Blog

  • წყნარ ოკეანეში II მსოფლიო ომის დროს ჩაძირული ხომალდი იპოვეს

    წყნარ ოკეანეში II მსოფლიო ომის დროს ჩაძირული ამერიკული საბრძოლო ავიამზდიდი „ჰორნეტი“ ოლომონის კუნძულებთან  იპოვეს. 1942 წელს სანტა კრუზის კუნძულებთან იაპონურ ხომალდებთან ბრძოლის შედეგად USS Hornet-ი ჩაიძირა.

    ხომალდზე 2200 ადამიანი იმყოფებოდა. ღრმაწყლოვანმა უპილოტო აპარატმა გემის ფოტოსურათები გადაიღო. ფოტოებზე ასევე ჩანს გემის გვერდით თვითმფრინავი, რომელიც ხომალდის ჩაძირვის დროს გემბანზე იმყოფებოდა.

    ხომალდის ძებნა 2018 წელს დაიწყეს და მას წყლის ზედაპირიდან 5 მეტრის სიღრმეზე მიაგნეს. სამეცნიერო ხომალდი Microscoft-ის თანადამფუძნებელს პოლ ალენის კომპანიას ეკუთვნის. კომპანიას ამჟამად ნაპოვნი აქვს ბრიტანული იტალიური და იაპონური ხომალდები ხოლო გასულ წელს USS Lexington-იც იპოვეს.

    USS Hornet-ს საბრძოლო თვითმფრინავები გადაჰქონდა. მიდვეის ბრძოლაში მან 4 იაპონური ხომალდი ჩაძირა

  • ვაკის პარკში დასუფთავების სამუშაოები განხორციელდა

    თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ ვაკის პარკში გამწვანებული ფერდობები დაასუფთავა და მოაწესრიგა. აღნიშნული ტერიტორია ამონაყრისგან გაიწმინდა.

    ასევე, გაისხლა და დაფორმირდა იქ არსებული ხე-მცენარეები, მოწესრიგდა მწვანე საფარი.

    შპს “ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული გამწვანებული ტერიტორიების, დასასვენებელი ადგილების, ხე-მცენარეების, შადრევნების, სასმელი წყლის სოკოს ფორმის შადრევნების და სხვა ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას.

  • ბახტრიონზე მანქანა ტანსაცმლის მაღაზიაში შევარდა

    ბახტრიონზე მსუბუქი ავტომობილი ტანსაცმლის მაღაზიაში შევარდა. დიდი სიჩქარით მომავალი „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი ჯერ ადგილზე მყო რამდენიმე მანქანას დაეჯახა შემდეგ მაღაზია „ელეგანტში“ შევარდა. დაზიანებულია მაღაზიის შიდა და გარე ფასადი. ინციდენტის შედეგად არ დაშავებულა არავინ. მანქანის მძღოლი კი ადმინისტრაციული წესით 250 ლარით დაჯარიმდა.

  • ნათელაშვილი ხაზარაძეს ურჩევს, საკუთარი ინტერესები ქუჩაში დაიცვას

    {{ARTICLEIMAGE}}
    “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მამუკა ხაზარაძეს ურჩევს, საკუთარი ინტერესები ქუჩაში დაიცვას და “დაიწყოს ივანიშვილის რეჟიმის მსხვრევა”.

    “თიბისი ბანკის” ხელში ჩაგდებით, რაც დაგეგმილი აქვს ბიძინა ივანიშვილს, ის დაასრულებს ჩვენი ქვეყნის საფინანსო-საბანკო ოკუპაციას და დიდი ხნით გაიმყარებს პრივილეგირებულ მდგომარეობას მათ შორის პოლიტიკაშიც”, ამბობს ნათელაშვილი. 

