Blog

  • “საქართველოს ქმედებების” გამო რუსეთმა საპასუხო ზომების მიღება გადაწყვიტა

    NATO-ს ქმედებები, მათ შორის სამხედრო სწავლებების ინტენსიურობა და მასში საქართველოსა და უკრაინის ჩართულობა, იძულებულს ხდის რუსეთს, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საპასუხო ზომები მიიღოს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. მისი თქმით NATO-ს სამხედრო პოტენციალის გაზრდა არღვევს მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების სისტემას.

    “ორჯერ გაიზარდა NATO-ს სწავლების მასშტაბები და ინტენსიურობა, რომელშიც უფრო აქტიურად მონაწილეობენ NATO-ს არაწევრი ქვეყნები უკრაინა და საქართველო. ამგვარი ქმედება არღვევს მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების სისტემას”, გრძელდება ბალტიისპირეთის, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნებში NATO-ს ბაზირების სისტემის განვითარება და ამგვარ ვითარებაში ჩვენ იძულებულნი ვართ, ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ”, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა

  • ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი ქართულ ენას სწავლობს

    დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი ქართული ენის შესწავლით არის დაინტერესებული. ის ამ პროცესს საკუთარ “TWITTER”-ზე ამ ფოტოთი ეხმაურება 

    {{ARTICLEIMAGE}}

    მან ინგლისურად ასე განმარტა ზმნა – შემომეხარჯა – ,,შემთხვევით, სრულად დავხარჯე – მაგრამ არ მინდოდა და ახლა ველოდებით, რომ ამ ფაქტს გაგებით მოეკიდებით”. 

  • კარასინმა ქართველებისთვის “უსიამოვნო სიურპრიზი” დააანონსა

    27 თებერვალს პრაღაში, სასტუმრო “ავგუსტინერში” დაიწყო რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა. შეხვედრის დაწყებამდე კი კარასინმა უსიამოვნო “სიურპრიზზე” ისაუბრა. რუს დიპლომატს არ დაუკონკრეტებია, თუ რა უსიამოვნო მოულოდნელობები ჰქონდა მხედველობაში.

    “ჩემი “მესიჯი” არის იგივე – მიუხედავად სირთულეებისა უნდა განვაგრძოთ ურთიერთობების განვითარება და ასევე მინდა გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები იმ შესაძლო მოულოდნელობების შესახებ, რაც უსიამოვნოა ორივე ქვეყნისათვის”, განაცხადა რადიო თავისუფლებასთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა. 

    პრაღის შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ. საუბრის ერთერთი მთავარი თემაა საბაჟო მონიტორინგის შესახებ საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება, რომლის შესრულება, ზურაბ აბაშიძის თქმით “სუბიექტურ და ობიექტურ” სიძნელეებს აწყდება.

    ზურაბ აბაშიძემ რადიო თავისუფლების შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან ამასწინანდელ შეხვედრაზე მან მმართველი პარტიის ლიდერი “საქმის კურსში ჩააყენა პრაღაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე”

  • საბოლოოდ დავადგინოთ აზერბაიჯანთან საზღვარი – ზურაბიშვილი

    საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ქვეყნებს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე ისაუბრა.

    “გადავწყვიტეთ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას მითითება მივცეთ, რომ განაახლონ მუშაობა და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი საზღვარი და არა გამიჯვნის საზღვარი. ნორმალურია, რომ ჩვენი მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ეს საკითხი დასრულდეს”,თქვა პრეზიდენტმა.

    საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია “ზაგულბას” სასახლეში გაიმართა. პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშას, რის შემდეგაც პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები შედგა. ამის შემდეგ კი ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ზურაბიშვილმა ალიევი საქართველოში ზაფხულში დაგეგმილ ბათუმის კონფერენციაზე მოიწვია. თავის მხრივ კი, ალიევისაგან მიიღო შემოთავაზება, რომ ჩინეთში, საქართველო – აზერბაიჯანის ერთობლივი დელეგაცია გაიგზავნოს.

