“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. რაზე იმსჯელებენ სხდომაზე, უცნობია, თუმცა როგორც როგორც უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, შეხვედრაზე მიმდინარე კვირის სესიაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელებენ. სხდომას პარტიის პოლიტიკურ მდივანტან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, პარტიის თავმჯდომნარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება. შეხვედრის უხმო კადრები ქართული ოცნების პრესსამსახურმა გაავრცელა.
Blog
-
შენ ხარ „ოცნების“მესაფლავე – მწვავე დაპირისპირება პარლამენტში ყოფილ თანაგუდელებს შორის
მორიგი დაპირისპირება პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირევით უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავდნენ. ამჯერად, შელაპარაკება ისევ ყოფლ თანაგუნდელებს, იურიდიული კომიტეტის ყოფილ და ამაჟამინდელ თავმჯდომარეებს, ეკა ბესელიასა და ანრი ოხანაშვილს შორის დაიწყო, რაშიც სხდომის წამყვანი დავით მათიკაშვილი ანრი ოხანაშვილის მხარდასაჭერად ჩაერია. მათიკაშვილმა და ოხანაშვილმა ბესელიას ის კანინპროექტები შეახსენეს, რომლებსაც მხარს უჭერდა. „იურიდიული კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს არ ახსოვს, რომელ კანონპროექტებს უჭერდა მხარას და აქ ჩვენ გვედავება“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მათიკაშვილმა კი ეკა ბესელიას ურჩია, დაგუგლოს და ნახოს, ვინ სად იყო 2012 წელს.მოგვიანებით, ბესელია-ოხანაშვილი-მათიკაშვილის დაპირისპირებაში უმრავლესობიდან წასული გედევან ფოფხაძე და უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ჩაერთნენ. ზარდიაშვილმა ბესლია-ფოფხაძეს პროფესიონალიზმი და წარსული საქმიანობა დაუწუნა და განაცხადა,რომ მათი განცხადებები ფარსია. „მართალი ვარ, წესიერი ვარ, პატიოსანი ვარ, კომპეტენტური ვარ და თქვენს პატიოსნებას მიხედეთ, – განუცხადა ზარდიაშვილმა ბესელია-ფოფხაძეს. „მაგ სიმართლიც გაცხოვროს ღმერთმა, ქართული ოცნების მესაფლავე ხარ“ – ასე უპასუხა გედევან ფოფხაძემ ზარდიაშვილს და პირდაპირ ეთერში გამოიწვია, სადაც როგორც თავად თქვა, ზარდიაშვილს პირში ეტყვის ყველაფერს. ამ დაპირისპირების დროს კომიეტეტის სხდომის წამყვანი დავით მათიკაშვილი ტექნიკური პერსონალისგან მოითხოვდა, მიკროფონები გამოერთოთ და მხოლოდ მისი ნებართვის შემთხევაში ჩაერთოთ. „ეს არ არის საჭორაო ადგილი, ეს კომიტეტია“ – აცხადებდა მათიკაშვილი, რომერლსაც სხდომის გაგრძელების საშუალება აღარ ეძლეოდა. -
ქურდობის და ყაჩაღობის მაჩვენებლის ზრდა მძიმე სოცილურ ფონს უკავშირდება
პარლამენტში მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დღეს აღიარა, რომ ქვეყანაში გაუარესებული კრიმინოგენული ვითარება ძირითადად საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს – ქურდობას და ყაჩაღობას უკავშირდება. ამის ერთ–ერთი მიზეზი კი მინისტრის მოდაგილის თქმით მძიმე სოციალური ფონია. შს მინისტრის მოადგილის თქმით, 80%-იანი ზრდა საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე მოდის.მეზვრიშვილი მოუწოდებს მედიას და პოლიტიკოსებს, არ მოახდინონ ამ პრობლემით სპეკულირება.„საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული გაზრდილია, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. 80% ზრდის, სწორედ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებზე მოდის და ძირითადად ეს არის ქურდობა, მათ შორის ეს არის წვრილმანი ქურდობა ჩადენილი არასრულწლოვნების მიერ. მიზეზები სხვადასხვაა, მათ შორის არის სოციალური ფონი. ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის სოციალური ფონი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გააზრებული იყოს სისხლის სამართლის პოლიტიკა.ზოგადად ამ დანაშაულის გახსნა არც ისე მარტივია, დანაშაული ფარული ხასიათისაა, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ გახსნისთვის პრაქტიკული მექანიზმები დავნერგოთ, მაგალითად, როგორიცაა კამერების დამონტაჟება მთელი საქართველოს მასშტაბით,”-განაცხადა მეზვრიშვილმა. -
ჰოლანდიაში ხალხით სავსე ტრამვაის ცეცხლი გაუხსნეს
ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში უცნობმა მამაკაცმა ტრამვაის ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. უკვე დადასტურდა ინფორმაცია ერთი გარდაცვლილის შესახებ.ინციდენტი ადგილობრივი დროით 10:45 წუთზე მროხდა, ქალაქის ცენტრის მიღმა , ტრამვაის ერთ–ერთ გაჩერებაზე. შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ გავიდნენ ავარიული სამსახურები, პოლიცია და სამი ვერტმფრენი. ადგილზე გაიგზავნა ნიდერლანდების პოლიციის ანტიტერორისტული ქვედანაყოფიც. ტრამვაის გაჩერების გარშემო ტერიტორია პოლიციამ დაიკავა. ქალაქში ტრამვაის მოძრაობა დროებით შეწყდა.პოლიციის განცხადებით დამნაშავემ მიმალვა მოახერხა. დაუზუსტებელი ინფორმაციით მან ტერიტორია ავტომობილით დატოვა. ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რამდენი ადამიანი მონაწილეობდა სროლაში. ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით თავდამსხმელი რამდენიმე იყო.პოლიცია ამბობს, რომ “შესაძლო ტერორისტულ მოტივსაც “ განიხილავს. უტრეხტში ტერორისტული საფრთხის მაქსიმუმი გამოცხადდა.თვითმხილველების თქმით მამაკაცმა მოულოდნელად განუწყვეტელი სროლა დაიწყო.ნიდერლანდების პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მომხდარით ძალიან შეშფოთებულია და უტრეხტში მომხდარს “საგანგაშო სიტუაცია უწოდა.“
-
თქვენ ხართ ყველაზე აგრესიული დეპუტატი პარლამენტში-ზარდიაშვილი ხოშტარიას
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა იმის გამო, რომ კომიტეტის სხდომაზე გამოცხადებული შესვნეების დროს ვანო ზარდიაშვილმა არასამთავრობი სექტორის წარმომადგენელს შეურაცხყოფა მიაყენა. ზარდიაშვილმა ხოშტარიას ბოდიში ირონიულად მოუხადა და განუცხადა, რომ ის არის პარლამენტში ყველაზე აგრესიული დპუტატი. -
გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილს ნდობისთვის მადლობას უხდის
„პარტიას სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური მართვის სისტემა და ეს პარტიის ლიდერმა შეიგრძნო ყველაზე სწრაფად“, – ასე პასუხობს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ის პარტიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და მემკვიდრედ სწორედ გრიგოლ ვაშაძეს ასახელებს. გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილს ნდობისთვის მადლობას უხდის, და ამბოს, რომ პარტიის თავმჯდომარედ მისი არჩევა მოხდება თუ არა, ამას ყრილობა იტყვის.
-
“მომიწევს რაღაცეები შეგახსენო.“ ბესელია–მათიკაშვილის დაპირისპირება პარლამენტში
სიტყვიერი დაპირისპირება იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების გამწესებისა და შერჩევის შესახებ ირაკლი კობახიძისა და ექვსი დეპუტატის მიერ შემუშავებულ კანონპროექტის განხილვის პროცესში ეკა ბესელიასა და დავით მათიკაშვილს შორის მოხდა. ბესელიამ მათიკაშვილს მეტი სიდინჯისა და ნებისყოფის გამოჩენისკენ მოუწოდა.კამათი ბესელიასა და მათიკაშვილს შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლების შერჩევის კრიტერიუმების საკითხმა გამოიწვია. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელია უმრავლესობის წევრების მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვებს სვამდა. დავით მათიკაშვილმა ბესელიას მოუწოდა, რეგლამენტით გათვალისწინებულ დროში ჩატეულიყო და კითხვები მოკლედ დაესვა.„ თუ კიდევ გააგრძელებ ხელის შეშლას მერე კიდევ მომიწევს რაღაცები შეგახსენო. დავანებოთ თავი ამ ჭკუის სწავლებას. მაგ როლიდან ლაპარაკს ცოტა წინდახედულება უნდა“ – განუცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ამავე კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარის მოადგილეს.ბესელიას განცხადებით, მას უმრავლესობის კანონპროექტთან დაკავშირებით 10 კითხვა აქვს ყოფილ თანაგუნდელებთან. ბესელია ამბობს, რომ კობახიძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში მოსამართლეთა შერჩევის პროცესში პარლამენტის როლი დაკნინებულია და მას უფლებაც კი არ აქვს კანდიდატი მოსამართლეების შესახებ ბიოგრაფიული ცნობები მოიძიოს.ბესელიას სიტყვა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა შეაწყვეტინა. მათიკაშვილმა მოუწოდა ეკა ბესელიას ლაკონურად გადმოეცა სათქმელი, რაზეც მას ბესელიამ უპასუხა, რომ საქმიანად საუბრობს და დროსაც ზოგავს. ბესელიამ სთხოვა ყოფილ თანაგუნდელს სიტყვა აღარ გაეწყვეტინებინა. -
დელფინის მოკვლის გამო თურქეთის გემის კაპიტანი 40 900 ლარით დაჯარიმდა
10 მარტს ბათუმის სანაპიროსთან მოკლული დელფინი იპოვეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოსა და შსს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დადგინდა სამართალდამრღვევი – თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი. სამართალდამრღვევმა აღიარა ჩადენილი ქმედება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ დამნაშავის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სამართალდამრღვევს 40 900 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. თანხის გადახდის შემდეგ, გემი საქართველოს საზღვაო წყლებს დატოვებს.