  • ქვეყანას მაფიოზური სტილის მთავრობა მართავს – ფადი ასლი

    „ბოლო ორი წელია, მთავრობა საერთოდ არ არის დაინტერესებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჩადებით ქვეყანაში,“- ეს განცხადება, „კურიერთან“ საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ გააკეთა. ფადი ასლის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერესია, რომ მხოლოდ ის იყოს ინვესტორი ქვეყანაში.
    ფადი ასლის შეფასებით „თიბისი ბანკის“ საქმე ინვესტორებისთვის საშიში გზავნილია და ის, როგორც საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, მზად არის, ამ საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდოს. მისი განცხადებით, ქვეყანას მაფიოზური სტილის მთავრობა მართავს.
    „ბიძინა ივანიშვილს არ აღელვებს საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი. ბოლო ორი წელია, მთავრობა საერთოდ არ არის დაინტერესებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჩადებით ქვეყანაში. ისიც შევამჩნიე, რომ ივანიშვილს სურს, მხოლოდ თვითონ იყოს ინვესტორი ქვეყანაში. ამიტომ ხელოვნურად აჩერებენ ინვესტორებს. ჩვენ ინფორმაციას ვაწვდით ყველა ინვესტორს, რადგან მორალურად თავს ვალდებულად ვთვლით, ეს გავაკეთოთ. ა მგონია, რომ ამ კუთხით კვლავ მიმზიდველი იყოს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ქვეყანას მაფიოზური სტილის ქვეყანა მართავს,“ – განაცხადა ფადი ასლიმ.
    ეროვნულმა ბანკმა გუშინ თიბისი ბანკისგან მოითხოვა, ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერდეთ და სამეთვალყურეო საბჭოდან გაიწვიონ.
  • ინვესტორებისთვის განკუთვნილ საერთაშორისო ბაზაში ხაზარაძეს კრიმინალის “სტატუსი” აქვს?

    მამუკა ხაზარაძე საერთაშორისო ბაზაში შეიყვანეს როგორც ფულის გამთეთრებელი და კრიმინალი.

    ონლაინ გამოცემა პრესა.ჯი-ს ინფორმაციით, ეს მონაცემები ხაზარაძის შესახებ ბაზაში პროკურატურის ძალისხმევით მოხვდა.

    გამოცემას მონაცემთა ბაზის ფოტოასლიც მიაწოდეს, სადაც წერია, რომ

    აღსანიშნავია, რომ ბაზას ინვესტორები სხვადასხვა კომპანიებზე და ბიზნესმენებზე ინფორმაციის მოსაძიებლად იყენებენ. სისტემაში შესვლა კი მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლიათ.

    ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასის ვარდნის გამო თიბისი ბანკმა დაახლოებით 176 მილიონი ლარი დაკარგა.

  • კალაძის გადაწყვეტილებას ყოფილი მერი პოპულიზმს უკავშირებს

    თბილისში ინტენსიური მშენებლობა ვეღარ განხორციელდება. დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, კოეფიციენტების მატება და კა-2 კოეფიციენტების გაყიდვა აღიკვეთება. კოეფიციენტებს თავად მერია ყიდის, რასაც დღეს კალაძემ კოეფიცინტის გადამეტება უწოდა და თქვა, რომ ეს ქალაქს ამახინჯებს.

    მერის მოადგილე განმარტავს, რომ კოეფიციენტების გადამეტება თავისი შინაარსით სუბიექტის მიერ ფულის ოფიციალურად გადახდის სანაცვლოდ, მეტი სიმაღლისა და ფართის აშენების უფლების ყიდვას ნიშნავს, რაც მაია ბითაძის თქმით, თბილისში 2005 წლიდან ხდება. თუმცა მერიის გადაწყვეტილებით, ეს პრაქტიკა მარტიდან აღიკვეთება, რადგან მან ქაოტური განაშენიანება და სატრასპორტო კოლაფსი გამოწივია, 

    K2 კოეფიციენტის გაყიდვის სამართლებრივ დონეზე აკრძალვას საკრებულოს უმრავლესობა მხარს უჭერს. ამბობენ, რომ შედეგად, დედაქალაქში ქაოტური განაშენიანება დასრულდება და თბილისი გენერალური გეგმის ძირითადი პარამეტრების მიხედვით განვითარდება.

