“აქამდე არასდროს აკადემიას მსხვერპლად არ შეუწირავს საკუთარი თავდაპირველი მისიის ფასეულობები. თუ თავად ორგანიზაცია, რომლის მიზანი კინემატოგრაფის დაცვაა არ ანიჭებს მნიშვნელობას გამოჩენილი ფილმების შემქმნელებს, მაშინ ჩვენც არ დავუჭერთ მხარს აკადემიის გადაწყვეტილებას აღნიშნოს კინოს, როგორც თანამედროვე ხელოვნების ფორმის მიღწევები. კინოხელოვნების საფუძვლების მნიშვნელობის დაკნინება სხვა არაფერია თუ არა მათი შეურაცხყოფა, ვინც მთელი ცხოვრება ამ პროფესიას მიუძღვნა.“
Blog
-
სკანდალები ოსკარის წინ. ვის მოჭრიან ცერემონიალის ტრანსლიაციიდან
ამერიკის კინოაკადემიამ განაცხადა, რომ ტელემაყრურებელი ოსკარის პრემიების გადაცემის ცერემონიალს სრულად ვერ იხილავს. ოთხი ნომინაციის – საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი, საუკეთესო მონტაჟი, საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი და საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა – სარეკლამო პაუზის დროს გამოაცხადებენ, რათა ცერემონიალის ქრონომეტრაჟი შეამცირონამ განცხადებას პროტესტი მოჰყვა. კინოინდუსტრიის 95–მა წარმომადგენელმა, მათ შორის კვენტინ ტარანტნომ და მარტინ სკორსეზემ აკადემიის პრეზიდენტს, ჯონ ბეილის ღია წერილი მისწერეს და გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდეს.ჯონ ბეილიმ და აკადემიის წევრებმა კინემატოგრაფისტების წერილს უპასუხეს და განაცხადეს, რომ ინფორმაცია არასწორად იქნა გაგებული. მათ დააზუსტეს: ტრანსლიაციას ნაწილობრივ შეამცირებენ და მხოლოდ გამაჯვებულების სცენაზე ასვლა–ჩამოსვლის მომენტებს მოჭრიან. ნომინაციების გამოცხადება და გამარჯვებულის სიტყვა კი კვლავ ეთერში დარჩება.შეგახსენებთ, რომ ეს ისტორია წლევანდელ “ოსკარზე“ პირველი სკანდალი არ არის. წელს კომიკოსმა კევინ ჰარტმა ცერემონიალის წაყვანაზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც ის ჰომოფობიაში დაადანაშაულეს. ამიტომაც 25 თებერვლისთვის დაგეგმილ ცერემონიალს რამდენიმე წამყვანი ეყოლება. -
ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ ითხოვენ ხაზარაძის უფლებამოსილების შეჩერებას 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის გამო
ადვოკატი ზვიად კორძაძე საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან უნდა გაიწვიონ, სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ კორძაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ ითხოვს ეროვნული ბანკი ხაზარაძისა და ჯაფარიძის უფლებამოსილების შეჩერებას 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის გამო.
“ცოტა გაუგებარია რა თქმა უნდა, 11 წლის წინანდელ საკითხზე ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება და ეს მოტივიც იქნება ერთ-ერთი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისას”, განაცხადა კორძაძემ.
