“მეგობრებო,
Blog
-
ხაზარაძე მზად არის პარლამენტში კიდევ ერთხელ მივიდეს
დღევანდელი ჩაშლილი კომიტეტის სხდომის შემდეგ მამუკა ხაზარაძე მზად არის პარლამენტში კიდევ ერთხელ მივიდეს. საღამოს მან ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მზად არის საჯარო ტრიბუნიდან საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს:როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა არ შედგა და არ მომეცა საშუალება გამოვსულიყავი და მეთქვა ჩემი სათქმელი. ჩვენ მზად ვართ შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში კიდევ ერთხელ მივიდეთ, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია საჯარო ტრიბუნიდან.რადგან ეს ცდება ერთი და ორი ადამიანისა თუ ინსტიტუტის საკითხს და ეხება მთლიანად ქვეყანას და ამასთან ძალიან მაღალია საზოგადოების ინტერესი, ველოდებით კონკრეტულ შემოთავაზებას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსგან უახლოეს დღეებში. იმედია, მალე გაირკვევა სიმართლე და არ შეიქმნება ვითარება შემდგომი გაუგებრობისა და სპეკულაციებისთვის.“ – წერს ხაზარაძე ფეისბუქ სტატუსში. -
საფრთხეები რომლებიც კაცობრიობას 2019 წელს ემუქრება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ იმ საფრთხეების სია შეადგინა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას 2019 წელს ემუქრება. მთავარ პრობლემად ჰაერის დაბინძურებაა აღიარებული. ამჟამად დედამიწის თითქმის ყველა მაცხოვრებელი დაბინძურებულ, მოწამლულ ჰაერს სუნთქავს. როგორ მოქმედებს ეს კაცობრიობაზე? დაბინძურებული ჰაერი ყოველწლიურად შვიდი მილიონი ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს.კიდევ ერთი პრობლემა სიის სათავეში არაინფექციური დაავადებებია. მათ შორის დიაბეტი, კიბო, გულის დაავადებები. ყოველწლიურად ეს დაავადებები 41 მილიონ ადამიანს ემართება.
სიის სათავეშია გრიპის გლობალური პანდემიაც. სპეციალისტების აზრით გლობალური ეპიდემია რაღაც მომენტში წელსაც თავისუფლად შეიძლება განვითარდეს. დღეისათვის ვირუსის ცირკულაციაზე მონიტორინგი ასზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება.
სიის შემდეგი პუნქტებია საცხოვრებლად საშიში პირობები, მაგალითად კრიზისი, ომი, კატაკლიზმები და ა.შ. ამ რისკის ქვეშ მილიარდ ნახევარი ადამიანი ცხოვრობს. ეს პრობლემა ხელს უშლის დაავადებების აღმოფხვრისთვის ბრძოლას, მაგალითად ტუპერკულიოზის ან ებოლას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც ამ მომენტისათვის კვლავ საშიშ ვირუსად რჩება.კაცობრიობის საფრთხეებს შორის განიხილება პირველადი სამედიცინო დახმარების სისტემის სუსტი განვითარება. ეს პრობლემა ბევრ დაბალ განვითრებულ ქვეყანაში არსებობს.
კაცობრიობის საფრთხეებს შორის განიხილება “სუპერბაქტერიებიც“. იმის გამო, რომ ბევრი ანტიბიოტიკს გაუაზრებლად მოიხმარს, ბაქტერიები მუტაციას განიცდიან და წამლების მიმართ მდგრადობას იძენენ, რის გამოც მათი დამარცხება შეუძლებელი ხდება.
რაც შეეხება მრავალი ადამიანის უარყოფით დამოკიდებულებას იმუნიზაციის მიმართ, ეს პრობლემაც მთავარ პრობლემათა სიაში წამყვან ადგილზე მოხვდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ის პროგრესი, რომელსაც კაცობრიობამ დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში მიაღწია, შეიძლება წყალში ჩაიყაროს, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება და ადამიანები იმუნიზაციაზე მასობრივად იტყვიან უარს. საქმე იმაშია რომ ვაქცინაციის შედეგად ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ხერხდება: ეს რიცხვი წელიწადში ორიდან სამ მილიონამდეა. თუმცა ადამიანები რომ ვაქცინაციას უფრო სერიოზულად ეკიდებოდნენ, შედეგები ბევრად გაიზრდებოდა. ეს შენიშვნა ეხება წითელას დაავადებასაც. იმ ქვეყნებში, სადაც დაავადება უკვე აღმოიფხვრა, ის ისევ გაჩნდა, რადგან ადამიანებმა აცრაზე უარი განაცხადეს. სამწუხაროდ წითელას პრობლემის მიზეზი მხოლოდ აცრაზე უარი არ არის. დედამიწაზე არსებობს ისეთი ადგილები, სადაც ვაქცინის მიტანა ძალიან რთულია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სიაში მოხვდა ისეთი პრობლემები, როგორიცა დენგეს ციებ– ცხელება და შიდსი, რომლებსაც ყოველწლიურად უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. -
“ძალიან მალე დავბრუნდები” – ბესელია მის ყოფილ კომიტეტს დატოვებს
როგორც კი ახალი ფრაქცია შეიქმნება, ეკა ბესელია იურიდიულ კომიტეტში დაბრუნებას გეგმავს. პოლიტიკოსი განმარტავს, რომ მის მიერ ახალი ფრაქციის შექმნისთანავე მოხდება კვოტების გადანაწილება.