    “ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები მაღალ დონეზეა, რეგულარულად ტარდება მაღალი დონის შეხვედრები, კონსულტაციები. საქართველო და აზერბაიჯანი ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში სოლიდარობას უცხადებენ და მხარს უჭერენ ერთმანეთს”. ჩვენ წარმატებული ერთობლივი პროექტები გვაქვს. თუ ისტორიას გადავხედავთ, 90-იანი წლების ბოლოს ბაქო-სუფსის აშენება იყო დიდი მოვლენა, ამით კი შესაძლებლობა მოგვეცა, შავი და კასპიის ზღვები დაგვეკავშირებინა ერთმანეთთან. ამის შემდეგ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი აშენდა, შემდეგ ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ეს ყველაფერი ერთობლივი ძალისხმევით მოხდა. დღეს ეს პროექტები ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას აძლიერებს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის შემდეგ აზერბაიჯანმა თავის მეზობლებთან მიაღწია შეთანხმებებს და შედეგად, ტვირთბრუნვა კიდევ გაიზრდება. ყველა სფეროში ჩვენს თანამრომლობას დიდი პერსპექტივები გააჩნია. გვაქვს პოლიტიკური ნება და საქართველო და აზერბაიჯანი მომავალშიც მხარს დაუჭერენ ერთმანეთს, ვიფიქრებთ ახალ პროექტებზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ხალხებს და სახელმწიფოს დიდი მომავალი აქვს. დღევანდელი ოფიციალური ვიზიტი ჩვენი ურთიერთობებისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია”.

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის მიზანი აზერბაიჯანთან, როგორც მეზობელ სახელმწიფოსთან, სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება და განვითარებაა. პოლიტიკურ-ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, პრიორიტეტული იქნება ასევე კულტურული ურთიერთობების განვითარებაც. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ქართველ სტუდენტებთნ, წარმატებული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და დიასპორასთან. საქართველოს პრეზიდენტი ასევე ეწვევა კახს ზაქათალას და ბელაქანს, სადაც ეთნიკურად ქართველი აზერბაიჯანის მოქალაქეები ცხოვრობენ.

  • ყველა მინუს ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი – 20 ოპოზიციური პარტია 2020-სთვის ემზადება

    ოპოზიციის თითქმის ყველა პარტიის წარმომადგენელი დღეს ერთ მაგიდასთან მსჯელობენ და საპარლამენტო არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მილიონი ხელმოწერის შეგროვების კამპანიას იწყებენ. ამბობენ, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არასამართლიანია, რადგან უმრავლესობას საშუალება აქვს, ამომრჩევლის ხმები მოიპაროს. როგორც გრიგოლ ვაშაძე, დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები შეთანხმდნენ, ბიძინა ივანიშვილს არჩევბების გაყალბების შესაძლობას აღარ მისცემენ. ოპოზიცია არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე მილიონი ხელმოწერის შეგროვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეიდან იწყებს.

  • 2002–დან 2017 წლის ჩათვლით, ქვეყნიდან გასულია 1.4 მილიონი ადამიანი

    2002 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, ქვეყნიდან გასულია დაახლოებით 1.4 მილიონი ადამიანი, რომელთა დაახლოებით 20% ფლობს უმაღლესისაგანმანათლებლო პროგრამის დიპლომს, ხასიათდება მაღალი ადამიანური რესურსით, არის შრომისუნარიანი და შეეძლო საკუთარი წვლილი შეეტანა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში, – აღნიშნულია კვლევაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ ილიაუნის ,,ფინანსური განათლების ცენტრთან“ ერთად ჩაატარა.

    როგორც კვლევამ აჩვენა, ქვეყანაში შეინიშნება სამუშაო ძალის კლების ტენდენცია. ამის ძირითადი მიზეზებია: შობადობის დაბალი მაჩვენებელი, მიგრაცია და მოსახლეობის დაბერების მაჩვენებლის ზრდა. შობადობა 1995-2002 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით მცირდებოდა, რამაც დღეისათვის შეამცირა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ჩართული უნდა ყოფილიყო ეკონომიკურ საქმიანობაში.ამასთან, 2010-2017 წლებში 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში ყოველწლიურად საშუალოდ 0.4%-ით იზრდებოდა და 2017 წლის მდგომარეობით 14.6% შეადგინა. მაშინ, როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი მსოფლიოსთვის საშუალოდ 8.7%-ია.

    „ მიგრაციის გაზრდილი მაჩვენებელი, შემცირებული შობადობა და დაბერების მაღალი მაჩვენებელი ამცირებს სამუშაო ძალას. ეს ყველაფერი დიდი გამოწვევაა და მსგავსი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყნის მწარმოებლურობა და შესაბამისად ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო შენელდება, რომ არაფერი ვთქვათ მწვავე დემოგრაფიულ მდგომარეობაზე”, – აღნიშნულია კვლევაში.

    კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება საერთაშორისო ასპარეზზე; ყურადღება გამახვილდეს მაღალპროდუქტიულ სექტორებზე; წახალისდეს სასწავლებლად წასული ახალგაზრდების ქვეყანაში დაბრუნება; გაუმჯობესდეს არსებული განათლების სისტემა.

  • კახა კალაძე 41 წლის გახდა. თბილისის მერი დაბადების დღეს მილანში შეხვდა

    თბილისის მერს დღეს დაბადების დღე აქვს. კახა კალაძე 41 წლის გახდა. დედაქალაქის მერს იუბილეს სოციალური ქსელიდან ულოცავენ თანამშრომლებიც.

    როგორ აღნიშნავს კალაძე დაბადების დღეს – იუბილარმა მერმა “ინსტაგრამზე” ატვირთა ფოტო, რომელიც მილანშია გადაღებული.
    ამავე სოციალური ქსელის “სთორიშიც” მილანში გადაღებული  ფოტოები იძებნება. კალაძე თბილისში დღეს ბრუნდება.

     

  • გერმანიაში საკანალიზაციო ჭის სახურავის ნახვრეტში მსუქანი ვირთხა გაიჭედა

    გერმანიაში, საკანალიზაციო ჭის სახურავის ნახვრეტში მსუქანი ვირთხა გაიჭედა. ვირთხის გამოთავისუფლებას ერთდროულად ცდილობდნენ მეხანძრეები მაშველები და ცხოველების ექსპერტი. როგორც მაშველები ამბობენ ვირთხა ვერც უკან ბრუნდებოდა და ვერც ამოძრომას ახერხებდა.

    როდესაც მაშველ მაიკ სერს ჰკითხეს თუ რატომ დახარჯეს ამდენი რესურსი ვირთხის ჭიდან ამოყვანისთვის მან ასე უპასუხა „ის ცხოველებიც კი რომლებიც ბევრს ეზიზღება, პატივისცემას იმსახურებენ.“
    მსუქანი ვირთხა საბოლოოდ უვნებლად ამოიყვანეს და გაუშვეს.

  • “წელიწადში სამჯერ მაგის “შოპინგ-ვოიაჟებს” ვაფინანსებდი პარიზში” – ოქრუაშვილი ბესელიაზე

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი მმართველი გუნდიდან ეკა ბესელიას წასვლაზე კომენტარს აკეთებს. ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

    “ბესელიამ, “ივანიშვილზე ცუდი რატომ უნდა ვთქვაო? თავის დროზე ოქრუაშვილისგანაც კი წავედი, მაგრამ მასზე ცუდი არ მითქვამსო”.

    მაგის პორნოგრაფია მიშამ ჩააწერინა;
    მისი შვილი ძებნაზე მიშამ დაასმევინა;
    მაგის პორნოგრაფია ბიძინამ გამოაქვეყნებინა;
    “ქართული ოცნებიდან” ბიძინამ გააგდებინა;

    მე მხოლოდ მის შვილს ვმალავდი, როდესაც ძებნილი იყო და წელიწადში სამჯერ მაგის შოპინგ-ვოიაჟებს ვაფინანსებდი პარიზში.

    და ამ ყველაფრის მერე ჩემზე ცუდი რა უნდა თქვას ამ უტიფარმა დედაკაცმა?

    პ.ს. სიტყვა “დედაკაცს” სექსისტურ გამონათქვამად ნუ ჩამითვლით და მაგის გამო ნუ გამაკრიტიკებთ. ძველი ქართული სიტყვაა”.

  • თბილისის “დინამოს” ვეტერანი ფეხბურთელი მამუკა ფანცულაია გარდაიცვალა

    52 წლის ასაკში თბილისის “დინამოს” ვეტერანი ფეხბურთელი მამუკა ფანცულაია გარდაიცვალა.
    მისი ერთ-ერთი მეგობრის გადმოცემით მამუკას გულზე პრობლემები ჰქონდა, რაც სავარაუდოდ გარდაცვალების მიზეზი გახდა.

    ფანცულაია ერთ-ერთი ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი იყო. იგი 1985 წელს საბჭოთა კავშირის რიგებში 18-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ამ ჩემპიონატის ფინალში დუბლი შეასრულა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
    მამუკა ფანცულაის ერთადერთი ქართველია, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

    წლების განმავლობაში, მამუკა ფანცულაია საფეხბურთო აკადემია “ოლიმპის” მწვრთნელი იყო – აღსანიშნავია რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი მისი სწორედ მამუკას გაზრდილია.