-
სახანძრო კიბე კარის გარეშე ხელვაჩაურის კულტურის სახლში
რეაბილიტაციის შემდეგ ხელვაჩაურის კულტურის სახლში დამონტაჟებული სათადარიგო სახანძრო კიბე პირდაპირ კედელს უერთდება და არა კარს.კულტურის სახლი ორჯერ გამოცხადებული ტენდერის შემდეგ გარემონტდა და ახლა ხელვაჩაურის მერიამ კიდევ ერთი ტენდერი უნდა გამოაცხადოს. მერიაში ამბობენ, რომ ხარვეზი მშენებლობისას გაუთვალისწინებელმა პრობლემებმა გამოიწვია, ხარვეზს დამატებითი სამუშაოების შემდეგ მოაგვარებენ და კარის დამონტაჟება კიბესთან შესაძლებელია.ადგილობრივი ოპოზიცია მერიას თანხების არაეფექტურად ხარვაში ადანაშაულებს, მერიისთვის კი ოპოზიციის არგუმენტები მიუღებელია და ატეხილ ხმაურს ოპოზიციის სპექტაკლს უწოდებენ. ობიექტის მიღება –ჩაბარება უკვე მოხდა. -
ხაზარაძის დევნის რეალური მიზეზი. ლუის ნავარო საკუთარ ეჭვებზე საუბრობს
ოპოზიცია თიბისის საქმეში მმართველი პარტიის ლიდერის, ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის კვალს ხედავს. საპარლამენტო უმრავლესობას კი ეროვნული ბანკის ქმედების სისწორეში ეჭვი არ შეაქვს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი რუსეთის ინტერესებზე მიუთითებს და ამ კონტექსტში ანაკლიის პორტის მშენებლობასთან ავლებს პარალელს. საფინანსო ინსტიტუტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში უარყოფით კონტექსტზე მიანიშნებს ექსპერტთა ნაწილიც. თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში უცნაურ ფაქტს ხედავს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში, ლუის ნავაროც. ამერიკელი ექსპერტი ამბობს, რომ საფინანსო ინსტიტუტიდან მამუკა ხაზარაძის ჩამოშორების მოთხოვნა ზედმეტია მაშინ, როდესაც ჯერ სასამართლოს ბიზნესმენის ბრალეულობაც არ დაუდგენია.
“უცნაურია თიბისიდან მამუკა ხაზარაძის ჩამოშორების მოთხოვნა მაშინ, როდესაც სასამართლოს ჯერ ბრალეულობაც არ დაუდგენია. რაც ახლა ხდება, ეს არის სამართლებრივი დევნა მედიის გამოყენებით. ეს პროცესი შეშფოთებას ზრდის იმასთან დაკავშირებით, რა არის სამართლებრივი დევნის რეალური მიზეზი, რომელსაც მთავრობა თიბისი ბანკის წინააღმდეგ ახორციელებს, რაზეც საფრანგეთის ელჩიც მიუთითებდა",განუცხადა ლუის ნავარომ solostudio.agency/-ს.
-
„თიბისის“ დანგრევა და ანაკლიის ჩაგდება ნიშნავს, რომ აღარაა ეს ქვეყანა ქვეყანა – ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი “თიბისი ბანკისა ” და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ განვითარებულ პროცესებზე
{{VIDEO}}
-
მშენებლობიდან ჩამოვარდნილი მუშა ადგილზე გარდაიცვალა
შარტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. 40 წლის მამაკაცი ლიფტის შახტაში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლის მე2-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
-
ვინ არის ნამდვილი ლედი ჰოროსკოპის მიხედვით
რომელი ზოდიაქოს ნიშნები შეგვიძლია ჩავთვლოთ ელეგანტურობის და დახვეწილობის ნიმუშად? მოდით ვნახოთ ქალბატონების დახვეწილობის რეიტინგი ჰოროსკოპის მიხედვით. მივყვეთ ბოლოდან:
12. მერწყულიმერწყულს დახვეწილი ლედი რომ უწოდოთ შესაძლოა ეწყინოს კიდევაც. ის ხომ თავისუფალი, აწყვეტილი და თამამი გოგოს იმიჯს მონდომებით იქმნის და უნდა გარშემომყოფებზე სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დატოვოს. ჰოდა, ჩვენც ნუ ვაწყენინებთ და პირდაპირ ვთქვათ, რომ მერწყულებს ელეგანტურობასთან საერთო ნაკლებად აქვთ და ამ რეიტინგში ბოლო ადგილზეც აღმოჩნდნენ.
11. ტყუპებიბოლოდან მეორე ადგილი ტყუპებს ერგოთ. როგორც ცნობილია, ტყუპები ვერ იტანენ მკაცრ წესებს და ფორმალობებს, ამიტომაც ნამდვილი ლედის იმიჯი მათთვის უცხოა. განსაკუთრებით სასეირო სანახაობაა, როცა რომელიმე ნამდვილი ჯენტლმენის თავიდან მოშორება უნდათ, რომელთანაც შემთხვევით ხანმოკლე რომანი წამოიწყეს. ტყუპები ხომ ვერც იმ ადამიანებს იტანენ, რომლებიც ფორმალობებს და წესებს პატივს სცემენ.