ეკა ბესელია ამბობს, რომ ფრაქციის შექმნაზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია.
როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ წევრებს ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძეს, ლევან გოგიჩაიშვილს და ბექა ნაცვლიშვილს იურიდიული კომიტეტებიდან გასვლა მოუწევთ – აქ ისინი “ქართული ოცნების” ფრაქციათა კვოტით არიან წარდგენილნი, საპარლამენტო კომიტეტების ფორმირება კი ფრაქციების მიერ დეპუტატების წარდგენით, პროპორციულობის წესით ხდება.
ცოტა ადრე უნდა წავსულიყავი – გედევან ფოფხაძე
საპარლამენტო უმრავლესობიდან ჟორჟოლიანიც მიდის
ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა -
ბათუმსა და ფოთის პორტებში რადიაქტიური ნივთიერებების სკანერი რამდენჯერმე ჩაირთო
რადიაცია შეუმჩნევლად, მაგრამ ძალიან აგრესიულად შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს თითოეული ჩვენგანისაგან, რათა ის მაინც ვიცოდეთ თუ რა უნდა მოვთხოვოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია მოსახლეობის უსაფრთხოებაზე.
იაპონიიდან შემოსული ავტომობილების გამო ბათუმსა და ფოთის პორტებში რადიაქტიური ნივთიერებების სკანერი უკვე რამდენჯერმე განგაშის რეჟიმზე ჩაირთო. როგორც ცნობილია მანქანები რადიაქიური ნივთიერებებით არის დაბინძურებული.
ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალისტი ხელმოწერით ადასტურებს რომ იაპონიიდან იმპორტირებული ნისან იქს ტრეილი უკან არ დაუბრუნებიათ და საქართველოში შემოუშვეს მაშინ როცა რადიაციული გამოსხივება დასაშვებ ზღვარს აღემატებოდა.მათი მოთხოვნაა რომ გამოსხივების კერის აღმოჩენის შემთხვევაში მანქანის მფლობელებმა ავტომობილი უკან იაპონიაში დააბრუნონ ან სახელმწიფომ უზრუნველყოს ასეთი მანქანების დამარხვა.
არასამთავრობო სექტორი ვარაუდობს რომ სახელმწიფო ასეთი მანქანებით ბიუჯეტის შევსების გამო თვალს ხუჭავს.რადიაცია უხილავი საფრთხეა, რომელიც გენეტიკაზე მოქმედებს და უმძიმეს დაავადებებს იწვევს. საქართველოს კანონმდებლობით ქვეყანაში აკრძალულია რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტი. პასუხისმგებელი კონტროლზე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოა.
-
ეკა ბესელია რომ არ გიყვარდეს, ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს – ზარდიაშვილი
ეკა ბესელია რომ არ გიყვარდეს, ამისთვის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა შეკითხვას – რატომ ვერ უგებდდნენ ერთმანეთს ზარდიაშვილი და ბესელია. კონკრეტული მიზეზის დასახელებისგან პოლიტიკოსმა თავი შეიკავა:
“შევინახავ ამას…ყველა თანაგუნდელი უნდა გიყვარდეს?! გუნდურ დამოკიდებულებას ნებისმიერ ადამიანთან ვინარჩუნებ. გუნდში ყოფნა ერთმანეთის პატივისცემას, გატანას, მოფრთხილებას ნიშნავს.
“არასდროს მიმუშავია “შპარგალკებით”. ეს მას უნდა კითხოთ, ვინც ასე იღებდა კანონებს. ჩინჩალაძესთან ისეთივე ურთიერთობა მაქვს, როგორც ბესელიას ნონა წოწორიასთან, რომელიც არის მისი შვილის ნათლია – არ ვფიქრობ, რომ ეს ცუდია”, თქვა ზარდიაშვილმა.
ცოტა ადრე უნდა წავსულიყავი – გედევან ფოფხაძე
საპარლამენტო უმრავლესობიდან ჟორჟოლიანიც მიდის
ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა
ბიძინა ივანიშვილი დღეს მმართველი გუნდის წევრებს შეხვდება -
ბესელიამ “ივანიშვილის შეცდომებზე” საუბარი დაიწყო
მმართველი გუნდიდან წასული ეკა ბესელია, რომელიც დღემდე თავს არიდებდა პარტიის დამფუძნებელზე საუბარს და ამბობდა, რომ მის წინააღმდეგ არასდროს წავიდოდა, დღეს ბიძინა ივანიშვილის შეცდომებზე საუბარს იწყებს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ირაკლი კობახიძეა.
“ერთ-ერთი სერიოზული შეცდომა უთუოდ არის (ირაკლი კობახიძე). ასევე ის საკადრო გადაწყვეტილებები, რომლებმაც ვერ გაამართლეს”, თქვა ბესელიამ რუსთავი 2 – თან საუბარში.