    საკრებულოს ოპოზიცია კი ამბობს, რომ საჭიროა გაირკვეს, ინიციატივას რაიმე ხარვეზები ხომ არ აქვს. ფარქცია ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკოლოზ ვაჩეიშვილის თქმით, ნარმანიას მერობის დროს კოეფიციენტების გადამეტების მიმართულებით საგამონაკლისო მუხლი არსებობდა, რის შედეგადაც უამრავი შენობა აშენდა, რომელსაც ფორმალურად სასტუმრებო ერქვა, მაგრამ რეალურად, კოეფიცინტის გადაჭარბებით აგებული მულტიფუნქციური ნაგებობები იყო.

    თბილისის ყოფილი მერი კი კალაძის გადაწყვეტილებას პოპულისტურს და არასამართლიანს უწოდებს და ამბობს, რომ კოეფიციენტების მატების აკრძალვაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ვინაიდან ქალაქის გენერალური გეგმა არ დამტკიცებულა. გიგი უგულავა კალაძეს მოუწოდებს, გაასაჯაროვოს მისი მერობის პერიოდში კა-2 კოეფიციენტი რამდენჯერ და ვისზე გაიყიდა.

    კა2 კოეფიციენტების გაყიდვის შესახებ ინიციატივას მერია საკრებულოს ერთ კვირაში წარუდგენს. საკრებულო კი ამ ცვლილებაზე, თილისის გენერალურ გეგმასთან ერთად, მარტის დასწყისში იმსჯელებს.

  • ცნობილები, რომლებსაც თანამშრომლებთან დავა სასამართლოში მოუწიათ

    ჯონი დეპი

    ჯონი დეპმა ნამდვილი ომი წამოიწყო თავისი ყოფილი მენეჯერების წინაამდეგ მას შემდეგ, რაც საბანკო ანგარიშებზე რამდენიმე მილიონის დანაკლისი აღმოაჩინა. მსახიობი ცდილობდა სასამართლო დაერწმუნებინა, რომ არაკეთილსინდისიერმა თანამშრომლებმა მისგან მალულად ფული წამგებიან ბიზნესებში დააბანდეს და ლამის გაკოტრებამდე მიიყვანეს.

    ყოფილმა თანაშემწემ კი თავის მხრივ განაცხადა, რომ ჯონი დეპი სინამდვილეში იმაზე მეტს ხარჯავდა, ვიდრე გამოიმუშავებდა და ერთერთი კომპანიის 4.2 მილიონ დოლარიანი ვალი დააგროვა გადაუხდელი კრედიტების სახით. დღემდე უცნობია, ვინ არის მართალი, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საქმეზე ჯერ არ გამოუტანია.

    მერაია ქერი

    მერაია ქერი სასამართლოში საკუთარ ექს–თანაშემწეებთან ორჯერ დაობდა. თავიდან მომღერალი მისმა ყოფილმა ასისტენტმა, სტელა ბულოჩნიკოვმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ქალი აცხადებდა, რომ ვარსკვლავი რეგულარულად უბიძგებდა სექსისკენ, ბოროტად იყენებდა ფსიქოტროპულ ნივთიერებებს და აგრესიას მასზე ანთხევდა. გარდა ამისა, ქერის ყოფილი თანამშრომლის მიმართ რამდენიმე მილიონი დოლარის დავალიანება დაუგროვდა. საბოლოოდ მათ კონფლიქტი მოაგვარეს, თუმცა ძველი ურთიერთობების აღდგენა აღარც უცდიათ.
    მეორედ მერაია ქერი სასამართლო დარბაზში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც კიდევ ერთ ყოფილ ასისტენტს, ლიანა აზარიანს უჩივლა. ეს უკანასკნელი მომღერალს ინტიმური ჩანაწერების გამოქვეყნებით ემუქრებოდა, თუ ქერი მილიონ დოლარს დროულად არ გადაუხდიდა. ვარსკვლავმა გადაწყვიტა ყოფილი თანამშრომელი სასამართლოს ძალით მოერჯულებინა და კონფლიტის საკუთარი ვერსია მოყვა. მისი თქმით, ლიანა ყოფილ დამსაქმებელზე იმიტომ გაბრაზდა, რომ არაკეთილსინდისიერების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამჯერად მათი საქმე სასამართლოში განიხილება.