10. ვერძითუ ვერძი ხანდახან მაინც ირგებს ნამდვილი ლედის იმიჯს, ეს მხოლოდ რკინის ლედი შეიძლება იყოს. თუმცა ძირითადად მებრძოლი და მოუფროსო ქალის იმიჯია მათთვის ახლობელი. მათი აზრით ასე უფრო კარგად აგებინებენ ხალხს თავის აზრებს და გადაწყვეტილებებს. რაში სჭირდებათ ეტიკეტი და ზედმეტი ზრდილობიანობა, საერთოდ ვერ წარმოუდგენიათ.10. ქალწულიაი, აქ ცოტა უცნაური შემთხვევაა. კლასიკური ასტროლგია ქალწულებს პედანტურ და მოწესრიგებულ ქალებად აღწერს, რაც თითქოს დახვეწილი ლედის სინონიმი შეიძლება იყოს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ქალწულები ამჯობინებენ გარშემომყოფებს “თავისიანად “ და “ჯიგარ გოგოდ“ მოაჩვენონ თავი, რათა მათი კეთილგანწყობა მოიპოვონ და ადვილად შეძლონ მათით მანიპულირება. ამიტომაც დახვეწილობას მათ ვერ დავაბრალებთ.
8. კუროკუროს რომ თავშეკავება, დახვეწილი მანერები და ნამდვილი ლედისთვის დამახასიათებელი დისტანცირების უნარი ქონდეს ალბათ მთელ სამყაროს დაიპყრობდა, მაგრამ მაშინ ცხოვრების სიხარულებით ვეღარ დატკბებოდა. ვის უნახავს ლედი, რომელიც მაგალითად ბოთლიდან ლუდს მოიყუდებს შუა ქუჩაში? არავის. ჰოდა, კუროს კარგ მანერებს ვერ დავაბრალებთ. შესაბამისად, რეიტინგშიც მხოლოდო მერვე ადგილი ერგო.
7. მშვილდოსანიმშვილდოსნის ხასიაითი მშვენიერი “მასალაა“ ნამდვილი ლედის იმიჯის შესაქმნელად: ურყევი პრინციპები, რკინის თვითდისციპლინა, სიტუაციის სწრაფად შეფასების და იმის გარკვევის უნარი, როგორ უნდა მოიქცეს კონკრეტულ სიტუაციაში. მაგრამ ამ ძვირფასი რესურსის დახარჯვა მშვილდოსანს რამე უფრო საინტერესოში ურჩევნია.
6. კირჩხიბიკირჩხიბები რეიტინგის შუაგულში მოხვდნენ, რადგან იმდენად დამაჯერებლად შეუძლიათ დახვეწილი ლედის ნიღბის ტარება, თითქოს მასთან ერთად დაიბადნენ. სინამდვილეში კი ეს მხოლოდ ერთ–ერთი ნიღაბია, იმ შემთხვევისთვის, როცა ისეთი ადამიანებისგან უნდათ თავის დაცვა, ვისაც მხოლოდ ნამდვილი ლედის წინაშე შეიძლება რიდი გაუჩნდეს. როცა ეს ნიღაბი არ ჭირდებათ, კირჩხიბები მათთვის უფრო ორგანულ, სხვა ამპლუას ირჩევენ.5. მორიელილიედერების ხუთეულს მორიელი ხსნის. მორიელ ქალებს ძალიან უნდათ დახვეწილი ლედის ამპლუა მოირგონ და ხანდახან გამოსდით კიდეც. მეორეს მხრივ, მათ ზოდიაქოს მთავარი ალქაჯების და საბედისწერო ქალის იმიჯიც არ ეთმობათ, რაც დახვეწილი ქალის იმიჯს ნაკლებად შეეფერება. თუმცა, მთლიანობაში მორიელს ეს დიდად არ ადარდებს.