ცოტა ადრე უნდა წავსულიყავი – გედევან ფოფხაძე
საპარლამენტო უმრავლესობიდან ჟორჟოლიანიც მიდის
ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა
ბიძინა ივანიშვილი დღეს მმართველი გუნდის წევრებს შეხვდება -
2020 წლისთვის ყველა სამხედროს ბინა გადაეცემა
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა რომ წლის ბოლომდე 180 სამხედრო გორში საცხოვრებელ ბინას მიიღებს. ბინების რემონტი უკვე დაწყებულია.
2020 წლისთვის ყველა სამხედრო რომლის წინაშეც სახელმწიფოს კონტრაქტის საფუძველზე აქვს ვალდებულება დაკმაყოფილდება ბინით როგორც გორში ასევე თბილისსში, აცხადებს მთავრობის მეთაური.
„2019 წლის ბიუჯეტში, რომელიც გასულ წელს განვიხილეთ, ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი გავაკეთეთ სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის საკითხზე. 2020 წლისთვის ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომლის წინაშეც სახელმწიფოს კონტრაქტის საფუძველზე აქვს ვალდებულება, დაკმაყოფილდება ბინებით როგორც გორში, ისე თბილისში.გორში უკვე მიმდინარეობს საცხოვრებელი ბინების რემონტი და წლის ბოლომდე ბინას მიიღებს დაახლოებით 180 სამხედრო მოსამსახურის ოჯახი. ამასთან, თბილისში ვიწყებთ ორი ახალი კორპუსის მშენებლობას და მომავალ წელს 480-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეს გადავცემთ ბინებს.2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით დავაკმაყოფილეთ 1 700-ზე მეტი ჩვენი სამხედრო მოსამსახურე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
-
დღესაც განვიცდით იმას, თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორია – ზურაბიშვილი ალიევს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
“ზაგულბას” საპრეზიდენტო სასახლეში, პირისპირ დაგაფართოებულ ფორმატში მიმდინარე შეხვედრებზე,მხარეებმა საქართველო – აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები და მრავალმხრივ ურთიერთობების მიმართულებით, საერთაშორისო ფორმატებში მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.
სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს გულთბილი მიღებისათვის და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია რეგიონში, საქართველოს მეგობარ ქვეყანაში, რომელთანაც გვაკავშირებს თანამშრომლბა და პარტნიორობა.
“ჩვენი ქვეყნების მეგბრობას დიდი ისტორია აქვს, ძალიან ბევრი ტრადიცია გვაკავშირებს და ჩვენ დავიწყეთ თანამედროვე ცხოვრება ერთად. 100 წლის წინ, ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ერთ დროს პატარა ფედერაციაც გვქონდა და ჩვენ ერთობლივად განვიცადეთ, რას ნიშნავს დამოუკიდებლობის დაკარგვა და რას ნიშნავდა განვლილი მძიმე წლები, რომლის წნეხიც ჩვენი სახელმწიფოების მშენებლობაზე დღესაც აღინიშნება. ჩვენ ერთდ დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და ეს ბოლო წლები განვიცადეთ ერთნაირი ტრაგედიები და დღესაც განვიცდით იმას, თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორია, რომ შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ჯერ არ არის აღდგენილი, ოკუპაციის ხაზები ჩვენთვის დღესაც ღია ჭრილობაა, რომელიც ერთი მხრივ ჩვენს განვითარებას აფერხებს, მაგრამ ამავდროულად, ამ ტრაგედიების მიუხედავად, ჩვენ მაინც შევძელით გავაძლიერეთ და განვავითაროთ ჩვენი სახელმწიფოები, ეკონომიკა განვავითაროთ, და ჩვენი გზა, დამოუკიდებელ ქვეყნად განვაგრძოთ და ეს არ არის პატარა წარმატება და გამარჯვება. ჩვენ არა მხოლოდ წარსულზე, არამედ მომავალზეც ბევრი გვაქვს სასაუბრო. ვიმყოფებით რეგიონში, რომელსაც დიდი პერსპექტივები გააჩნია, ჩვენ ერთად განვახორციელეთ ბევრი პროექტი”, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გაფართოებული ფორმატით მიმდინარე შეხვედრაზე.

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, აზერბაიჯანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ვიზიტს.
ჩვენ პირიპირ შეხვედრაზე რეგიონული პრობლემები განვიხილეთ, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და და კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვიტარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
ჩვენ ერთად მრავალი საკითხი მოვაგვარეთ. აზერბაიჯანი და საქართველო ახლო მეგობრები და მოძმე ქვეპნები არიან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში კეთილმეზობლურ ატმოსფეროში მუშაობდნენ. დღეს ვითარდება ჩვენი ურთიერთბები, ერთობლივად ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისა და კონტინენტისათვის”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად, პატივი მიაგო აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშას და აზერბაიჯანულ ენაზე მიესალმა აზერბაიჯანის საპატიო ყარაულს. შესრულდა საქრთველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნები. დახვედრის ცერემონიის ფარგლებში, გაიმართა სახელმწიფო დელეგაციების წარდგენისა და მისალმების ოფიციალური ცერემონია.