Blog

  • მარსზე გაფრენა 500 00$ ეღირება

    SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე მარსზე გასამგზავრებელ ბილეთის ფასზე ისაუბრა.

    მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ მარსზე გაფრენა 500 000$-ზე ნაკლები ეღირება და მომავალში საერთოდ 100 000$-მდეც კი შეიძლება შემცირდეს. ილონ მასკი თვლის, რომ ბილეთის ფასი იმდენი უნდა ღირდეს, რომ განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ საშუალო ფენის წევრებს შეეძლოთ საკუთარი სახლების და დედამიწაზე არსებული ქონების გაყიდვა და მარსზე გადაბარგება.

    კომპანია SpaceX მარსზე გამგზავრებას 2020 წლისთვის გეგმავს და მათი ინფორმაციით თითო ხომალდე 100 ადამიანი დაეტევა.

    https://www.playbuzz.com/gigitx10/4a8f0307-2-14-2019-10-57-13-am

  • ტრამპს მიმართავენ, საჯაროდ მოსთხოვოს რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია

    ამერიკელი სენატორები დონალდ ტრამპს მიმართავენ, საჯაროდ მოსთხოვოს რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სეპარატისტების მხარდაჭერა. ამის შსახებ სენატში წარდგენილ კანონპროექტშია ნათქვამი, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭრა აქვს და რომელიც რუსეთის მიმართ უკვე არსებულ სანქციებზე უფრო მკაცრ სანქციებს აწესებს – კერძოდ, რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, მასზე ეკონომიკურ, პოლიტიკურ და დიპლომატიურ ზემოქმედებას ზრდის.

    “არ შეიძლება პუტინის ქმედებების მოთმენა. ერთი რამ ცხადია: მოსკოვი კვლავაც გააგრძელებს ზემოქმედებას, ვიდრე მას არ შეხვდება რეალური წინააღმდეგობა. ამიტომაც ჩვენ შეგვაქვს აქტი, რომელიც ერთიანი სახით პასუხობს კრემლისგან მომდინარე საფრთხის შემცველ რეალობას; ამავე დროს, იგი ჩვენს მოწინააღმდეგეებსა და მოკავშირეებს აწვდის მკაფიო გზავნილს, რომ აშშ-ის კონგრესი დაიცავს ჩვენს ინსტიტუტებს, მოკავშირეებსა და ფასეულობებს”,  ნათქვამია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარის, აქტის წარმდგენი სენატორის, მენენდესის განცხადებაში.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც ის აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება, ტრამპის ხელმოწერის შემთხვევაში კი კანონის ძალას მიიღებს.

    აშშ-ის კონგრესისა და ევროკავშირის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციას სანქციების ახალი პაკეტი უნდა დაუწესდეს, ევროპული საქართველო ეხმაურება და მთავრობას მოუწოდებს, იმუშაოს, რათა რუსეთის ფედერაციაზე დასაწესებელი სანქციების მოთხოვნებში საქართველოს საკითხი – ამ ეტაპზე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია შვიდეს.

    სენატორ გარდნერის (რესპუბლიკელი – კოლორადოს შტატი) განმარტებით კი, “პუტინის რუსეთი არის არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც ყველა შესაძლო გზით ცდილობს ძირი გამოუთხაროს საერთაშორისო სამართალს და დაანგრიოს აშშ-ის ლიდერობით არსებული ლიბერალური, გლობალური წესრიგი. ამ აქტით კონგრესი აჩვენებს ძლიერ, ორპარტიულ სიმტკიცეს კრემლის სიცრუის წინააღმდეგ და იმედი მაქვს, რომ ეს აქტი მალე მიიღებს კანონის ძალას”.

    აქტის თანასპონსორი სენატორი შაჰინი (დემოკრატი – ნიუ ჰემპშირის შტატი) აღნიშნავს, რომ ეს საკანონმდებლო აქტი ეყრდნობა კონგრესის წინა პერიოდის ძალისხმევებს, რომ რუსეთს მოეთხოვოს პასუხი აშშ-ისა და გლობალური მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ მისი აგრესიული ქცევისთვის.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სენატორების მიერ წარდგენილი აქტი შეიცავს ახალ ელემენტებს. კერძოდ, რუსეთის მიერ საზღვარგარეთის ქვეყნების დემოკრატიულ ინსტიტუტებში ჩარევის საპასუხოდ, რუსეთს სანქციებს უწესებს.