    ლედი გაგა

    2011 წელს ლედი გაგას მდივანმა მომღერალს სასამართლოში უჩივლა. ჯენიფერ ო ნილი შრომის აუტანელი პირობების გამო მომღერლისგან კომპენსაციას ითხოვდა. ქალმა მიუღებლად ჩათვალა ის ფაქტი, რომ ვარსკვლავი მას დამატებითი მოვალეობების შესრულებას აიძულებდა: მაგალითად შხაპის შემდეგ პირსახოცის მიწოდებას, დილით გაღვიძებას და მნიშვნელოვანი შეხვედრების შეხსენებას. ჯენიფერი ამტკიცებდა, რომ მან ლედი გაგასთან 7168 ზეგანაკვეთური საათი იმუშავა და ამისათვის 380 ათასი დოლარს ითხოვდა.

    ჰარვი ვეინშტეინი

    სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით გასული წლის იანვარში ატეხილი ხმაურიანი სკანდალის შემდეგ ჰარვი ვეინშტეინს სასამართლოში მისმა თანაშემწემაც უჩივლა. გოგონამ განაცხადა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში მას არაჯანსაღ ატმოსფეროში უწევდა მუშაობა და მუდმივად იტანდა უფროსისგან არაორაზროვან მინიშნებებს.
    სკანდალურად ცნობილ პროდუისერთან ის 2013–2015 წლებში მუშაობდა და სამსახურიდან მას შემდეგ წავიდა, რაც ნერვული შეტევა დაემართა. ის დღემდე ცდილობს ფსიქიკური ჯანმრთელობა აღიდგინოს და კვლავ იტანჯება მძიმე ემოციური მოშლილობით, განგაშის შეგრძნებით, შიშით, შფოთვებით, დეპრესიით და თვითშეფასების დაქვეითვებით.

    კორტნი ლავი

    ფინანსურ ნიადაგზე დაწყებულმა კონფლიქტმა აიძულა კორტნი ლავის ასისტენტი მომღერლისთვის სასამართლოში ეჩივლა. ჯესიკა ლაბრის განცხადებით , რომელიც კურტ კობეინის ქვრივთან 2011 წელს მუშაობდა, ვარსკვლავმა ის დააჯარიმა იმის გამო, რომ უკანონო თაღლითურ ქმედებაზე უარი უთხრა. ყოფილი თანაშემწე ამტკიცებდა, რომ კორტნი დოკუმენტების გაყალბებას თხოვდა და როცა ლაბრი არ დათანხმდა, ძალიან გაბრაზდა. ჯესიკას სამსაურის დატოვება მოუწია და საკუთარი ხელფასის ანაზღაურება სასამართლოს გზით სცადა.

    ჯოან როულინგი

    გასულ წელს ჯოან როულინგმა მიიღო გადაწყვეტილება არაკეთილსინდისიერი თანაშემწე დაესაჯა, რომელიც მის ფულს პირადი საჭიროებებისთვის ხარჯავდა. მწერალმა სასამართლოში უჩივლა ამანდა დონალდსონს, რომელიც მასთან 2014–2017 წლებში მუშაობდა. როულინგის განცხადებაში დაზუსტებულია, რაზე დახარჯა თანაშემწემ მისი ფული: მან საკუთრი თავისთვის ორი ჯიშიანი კატა, ძვირფასი კოსმეტიკა, სანთლები, ყავა და ნამცხვრები იყიდა. გარდა ამისა, ჯოანის თქმით ამანდამ მისი სახლიდან ჰარი პოტერთან დაკავშირებული ძვირფასი ნივთები და სეიფიდან ფულიც მოიპარა. ამჟამად პოლიცია ამ საქმის გამოძიებას აწარმოებს.