-
“თუ ჩინჩალაძე და იუდა ისკარიოტელი იქნებიან, იძულებული გავხდები, იუდას არ მივცე ხმა“–გედევან ფოფხაძე
რამდენიმე დღეა პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტებს ხმაურის ფონზე განიხილავს. ამ თემაზე სამი კანონპროექტია წარდგენილი, რომელთაგან ერთ-ერთი ირაკლი კობახიძეს და უმრავლესობის წევრებს ეკუთვნის, ერთი ეკა ბესალიას და მის თანაგუნდელებს, მესამე – „ევროპულ საქართველოს“.ირაკლი კობახიძის კანონპროექტის სახელით ცნობილ უმრავლესობის კანონპროექტს ოპოზიცია და „ქართული ოცნებიდან“ გასული ეკა ბესელია და მისი გუნდი თავიდან ბოლომდე იწუნებს. დღეს ამ პროექტს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განიხილავდნენ. როგორც გედევან ფოფხაძემ დღეს კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობას განუცხადა, ირაკლი კობახიძის კანონპროექტით, მოსამართლეთა თანამდებობებზე ჩინჩალაძეზე უარესი კანდიდატურები შევა და არჩევანი ცუდსა და უარესს შორის იქნება. -
სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს
მიხეილ სააკაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. ვიდეომიმართვა, რომელშიც ამ გაადაწყვეტილებაზე საუბრობს საქართველოს ექსპრეზიდენტმა დღეს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მას არ ეძლევა ქვეყანაში შემოსვლის საშუალება, რაც დამაბრკოლებელი ფაქტორია პარტიულ საქმიანობაში დამაბრკოლებელი ფაქტორია.“ივანიშვილმა გააკეთა ყველაფერი, მე არ მიშვებს ქვეყანაში, ზოგიერთი ჩვენი ლიდერი არის ციხეში, სულ ახლახან დავით კირკიტაძე დააპატიმრეს და ეს რა თქმა უნდა, ართულებს ორგანიზაციის მუშაობას, მაგრამ იმისთვის, რომ ეს გადაილახოს, ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად მოქნილები და ვაკეთოთ ისეთი რამე, რაც არ შეაჩერებს არც ერთი დღით ჩვენს ბრძოლას. ამიტომ ამ სიტუაციაში ჩემი აზრით მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა. იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც ამ დროშას აიტაცებს თქვენთან ერთად. მე ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად მას დავუჭერდი მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე.ისევე როგორც ჩვენ გვჭირდება ახალი ხალხის ჩართვა პოლიტიკურ საბჭოში, მაგრამ როგორ უნდა შეირჩეს ეს ხალხი, ვინ უნდა შეარჩიოს – ჩვენ გვყავს 400 ათასი რეგისტრირებული აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტი. ამ ხალხმა, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები, არა ვიღაცების მეშვეობით, არა კულისებში, არა ვიღაცების ერთმანეთში მოლაპარაკებით, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და ელექტრონული კენჭისყრის მექანიზმები, რომელიც არსებობს, ამის საშუალებას იძლევა. შეგვეძლება ხმა მივცეთ ჩვენი „აიფონით“, აპლიკაციით, რომელიც გექნებათ „აიფონში“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.