    “ასევე საკანონმდებლო აქტი შეიცავს მნიშვნელოვან დებულებებს. კერძოდ, ასახავს ნატო-სადმი აშშ-ის ძლიერ მხარდაჭერას, ქმნის ეროვნული ერთობის ცენტრს (Nატიონალ Fუსიონ ჩენტერ), რომ გაუმკლავდეს ჰიბრიდული სახის საფრთხეებს, სახელმწიფო დეპარტამენტის ფარგლებში ქმნის კიბერუსაფრთხოებისადა ციფრული ეკონომიკის ოფისს; ზემოქმედებას ახორციელებს რუსეთის ხელისუფლებაზე, რომ შეაჩეროს ობსტრუქციული სახის საერთაშორისო ძალისხმევები; მოითხოვს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა წარმოადგინოს არგუმენტაცია, თუ რამდენად პასუხობს რუსეთი კრიტერიუმს, რათა იგი შეიყვანონ ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში; მოითხოვს რუსეთის გავლენის წინააღმდეგ შექმნილი ფონდის ხელახალ ავტორიზაციას. იგი დახმარებას აღმოუჩენს კრემლის ჩარევისადმი მოწყვლად ევროპულ ქვეყნებს”, წერია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    უწყების ინფორმაციით, ზემოხსენებული კანონპროექტი საჭიროა დამტკიცდეს აშშ-ის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის მიერ, რის შემდეგაც იგი აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება. პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე ხელმოწერის შემთხვევაში, იგი კანონის ძალას მიიღებს.

  • სუს-ს პანკისის სპეცოპერაციის დროს ამოღებული 22 575 ლარის დაბრუნებას თხოვენ

    {{ARTICLEIMAGE}}
    პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან 22 575 ლარის დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც სპეცოპერაციის ღამეს მათი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სუს-ის წინააღმდეგ საჩივარს სასამართლოში შეიტანენ. ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, გამქრალია 1 000 ლარი და ოქმში 23 575 ლარის ნაცვლად, წერია 22 575 ლარი.

    “როცა თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ღამეს სახლის ჩხრეკა მოხდა, ოჯახიდან ის თანხა ამოიღეს, რომელიც გერმანიიდან თემირლანის დის, ნათიას გამოგზავნილი იყო. ეს როგორც მიმოწერებით დასტურდება, ასევე თანხის ახმეტასა და ისნის ტერიტორიაზე გადახურდავებით. ფული გერმანიიდან თემირლანის დამ, ნატა მაჩალიკაშვილმა ჩამოიტანა, რომ ბინა ეყიდათ ოღონდ არა თემირლანისთვის, არამედ, თავისთვის. კურსის მოგების გამო, ყოველკვირა ახურდავებდნენ და 100-200 ლარს იგებდნენ. ეს თანხა დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშია. ფაქტია, რომ საქმე თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გამო უნდა დასრულებულიყო და დაბრუნებულიყო ყველა ის ნივთი, რომელიც საქმიდან ამოიღეს”, ამბობს მარიამ კუბლაშვილი.

  • ნინო წიკლაური 52-ე ქალი მოთხილამურეა მსოფლიოში

    შვედეთში მსოფლიოს სამთო სათხილამურო ჩემპიონატი გრძელდება. საქართველოს ნაკრების წევრი ნინო წიკლაური ქალებს შორის გიგანტურ სლალომში 98 მონაწილეს შორის 52-ე ადგილზე გავიდა. პირველ დაშვებას მან ერთი წუთი და 9.53 წამი მოანდომა, მეორე დაშვებისას წუტი და  7.27 წამი. ორივე ცდის ჯამში ქართველმა მოთხილამურემ 2 წუთი და 16.8 წამი აჩვენა.

    გამარჯვებული პეტრა ვლჰოვა გახდა რომლის ჯამური დრო 2 წუთი და 1.97 წამი იყო. მეორე ადგილას ვიქტორია რებენსბურგი გავიდა ხოლო მესამე ადგილი მსოფლიო თასის ლიდერმა ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა დაიკავა.

  • ვინ რას ამბობს თიბისის საქმეზე

    ოპოზიცია თიბისის საქმეში მმართველი პარტიის ლიდერის, ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის კვალს ხედავს. საპარლამენტო უმრავლესობას კი ეროვნული ბანკის ქმედების სისწორეში ეჭვი არ შეაქვს.

    არასამთავრობო ორგანიზაციები რუსეთის ინტერესებზე მიუთითებენ და ამ კონტექსტში ანაკლიის პორტის მშენებლობასთან ავლებენ პარალელს.

    საფინანსო ინსტიტუტის ირგვლივ განვითარებულ მოვლემებში უარყოფით კონტექსტს ხედავს ექსპერტთა ნაწილიც. solostudio.agency/-მ რამდენიმე კომენტარი შეკრიბა და გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:

    რომან გოცირიძე, “ნაციონალური მოძრაობა”: ქვეყანას არ ჰყავს ეროვნული ბანკი, ამიტომ გვენეტაძე და მისი მოადგილეები უნდა გადადგნენ, რადგან მთვრობის ლაქიები არიან. პროცესები იმართება ივანიშვილის დავალებით, გახარიას მონაწილეობით, გვენეტაძის მორჩეილებით.