4. თხის რქათხის რქას ლიდერთა სამეულამდე ცოტა დააკლდა. ისინი ძალიან მოწესრიგებულები და ლამაზები არიან. სამყარომ უხვად დააბერტყა ის თვისებები, რაც ნამდვილი ლედისთვის აუცილებელია, თუმცა ამავე დროს დიდი რაოდენობით მიაყოლა თან თვითკრიტიკულობა. ამიტომაც თხის რქებს სულ ეჩვენებათ, რომ მეტისმეტად განყენებული ქალბატონები არიან და ჯობს უფრო უბრალოები იყვნენ. და ძალიანაც ცდილობენ. ეს ცუდად გამოსდით, მაგრამ დახვეწილი ლედის იმიჯის გაფუჭებას მაინც ახერხებენ.
3. ლომისაპატიო მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი ლომ ქალბატონებს ერგოთ, რომლებსაც დაბადებიდან ლედი შეგვიძლია ვუწოდოთ. დედოფლის იმიჯიდან ლომების გამოყვანა არავის და არაფერს შეუძლია. თუმცა არა, მთლად ასეც არ არის. ეს შესაძლებელია, თუ უცებ სიახლოვეს სხვა უფრო ლამაზი და დახვეწილი ქალი გამოჩნდა.
2. სასწორიაი, ვინ არის ნამდვილი ლედი! დახვეწილი გემოვნება, შესანიშნავი მანერები და თანდაყოლილი არისტოკრატიზმი – ეს არის ის, რასაც სასწორებს ვერავინ წაართმევს. მათ სისხლში და ხორცში აქვთ გამჯდარი ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი ისე, რომ მათ თავი მნიშვნელოვან პერსონად აგრძნობინონ. რომ არა ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი მერყეობა, პირველ ადგილს არავის დაუთმობდნენ.
1. თევზებისაპატიო პირველი ადგილი თევზებმა დაიკავეს, რომლებიც ნამდვილ ლედიდ იბადებიან. არ აქვს მნიშვნელობა გარემოს, ოჯახს და გავლენებს, თუნდაც სულ ჰიპების გარემოცვაში გაიზარდონ, არისტოკრატის მანერები მათ თანდაყოლილი აქვთ და ვერავინ წაართმევს. -
„ხაზარაძის განეიტრალება აწყობს როგორც ივანიშვილის, ასევე ოკუპანტ ქვეყანას“
ჟურნალისტი გიორგი კაპანაძ აცხადებს, რომ ივანიშვილს უნდა, „აახიოს“ „თიბისი“ ხაზარაძეს, ჟურნალისტის ინფორმაციით, ივანიშვილმა შესთავაზა ხაზარაძეს აქციების მესამედ ფასად მიყიდვა, რაზეც უარი მიღიღო. ამიტომაც დაიწყო სისხლის სამარლის საქმე გათეთრების მუხლით. გიორგი კაპანაძის განცხადებით, ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომელიც აკეთებს პირამიდას, სადაც მთავარი ინსტრუმენტი „თიბისია“
„ანაკლიაში შენდება უნიკალური ღრმაწყლოვანო პორტი, რომელიც არ შედის რუსეთი ინტერსებში. ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის მიზანია, პორტი არ აშენდეს, თუმცა, ხაზარაძემ უკვე მოიძია საჭირო ინვესტიციები და პორტის აშენება გახადა რეალური. ამიტომ , მისი განეიტრალება აწყობს როგორც ივანიშვილს ასევე ოკუპანტ ქვეყანას, როგორიც არის რუსეთი“ – აცხადებს გიორგი კაპანაძე -
მეივეზერის მეორე ბრძოლა იაპონიაში
41 წლის დაუმარცხებელი ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი ზაფხულში მორიგ ორთაბრძოლას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას TMZ ავრცელებს.
ამერიკელი რინგზე ივლისში დაბრუნდება, სადაც იგი იაპონელ ექსმოკრივეს დაუპირისპირდება. მეტოქის ვინაობა ამ მომენტისთვის უცნობია. სამრაუნდიანი ბრძოლისთვის მეივეზერი $10 მილიონს გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ, პირველი ბრძოლა იაპონიაში ფლოიდმა 2018 წლის 31 დეკემბერს ტოკიოში მდებარე საიტამ სუპერ არენაზე Rizin-ის შოუს ფარგლებში გამართა და პირველსავე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა 20 წლის იაპონელი ტენშინ ნასუკავა, რომელიც კიკბოქსინგსა და შერეულ ორთაბრძოლებში ასპარეზობს. ამ ბრძოლით მან $9 მილიონი გამოიმუშავა.