრა, რომელშიც „სტეჟართან“ საზიარო „ანთიმოზ ივერიელის თასიც“ გათამაშდება, კლუჟში 9 თებერვალს, საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება.
ტურნირში “ბორჯღალოსნების” გარდა მონაწილეობენ რუმინეთის, რუსეთის, ესპანეთის, ბელგიისა და გერმანიის ნაკრებები.რაგბი ევროპა 2019 სტარტს 9 თებერვალს აიღებს და 17 მარტს დასრულდება ხოლო ხუთიდან ორი მატჩი საქართველოში ჩატარდება.ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა, 2019 წლის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა:უკანა ხაზი [ბექები] : 15.ლაშა ხმალაძე 14.სანდრო თოდუა 13.მერაბ შარიქაძე კაპ. 12.გიორგი კვესელაძე 11.ზურაბ ძნელაძე 10.თედო აბჟანდაძე 9.ვასილ ლობჟანიძეშერკინება [ფორვარდები] : 1.გურამ გოგიჩაშვილი 2.შალვა მამუკაშვილი 3.ბექა გიგაშვილი 4.დავით გიგაური 5.გიორგი ნემსაძე 6.ბექა საღინაძე 7. გიორგი ცუცქირიძე 8. ბექა გორგაძე„2019 წელს „რაგბი ევროპის ჩემპიონატი“ არატრადიციულად იწყება, რადგან პირველი მატჩი რუმინეთთან გვიწევს. პირველი თამაში ყოველთვის დაძაბულია და მეტ ყურადღებას მოითხოვს. არ იქნება მარტივი შეხვედრა. რუმინეთის ნაკრები ძალისმიერ რაგბის თამაშობს, თან საკმაოდ მორბენალი და სწრაფი ხაზი ჰყავთ. ჩვენც კარგად მოვემზადეთ. გუნდში არიან დებიუტანტები. მათი შემოდინება ნაკრებში უმტკივნეულოდ ხდება. ახალგაზრდები კარგად არიან გაწვრთნილები და კარგი უნარ-ჩვევები აქვთ“, – განაცხადა ლევან მაისაშვილმა.
„ძალიან რთული მატჩი გვექნება. რუმინელებმა „რაგბი ევროპაზე“ მხოლოდ საქართველოსთან სათამაშოდ „ტოპ 14“-ში მოასპარეზე თითქმის ყველა ლეგიონერი გამოიძახეს. აქედან გამომდინარე მათი მიზანი მხოლოდ მოგებაა. გუნდი ორი კვირაა ემზადება და კარგი შეკრება გამოგვივიდა. შერკინებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. გახსოვთ ორი წლის წინ სწორედ შერკინებაში გაგვიჭირდა და თამაში წავაგეთ. ამ ეტაპზე კარგად ვართ მზად და წარმატების იმედი გვაქვს“, – განაცხადა ლევან ჩილაჩავამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო რაგბი ევროპის (ერთა თასის) 10-გზის გამარჯვებულია (2001, 2007/08, 2009, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2018). მეორე ადგილზეა რუმინეთის ნაკრები 5 ტიტულით (2000, 2002, 2005/06, 2010, 2017), თუმცა რაგბი ევროპის ორგანიზაციამ ბოლო ტიტული (2017) ოფიციალურად ჩამოართვა მათ. ტურნირი ერთხელ მოიგო პორტუგალიამ (2003/04), რომელიც ახლა ელიტაში აღარ არის. -
ფეხმძიმე მეგან მარკლი ღრმადშეხსნილ კაბაში
ბრიტანეთის პრინცი ჰარი და მისი მეუღლე, მეგან მარკლი ლონდონში Endeavour Fund Awards–ის ყოველწლიური პრემიის გადაცემის ცერემონიალს დაესწრნენ. ამჯერად ფეხმძიმე ჰერცოგინიამ სადა, თუმცა თამამი სამოსი შეარჩია: მეგანის სამოსი შავ–თეთრი გამისგან შედგებოდა: Givenchy –ს თეთრი პერანგი და ღრმად შეხსნილი მაქსი ქვედაბოლო, რომელშიც მშვენიერი ფეხები მოუჩანდა. ფეხზე კი ნახევრად შიშველი ფეხსაცმელი. მეგანის ჩაცმულობა ყოველთვის იქცევს ყურადღებას და ყოველთვის ხდება განხილვის საგანი. ამჯერადაც ასე მოხდა. საქველმოქმედო ღონისძიებაზე იმ ბრიტანელ სამხედროებს აჯილდოებენ, რომლებიც მთელი წლის მანძილზე სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობენ. ამ ღონისძიებას პრინცი და მეგანი ერთი წლის წინაც ესწრებოდნენ, თუმცა მაშინ დაქორწინებულები არ იყვნენ.
-
ბაღების მართვის საააგენტოს ხელმძღვანელს ოპოზიცია საკრებულოში იბარებს
საკრებულოს ოპოზიცია ბაღების მართვის საააგენტოს ხელმძღვანელს ფრაქციის სხდომაზე იბარებს, თუმცა კახაბერ გვანცელაძე ოპოზიციის კითხვებს არ პასუხობს. საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ სააგენტოს ხელმძღვანელი იმ მწვავე კითხვებზე პასუხებს, რაც ოპოზიციას აქვს, თავს არიდებს. კერძოდ ლევან ხაბეიშვილის თქმით, მათი კითხვები ბაღებში კვების ხარისხსა და ერთ-ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში პიროტექნიკის აფეთქებას უკავშირდება, რის შემდეგაც დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი არ დასმულა, ხოლო მისივე თქმით, ბაღებში ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი საკვები პროდუქცია შეაქვთ.
ბაღების მართვის სააგენტოში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” სხდომაზე გვანცელაძის დაბარების შესახებ სააგენტოსთვის წინასწარ არ უცნობებია.
-
ექსპერტიზის დასკვნა დიდი დიღმის ტრაგედიაზე
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 16 იანვარს, დიდ დიღომში ბუნებრივი აირის გაჟონვის მიზეზით გამოწვეული აფეთქებისას დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად მდგრადია, თუმცა როდის შეძლებენ დაზარალებულები სახლში დაბრუნებას უცნობია. საბურთალოს რაიონის გამგებლის ინფორმაციით, კორპუსი ისევ სარეაბილიტაციაო სამუშაოებს საჭიროებს.
ყველაზე რთული დაზიანებები კორპუსის მეექვსე სართულს აქვს, და ის საცხოვრებლად სრულად უსაფრთხო მას შემდეგ იქნება, რაც მერია სამხარაულის რეკომენდაციებს მოისმენს. ამ ეტაპისთვის თბილისის მერიისგან ბინის ქირის კომპენსაცია 55 ოჯახს ერიცხება.
16 იანვარს დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის გაჟონვისას აფეთქება მოხდა. უბედური შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაკავებულია კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ორი თანამშრომელი.