    ზურაბ ჭიაბერაშვილი, ევროპული საქართველო: თუ ივანიშვილს მივცემთ საშუალებას, მოაშთოს თავისუფლების ყველანაირი გამოვლინება ამ ქვეყანაში, მივიღებთ პუტინის სექტორს.

    ეკა ბესელია, ქართული ოცნება” : ეს საქმე სრულიად თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური განწყობებისა და გავლენებისგან. არ უნდა დატოვოს არანაირი ეჭვი საზოგადოებაში და ჩვენს პარტნიორებში მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, უნდა იყოს მყარი მტკიცებულება, არაფერი საეჭვო, რომელიც შექმნის განცდას, რომ უსამართლობა ხდება ქვეყანაში.

    ოთარ დანელია, ქართული ოცნება: ეროვნული ბანკის განცხადება ალბათ გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარეობს. ამიტომ, ვერ შევიტან ეჭვს მათ საქმიანობაში. რაც შეეხება ანაკლიასთან კავშირს, ამას უსაფუძვლოდ მივიჩნევ, რადგან მთავრობაა ამის ხელშემწყობი.

    ბექა ნაცვლიშვილი, “ქართული ოცნება”: TBC ბანკი არ არის უმწეო ორგანიზაცია, რომელსაც არ შეუძლია მაღალკვალიფიციური იურისტების დაქირავება, ამიტომ აქ უთანასწორო პოზიციაში არავინ დგას.

    ნინო ევგენიძე, ექსპერტი: ნებისმიერი ასეთი გაუმჭირვალე შეტევები საბანკო სექტორის წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას ნაკლებად შეუწყობს ხელს.

    ეკა გიგაური, საერთაშორისო გამჭვირვალობა: შეიძლება, არსებობდეს ძალიან დიდი ინტერესი რუსეთის მხრიდან, რომ ანაკლიის პორტი არ აშენდეს. ამიტომ, როდესაც ასეთი პრობლემები ექმნება “თიბისი” ბანკს, რომელის ამ პროექტში არის ჩართული, ეს არის თავისთავად ძალიან დიდი პრობლემა.



  • 2019 წლის “გიგანტური სლალომის” საუკეთესო ფოტოები

    მიკაელა შიფრინი.

    ფრენცის ალექსისი, იტალია.
    მარსელ ჰირშერი
    მარსელ ჰირშერი  საკუთარ გამარჯვებას მეგობარს უზიარებს, ფინეთი.

    კლაუს ბრენდერი ჰაერში წონოასწორობის აღდგენას ცდილობს, კოლორადო.

    პეტრა ვლჰოვა, ავსტრია.

    მიკაელა შიფრინი აღნიშნავს გამარჯვებას

    ტრევის გენგი

    თომას ბიზმაიერი

    ვინსენტ კრიხმეიერი

    ფედერიკა ბრინიანი

    ერინ მილზინსკი

    მინა ფოურსთ ჰოლთმანი

    მეთიას მეიერი

  • 15-ე საჯარო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა

    თბილისში 15-ე საჯარო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი შენობაში არსებული სპეციფიკური სუნი გახდა.

    მშობლების განცხადებით, სუნი დილიდან შეიმჩნეოდა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ბავშვები შენობიდან გაეყვანათ.

    ამ დროისათვის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

  • შს მინისტრი ივანიშვილის სახელით ხაზარაძეს წილების დათმობას თხოვდა?

    შს მინისტრი უარყოფს ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გიორგი გახარია ივანიშვილის სახელით აწარმოებდა მოლაპარაკებებს თიბისი ბანკის დამფუძნებელთან, რომ მამუკა ხაზარაძეს საფინანსო ინსტიტუტის წილები დაეთმო. 

    “ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მარეგულირებლის მიერ ფინანსური რეგულაციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ამ გადაწყვეტილებაზე ვერანაირ კომენტარს არ და ვერ გავაკეთებ. არ არსებობს ქვეყანაში ინსტიტუცია, რომელსაც უკეთესად ესმოდეს თიბისი ბანკის ფინანსური სისტემის მნიშვნელობა, ვიდრე ეს არის რეგულატორი. ამიტომ, აქ ვერანაირი კითხვები ვერ იქნება”, განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.

  • გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ, ძველი სამარხები იპოვეს

    გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ, ძველი სამარხები, თიხის ჭურჭელი და სამაჯურია ნაპოვნი. ციხესთან გვიან ღამით, სანიაღვრე მილი გასკდა და ნივთების ნახვა სწორედ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ინფორმაციას ადასტურებენ და განმარტავენ, რომ შეტყობინება მოქალაქისგან შევიდა, რომელმაც ძვლები და თიხის ჭურჭელი ნახა. ტერიტორიას გვიანობამდე იცავდნენ სამართალდამცველები. მას არქეოლოგები გამოიკვლევენ